პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია - პეკინის გამზირის გზის რეაბილიტაციის პროექტი 10 სექტემბრამდე დასრულდება
დავით ნარმანია - პეკინის გამზირის გზის რეაბილიტაციის პროექტი 10 სექტემბრამდე დასრულდება

პე­კი­ნის გამ­ზი­რის გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტი 10 სექ­ტემ­ბრამ­დე დას­რულ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ წუ­ხელ პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო.

რო­გორც და­ვით ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, გა­ი­მარ­თა სა­მუ­შაო შტა­ბის სხდო­მა, რო­მელ­ზეც ოპე­რა­ტი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და და­ვა­ლე­ბე­ბი შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა მი­ი­ღეს.

"აღ­ნიშ­ნულ­ზე დაყ­რდნო­ბით უკვე და­ი­კე­ტა პე­კი­ნის გამ­ზი­რის ერთი მხა­რე, შე­სა­ბა­მი­სად, მოძ­რა­ო­ბა გახ­და ცალ­მხრი­ვი. დი­ლი­დან კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან უო­რეთ ენდ ფა­უ­ე­რი" და­ი­წყებს სა­მუ­შა­ო­ებს. მოძ­რა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დი­ლი­დან იქ­ნე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მძღო­ლებს მო­ვუ­წო­დებთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად თავი აა­რი­დონ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბას და გა­დად­გილ­დნენ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მარ­შრუ­ტე­ბით, რათა არ შე­იქ­მნას დის­კომ­ფორ­ტი და გა­გე­ბით მო­ე­კი­დონ იმას, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სა­რე­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გარ­კვე­ულ შე­ზღუდ­ვებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, შტა­ბის სხდო­მა­ზე შე­თან­ხმდნენ, რომ სა­მუ­შა­ო­ე­ბი 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში იწარ­მო­ებს. "მე­ო­რე მხრივ, სა­მუ­შა­ო­ე­ბი ისეთ­ნა­ი­რად უნდა ვა­წარ­მო­ოთ, რომ დის­კომ­ფორ­ტი მი­ნუ­მუ­მამ­დე და­ვიყ­ვა­ნოთ რო­გორც მძღო­ლე­ბის­თვის, ისე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და პრო­ექ­ტი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს მაქ­სი­მა­ლუ­რად ხა­რის­ხი­ა­ნად, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. ვფიქ­რობთ, რომ გეგ­მა- გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით პრო­ექ­ტი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ყვე­ლა­ზე მაქ­სი­მუმ 10 სექ­ტემ­ბრამ­დე უნდა და­ვას­რუ­ლოთ", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ და დას­ძი­ნა, რომ პრო­ექ­ტი ეხე­ბა პე­კი­ნის გამ­ზი­რის სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინნ"-დან არ­ქი­ვამ­დე მან­ძილს.

მი­სი­ვე თქმით, გზის აღ­დგე­ნი­სა და ტრო­ტუ­ა­რის კე­თილ­მო­წყო­ბის­თვის თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტი­დან 3 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე და­ი­ხარ­ჯე­ბა. "რაც შე­ე­ხე­ბა მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს, ამას სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბით კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ", - აღ­ნიშ­ნა ნარ­მა­ნი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დავით ნარმანია - პეკინის გამზირის გზის რეაბილიტაციის პროექტი 10 სექტემბრამდე დასრულდება

დავით ნარმანია - პეკინის გამზირის გზის რეაბილიტაციის პროექტი 10 სექტემბრამდე დასრულდება

პეკინის გამზირის გზის რეაბილიტაციის პროექტი 10 სექტემბრამდე დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ წუხელ პეკინის გამზირზე განაცხადა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, გაიმართა სამუშაო შტაბის სხდომა, რომელზეც ოპერატიული გადაწყვეტილებები და დავალებები შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს.

„აღნიშნულზე დაყრდნობით უკვე დაიკეტა პეკინის გამზირის ერთი მხარე, შესაბამისად, მოძრაობა გახდა ცალმხრივი. დილიდან კომპანია „ჯორჯიან უორეთ ენდ ფაუერი“ დაიწყებს სამუშაოებს. მოძრაობასთან დაკავშირებით დილიდან იქნება შეზღუდვები. შესაბამისად, მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ ამ მიმართულებით მოძრაობას და გადადგილდნენ ალტერნატიული მარშრუტებით, რათა არ შეიქმნას დისკომფორტი და გაგებით მოეკიდონ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და სარებილიტაციო სამუშაოები გარკვეულ შეზღუდვებთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, შტაბის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში იწარმოებს. „მეორე მხრივ, სამუშაოები ისეთნაირად უნდა ვაწარმოოთ, რომ დისკომფორტი მინუმუმამდე დავიყვანოთ როგორც მძღოლებისთვის, ისე მოქალაქეებისთვის და პროექტი უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ხარისხიანად, ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. ვფიქრობთ, რომ გეგმა- გრაფიკის მიხედვით პროექტი თავიდან ბოლომდე ყველაზე მაქსიმუმ 10 სექტემბრამდე უნდა დავასრულოთ“, - განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ პროექტი ეხება პეკინის გამზირის სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-დან არქივამდე მანძილს.

მისივე თქმით, გზის აღდგენისა და ტროტუარის კეთილმოწყობისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. „რაც შეეხება მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ამას საკუთარი ხარჯებით კომუნიკაციების მფლობელი კომპანიები უზრუნველყოფენ“, - აღნიშნა ნარმანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი