პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მრავალსართულიანი პარკირება, საცობების განტვირთვის გეგმა, მეტროს მოდერნიზაცია - რა ეტაპზეა მერიის მიერ თვეების წინ დაანონსებული პროექტები
მრავალსართულიანი პარკირება, საცობების განტვირთვის გეგმა, მეტროს მოდერნიზაცია - რა ეტაპზეა მერიის მიერ თვეების წინ დაანონსებული პროექტები

16 ივ­ნი­სი­დან პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი იწყე­ბა. სა­ბურ­თა­ლოს მთა­ვარ არ­ტე­რი­ა­ზე მი­წის­ქვე­შა სა­ინ­ჟინ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და სა­ვა­ლი ნა­წი­ლის კე­თილ­მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, 16 ივ­ნი­სი­დან სა­ბურ­თა­ლო­ზე რამ­დე­ნი­მე ქუ­ჩა­ზე ცალ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა და­წეს­დე­ბა (იხი­ლეთ ქუ­ჩე­ბის სია ვრცლად).

თბი­ლი­სის მერ­მა პე­კი­ნის ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას უწო­და "ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი ბოლო 50-60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში". და­ვით ნარ­მა­ნი­ას თქმით, ამ ქუ­ჩა­ზე ასე­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჯერ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. და­გეგ­მი­ლია ინ­ტენ­სი­უ­რი 24-სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რათა სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია დას­რულ­დეს.AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა ბედი ეწია იმ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებს, რო­მელ­საც მე­რი­ის სხვა­დას­ხვა მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აა­ნონ­სებს. მა­გა­ლი­თად, რა ეტაპ­ზეა ქა­ლაქ­ში მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მის მო­წყო­ბის, მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის, სა­ცო­ბე­ბის გან­ტვირ­თვის და სხვა პრო­ექ­ტე­ბი. თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე და და­გეგ­მილ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ზე AMBEBI.GE თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლეს, ირაკ­ლი ლექ­ვი­ნა­ძეს ესა­უბ­რა. - ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი გზე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აა, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლურ არ­ტე­რი­ე­ბად ით­ვლე­ბა. ასე­თი ტი­პის გზე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და კა­პი­ტა­ლუ­რი შე­კე­თე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ზა­ფხულ­ში, რად­გა­ნაც ეს პე­რი­ო­დი ყვე­ლა­ზე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, ნა­კა­დე­ბის მო­ცუ­ლო­ბა მთლი­ა­ნო­ბა­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლია, პე­კი­ნის ქუჩა ამის კარ­გი მა­გა­ლი­თია. პე­კი­ნის გარ­და, სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი მსხვი­ლი ქუ­ჩე­ბია - წურ­წუ­მია, ბო­ჭორ­მის ქუჩა. ფე­იქ­რე­ბის ქუჩა მალე დას­რულ­დე­ბა - ჯამ­ში 22 მსხვი­ლი და ასამ­დე პა­ტა­რა ქუ­ჩე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აა და­გეგ­მი­ლი, რო­მელ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც წლის ბო­ლომ­დე უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

- რა ეტაპ­ზეა მეტ­როს ვა­გო­ნე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცია?

- ეს პრო­ექ­ტი შარ­შან და­ვი­წყეთ და და­ახ­ლო­ე­ბით 20 ვა­გო­ნის მო­დერ­ნი­ზა­ცია და კა­პი­ტა­ლუ­რი შე­კე­თე­ბა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. მიმ­დი­ნა­რე წელს ერთი ეტა­პი დას­რულ­და, ეს გუ­ლის­ხმობ­და მეტ­როს ერთი შე­მად­გენ­ლო­ბის, ანუ ოთხი ვა­გო­ნის შე­კე­თე­ბას. ახლა ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს ტენ­დე­რი კა­პი­ტა­ლურ შე­კე­თე­ბებ­ზე და სულ მალე გა­მო­ვა­ცხა­დებთ ტენ­დერს მეტ­როს ერთი შე­მად­გენ­ლო­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­ზე.ცნო­ბის­თვის, მო­დერ­ნი­ზა­ცია გუ­ლის­ხმობს მთლი­ა­ნო­ბა­ში გა­ნახ­ლე­ბას და მეტ­როს სის­ტე­მა­ში ახა­ლი ვა­გო­ნე­ბის და­მა­ტე­ბას, ხოლო კა­პი­ტა­ლუ­რი გუ­ლის­ხმობს არ­სე­ბუ­ლი ვა­გო­ნე­ბის კა­პი­ტა­ლურ შე­კე­თე­ბას. მო­გეხ­სნე­ბათ, რომ და­გეგ­მი­ლია "უნი­ვერ­სი­ტე­ტის" მეტ­რო­სად­გუ­რის გახ­სნა ამი­ტომ ვა­გო­ნე­ბის და­მა­ტე­ბა და მო­დერ­ნი­ზე­ბა ამ მიზ­ნით არის და­გეგ­მი­ლი. მეტ­რო "უნი­ვერ­სი­ტე­ტი" ზა­ფხულ­ში და­ი­წყებს სა­ტეს­ტო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას და სექ­ტემ­ბერ­ში სრულ­ფა­სოვ­ნად იმოძ­რა­ვებს (აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მეტ­რო "უნი­ვერ­სი­ტე­ტი" მა­ი­სის ბო­ლოს უნდა გახ­სნი­ლი­ყო, თუმ­ცა გა­და­ი­დო და მი­სით სარ­გებ­ლო­ბას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აგ­ვის­ტოს ბო­ლო­დან ან სექ­ტემ­ბერ­ში შეძ­ლე­ბენ, ავტ.)- მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი პარ­კი­რე­ბის თემა ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბია. და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ჯერ კი­დევ 2015 წელს და­ა­ა­ნონ­სა, რომ თბი­ლის­ში მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი პარ­კი­რე­ბის სის­ტე­მის მშე­ნებ­ლო­ბა იგეგ­მე­ბა, თუმ­ცა სა­მუ­შა­ო­ე­ბი რე­ა­ლუ­რად ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა... - მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან პარ­კინ­გებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ კვლე­ვა ჩა­ბა­რე­ბუ­ლი გვაქვს, სა­დაც გან­სა­ზღვრუ­ლია ათი ლო­კა­ცი­ის ტექ­ნი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს იუ­რი­დი­ულ და სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა, რომ­ლის მე­რეც შევ­ძლებთ პრო­ექ­ტი სა­კონ­კურ­სოდ გა­ვამ­ზა­დოთ იმ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის, ვი­საც სურს ამ კუ­თხით ინ­ვეს­ტი­რე­ბა.- ერთი წლის წინ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­დეთ, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი გა­და­ი­ტა­ნოთ, მე­რია მუ­შა­ობს ამ სა­კი­თხზე?

- ეს ეხე­ბა ძი­რი­თა­დად ლა­გუ­ნა ვე­რეს ტე­რი­ტო­რი­ას და სა­კი­თხი პრო­ცეს­შია, რად­გან ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გზის გა­ფარ­თო­ე­ბა დღის წეს­რიგ­ში დგას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გზის გა­ფარ­თო­ე­ბა, თუმ­ცა სა­კი­თხი ეხე­ბა კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას, ამი­ტომ ეს სა­მუ­შა­ო­ე­ბი მალე ვერ და­ი­წყე­ბა. გვინ­და ეს პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე, 2017 წელს და­ვას­რუ­ლოთ.- სა­ცო­ბე­ბის გან­სატ­ვირ­თად თბი­ლი­სის მე­რია და­მა­ტე­ბით ხომ არ აპი­რებს ეს­ტა­კა­დის ან ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას?

- არა ამ ეტაპ­ზე არ იგეგ­მე­ბა.- და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­დან, რა გან­ხორ­ცი­ელ­და ამ ეტა­პის­თვის თბი­ლის­ში?- ერ­თა­დერ­თი სი­ახ­ლე რაც არის და შე­მიძ­ლია გი­თხრათ არის ის, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში გა­დახ­დის ახა­ლი სის­ტე­მა ამოქ­მედ­დე­ბა. ეს ეხე­ბა მეტ­როს, ავ­ტო­ბუ­სებს და სა­ბა­გი­როს. ამ სა­კი­თხზე შემ­დეგ კვი­რას გა­მო­ცხად­დე­ბა კონ­კურ­სი და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ, მო­მა­ვალ ზა­ფხულს მო­ქა­ლა­ქე­ებს ექ­ნე­ბათ სა­შუ­ა­ლე­ბა გა­დახ­დის ახა­ლი სის­ტე­მით ისარ­გებ­ლონ, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ დღეს თუ მხო­ლოდ ერთი ბან­კის ბა­რა­თით არის მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, ეს სის­ტე­მა ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა სხვა ბან­კე­ბის ბა­რა­თე­ბი­თაც, ასე­ვე ტუ­რის­ტებ­საც შე­ეძ­ლე­ბათ სხვა ქვეყ­ნის ბან­კის ბა­რა­თე­ბით გა­დახ­და.

- ეს სის­ტე­მა ე.წ. ყვი­თელ მარ­შრუტ­კებს არ შე­ე­ხე­ბა?

- "თბი­ლი­სის მირ­კო­ავ­ტო­ბუ­სი" არის კერ­ძო კომ­პა­ნია, თუმ­ცა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცეს­ში იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი და ჩემი აზ­რით, მარ­შრუტ­კე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბაა.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლიAMBEBI.GE
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

მრავალსართულიანი პარკირება, საცობების განტვირთვის გეგმა, მეტროს მოდერნიზაცია - რა ეტაპზეა მერიის მიერ თვეების წინ დაანონსებული პროექტები

მრავალსართულიანი პარკირება, საცობების განტვირთვის გეგმა, მეტროს მოდერნიზაცია - რა ეტაპზეა მერიის მიერ თვეების წინ დაანონსებული პროექტები

16 ივნისიდან პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. საბურთალოს მთავარ არტერიაზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია და სავალი ნაწილის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდება. შესაბამისად, 16 ივნისიდან საბურთალოზე რამდენიმე ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება (იხილეთ ქუჩების სია ვრცლად).

თბილისის მერმა პეკინის ქუჩის რეაბილიტაციას უწოდა "ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი ბოლო 50-60 წლის განმავლობაში". დავით ნარმანიას თქმით, ამ ქუჩაზე ასეთი ფუნდამენტური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა. დაგეგმილია ინტენსიური 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი ზაფხულის განმავლობაში, რათა სექტემბრის დასაწყისში რეაბილიტაცია დასრულდეს. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ბედი ეწია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელსაც მერიის სხვადასხვა მაღალჩინოსანი თვეების განმავლობაში აანონსებს. მაგალითად, რა ეტაპზეა ქალაქში მაღალსართულიანი პარკირების სისტემის მოწყობის, მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის, საცობების განტვირთვის და სხვა პროექტები. თბილისში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე AMBEBI.GE თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს ესაუბრა. - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დედაქალაქში არსებული გზების რეაბილიტაციაა, რომელიც ცენტრალურ არტერიებად ითვლება. ასეთი ტიპის გზების რეაბილიტაცია და კაპიტალური შეკეთება ხორციელდება ზაფხულში, რადგანაც ეს პერიოდი ყველაზე მოსახერხებელია, ნაკადების მოცულობა მთლიანობაში შემცირებულია, პეკინის ქუჩა ამის კარგი მაგალითია. პეკინის გარდა, სარეაბილიტაციოდ გამზადებული მსხვილი ქუჩებია - წურწუმია, ბოჭორმის ქუჩა. ფეიქრების ქუჩა მალე დასრულდება - ჯამში 22 მსხვილი და ასამდე პატარა ქუჩების რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რომელთა რეაბილიტაციაც წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.

- რა ეტაპზეა მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია?

- ეს პროექტი შარშან დავიწყეთ და დაახლოებით 20 ვაგონის მოდერნიზაცია და კაპიტალური შეკეთება განვახორციელეთ. მიმდინარე წელს ერთი ეტაპი დასრულდა, ეს გულისხმობდა მეტროს ერთი შემადგენლობის, ანუ ოთხი ვაგონის შეკეთებას. ახლა ისევ მიმდინარეობს ტენდერი კაპიტალურ შეკეთებებზე და სულ მალე გამოვაცხადებთ ტენდერს მეტროს ერთი შემადგენლობის მოდერნიზაციაზე. ცნობისთვის, მოდერნიზაცია გულისხმობს მთლიანობაში განახლებას და მეტროს სისტემაში ახალი ვაგონების დამატებას, ხოლო კაპიტალური გულისხმობს არსებული ვაგონების კაპიტალურ შეკეთებას. მოგეხსნებათ, რომ დაგეგმილია "უნივერსიტეტის" მეტროსადგურის გახსნა ამიტომ ვაგონების დამატება და მოდერნიზება ამ მიზნით არის დაგეგმილი. მეტრო "უნივერსიტეტი" ზაფხულში დაიწყებს სატესტო რეჟიმში მუშაობას და სექტემბერში სრულფასოვნად იმოძრავებს (აღსანიშნავია, რომ მეტრო "უნივერსიტეტი" მაისის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა გადაიდო და მისით სარგებლობას მოქალაქეები აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბერში შეძლებენ, ავტ.) - მრავალსართულიანი პარკირების თემა ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობია. დავით ნარმანიამ ჯერ კიდევ 2015 წელს დააანონსა, რომ თბილისში მრავალსართულიანი პარკირების სისტემის მშენებლობა იგეგმება, თუმცა სამუშაოები რეალურად ჯერ არ დაწყებულა... - მრავალსართულიან პარკინგებთან დაკავშირებით, ჩვენ კვლევა ჩაბარებული გვაქვს, სადაც განსაზღვრულია ათი ლოკაციის ტექნიკური და ფინანსური მაჩვენებლები. ახლა მიმდინარეობს იურიდიულ და სატენდერო დოკუმენტებზე მუშაობა, რომლის მერეც შევძლებთ პროექტი საკონკურსოდ გავამზადოთ იმ დაინტერესებული ინვესტორებისთვის, ვისაც სურს ამ კუთხით ინვესტირება. - ერთი წლის წინ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ქალაქის ცენტრიდან შეიძლება რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური გადაიტანოთ, მერია მუშაობს ამ საკითხზე?

- ეს ეხება ძირითადად ლაგუნა ვერეს ტერიტორიას და საკითხი პროცესშია, რადგან ამ ტერიტორიაზე გზის გაფართოება დღის წესრიგში დგას. აუცილებელია გზის გაფართოება, თუმცა საკითხი ეხება კერძო საკუთრებას, ამიტომ ეს სამუშაოები მალე ვერ დაიწყება. გვინდა ეს პროექტი მიმდინარე, 2017 წელს დავასრულოთ. - საცობების განსატვირთად თბილისის მერია დამატებით ხომ არ აპირებს ესტაკადის ან ხიდების მშენებლობას?

- არა ამ ეტაპზე არ იგეგმება. - დაანონსებული ცვლილებებიდან, რა განხორციელდა ამ ეტაპისთვის თბილისში? - ერთადერთი სიახლე რაც არის და შემიძლია გითხრათ არის ის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება. ეს ეხება მეტროს, ავტობუსებს და საბაგიროს. ამ საკითხზე შემდეგ კვირას გამოცხადდება კონკურსი და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ, მომავალ ზაფხულს მოქალაქეებს ექნებათ საშუალება გადახდის ახალი სისტემით ისარგებლონ, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს თუ მხოლოდ ერთი ბანკის ბარათით არის მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი, ეს სისტემა ხელმისაწვდომი იქნება სხვა ბანკების ბარათებითაც, ასევე ტურისტებსაც შეეძლებათ სხვა ქვეყნის ბანკის ბარათებით გადახდა.

- ეს სისტემა ე.წ. ყვითელ მარშრუტკებს არ შეეხება?

- "თბილისის მირკოავტობუსი" არის კერძო კომპანია, თუმცა გამარჯვებული კომპანია სავარაუდოდ, მოლაპარაკების პროცესში იქნება ჩართული და ჩემი აზრით, მარშრუტკების კომპანიებისთვისაც საინტერესო წინადადებაა.

თეა ბეჟიტაშვილი AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი