პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარგი წიგნი, ცოტა ღვინო და სრული სიმშვიდე... - ყველაფერი რაც კითხვისთვის გჭირდებათ ახალ "ბიბლუსი გალერეაში"
კარგი წიგნი, ცოტა ღვინო და სრული სიმშვიდე... - ყველაფერი რაც კითხვისთვის გჭირდებათ ახალ "ბიბლუსი გალერეაში"

ცოტა ღვი­ნო, კარ­გი წიგ­ნი და სრუ­ლი სიმ­შვი­დე - ასე და­ი­ნა­ხა სა­სურ­ვე­ლი გა­რე­მო სა­ბურ­თა­ლო­ზე, ახ­ლად­გახ­სნილ "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში" მის­მა ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა სტუ­მარ­მა, ფი­ლო­ლოგ­მა გია მურ­ღუ­ლი­ამ.

მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ფი­ლი­ა­ლი კან­დე­ლა­კის #7-ში გან­თავ­სდა. წიგ­ნე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვან­თან ერ­თად, აქ არის სამ­კი­თხვე­ლო, სივ­რცე პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის­თვის, კრაფ­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბა, სა­დაც მომ­ხმა­რებ­ლებს სხვა­დას­ხვა ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნა შე­უძ­ლი­ათ. ფი­ლი­ალ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კაფე და უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კუ­თხე.აქვე, ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბის რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბი­სა და პოს­ტე­რე­ბის შე­ძე­ნაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ის" პირ­ვე­ლი სტუმ­რე­ბი სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ცნო­ბი­ლი პი­რე­ბი იყ­ვნენ - მწერ­ლე­ბი, ლი­ტე­რა­ტო­რე­ბი, კრი­ტი­კო­სე­ბი, მთარ­გმნე­ლე­ბი, ის­ტო­რი­კო­სე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი. გია მურ­ღუ­ლია, ფი­ლო­ლო­გიეს არის ჩემი ოც­ნე­ბა ერ­თად - ცოტა ღვი­ნო, კარ­გი წიგ­ნი და სრუ­ლი სიმ­შვი­დე. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­ნა­ხე. აქ ახ­ლოს ვცხოვ­რობ და ჩემს თავს ვა­ტყობ, უკვე გან­ვიზ­რა­ხე, რომ ხში­რად ვეწ­ვიო ამ სივ­რცეს. მარ­თლაც მშვე­ნი­ე­რია აქა­უ­რო­ბა. ახ­ლაც, თვა­ლი გა­მირ­ბის ხან იქით, ხან აქეთ. მინ­და, ყვე­ლა­ფე­რი და­ვათ­ვა­ლი­ე­რო, ვნა­ხო. უკვე და­ვი­წყე ფიქ­რი იმა­ზე, ცა­რი­ე­ლი ჯი­ბით ხომ არ წა­ვალ სახ­ლში?

დათო ევ­გე­ნი­ძე, მუ­სი­კო­სი"ბიბ­ლუ­სის" ძა­ლი­ან ბევ­რი ფი­ლი­ა­ლი არ­სე­ბობს, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, რად­გან წიგ­ნის სახ­ლის სიმ­რავ­ლე ნიშ­ნავს ერის სიმ­დიდ­რეს. ეს საკ­მა­ოდ დიდი შე­ნო­ბაა, სა­დაც ადა­მი­ა­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ აქვე წა­ი­კი­თხონ წიგ­ნე­ბი, გან­სხვა­ვე­ბით, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი­სა, "ბიბ­ლუსს" აქვს ეს ხიბ­ლი, რომ ადა­მი­ა­ნებს წიგ­ნის შეყ­ვა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. ახალ­გაზ­რდებს მო­ი­ზი­დავს, ძა­ლი­ან მომ­წონს რო­გორც მუ­შა­ობს "ბიბ­ლუ­სი". ვუ­ლო­ცავ "ბიბ­ლუსს" და თბი­ლისს კი­დევ ერთი ფი­ლი­ა­ლის გახ­სნას, რად­გან წიგ­ნი არის მთა­ვა­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ქვე­ყა­ნას, ახალ­გაზ­რდო­ბას და ბავ­შვებს. აქვე მო­მი­ვი­და აზრი, რად­გან ბარი არ­სე­ბობს, მას ერ­ქვას "მწიგ­ნო-ბარი".თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი

ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რო­დე­საც მსგავ­სი მა­ღა­ზი­ე­ბი იხ­სნე­ბა ჩვენს ქა­ლაქ­ში, რად­გან ვფიქ­რობ, თბი­ლისს ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს აკ­ლია, სა­დაც მიხ­ვდე­ბით, რომ ეს არის ხე­ლოვ­ნე­ბის, კულ­ტუ­რის ქა­ლა­ქი, სა­დაც უყ­ვართ წიგ­ნი, ლი­ტა­რა­ტუ­რა. რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი წიგ­ნის მა­ღა­ზია მინ­და იყოს აქ, მით უმე­ტეს, ასე­თი კომ­პლექ­სუ­რი, სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ცეფ­ცით, ბევ­რი სხვა­დას­ხვა სივ­რცე, ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, სა­ინ­ტე­რე­სოა. უკვე ის­ტო­რი­აც არის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახა­ლია.ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა ღვი­ნის ნა­წი­ლი. ღვი­ნო და ლი­ტე­რა­ტუ­რა ძა­ლი­ან კარ­გი ტან­დე­მი გა­მო­დის. თრო­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რით უხ­დე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს. თან მომ­წონს, რომ ამ­დე­ნი წიგ­ნია, კი­თხვის სა­შუ­ა­ლე­ბაა, სა­მუ­შაო სივ­რცეც არის, კა­ფეც, სა­დაც შე­გიძ­ლია შეხ­ვედ­რა და­გეგ­მო, ისა­უბ­რო, პრე­ზენ­ტა­ცია მო­ა­წყო, ვფიქ­რობ, უნი­ვერ­სა­ლუ­რია და წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ "ბიბ­ლუსს".ნანა შო­ნია, მსა­ხი­ო­ბიაღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, მარ­თლა სა­ო­ცა­რი სივ­რცეა, სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, რომ მო­ვი­დე, და­ვის­ვე­ნო, და­ვინ­ტე­რეს­დე. დიდი დრო მინ­და გა­ვა­ტა­რო, არა მარ­ტო მე. ვუ­ლო­ცავ თბი­ლის ქა­ლაქს, როცა წიგ­ნის მა­ღა­ზია იხ­სნე­ბა, ეს ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, თით­ქოს, არ მჯე­რა-ხოლ­მე, რომ ასე მოხ­და და ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ბავ­შვო­ბა­ში, როცა მე­ზა­რე­ბო­და წიგ­ნე­ბის კი­თხვა, ასე­თი მა­ღა­ზია რომ ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ, უფრო მალე შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და წიგ­ნის კი­თხვა. ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა თბი­ლი­სელს და მო­ვუ­წო­დებ ხში­რად ეს­ტუმ­რონ აქა­უ­რო­ბას, ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­რე­მოს, წა­ი­კი­თხონ წიგ­ნე­ბი, ვი­სი­ა­მოვ­ნოთ.და­ვით ნარ­მა­ნია, თბი­ლი­სის მერი"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა" ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია და ამ პრო­ექ­ტის უნი­კა­ლუ­რო­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა სა­ხის წიგ­ნი, რა­ზეც კი მო­თხოვ­ნა არ­სე­ბობს. გარ­და ამ ყვე­ლაფ­რი­სა, აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­დუქ­ცია, არის კაფე, ასე რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აქ შე­მო­ვა, რა ასა­კი­საც უნდა იყოს, ის ნამ­დვი­ლად შე­არ­ჩევს მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რას, შე­არ­ჩევს, რაც მას სჭირ­დე­ბა, დაჯ­დე­ბა, ისი­ა­მოვ­ნებს, ასე რომ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ცეფ­ცი­აა. ის, რომ ჩვენს ქა­ლაქ­ში კი­დევ ერთი ასე­თი ობი­ექ­ტი გა­იხ­სნა, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან, ინ­ტე­რე­სი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს კი­თხვის მი­მართ, ინ­ტე­რე­სი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს იმ პრო­დუქ­ცი­ის მი­მართ, რო­მე­ლიც "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­შია". მინ­და მათ წარ­მა­ტე­ბე­ბი და რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვუ­სურ­ვო, რათა მომ­ხმა­რე­ბელ­თა სიმ­რავ­ლემ მათ მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, კი­დევ უფრო მეტი ფი­ლი­ა­ლი გახ­სნან ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში.- უფრო მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რომ გქონ­დეთ, რო­მე­ლი სივ­რცის სტუ­მა­რი იქ­ნე­ბო­დით ყვე­ლა­ზე ხში­რად?- პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შვებს წა­მო­ვიყ­ვან­დი და სა­ბავ­შვო სივ­რცეს ავით­ვი­სებ­დით, შემ­დეგ დი­დე­ბის ნა­წილ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლებ­დი. დატ­ვირ­თუ­ი­ლი გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რის კი­თხვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მეძ­ლე­ვა, ამის დე­ფი­ციტს ნამ­დვი­ლად ვგრძნობ და ამ დე­ფი­ციტს შე­ვივ­სებ.

მა­რი­კა დარ­ჩია, "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი წიგ­ნე­ბის სივ­რცე რაც მეტი იქ­ნე­ბა, მით უფრო კარ­გია და მით უფრო ცვლის ჩვენს ცხოვ­რე­ბას, რად­გან ყო­ვე­ლი ავ­ტო­რი, ხომ სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რი ხედ­ვაა. ვნა­ხეთ, რომ "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ას" ეჩ­ვე­ვი­ან ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­დი­ან, კი­თხუ­ლო­ბენ წიგ­ნებს, ერ­თმა­ნეთ­თან მე­გობ­რო­ბენ, ინ­ფორ­მა­ცი­ას ცვლი­ან. ეს 54-ე მა­ღა­ზი­აა 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­წყე­ბა იქი­დან, სა­დაც სა­ერ­თოდ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბი არ იყო და დღეს უკვე ეს გვაქვს - სა­ა­მა­ყოა ყვე­ლას­თვის. ახალ­გაზ­რდა რომ ვიყო, ალ­ბათ სწო­რედ აქ ვი­მუ­შა­ვებ­დი.

ანა მარ­შა­ნიაAMBEBI.GE

კარგი წიგნი, ცოტა ღვინო და სრული სიმშვიდე... - ყველაფერი რაც კითხვისთვის გჭირდებათ ახალ "ბიბლუსი გალერეაში"

კარგი წიგნი, ცოტა ღვინო და სრული სიმშვიდე... - ყველაფერი რაც კითხვისთვის გჭირდებათ ახალ "ბიბლუსი გალერეაში"

ცოტა ღვინო, კარგი წიგნი და სრული სიმშვიდე - ასე დაინახა სასურველი გარემო საბურთალოზე, ახლადგახსნილ "ბიბლუსი გალერეაში" მისმა ერთ-ერთმა პირველმა სტუმარმა, ფილოლოგმა გია მურღულიამ.

მრავალფუნქციური ფილიალი კანდელაკის #7-ში განთავსდა. წიგნების ფართო არჩევანთან ერთად, აქ არის სამკითხველო, სივრცე პრეზენტაციებისთვის, კრაფტის განყოფილება, სადაც მომხმარებლებს სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. ფილიალში განთავსებულია ლიტერატურული კაფე და უნიკალური ქართული ღვინის კუთხე. აქვე, ცნობილი მხატვრების რეპროდუქციებისა და პოსტერების შეძენაც არის შესაძლებელი. "ბიბლუსი გალერეის" პირველი სტუმრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ცნობილი პირები იყვნენ - მწერლები, ლიტერატორები, კრიტიკოსები, მთარგმნელები, ისტორიკოსები, მსახიობები, ბიზნესმენები. გია მურღულია, ფილოლოგი ეს არის ჩემი ოცნება ერთად - ცოტა ღვინო, კარგი წიგნი და სრული სიმშვიდე. ეს ყველაფერი დავინახე. აქ ახლოს ვცხოვრობ და ჩემს თავს ვატყობ, უკვე განვიზრახე, რომ ხშირად ვეწვიო ამ სივრცეს. მართლაც მშვენიერია აქაურობა. ახლაც, თვალი გამირბის ხან იქით, ხან აქეთ. მინდა, ყველაფერი დავათვალიერო, ვნახო. უკვე დავიწყე ფიქრი იმაზე, ცარიელი ჯიბით ხომ არ წავალ სახლში?

დათო ევგენიძე, მუსიკოსი "ბიბლუსის" ძალიან ბევრი ფილიალი არსებობს, რაც ძალიან მახარებს, რადგან წიგნის სახლის სიმრავლე ნიშნავს ერის სიმდიდრეს. ეს საკმაოდ დიდი შენობაა, სადაც ადამიანებს საშუალება ექნებათ აქვე წაიკითხონ წიგნები, განსხვავებით, ჩვეულებრივი წიგნის მაღაზიებისა, "ბიბლუსს" აქვს ეს ხიბლი, რომ ადამიანებს წიგნის შეყვარების საშუალებას აძლევს. ახალგაზრდებს მოიზიდავს, ძალიან მომწონს როგორც მუშაობს "ბიბლუსი". ვულოცავ "ბიბლუსს" და თბილისს კიდევ ერთი ფილიალის გახსნას, რადგან წიგნი არის მთავარი, რაც შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, ახალგაზრდობას და ბავშვებს. აქვე მომივიდა აზრი, რადგან ბარი არსებობს, მას ერქვას "მწიგნო-ბარი". თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი

ძალიან მიხარია, როდესაც მსგავსი მაღაზიები იხსნება ჩვენს ქალაქში, რადგან ვფიქრობ, თბილისს ყველაზე მეტად ეს აკლია, სადაც მიხვდებით, რომ ეს არის ხელოვნების, კულტურის ქალაქი, სადაც უყვართ წიგნი, ლიტარატურა. რაც შეიძლება მეტი წიგნის მაღაზია მინდა იყოს აქ, მით უმეტეს, ასეთი კომპლექსური, საინტერესო კონცეფცით, ბევრი სხვადასხვა სივრცე, ძალიან მრავალფეროვანია, საინტერესოა. უკვე ისტორიაც არის, მიუხედავად იმისა, რომ ახალია. ძალიან მომეწონა ღვინის ნაწილი. ღვინო და ლიტერატურა ძალიან კარგი ტანდემი გამოდის. თრობა ლიტერატურით უხდება ამ ყველაფერს. თან მომწონს, რომ ამდენი წიგნია, კითხვის საშუალებაა, სამუშაო სივრცეც არის, კაფეც, სადაც შეგიძლია შეხვედრა დაგეგმო, ისაუბრო, პრეზენტაცია მოაწყო, ვფიქრობ, უნივერსალურია და წარმატებას ვუსურვებ "ბიბლუსს". ნანა შონია, მსახიობი აღფრთოვანებული ვარ, მართლა საოცარი სივრცეა, სურვილი გამიჩნდა, რომ მოვიდე, დავისვენო, დავინტერესდე. დიდი დრო მინდა გავატარო, არა მარტო მე. ვულოცავ თბილის ქალაქს, როცა წიგნის მაღაზია იხსნება, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, თითქოს, არ მჯერა-ხოლმე, რომ ასე მოხდა და ძალიან მიხარია. ბავშვობაში, როცა მეზარებოდა წიგნების კითხვა, ასეთი მაღაზია რომ ყოფილიყო, ალბათ, უფრო მალე შემიყვარდებოდა წიგნის კითხვა. ვულოცავ ყველა თბილისელს და მოვუწოდებ ხშირად ესტუმრონ აქაურობას, ამ არაჩვეულებრივ გარემოს, წაიკითხონ წიგნები, ვისიამოვნოთ. დავით ნარმანია, თბილისის მერი "ბიბლუსი გალერეა" ძალიან საინტერესო პროექტია და ამ პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ აქ წარმოდგენილია პრაქტიკულად ყველა სახის წიგნი, რაზეც კი მოთხოვნა არსებობს. გარდა ამ ყველაფრისა, აქ წარმოდგენილია სხვადასხვა სახის პროდუქცია, არის კაფე, ასე რომ ადამიანი, რომელიც აქ შემოვა, რა ასაკისაც უნდა იყოს, ის ნამდვილად შეარჩევს მისთვის საინტერესო ლიტერატურას, შეარჩევს, რაც მას სჭირდება, დაჯდება, ისიამოვნებს, ასე რომ, ძალიან საინტერესო კონცეფციაა. ის, რომ ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი ასეთი ობიექტი გაიხსნა, მისასალმებელია, ვინაიდან, ინტერესი ნამდვილად არსებობს კითხვის მიმართ, ინტერესი ნამდვილად არსებობს იმ პროდუქციის მიმართ, რომელიც "ბიბლუსი გალერეაშია". მინდა მათ წარმატებები და რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი ვუსურვო, რათა მომხმარებელთა სიმრავლემ მათ მისცეს საშუალება, კიდევ უფრო მეტი ფილიალი გახსნან ჩვენს დედაქალაქში. - უფრო მეტი თავისუფალი დრო რომ გქონდეთ, რომელი სივრცის სტუმარი იქნებოდით ყველაზე ხშირად? - პირველ რიგში, ბავშვებს წამოვიყვანდი და საბავშვო სივრცეს ავითვისებდით, შემდეგ დიდების ნაწილში გადავინაცვლებდი. დატვირთუილი გრაფიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ბევრის კითხვის საშუალება არ მეძლევა, ამის დეფიციტს ნამდვილად ვგრძნობ და ამ დეფიციტს შევივსებ.

მარიკა დარჩია, "პალიტრა მედიას" კრეატიული დირექტორი წიგნების სივრცე რაც მეტი იქნება, მით უფრო კარგია და მით უფრო ცვლის ჩვენს ცხოვრებას, რადგან ყოველი ავტორი, ხომ სრულიად სხვანაირი ხედვაა. ვნახეთ, რომ "ბიბლუსი გალერეას" ეჩვევიან ახალგაზრდები, რომლებიც მოდიან, კითხულობენ წიგნებს, ერთმანეთთან მეგობრობენ, ინფორმაციას ცვლიან. ეს 54-ე მაღაზიაა 10 წლის განმავლობაში, დაწყება იქიდან, სადაც საერთოდ წიგნის მაღაზიები არ იყო და დღეს უკვე ეს გვაქვს - საამაყოა ყველასთვის. ახალგაზრდა რომ ვიყო, ალბათ სწორედ აქ ვიმუშავებდი.

ანა მარშანია AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი