საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ელჩის მიმართვა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს
საქართველოს ელჩის მიმართვა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი, იო­სებ ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თავს.

რო­გორც ელჩი აღ­ნიშ­ნავს, სა­ბერ­ძნე­თის ომ­ბუდსმენს ან­დრე­ას პო­ტა­კისს შეხ­ვდა და ფიქ­რობს, რომ ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა კი­დევ უფრო მე­ტად გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ამას­თან, სა­ბერ­ძნე­თის ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტი მკაცრ მო­ნი­ტო­რინგს გა­უ­წევს სა­ბერ­ძნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ად­მი­სი­ი­სა და დე­პორ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სებს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ბერ­ძნეთ­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა ჩვე­ნი სა­ელ­ჩოს საქ­მი­ა­ნო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ამ კუ­თხით, არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი უკვე გა­და­იდ­გა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­სა და უფ­ლე­ბებს ვი­ცავთ სა­ბერ­ძნე­თის სა­ზღვრებ­ზე, წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­სა და პე­ნი­ტენ­ცი­ა­ლუ­რი სის­ტე­მის სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­სა­მარ­თლო­ებ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ინ­ცი­დენ­ტებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მი­სა­ღე­ბად კი კვი­რის 7 დღის 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­ელ­ჩოს "ცხე­ლი ხაზი",- წერს იო­სებ ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბერ­ძნე­თის ომ­ბუდსმენ­თან შეხ­ვედ­რას, ელ­ჩის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ნი­ხი­ლეს ორი ძი­რი­თა­დი სა­კი­თხი: წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რებ­სა და ცი­ხე­ებ­ში მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და სა­ელ­ჩოს ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა სა­ბერ­ძნეთ­ში ყოფ­ნის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის თა­ო­ბა­ზე.

"სა­ბერ­ძნე­თის ომ­ბუდსმენ­თან შევ­თან­ხმდით, რომ სა­ბერ­ძნეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტებ­ზე რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს ომ­ბუდსმე­ნის აპა­რატ­ში მოქ­მე­დი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი, რომ­ლის წევ­რებ­საც გა­აჩ­ნი­ათ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი წი­ნას­წა­რი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე. ამის გარ­და, პო­ტა­კი­სის თხოვ­ნაა, პი­რა­დად ჩა­ვა­ყე­ნო საქ­მის კურ­სში ყო­ვე­ლი ასე­თი გა­დაც­დო­მის თა­ო­ბა­ზე.

ამის გარ­და, სა­ბერ­ძნე­თის ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტი მკაცრ მო­ნი­ტო­რინგს გა­უ­წევს სა­ბერ­ძნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ად­მი­სი­ი­სა და დე­პორ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სებს. რე­ად­მი­სი­ი­სა და დე­პორ­ტა­ცი­ის დროს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ის მხრი­დან უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ყვე­ლა ფაქ­ტზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტი, ხოლო ამ უკა­ნას­კნე­ლის რე­აქ­ცია იქ­ნე­ბა მყი­სი­ე­რი და ეფექ­ტუ­რი.

ან­დრე­ას პო­ტა­კი­სი მი­ე­სალ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა სა­ბერ­ძნეთ­ში ყოფ­ნის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის მიზ­ნით შე­მუ­შა­ვე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. მან მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა, პი­რა­დად ჩა­ერ­თოს ამ პრო­ცეს­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს რო­გორც სა­ბერ­ძნე­თის სა­ე­მიგ­რა­ციო კა­ნო­ნის გზამ­კვლე­ვის შექ­მნა­ში, ასე­ვე მხა­რი და­უ­ჭი­როს სა­ელ­ჩოს ინი­ცი­ა­ტი­ვით შექ­მნი­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი-სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვებს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბი­სათ­ვის სა­ბერ­ძნეთ­ში ყოფ­ნის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის გა­მარ­ტი­ვე­ბას ისა­ხა­ვენ მიზ­ნად", - წერს ელჩი.

იო­სებ ნა­ნო­ბაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს თხოვ­ნით მი­მარ­თავს, მო­მა­ვალ­შიც აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლონ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­წო­დე­ბის კუ­თხით.

"ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას, რათა სრუ­ლად ავა­მოქ­მე­დოთ ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძნეთ­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას შე­უ­წყობს ხელს", - ნათ­ქვა­მია ელ­ჩის მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

საქართველოს ელჩის მიმართვა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს

საქართველოს ელჩის მიმართვა საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

როგორც ელჩი აღნიშნავს, საბერძნეთის ომბუდსმენს ანდრეას პოტაკისს შეხვდა და ფიქრობს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება. ამასთან, საბერძნეთის ომბუდსმენის აპარატი მკაცრ მონიტორინგს გაუწევს საბერძნეთიდან საქართველოში რეადმისიისა და დეპორტაციის პროცესებს.

”მოგეხსენებათ, რომ საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა ჩვენი საელჩოს საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ კუთხით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. საქართველოს მოქალაქეების ინტერესებსა და უფლებებს ვიცავთ საბერძნეთის საზღვრებზე, წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და პენიტენციალური სისტემის სხვა დაწესებულებებში, სასამართლოებში, საავადმყოფოებში, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე ინფორმაციების მისაღებად კი კვირის 7 დღის 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს საელჩოს „ცხელი ხაზი“,- წერს იოსებ ნანობაშვილი.

რაც შეეხება საბერძნეთის ომბუდსმენთან შეხვედრას, ელჩის ინფორმაციით, განიხილეს ორი ძირითადი საკითხი: წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და ციხეებში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა და საელჩოს ინიციატივა საქართველოს მოქალაქეთა საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის ხელშეწყობის თაობაზე.

”საბერძნეთის ომბუდსმენთან შევთანხმდით, რომ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებას მოახდენს ომბუდსმენის აპარატში მოქმედი სპეციალური ჯგუფი, რომლის წევრებსაც გააჩნიათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორების ინსპექტირების უფლებამოსილება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ამის გარდა, პოტაკისის თხოვნაა, პირადად ჩავაყენო საქმის კურსში ყოველი ასეთი გადაცდომის თაობაზე.

ამის გარდა, საბერძნეთის ომბუდსმენის აპარატი მკაცრ მონიტორინგს გაუწევს საბერძნეთიდან საქართველოში რეადმისიისა და დეპორტაციის პროცესებს. რეადმისიისა და დეპორტაციის დროს საქართველოს მოქალაქეების მიმართ საბერძნეთის პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ყველა ფაქტზე ინფორმირებული იქნება ომბუდსმენის აპარატი, ხოლო ამ უკანასკნელის რეაქცია იქნება მყისიერი და ეფექტური.

ანდრეას პოტაკისი მიესალმა საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს მოქალაქეთა საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ ღონისძიებებს. მან მზადყოფნა გამოთქვა, პირადად ჩაერთოს ამ პროცესში, მონაწილეობა მიიღოს როგორც საბერძნეთის საემიგრაციო კანონის გზამკვლევის შექმნაში, ასევე მხარი დაუჭიროს საელჩოს ინიციატივით შექმნილი სამართლებრივი-საკონსულტაციო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფებისათვის საბერძნეთში ყოფნის ლეგალიზაციის გამარტივებას ისახავენ მიზნად”, - წერს ელჩი.

იოსებ ნანობაშვილი საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოს საელჩოსთან საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული ინციდენტების შესახებ ინფორმაციების მოწოდების კუთხით.

”ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა სრულად ავამოქმედოთ ყველა არსებული ინსტრუმენტი, რომელიც საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას შეუწყობს ხელს”, - ნათქვამია ელჩის მიმართვაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი