პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანთლებით არ დავდივარ და ფლირტი რომ აქვთ, ფაქტია" - რას ამბობს სტეფანე გიორგი გაბუნიასა და სოფო ნიჟარაძის ურთიერთობაზე
"სანთლებით არ დავდივარ და ფლირტი რომ აქვთ, ფაქტია" - რას ამბობს სტეფანე გიორგი გაბუნიასა და სოფო ნიჟარაძის ურთიერთობაზე

მუ­სი­კო­სი და პრო­დუ­სე­რი სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი "იქს ფაქ­ტო­რის" გა­მოც­დი­ლი მენ­ტო­რია. ამ სე­ზონ­ზე ნაკ­ლე­ბად გა­უ­მარ­თლა და პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის პირ­ვე­ლი­ვე ლაივ-კონ­ცერ­ტი­დან ერთი ბენ­დით იბ­რძვის. მისი გუნ­დი "mix2ra" სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს, თუმ­ცა გა­სულ კვი­რას ისი­ნი აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოხ­ვდნენ. ბენ­დს სა­ბო­ლო­ოდ გა­უ­მარ­თლა და პრო­ექ­ტი მაგ­და ვა­სა­ძემ და­ტო­ვა.

- სტე­ფა­ნე, ელო­დით თქვე­ნი გუნ­დის აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოხ­ვედ­რას?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ჩემი ბენ­დის აუტ­სა­ი­დე­რებ­ში მოხ­ვედ­რას არ ვე­ლო­დი, ამ პრო­ექ­ტში ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა და ამა­საც ვე­ლო­დი, ამი­ტომ - ვთხოვ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­დეს და მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­კუ­თარ რჩე­ულს. "mix2ra" ეს არის ბენ­დი, რო­მე­ლიც ლა­ივ­ში უკ­რავს, ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი და ხმა, რო­მე­ლიც გეს­მით, არის ცო­ცხა­ლი და ამის გახ­მო­ვა­ნე­ბა გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან გა­მარ­ჯვე­ბის რა შან­სე­ბი გაქვთ?

- კაც­მა არ იცის, რა რო­გორ შე­მობ­რუნ­დე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი და­საშ­ვე­ბია.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რითი გან­სხვავ­დე­ბა წლე­ვან­დე­ლი "X ფაქ­ტო­რი" თუნ­დაც შარ­შან­დე­ლის­გან?

- ეს სე­ზო­ნი ჟან­რობ­რი­ვად უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ძა­ლი­ან ბევ­რმა კარ­გმა და ძლი­ერ­მა კონ­კურ­სან­ტმა და­ტო­ვა პრო­ექ­ტი. თუნ­დაც ჩემ­თან ან სხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში. ჩემ­თვის "X ფაქ­ტო­რი" ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს, პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ შოუს აკე­თე­ბენ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან და ასეთ ხალ­ხთან მუ­შა­ო­ბა არის ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სოა, ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბა ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს და ა.შ. ეს არის არ­ხის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი შოუ.

- წელს პირ­ვე­ლად არის ჟი­უ­რი­ში ლელა წურ­წუ­მია, რო­გორ ფიქ­რობთ, რა შე­მა­ტა მან შოუს?

- ლელა არის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რი ვარ­სკვლა­ვი, მას აქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იმი­ჯი. ამ კონ­კურ­სში ლელა წარ­მოდ­გე­ნი­ლი არის სა­კუ­თა­რი იმი­ჯით, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც არის.

- ბო­ლოს გკი­თხავთ, თქვე­ნი და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას "და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე", რო­მე­ლიც წლე­ბია ა კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას. რას გვე­ტყვით გი­ორ­გი­ზე?

- რა უნდა ვთქვა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემი მე­გო­ბა­რია. და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით ვივ­სე­ბი მას­თან კონ­ტაქ­ტით.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მას და სოფო ნი­ჟა­რა­ძეს ფლირ­ტი აქვთ...

- კი, ფლირ­ტი აქვთ.

- ანუ, ადას­ტუ­რებთ ამ ამ­ბავს?

- სან­თლე­ბით არ დავ­დი­ვარ და ფლირ­ტი რომ აქვთ, ფაქ­ტია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

???
0

ეს სოფო ვინ ყოფილა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"სანთლებით არ დავდივარ და ფლირტი რომ აქვთ, ფაქტია" - რას ამბობს სტეფანე გიორგი გაბუნიასა და სოფო ნიჟარაძის ურთიერთობაზე

"სანთლებით არ დავდივარ და ფლირტი რომ აქვთ, ფაქტია" - რას ამბობს სტეფანე გიორგი გაბუნიასა და სოფო ნიჟარაძის ურთიერთობაზე

მუსიკოსი და პროდუსერი სტეფანე მღებრიშვილი "იქს ფაქტორის" გამოცდილი მენტორია. ამ სეზონზე ნაკლებად გაუმართლა და პროექტში გამარჯვებისთვის პირველივე ლაივ-კონცერტიდან ერთი ბენდით იბრძვის. მისი გუნდი "mix2ra" საზოგადოების დიდი სიყვარულით სარგებლობს, თუმცა გასულ კვირას ისინი აუტსაიდერებში მოხვდნენ. ბენდს საბოლოოდ გაუმართლა და პროექტი მაგდა ვასაძემ დატოვა.

- სტეფანე, ელოდით თქვენი გუნდის აუტსაიდერებში მოხვედრას?

- ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ბენდის აუტსაიდერებში მოხვედრას არ ველოდი, ამ პროექტში ყველაფერი ხდება და ამასაც ველოდი, ამიტომ - ვთხოვ საზოგადოებას ძალიან გააქტიურდეს და მხარი დაუჭიროს საკუთარ რჩეულს. "mix2ra" ეს არის ბენდი, რომელიც ლაივში უკრავს, ყველა ინსტრუმენტი და ხმა, რომელიც გესმით, არის ცოცხალი და ამის გახმოვანება გმირობის ტოლფასია.

- როგორ ფიქრობთ, ამ გადმოსახედიდან გამარჯვების რა შანსები გაქვთ?

- კაცმა არ იცის, რა როგორ შემობრუნდება. ამიტომ ყველაფერი დასაშვებია.

- როგორ ფიქრობთ, რითი განსხვავდება წლევანდელი "X ფაქტორი" თუნდაც შარშანდელისგან?

- ეს სეზონი ჟანრობრივად უფრო მრავალფეროვანია, ძალიან ბევრმა კარგმა და ძლიერმა კონკურსანტმა დატოვა პროექტი. თუნდაც ჩემთან ან სხვა კატეგორიაში. ჩემთვის "X ფაქტორი" ძალიან ბევრს ნიშნავს, პირველ რიგში იმიტომ, რომ ადამიანები, რომლებიც ამ შოუს აკეთებენ, პროფესიონალები არიან და ასეთ ხალხთან მუშაობა არის ძალიან დიდი გამოცდილება, საინტერესოა, ჩვენი გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს და ა.შ. ეს არის არხის ყველაზე რეიტინგული შოუ.

- წელს პირველად არის ჟიურიში ლელა წურწუმია, როგორ ფიქრობთ, რა შემატა მან შოუს?

- ლელა არის წლების განმავლობაში აქტიური ვარსკვლავი, მას აქვს ჩამოყალიბებული იმიჯი. ამ კონკურსში ლელა წარმოდგენილი არის საკუთარი იმიჯით, რომელიც ამავდროულად წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებაც არის.

- ბოლოს გკითხავთ, თქვენი და გიორგი გაბუნიას "დაპირისპირებაზე", რომელიც წლებია ა კარგავს აქტუალურობას. რას გვეტყვით გიორგიზე?

- რა უნდა ვთქვა, ძალიან მიყვარს. ჩემი მეგობარია. დადებითი ემოციით ვივსები მასთან კონტაქტით.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას და სოფო ნიჟარაძეს ფლირტი აქვთ...

- კი, ფლირტი აქვთ.

- ანუ, ადასტურებთ ამ ამბავს?

- სანთლებით არ დავდივარ და ფლირტი რომ აქვთ, ფაქტია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE