საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

გა­მოვ­თქვამთ ჩვენს გუ­ლის­ტკი­ვილს იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, რაც სა­ინ­გი­ლო­ში, კა­ხის რა­ი­ონ­ში, მდე­ბა­რე ქურ­მუ­ხის წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

კერ­ძოდ, სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი გა­სარ­თო­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნია არბ-ის ეთერ­ში გა­ვი­და გა­და­ცე­მა "ფერ­ნან­დო ქა­ლაქ­შია", რომ­ლის ერთ-ერთი სი­უ­ჟე­ტი გა­და­ი­ღეს ქურ­მუ­ხის ტა­ძარ­ში, სა­დაც ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ტაძ­რის სა­კურ­თხე­ველ­ში შე­უ­ფე­რე­ბე­ლი მა­ნე­რით "ას­რუ­ლებს" შუ­ბერ­ტის "ავე მა­რი­ას".

"სამ­წუ­ხა­როდ, ეს უკვე ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ამ ძეგლს უდი­ე­რად ექ­ცე­ვი­ან. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2015 წელს ტე­ლე­კომ­პა­ნია ატვ-მ მკრე­ხე­ლუ­რი ში­ნა­არ­სის კლი­პი სწო­რედ აქ გა­და­ი­ღო.

ქურ­მუ­ხის ეკ­ლე­სია უდი­დე­სი მად­ლი­სა და ძა­ლის სა­ლო­ცა­ვია და ეს აღი­ა­რე­ბუ­ლია, რო­გორც მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის, ისე მუს­ლიმ­თა მი­ე­რაც. ამი­ტო­მაც გა­უ­გე­ბა­რია და დი­დად სა­წყე­ნი, რომ შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბი ხდე­ბა ამ ტა­ძარ­ში და მის სა­კურ­თხე­ველ­ში.

ახ­ლა­ხან ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში და­ი­დო ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხე­ბაც, რო­გო­რი და­უც­ვე­ლი და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლია ზა­ქა­თა­ლის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი ტა­ძა­რიც.

მივ­მარ­თავთ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ხე­ლი­სუ­ფალთ და ვთხოვთ სუ­ლი­ერ ლი­დერს, მის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა შეიხ ულ-ის­ლამ ალაჰ შუ­ქურ ფაშა-ზა­დეს, დრო­უ­ლად მოხ­დეს ფაქ­ტე­ბის მოკ­ვლე­ვა და სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა არ­სე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად.

ვი­მე­დოვ­ნებთ, ჩვენს ქვეყ­ნებ­სა და რე­ლი­გი­ურ ლი­დერ­თა შო­რის არ­სე­ბუ­ლი მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბის დრო­უ­ლად გა­მოს­წო­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა იქ­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს იმ დამოკიდებულების გამო, რაც საინგილოში, კახის რაიონში, მდებარე ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმართ განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.

კერძოდ, საპატრიარქოს ინფორმაციით, აზერბაიჯანული გასართობი ტელეკომპანია არბ-ის ეთერში გავიდა გადაცემა "ფერნანდო ქალაქშია", რომლის ერთ-ერთი სიუჟეტი გადაიღეს ქურმუხის ტაძარში, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ტაძრის საკურთხეველში შეუფერებელი მანერით "ასრულებს" შუბერტის "ავე მარიას".

"სამწუხაროდ, ეს უკვე ჩვენთვის ცნობილი მეორე შემთხვევაა, როდესაც ამ ძეგლს უდიერად ექცევიან. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ტელეკომპანია ატვ-მ მკრეხელური შინაარსის კლიპი სწორედ აქ გადაიღო.

ქურმუხის ეკლესია უდიდესი მადლისა და ძალის სალოცავია და ეს აღიარებულია, როგორც მართლმადიდებლების, ისე მუსლიმთა მიერაც. ამიტომაც გაუგებარია და დიდად საწყენი, რომ შეუფერებელი ქმედებები ხდება ამ ტაძარში და მის საკურთხეველში.

ახლახან ინტერნეტ სივრცეში დაიდო ინფორმაცია იმის შესახებაც, როგორი დაუცველი და შეურაცხყოფილია ზაქათალის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ტაძარიც.

მივმართავთ აზერბაიჯანის ხელისუფალთ და ვთხოვთ სულიერ ლიდერს, მის აღმატებულება შეიხ ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს, დროულად მოხდეს ფაქტების მოკვლევა და სათანადო ზომების მიღება არსებული დამოკიდებულების აღმოსაფხვრელად.

ვიმედოვნებთ, ჩვენს ქვეყნებსა და რელიგიურ ლიდერთა შორის არსებული მეგობრული დამოკიდებულება მდგომარეობის დროულად გამოსწორების წინაპირობა იქნება", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

"გთხოვთ, გთხოვთ აიცერით, აიცერით ახლავე" - ჯო ბაიდენი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს

იდუმალი და აუხსნელი დაავადება, რომლითაც 20-მდე ამერიკელი დიპლომატი დაავადდა - რა მოხდა ვენაში და რას გულისხმობს ე.წ. ჰავანას სინდრომი?

ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ერევანში მეტრო დაათვალიერებინეს (ფოტოები)