სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მოუტანს ქართულ ბიზნესს ეროვნულ ვალუტაზე გადართვა? - ცვლილებები ბაზარზე, რომელიც 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება
რას მოუტანს ქართულ ბიზნესს ეროვნულ ვალუტაზე გადართვა? - ცვლილებები ბაზარზე, რომელიც 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება

პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სი ად­გი­ლობ­რივ ვა­ლუ­ტა­ზე უნდა გა­და­ერ­თოს და მომ­ხმა­რე­ბელს პრო­დუქ­ცია მხო­ლოდ ლარ­ში უნდა შეს­თა­ვა­ზოს.

რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ კა­ნონ­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის კო­დექსში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც ამ მო­თხოვ­ნას და­არ­ღვევს, 5 ათას ლა­რამ­დე ჯა­რი­მა და­ე­კის­რე­ბა. "პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან იწყე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ლარ­ში ფას­და­დე­ბა, შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო ამ­ზა­დებს სპე­ცი­ა­ლურ მარ­კე­ტინ­გულ კლი­პებს იმის­თვის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და კერ­ძო სექ­ტორ­ში გავ­ზარ­დოთ ცნო­ბა­დო­ბა ამ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­მართ. არა­ვის აქვს სურ­ვი­ლი, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი და­ჯა­რიმ­დნენ, ამი­ტომ, ექ­ვსი თვე მი­ვე­ცით, ჩვენ კი­დევ და­ვი­ხარ­ჯე­ბით, რომ ამ კა­ნო­ნის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბა გა­ი­ზარ­დოს", - გა­ნა­ცხა­და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი.

თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცვლი­ლე­ბა ყვე­ლა სფე­როს როდი შე­ე­ხე­ბა. სა­ხელ­მწი­ფო გარ­კვე­ულ გა­მო­ნაკ­ლი­სებ­საც აწე­სებს, რო­დე­საც უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში ფას­და­დე­ბა კა­ნონ­დარ­ღვე­ვად არ ჩა­ით­ვლე­ბა. ეს გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბის პრო­ექ­ტშია ჩა­მოთ­ვლი­ლი და ძი­რი­თა­დად უცხო­ეთ­თან ფი­ნან­სურ ურ­თი­ერ­თო­ბას ეხე­ბა.

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­ველ რიგ­ში სამ­შე­ნებ­ლო სექ­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე გავ­რცელ­დე­ბა. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" ამ სა­კი­თხზე დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია "აი ჯი ეს ჯგუ­ფის" დი­რექ­ტორს - შოთა გუ­ჯა­ბი­ძეს ესა­უბ­რა:

"რა თქმა უნდა, სწრაფ­ვა იმის­კენ, რომ ლარი მყა­რი ვა­ლუ­ტა გახ­დეს, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ მთა­ვა­რია, სა­ი­დან და­ვი­წყებთ. ქარ­თულ ლარს ბა­ზარ­ზე მოქ­მედ ფი­ნან­სურ ოპე­რა­ცი­ებ­ზე უფრო ად­რე­უ­ლი სტა­დი­ე­ბი აქვს გა­სავ­ლე­ლი. სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ის არის, რომ მშე­ნებ­ლო­ბა ძი­რი­თა­დად დო­ლარ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მა­გა­ლი­თად, მე, რო­გორც დე­ვე­ლო­პე­რი, სამ­შე­ნებ­ლო პრო­დუქ­ცი­ას დო­ლარ­ში შე­ვის­ყი­დი და შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დენ­ჯერ­მე მი­წევს ვა­ლუ­ტის კონ­ვერ­ტი­რე­ბა. დო­ლარ­ში უნდა შე­ვი­ძი­ნო სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა და შე­მო­ვი­ტა­ნო, სხვაგ­ვა­რად ვერ ვი­მუ­შა­ვებ. ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ყვე­ლა­ზე კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი იქ­ნე­ბა, რომ ამ პრო­დუქ­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში აწარ­მო­ებ­დნენ. ამ შემ­თხვე­ვა­ში მე არ მო­მი­წევს მისი დო­ლარ­ში ყიდ­ვა სა­ზღვარ­გა­რეთ, რაც საქ­მი­ა­ნო­ბას გა­მი­ად­ვი­ლებს. ეს კარ­გი იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის­თვის, ასე­ვე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბაზ­რის­თვი­საც. ახლა კი, ხარ­ჯი დო­ლარ­ში მაქვს და პრო­დუქ­ცია ლარ­ში რო­გორ გავ­ყი­დო? - ეს კი­თხვა დღეს ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერ დე­ვე­ლო­პერს აწუ­ხებს", - აღ­ნიშ­ნავს შოთა გუ­ჯა­ბი­ძე.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რას მოუტანს ქართულ ბიზნესს ეროვნულ ვალუტაზე გადართვა? - ცვლილებები ბაზარზე, რომელიც 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება

რას მოუტანს ქართულ ბიზნესს ეროვნულ ვალუტაზე გადართვა? - ცვლილებები ბაზარზე, რომელიც 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება

პირველი ივლისიდან ქართული ბიზნესი ადგილობრივ ვალუტაზე უნდა გადაერთოს და მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ ლარში უნდა შესთავაზოს.

რეკლამის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში შესული ცვლილებებით კომპანიას, რომელიც ამ მოთხოვნას დაარღვევს, 5 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრება. "პირველი ივლისიდან იწყება უძრავი ქონების ლარში ფასდადება, შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სპეციალურ მარკეტინგულ კლიპებს იმისთვის, რომ მოსახლეობასა და კერძო სექტორში გავზარდოთ ცნობადობა ამ კანონმდებლობის მიმართ. არავის აქვს სურვილი, რომ კომპანიები დაჯარიმდნენ, ამიტომ, ექვსი თვე მივეცით, ჩვენ კიდევ დავიხარჯებით, რომ ამ კანონის შესახებ ცნობადობა გაიზარდოს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ცვლილება ყველა სფეროს როდი შეეხება. სახელმწიფო გარკვეულ გამონაკლისებსაც აწესებს, როდესაც უცხოურ ვალუტაში ფასდადება კანონდარღვევად არ ჩაითვლება. ეს გამონაკლისები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტშია ჩამოთვლილი და ძირითადად უცხოეთთან ფინანსურ ურთიერთობას ეხება.

ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცხადებული ცვლილებები პირველ რიგში სამშენებლო სექტორის საქმიანობაზე გავრცელდება. "ბიზნესპრესნიუსი" ამ საკითხზე დეველოპერული კომპანია "აი ჯი ეს ჯგუფის" დირექტორს - შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა:

"რა თქმა უნდა, სწრაფვა იმისკენ, რომ ლარი მყარი ვალუტა გახდეს, მისასალმებელია, მაგრამ მთავარია, საიდან დავიწყებთ. ქართულ ლარს ბაზარზე მოქმედ ფინანსურ ოპერაციებზე უფრო ადრეული სტადიები აქვს გასავლელი. სამშენებლო ბიზნესის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მშენებლობა ძირითადად დოლარში მიმდინარეობს, მაგალითად, მე, როგორც დეველოპერი, სამშენებლო პროდუქციას დოლარში შევისყიდი და შესაბამისად, რამდენჯერმე მიწევს ვალუტის კონვერტირება. დოლარში უნდა შევიძინო სამშენებლო მასალა და შემოვიტანო, სხვაგვარად ვერ ვიმუშავებ. ამ სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, რომ ამ პროდუქციას საქართველოში აწარმოებდნენ. ამ შემთხვევაში მე არ მომიწევს მისი დოლარში ყიდვა საზღვარგარეთ, რაც საქმიანობას გამიადვილებს. ეს კარგი იქნებოდა ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის, ასევე უძრავი ქონების ბაზრისთვისაც. ახლა კი, ხარჯი დოლარში მაქვს და პროდუქცია ლარში როგორ გავყიდო? - ეს კითხვა დღეს ალბათ ნებისმიერ დეველოპერს აწუხებს", - აღნიშნავს შოთა გუჯაბიძე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი