საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომპიუტერთან თამაში ჩემი საქმე არ არის, დროს არ ვკარგავ" - რას ყვება საკუთარ ცხოვრებაზე ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც 78 წლის ასაკში ისევ მსოფლიო ჩემპიონია
"კომპიუტერთან თამაში ჩემი საქმე არ არის, დროს არ ვკარგავ" - რას ყვება საკუთარ ცხოვრებაზე ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც 78 წლის ასაკში ისევ მსოფლიო ჩემპიონია

78 წლის ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ცოტა ხნის წინ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი კი­დევ ერთხელ გახ­და. ბუ­ქა­რეს­ტში ვე­ტე­რან მო­ჭად­რა­კე­თა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტზე ქარ­თვე­ლი დი­დოს­ტა­ტი მთე­ლი ტურ­ნი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ლი­დე­რობ­და, მე-11 ტურ­ში მონ­ღო­ლე­თის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პუ­რევ­დორჯ ბუ­ჯინლ­ხა­მი და­ა­მარ­ცხა და ვე­ტე­რა­ნებს შო­რის ეს ტი­ტუ­ლი მეშ­ვი­დედ მო­ი­პო­ვა.

ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი სა­ჭად­რა­კო ოლიმ­პი­ა­დე­ბის 11-გზის გა­მარ­ჯვე­ბული და "სა­ჭად­რა­კო ოს­კა­რის" პირ­ველ­ი მფლო­ბელ­ია, მისი ცხოვ­რე­ბის გზა სავ­სეა წარ­მა­ტე­ბე­ბით და იშ­ვი­ა­თი მარ­ცხის სიმ­წა­რით. ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია ჭად­რაკ­ში. ამ დიდ წარ­მა­ტე­ბას 21 წლის ასაკ­ში მი­აღ­წია. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ტი­ტუ­ლებს შო­რის უმ­თავ­რე­სი - ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ი­პო­ვა.

რით ჰგავს ჭად­რა­კის დაფა ცხოვ­რე­ბას? რო­გო­რია მე­ფე­ე­ბის, დე­დოფ­ლე­ბის, პა­ი­კე­ბის როლი? რო­გორ ცხოვ­რობს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი? - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ჟურ­ნალ "გზას" ესა­უბ­რა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნონა, პირ­ველ რიგ­ში, გმად­ლობთ, რომ გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვით და ინ­ტერ­ვი­უ­ზე დამ­თან­ხმდით.

- ჟურ­ნა­ლის­ტებს შეხ­ვედ­რებ­ზე მარ­თლაც იშ­ვი­ა­თად ვთან­ხმდე­ბი, თქვენ ძა­ლი­ან მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ყო­ფილ­ხართ.

- ვფიქ­რობ, ეს თვი­სე­ბა თქვენს ხა­სი­ათ­შიც დო­მი­ნან­ტი იქ­ნე­ბა.

- ეს თვი­სე­ბა ბავ­შვო­ბი­დან მქონ­­და. ვცდი­ლობ­დი, რა­საც ხელს მოვ­კი­დებ­დი, კარ­გად გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ბი­ჭე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ვიზ­რდე­ბო­დი, 4 უფ­რო­სი ძმა მყავ­და. ზუგ­დიდ­ში მთე­ლი ქუ­ჩის ბავ­შვე­ბი ჩვენ­თან იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. თო­ჯი­ნე­ბი არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა­საც ბი­ჭე­ბი თა­მა­შობ­დნენ, მეც იმას ვთა­მა­შობ­დი. ფეხ­ბურ­თიც მა­შინ შე­მიყ­ვარ­და. კარ­შიც ხში­რად ვი­დე­ქი. ბი­ჭებ­თან შე­თან­ხმე­ბა მქონ­და და რად­გან გოგო ვი­ყა­ვი, ამის გამო ჩვენ შო­რის დან­დო­ბა არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ჭად­რაკს რომ თა­მა­შობ­დნენ, ვუ­ყუ­რებ­დი და ისე ვის­წავ­ლე. უფ­რო­სი ძმა კარ­გად თა­მა­შობ­და. ხში­რად მე­უბ­ნე­ბო­და, - მოდი, და­ჯე­ქი, გას­წავ­ლიო. ნიჭი ბევრ ადა­მი­ანს აქვს, მაგ­რამ რა­ღაც დო­ნეს შე­იძ­ლე­ბა მი­აღ­წიო და გა­ჩერ­დე.

- დიდი წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად რა არის სა­ჭი­რო?

- აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონ­დეს ჯან­მრთე­ლო­ბა, კარ­გი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მა, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა და სპო­რ­ტული ხა­სი­ა­თი. აქე­დან ერთი კომ­პო­ნენ­ტიც რომ ამო­აგ­დო, გა­მო­რი­ცხუ­ლია, მწვერ­ვა­ლებს ვერ და­ი­პყრობ.

ბი­ჭებ­თან ყო­ველ­თვის ჩემი გამ­ქონ­და. ჭად­რაკ­ში ტურ­ნი­რებს ვა­წყო­ბდით, ბოლო ად­გილ­ზე არას­დროს გავ­სულ­ვარ. იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი ძმე­ბი რიგ­რი­გო­ბით, ზუგ­დი­დის ჩემ­პი­ო­ნე­ბი ხდე­ბოდ­ნენ. საკ­მა­ოდ კარ­გად თა­მა­შობ­დნენ, მაგ­რამ რო­გორც კი უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მო­ე­წყვნენ, თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ას მიჰ­ყვნენ, ჭად­­რაკი კი მათ­თვის გარ­თო­ბა იყო.

- ოჯახ­ში სა­ნატ­რე­ლი გოგო იყა­ვით?

- ოთხი ბი­ჭის შემ­დეგ, ბუ­ნებ­რი­ვია, გო­გოს და­ბა­დე­ბა ოჯახ­ში დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო. ამი­ტომ ჩემი თბი­ლის­ში გა­მოშ­ვე­ბა ძა­ლი­ან უჭირ­დათ. მა­შინ ზუგ­დიდ­ში გო­გო­ნე­ბის­თვის ჭად­რა­კის წრე არ არ­სე­ბობ­და. ჩემი დე­ი­და და ბიძა თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ, მათ მემ­კვიდ­რე არ ჰყავ­დათ. როცა ნა­ხეს, ჭად­რაკს კარ­გად ვთა­მა­შობ­დი, ჩე­მებს არა­ერ­თხელ უთხრეს - გა­მო­უშ­ვით, ჩვენ­თან იცხოვ­რო­სო.

ჭად­რაკ­ში გო­გო­ნე­ბის წრე­ე­ბი მხო­ლოდ დიდ ქა­ლა­ქებ­ში იყო. თბი­ლის­ში, მა­შინ­დელ პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლე­ში ჭად­რა­კის გან­ყო­ფი­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ობ­და.

1953 წელს, ბა­თუმ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტარ­დე­ბო­და. ზუგ­დი­დი­დან ბი­ჭთა გუნ­დი მი­დი­ო­და, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, გუნდში ერთი გოგო ჰყო­ლო­დათ. ზუგ­დი­დის მა­შინ­დე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­ვარ­და, არ იცოდ­ნენ, ვინ აეყ­ვა­ნათ. ყურ­მოკ­რუ­ლი ჰქონ­დათ, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში ერთი გოგო ჰყავთ, რო­მე­ლიც ჭად­რაკს თა­მა­შობ­სო, მაგ­რამ რო­გორ ვთა­მა­შობ­დი, არ იცოდ­ნენ.

ჩემი უფ­რო­სი ძმა მა­შინ სტუ­დენ­ტი იყო, მის მომ­დევ­ნოს კი ვა­ჟე­ბის გუნდში პირ­ველ ნომ­რად უნდა ეთა­მა­შა. სა­ბო­ლო­ოდ, ისე მოხ­და, რომ მე წა­ვე­დი შე­ჯიბ­რე­ბა­ზე და ჩემი ძმა არ წა­მო­ვი­და - უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში აბა­რებ­და, ემ­ზა­დე­ბო­და და დრო­ის უქონ­ლო­ბა მო­ი­მი­ზე­ზა. მე კი გუნ­დის წევ­რებს მა­ტა­რე­ბელ­ში ვეც­ნო­ბო­დი.

- მა­ტა­რე­ბელ­ში ჭად­რა­კი რომ ეთა­მა­შეთ და უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­უგეთ, ეს ის მგზავ­რო­ბა იყო, არა?

- კი, ყვე­ლა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­ტოვე. სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა გვქონ­და, გუნ­დმა კარ­გი შე­დე­გი უჩ­ვე­ნა. იმ ას­პა­რე­ზო­ბა­ზე პი­ო­ნერ­თა სა­სახ­ლის მწვრთნე­ლი, ვახ­ტანგ ქარ­სე­ლა­ძე ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­და და მშობ­ლებს შე­მო­უთ­ვა­ლა, თბი­ლის­ში გა­მო­უშ­ვი­თო.

თბი­ლის­ში 1954 წლის შე­მოდ­გო­მაზე ჩა­მო­ვე­დი. ერთ წელ­ში უკვე მქონ­და გარ­კვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი, დი­დებ­ში თბი­ლი­სის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვე­დი. 1956 წლი­დან კი ას­პა­რე­ზო­ბებ­ზე პირ­ვე­ლი ად­გი­ლე­ბის აღე­ბა და­ვი­წყე. ამ საქ­მემ ძა­ლი­ან გა­მი­ტა­ცა. მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი 21 წლის ასაკ­ში გავ­ხდი...

- პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ჭად­რაკ­ში, ვილ­ჰელმ სტე­ი­ნი­ცი ამ­ბობ­და: ჭად­რა­კი უნე­ბის­ყო­ფო ადა­მი­ა­ნე­ბის თა­მა­ში არ არი­სო. ეთან­ხმე­ბით?

- რა თქმა უნდა, ვე­თან­ხმე­ბი. ერთხელ ერე­ვან­ში, მა­მა­კა­ცებს შო­რის, ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტარ­დე­ბო­და და მე სტუმ­რის სტა­ტუ­სით მი­მიწ­ვი­ეს. იქ ფი­ზკულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ჭად­რა­კე­ებს ტეს­ტი ჩაგ­ვი­ტა­რეს. ჩემი და ტა­ლის (ცნო­ბი­ლი რუსი დი­დოს­ტა­ტი მი­ხე­ილ ტალი) პა­სუ­ხე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა.

ერთ-ერთი კი­თხვა ასე­თი იყო, - "რა გირ­ჩევ­ნი­ათ, 2 ყა­ი­მი თუ ერთი მო­გე­ბა და ერთი წა­გე­ბა?" ჩემი პა­სუ­ხი იყო: "ერთი მო­გე­ბა და ერთი წა­გე­ბა". პარ­ტი­ას რომ წა­ვა­გებ­დი, ერთი სული მქონ­და, რო­დის დავ­ჯდე­ბო­დი სა­თა­მა­შოდ. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ყა­იმ­ზე არ ვფიქ­რობ­დი. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მო­ჭად­რა­კე­ე­ბი, მათ შო­რის, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი კა­ცე­ბიც კი წა­გე­ბის შემ­დეგ, პარ­ტი­ას ძა­ლი­ან მო­ზო­მი­ლად თა­მა­შობ­დნენ.

- თქვენ?

- ვცვლი­დი სის­ტე­მებს. დღე­საც ჩემი სვლე­ბი მაქვს, გა­და­ად­გი­ლე­ბებს ვა­კე­თებ. ეს ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ათს, სტილს გან­სა­ზღვრავს. ზო­გი­ერ­თი კომ­პი­უ­ტე­რით ემ­ზა­დე­ბა.

- თქვენ კომ­პი­უ­ტერს არ ეთა­მა­შე­ბით?

- არა, ეგ ჩემი საქ­მე არ არის, კომ­პი­უ­ტერ­თან დროს არ ვკარ­გავ. თან და­მაქვს "აი­პე­დი", რო­მელ­შიც ვუს­მენ მუ­სი­კას, ვკი­თხუ­ლობ წიგ­ნებს...

- ჭად­რა­კის ფი­გუ­რე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად რო­მე­ლი­მე გიყ­ვართ?

- ყვე­ლა ფი­გუ­რა მიყ­ვარს, რო­მე­ლიც მო­გე­ბას მო­მი­ტანს. წლე­ბის წინ, სუ­ნა­მო­ე­ბი გა­მო­უშ­ვეს: "დე­დო­ფა­ლი ნონა" და "პა­ი­კი ნანა" ალექ­სან­დრია. ნა­ნამ იკი­თხა, რა­ტომ პა­ი­კიო? ეს დე­დო­ფალ­ში გამ­სვლე­ლი პა­ი­კი­აო, - უპა­სუ­ხეს.აქ ყვე­ლა­ზე პა­ტივ­სა­ცე­მი მე­ფეა, ყვე­ლა­ზე მეტი დე­დო­ფალს შე­უძ­ლია, მაგ­რამ და­ნარ­ჩენ ფი­გუ­რებ­საც თა­ვი­სი როლი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვთ. პა­ი­კი გა­დის ბო­ლომ­დე. მას შე­უძ­ლია, მეფე გა­ა­ცო­ცხლოს.

- თქვენს ოჯახ­ზე მი­ამ­ბეთ...

- ჩემი მე­უღ­ლე პრო­ფე­სი­ით ექი­მი და ამა­ვე დროს, სა­კავ­ში­რო კა­ტე­გო­რი­ის მსა­ჯი გახ­ლდათ. ერ­თმა­ნე­თი ბა­ქო­ში გა­ვი­ცა­ნით, მე მო­მა­მაგ­რეს, რო­გორც ქარ­თველს. მერე ისიც სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, ერ­თმა­ნეთს ვხვდე­ბო­დით. ოჯა­ხი 29 წლის ასაკ­ში შევ­ქმე­ნი. ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდს თა­მაშ­ში ხელი არ შე­უშ­ლია. მე­უღ­ლე დიდი ხნის წინ გარ­და­მეც­ვა­ლა... 1 შვი­ლი და 2 შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს.

- რო­გო­რი ქორ­წი­ლი გქონ­დათ?

- 3 ქორ­წი­ლი გვქონ­და: ერთი ქორ­წი­ლი ჩემ­მა ოჯახ­მა გა­დაგ­ვი­ხა­და, მე­ო­რე - მე­უღ­ლის ოჯახ­მა და მე­სა­მე ქორ­წი­ლი ჩემ­მა ძმამ, ზუგ­დიდ­ში გა­და­ი­ხა­და წა­ი­კი­თხეთ ვრცლად gza.kvirispalitra.ge-ზე

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ საამაყო ქალბატონო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

სს
2

ერთადერთი ადამიანი ვისაც ოცნების მხარდაჭერას ვპატიობ.....ყველაფერის უფლება გაქვთ ქლბატონო ნონა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"კომპიუტერთან თამაში ჩემი საქმე არ არის, დროს არ ვკარგავ" - რას ყვება საკუთარ ცხოვრებაზე ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც 78 წლის ასაკში ისევ მსოფლიო ჩემპიონია

"კომპიუტერთან თამაში ჩემი საქმე არ არის, დროს არ ვკარგავ" - რას ყვება საკუთარ ცხოვრებაზე ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც 78 წლის ასაკში ისევ მსოფლიო ჩემპიონია

78 წლის ნონა გაფრინდაშვილი ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა. ბუქარესტში ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველი დიდოსტატი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, მე-11 ტურში მონღოლეთის წარმომადგენელი, პურევდორჯ ბუჯინლხამი დაამარცხა და ვეტერანებს შორის ეს ტიტული მეშვიდედ მოიპოვა.

ნონა გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული და "საჭადრაკო ოსკარის" პირველი მფლობელია, მისი ცხოვრების გზა სავსეა წარმატებებით და იშვიათი მარცხის სიმწარით. ის პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში. ამ დიდ წარმატებას 21 წლის ასაკში მიაღწია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტიტულებს შორის უმთავრესი - ხალხის სიყვარული, დამსახურებულად მოიპოვა.

რით ჰგავს ჭადრაკის დაფა ცხოვრებას? როგორია მეფეების, დედოფლების, პაიკების როლი? როგორ ცხოვრობს მსოფლიო ჩემპიონი? - ამ ყველაფერზე ნონა გაფრინდაშვილი ჟურნალ "გზას" ესაუბრა.

- ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, გმადლობთ, რომ გამონაკლისი დაუშვით და ინტერვიუზე დამთანხმდით.

- ჟურნალისტებს შეხვედრებზე მართლაც იშვიათად ვთანხმდები, თქვენ ძალიან მიზანდასახული ყოფილხართ.

- ვფიქრობ, ეს თვისება თქვენს ხასიათშიც დომინანტი იქნება.

- ეს თვისება ბავშვობიდან მქონდა. ვცდილობდი, რასაც ხელს მოვკიდებდი, კარგად გამეკეთებინა. ბიჭების გარემოცვაში ვიზრდებოდი, 4 უფროსი ძმა მყავდა. ზუგდიდში მთელი ქუჩის ბავშვები ჩვენთან იკრიბებოდნენ. თოჯინები არ მაინტერესებდა, რასაც ბიჭები თამაშობდნენ, მეც იმას ვთამაშობდი. ფეხბურთიც მაშინ შემიყვარდა. კარშიც ხშირად ვიდექი. ბიჭებთან შეთანხმება მქონდა და რადგან გოგო ვიყავი, ამის გამო ჩვენ შორის დანდობა არ უნდა ყოფილიყო. ჭადრაკს რომ თამაშობდნენ, ვუყურებდი და ისე ვისწავლე. უფროსი ძმა კარგად თამაშობდა. ხშირად მეუბნებოდა, - მოდი, დაჯექი, გასწავლიო. ნიჭი ბევრ ადამიანს აქვს, მაგრამ რაღაც დონეს შეიძლება მიაღწიო და გაჩერდე.

- დიდი წარმატების მისაღწევად რა არის საჭირო?

- აუცილებლად უნდა გქონდეს ჯანმრთელობა, კარგი ნერვული სისტემა, მიზანდასახულობა და სპორტული ხასიათი. აქედან ერთი კომპონენტიც რომ ამოაგდო, გამორიცხულია, მწვერვალებს ვერ დაიპყრობ.

ბიჭებთან ყოველთვის ჩემი გამქონდა. ჭადრაკში ტურნირებს ვაწყობდით, ბოლო ადგილზე არასდროს გავსულვარ. იმ პერიოდში ჩემი ძმები რიგრიგობით, ზუგდიდის ჩემპიონები ხდებოდნენ. საკმაოდ კარგად თამაშობდნენ, მაგრამ როგორც კი უმაღლეს სასწავლებლებში მოეწყვნენ, თავიანთ პროფესიას მიჰყვნენ, ჭადრაკი კი მათთვის გართობა იყო.

- ოჯახში სანატრელი გოგო იყავით?

- ოთხი ბიჭის შემდეგ, ბუნებრივია, გოგოს დაბადება ოჯახში დიდი სიხარული იყო. ამიტომ ჩემი თბილისში გამოშვება ძალიან უჭირდათ. მაშინ ზუგდიდში გოგონებისთვის ჭადრაკის წრე არ არსებობდა. ჩემი დეიდა და ბიძა თბილისში ცხოვრობდნენ, მათ მემკვიდრე არ ჰყავდათ. როცა ნახეს, ჭადრაკს კარგად ვთამაშობდი, ჩემებს არაერთხელ უთხრეს - გამოუშვით, ჩვენთან იცხოვროსო.

ჭადრაკში გოგონების წრეები მხოლოდ დიდ ქალაქებში იყო. თბილისში, მაშინდელ პიონერთა სასახლეში ჭადრაკის განყოფილება ძალიან კარგად მუშაობდა.

1953 წელს, ბათუმში საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა. ზუგდიდიდან ბიჭთა გუნდი მიდიოდა, მაგრამ აუცილებელი იყო, გუნდში ერთი გოგო ჰყოლოდათ. ზუგდიდის მაშინდელი ხელმძღვანელობა საგონებელში ჩავარდა, არ იცოდნენ, ვინ აეყვანათ. ყურმოკრული ჰქონდათ, გაფრინდაშვილების ოჯახში ერთი გოგო ჰყავთ, რომელიც ჭადრაკს თამაშობსო, მაგრამ როგორ ვთამაშობდი, არ იცოდნენ.

ჩემი უფროსი ძმა მაშინ სტუდენტი იყო, მის მომდევნოს კი ვაჟების გუნდში პირველ ნომრად უნდა ეთამაშა. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მე წავედი შეჯიბრებაზე და ჩემი ძმა არ წამოვიდა - უმაღლეს სასწავლებელში აბარებდა, ემზადებოდა და დროის უქონლობა მოიმიზეზა. მე კი გუნდის წევრებს მატარებელში ვეცნობოდი.

- მატარებელში ჭადრაკი რომ ეთამაშეთ და უმრავლესობას მოუგეთ, ეს ის მგზავრობა იყო, არა?

- კი, ყველა გაკვირვებული დავტოვე. სერიოზული ბრძოლა გვქონდა, გუნდმა კარგი შედეგი უჩვენა. იმ ასპარეზობაზე პიონერთა სასახლის მწვრთნელი, ვახტანგ ქარსელაძე ჩემით დაინტერესდა და მშობლებს შემოუთვალა, თბილისში გამოუშვითო.

თბილისში 1954 წლის შემოდგომაზე ჩამოვედი. ერთ წელში უკვე მქონდა გარკვეული წარმატებები, დიდებში თბილისის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავედი. 1956 წლიდან კი ასპარეზობებზე პირველი ადგილების აღება დავიწყე. ამ საქმემ ძალიან გამიტაცა. მსოფლიოს ჩემპიონი 21 წლის ასაკში გავხდი...

- პირველი მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, ვილჰელმ სტეინიცი ამბობდა: ჭადრაკი უნებისყოფო ადამიანების თამაში არ არისო. ეთანხმებით?

- რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ერთხელ ერევანში, მამაკაცებს შორის, ჩემპიონატი ტარდებოდა და მე სტუმრის სტატუსით მიმიწვიეს. იქ ფიზკულტურის ინსტიტუტის ფსიქოლოგიური განყოფილების წარმომადგენლებმა მოჭადრაკეებს ტესტი ჩაგვიტარეს. ჩემი და ტალის (ცნობილი რუსი დიდოსტატი მიხეილ ტალი) პასუხები ერთმანეთს დაემთხვა.

ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო, - "რა გირჩევნიათ, 2 ყაიმი თუ ერთი მოგება და ერთი წაგება?" ჩემი პასუხი იყო: "ერთი მოგება და ერთი წაგება". პარტიას რომ წავაგებდი, ერთი სული მქონდა, როდის დავჯდებოდი სათამაშოდ. არავითარ შემთხვევაში ყაიმზე არ ვფიქრობდი. ძალიან ძლიერი მოჭადრაკეები, მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონი კაცებიც კი წაგების შემდეგ, პარტიას ძალიან მოზომილად თამაშობდნენ.

- თქვენ?

- ვცვლიდი სისტემებს. დღესაც ჩემი სვლები მაქვს, გადაადგილებებს ვაკეთებ. ეს ადამიანის ხასიათს, სტილს განსაზღვრავს. ზოგიერთი კომპიუტერით ემზადება.

- თქვენ კომპიუტერს არ ეთამაშებით?

- არა, ეგ ჩემი საქმე არ არის, კომპიუტერთან დროს არ ვკარგავ. თან დამაქვს "აიპედი", რომელშიც ვუსმენ მუსიკას, ვკითხულობ წიგნებს...

- ჭადრაკის ფიგურებიდან გამორჩეულად რომელიმე გიყვართ?

- ყველა ფიგურა მიყვარს, რომელიც მოგებას მომიტანს. წლების წინ, სუნამოები გამოუშვეს: "დედოფალი ნონა" და "პაიკი ნანა" ალექსანდრია. ნანამ იკითხა, რატომ პაიკიო? ეს დედოფალში გამსვლელი პაიკიაო, - უპასუხეს.აქ ყველაზე პატივსაცემი მეფეა, ყველაზე მეტი დედოფალს შეუძლია, მაგრამ დანარჩენ ფიგურებსაც თავისი როლი და დანიშნულება აქვთ. პაიკი გადის ბოლომდე. მას შეუძლია, მეფე გააცოცხლოს.

- თქვენს ოჯახზე მიამბეთ...

- ჩემი მეუღლე პროფესიით ექიმი და ამავე დროს, საკავშირო კატეგორიის მსაჯი გახლდათ. ერთმანეთი ბაქოში გავიცანით, მე მომამაგრეს, როგორც ქართველს. მერე ისიც საქართველოში დაბრუნდა, კარგი ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთს ვხვდებოდით. ოჯახი 29 წლის ასაკში შევქმენი. ორსულობის პერიოდს თამაშში ხელი არ შეუშლია. მეუღლე დიდი ხნის წინ გარდამეცვალა... 1 შვილი და 2 შვილიშვილი მყავს.

- როგორი ქორწილი გქონდათ?

- 3 ქორწილი გვქონდა: ერთი ქორწილი ჩემმა ოჯახმა გადაგვიხადა, მეორე - მეუღლის ოჯახმა და მესამე ქორწილი ჩემმა ძმამ, ზუგდიდში გადაიხადა წაიკითხეთ ვრცლად gza.kvirispalitra.ge-ზე

ამირან გამყრელიძე ჩინური "სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ქარი - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

ამირან გამყრელიძე ხვალ "სინოფარმის" ვაქცინით აიცრება