საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ, გიორგი კობერიძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ცენტრალური აზიის, კავკასიის, რუსეთის და უკრაინის განყოფილების დირექტორს- ოლაფ ციმელკას შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანიის ძირითად საქმიანობას და პრიორიტეტულ მიმართულებებს. კომპანიის დირექტორმა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენელებს, წყალმომარაგების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო .
ოლაფ ციმელკამ KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.