ლიკა ქორქიას გარეშე "რუსთავი 2"-ის გასართობი პროექტები წარმოუდგენელია. უმშვენიერესი ლიკა წელს "იქს ფაქტორის" წამყვანად მოგვევლინა. ის პროექტში კონკურსანტების ახლობლების გამხნევებაზე ზრუნავს. Ambebi.ge ლიკა ქორქიას ესაუბრა:,
- "იქს ფაქტორის" წამყვანი პირველად ვარ, ვფიქრობ რომ "ნიჭიერი" და "იქს ფაქტორი" განსაკუთრებული მუხტის მატარებელი გადაცემებია და მადლობას ვუხდი ჩემს არხს, ამ მუხტის ნაწილი რომ გამხადა. მე გულშემატკივრების ოთახის წამყვანი ვარ, სადაც ძირითადად მეგობრები და ოჯახის წევრები იკრიბებიან, ისინი სულ ტონუსში არიან და ისეთი მუხტი მოდის, რომ მათთან ერთად მეც ვნერვიულობ. მეწყვილეებშიც მიმართლებს, მაგრამ "იქს ფაქტორში" ჩემმა მეწყვილემ, ბახვა ბრეგვაძემ მალე მიმატოვა, ერთი გადაცემის შემდეგ მითხრა, კარგად იყავიო და სხვა ოთახში გადავიდა.
- გული დაგწყდა?
- რა თქმა უნდა, გული დამწყდა. ახლა მე ყავა მიმაქვს მასთან, მას საჭმელი - ჩემთან. პროდუსერიც კი წამართვა და წავიდა. ბახვა უნივერსალური ადამიანია, ყველას უყვარს. ბებიაჩემი მეუბნებოდა, რომ ვუყურებდი ბახვა არ ნერვიულობდა, როგორი პოზიტიური ადამიანიაო. ბახვა კი ნერვიულობდა, მაგრამ ხალხს ისე უყვარს, ამას ვერ ხვდებოდნენ.
- გყავს საკუთარი ფავორიტი?
- მე მთელი გულით და სულით ჩართული ვარ ამ პროექტში, ყველას ვგულშემატკივრობ, მყავს ჩემი რჩეული, რომელთანაც ბებიაჩემის ნომრიდან დავრეკე კიდეც. მინდა, რომ ის გახდეს "იქს ფაქტორი".
- როგორ ახერხებ ერთდროულად სამ გადაცემაზე მუშაობას?
- მივეჩვიე უკვე ასეთ რეჟიმში ცხოვრებას, ეს ყველაფერი წყალივით არის ჩემთვის. ყველაზე ბედნიერები და აქტიურები ვართ ორშაბათს. ველოდებით როდის დადგება სანატრელი ათი საათი და ეთერში გავალთ.
წაიკითხეთ: რატომ დააშორეს ლიკა ქორქია და ბახვა ბრეგვაძე "X ფაქტორის" პროდუსერებმა