საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შვილები - "იყო დრო, როცა მათ დანახვაზე, ზოგიერთი გზის მეორე მხარეს გადადიოდა"
როგორ ცხოვრობდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შვილები - "იყო დრო, როცა მათ დანახვაზე, ზოგიერთი გზის მეორე მხარეს გადადიოდა"

იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ქა­ი­ხოს­რო ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ცოლ-შვი­ლის და­ნახ­ვა­ზე, ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გზის მე­ო­რე მხა­რეს გა­და­დი­ო­და, რათა არ მი­სალ­მე­ბო­და... მერე სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა... "ქა­ქუ­ცას შვი­ლიშ­ვი­ლო­ბამ ბევ­რი სი­კე­თეც მო­მი­ტა­ნა, რა თქმა უნდა, სი­ხა­რუ­ლიც... სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც წი­ნაპ­რებს გი­ქე­ბენ", - ამ­ბობს ჩემი რეს­პონ­დენ­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, ქა­ი­ხოს­რო ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი - გური ხუნ­წა­რია....

- 4-5 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ჩემი დიდი პაპა "მა­გა­რი კაცი" იყო. სახ­ლში ქა­ქუ­ცას გრა­ფი­კუ­ლი პორ­ტრე­ტი გვე­კი­და. სულ ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და მე­ა­მა­ყე­ბო­და. უამ­რავ კი­თხვას ვსვამ­დი, - ხმალს მაგ­რად იქ­ნევ­და? ცხენ­ზე რო­გორ იჯდა-მეთ­ქი?..

- ამ კი­თხვებს ყვე­ლა­ზე ხში­რად, ვის უს­ვამ­დით?

- ქა­ქუ­ცას მე­უღ­ლეს, ჩემს დიდ ბე­ბი­ას - ნინო მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცესს, რო­მელ­საც ნინა ბუ­ბას ვე­ძახ­დი. ის იცი­ნო­და და პა­სუხს არას­დროს მცემ­და. 6 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გარ­და­იც­ვა­ლა. ნი­ნას და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ხმის ტემ­ბრი და სა­უბ­რის მა­ნე­რა ჰქონ­და... ქა­ქუ­ცა 10 წლით უფ­რო­სი იყო მას­ზე. ქორ­წი­ლი ახ­მე­ტის რა­ი­ონ სო­ფელ აწყურ­ში გა­და­უხ­დი­ათ. თეთ­რებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ნეფე-პა­ტარ­ძა­ლი სა­უ­ცხოო სა­ნა­ხა­ვე­ბი ყო­ფი­ლან. ლე­გენ­დად დარ­ჩა სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ქა­ქუ­ცას მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცეკ­ვა. წყვი­ლი თბი­ლის­ში, ქი­ა­ჩე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ოფიც­რე­ბის სახ­ლში ცხოვ­რობ­და. 2 ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ - ციც­ნა ანუ თა­მა­რი და ქუ­თია - ქე­თე­ვა­ნი. მე ქე­თე­ვა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი ვარ.

- თქვენს დიდ პა­პა­ზე კი­დევ, რას გვე­ტყვით?

- უაღ­რე­სად თბი­ლი და კე­თი­ლი კაცი ყო­ფი­ლა. რო­გორც მისი ნაც­ნო­ბე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, გა­მო­ირ­ჩე­ო­და თავ­მდაბ­ლო­ბით, დახ­ვე­წი­ლო­ბით, უსა­მარ­თლო­ბას ვერ იტან­და, და­ჩაგ­რულს აუ­ცი­ლებ­ლად ექო­მა­გე­ბო­და. ერთხელ თურ­მე, ქა­ქუ­ცა და მისი მე­გობ­რე­ბი თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სახ­ლში, მე­ო­თხე სარ­თულ­ზე გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე ყო­ფი­ლან. ერთს უან­გლია, დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­სუ­ლა, და­ქი­რა­ვე­ბულ მე­კურტნე­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი. ქა­ქუ­ცას ეს არ მოს­წო­ნე­ბია და მე­გობ­რის­თვის უთ­ქვამს, ახლა თვი­თონ შე­ის­ვი მე­კურტნე, ქვე­ვით ჩა­იყ­ვა­ნე და შენი ფე­ხით ამო­დიო.

1914 წელს, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს. იბ­რძო­და ავ­სტრია-უნ­გრე­თის იმ­პე­რი­ის ფრონტზე, სა­დაც ეს­კად­რონს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამა­ვე წელს მძი­მედ და­იჭ­რა და თა­ვი­სი­ვე სურ­ვი­ლით, კავ­კა­სი­ის ფრონტზე, არი­ერ­გარ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლად გა­და­იყ­ვა­ნეს. ქა­ქუ­ცამ თავი გა­მო­ი­ჩი­ნა სა­რი­ყა­მი­შის ბრძო­ლა­ში. ცი­ხე­სი­მაგ­რე "არ­წი­ვის ბუ­დე­ზე", რო­მელ­საც ქა­ქუ­ცა იცავ­და, თურ­ქე­ბის შე­ტე­ვის შემ­დეგ კი­დევ და­იჭ­რა - სამი ჭრი­ლო­ბა მი­ი­ღო და ცო­ცხა­ლი აღარც ეგო­ნათ, მაგ­რამ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა. ცნო­ბი­ლია, რომ ამ ბრძო­ლა­ში ჩა­დე­ნი­ლი გმი­რო­ბის­თვის ის ოქ­როს ხმლით და­ა­ჯილ­დო­ეს. 1915 წელს, ქა­ქუ­ცა ახალ­და­არ­სე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ცხე­ნო­სან­თა რაზმში ჩა­ე­წე­რე­ბა, რო­მე­ლიც ნი­კო­ლოზ ბა­რა­თო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სპარ­სეთ­ში იბ­რძო­და. რაზმმა წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ი­დი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და მე­სო­პო­ტა­მი­ის უდაბ­ნოს გავ­ლით, ბრი­ტა­ნე­თის არ­მი­ას შე­უ­ერ­თდა.

ბოლ­შე­ვი­კე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის შემ­დეგ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა, ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი კი აქ დარ­ჩა. 1922 წლის 12 მარტს რაზმთან ერ­თად, ტყე­ში გა­იჭ­რა და პარ­ტი­ზა­ნულ ბრძო­ლას შე­უდ­გა. თა­ნა­რაზ­მე­ლებ­მა ფიცი და­დეს, რომ თავ­და­უ­ზო­გა­ვად იბ­რძო­ლებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად. ამ ფი­ცის გამო მათ "შე­ფი­ცულ­თა რაზ­მი" ეწო­დათ. ამა­ვე 1922 წელს შე­იქ­მნა დამ­კო­მი - და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ხუთი ან­ტი­ბოლ­შე­ვი­კუ­რი პარ­ტი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. ამ ორ­გა­ნოს და­ექ­ვემ­დე­ბა­რა "სამ­ხედ­რო ცენ­ტრი", რომ­ლის მთა­ვა­რი ძალა ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის შე­ფი­ცუ­ლი ძმე­ბი გახ­დნენ. დამ­კომ­მა და­ად­გი­ნა, რომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი აჯან­ყე­ბა იყო და და­ი­წყო მის­თვის მზა­დე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნი ნინო თუ სა­უბ­რობ­და მე­უღლზე?

- ნაკ­ლე­ბად. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი თან­დას­წრე­ბით არა­ფერს ამ­ბობ­და. ერთხელ რა­ღაც გა­და­ცე­მას უყუ­რებ­და ტე­ლე­ვი­ზორ­ში და იქ ახ­სე­ნეს: "ბან­დი­ტი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი". ამის გა­გო­ნე­ბა­ზე, შე­ი­ცხა­და: "ვიშ, ქა!" ბევ­რი იწ­ვა­ლა ამ ქალ­მა, ბეწ­ვზე გა­და­ურ­ჩა დახ­ვრე­ტას.

- რამ გა­და­არ­ჩი­ნა?

- ლე­ნი­ნის ბრძა­ნე­ბამ მო­უს­წრო, კონ­ტრრე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის დევ­ნა შე­წყდე­სო, თო­რემ მა­შინ უკვე ცი­ხე­ში იყო. სა­ერ­თოდ, ორ­ჯერ იყ­ვნენ პა­ტიმ­რო­ბა­ში ნინა და მისი გო­გო­ნე­ბი: პირ­ვე­ლად - 1923 წელს, თე­ლა­ვის მაზ­რის პო­ლი­ცი­ა­ში. პო­ლი­ცი­ის უფ­როსს, ჭურ­ღუ­ლი­ას და­უ­ქა­დია: ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი თუ არ ჩაგ­ვბარ­დე­ბა, მის ცოლ-შვილს კას­რში ჩავ­სვამ და ცე­ცხლში გა­მოვ­წვა­ვო, რა­ზეც ქა­ქუ­ცას შე­უთ­ვლია: ეგე­თი მე­თო­დე­ბით ნუ მებ­რძვით, თო­რემ ქვას ქვა­ზე აღარ დავ­ტო­ვე­ბო. და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე, ბავ­შვე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ჰყავ­და დე­დას, რომ სი­მარ­თლე არ ეთ­ქვათ. უამ­რავ რა­მეს ჰპირ­დე­ბოდ­ნენ თურ­მე მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი 3 წლის ქე­თი­ა­სა და 7 წლის თა­მარს, რომ რო­გორ­მე, მა­მის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი შე­ე­ტყოთ მათ­გან. რო­დე­საც დედა და შვი­ლე­ბი სახ­ლში გა­უშ­ვეს, პა­ტა­რა ქე­თი­ას ში­ნა­უ­რებ­თან მო­უ­ყო­ლია მისი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის დი­ა­ლო­გი, თან თურ­მე, თავს იწო­ნებ­და: "ისე­თი ტყუ­ი­ლე­ბი ჩა­ვა­ბა­რეო..." რომ უკი­თხავთ, მამა სახ­ლში მო­დი­სო? ამას უთ­ქვამს - მო­დი­სო. არა­და, ქა­ქუ­ცა ხან­და­ხან თუ მი­დი­ო­და შინ მა­ლუ­ლად და მა­ში­ნაც ბავ­შვებს ეძი­ნათ. რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბაო? - ქე­თი­ას უთ­ქვამს: სულ ოქ­როს ქა­მარ-ხან­ჯა­ლი უკე­თი­აო. ვის მოჰ­ყავს ხოლ­მეო? - ძია მი­შა­სო. ამ ტყუ­ი­ლის გამო, რამ­დე­ნი­მე მიშა აუყ­ვა­ნი­ათ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მხო­ლოდ და­უ­კი­თხავთ და გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ათ...

გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ დედა-შვი­ლე­ბი უკვე მე­ტე­ხის ცი­ხე­ში მო­ა­თავ­სეს. ქე­თი­ას თურ­მე, სარ­კმლის რა­ფა­ზე და­ა­ყე­ნებ­დნენ პა­ტიმ­რე­ბი, რო­მელ­თა შო­რი­საც ძა­ლი­ან ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი იყო და ტა­შის­კვრით აცეკ­ვებ­დნენ. პა­ტა­რაც უდარ­დე­ლად ცეკ­ვავ­და... სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში, ნინო ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას­თან წა­უყ­ვა­ნი­ათ. ბე­რია ამ დრო­ის­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც ცნო­ბი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კი არ იყო, მაგ­რამ სულს რა შე­უც­ვლი­და?! უთ­ქვამს: შენ დახ­ვრე­ტა გე­მუქ­რე­ბა და ბავ­შვე­ბი მა­ინც გა­და­არ­ჩი­ნე, უარი თქვი მათ­ზე და გად­მოგ­ვე­ციო. ჩანს, მა­თაც არ უნ­დო­დათ ბავ­შვე­ბი ცი­ხე­ში ჰყო­ლო­დათ. ერთ-ერთი პა­ტი­მა­რი ნი­ნას ნა­თე­სა­ვი ყო­ფი­ლა და მას და­უ­რი­გე­ბია, არ დას­თან­ხმდეო. ნი­ნო­საც უარი უთ­ქვამს ბე­რი­ას შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე... შემ­დეგ ბავ­შვე­ბი გა­უშ­ვეს, ნინო კვლავ ცი­ხე­ში დარ­ჩა. ილია მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცესს წა­უყ­ვა­ნია პა­ტა­რე­ბი აწყურ­ში. რო­დე­საც ქა­ქუ­ცამ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა (1924 წელი), ბოლ­შე­ვი­კებს ილია სა­კუ­თარ ეზო­ში და­უხვრე­ტი­ათ. თან, და­უ­ბა­რე­ბი­ათ: ვინც ამ ბავ­შვებს შე­ი­კედ­ლებს, და­ვა­პა­ტიმ­რებ­თო! უპატ­რო­ნოდ დარ­ჩნი­ლი ციც­ნა და ქე­თია ოჯა­ხის მო­უ­რავს არ მი­უ­ტო­ვე­ბია. მი­უ­ხე­და­ვად ში­ში­სა, ამ კაც­მა შე­ი­ფა­რა ისი­ნი, მაგ­რამ სახ­ლში ვერ შე­იყ­ვა­ნა და სა­ქათ­მე­ში და­მა­ლა. საჭ­მელს უზი­დავ­და მა­ლუ­ლად და აფრ­თხი­ლებ­და, თუ ვინ­მემ მო­გაგ­ნოთ, უთხა­რით, ვი­თომ აქ თქვე­ნით და­ი­მა­ლე­თო. სწო­რედ ამ დროს გა­მო­ვი­და ლე­ნი­ნის ბრძა­ნე­ბა და ნინო თა­ვის გო­გო­ნებს და­უბ­რუნ­და.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

ნინო
0

ამისთანა ხალზმა მოიყვანა ჩვენი ქვეყანა დღემდე, ყველა ძირს უთხრის და კიდევ ვარსებობთ და ვიარსებებთ!

როგორ ცხოვრობდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შვილები - "იყო დრო, როცა მათ დანახვაზე, ზოგიერთი გზის მეორე მხარეს გადადიოდა"

როგორ ცხოვრობდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შვილები - "იყო დრო, როცა მათ დანახვაზე, ზოგიერთი გზის მეორე მხარეს გადადიოდა"

იყო პერიოდი, როდესაც ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის ცოლ-შვილის დანახვაზე, ზოგიერთი ადამიანი გზის მეორე მხარეს გადადიოდა, რათა არ მისალმებოდა... მერე სიტუაცია შეიცვალა... "ქაქუცას შვილიშვილობამ ბევრი სიკეთეც მომიტანა, რა თქმა უნდა, სიხარულიც... სასიამოვნოა, როდესაც წინაპრებს გიქებენ", - ამბობს ჩემი რესპონდენტი, საქართველოს ეროვნული გმირის, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის შთამომავალი - გური ხუნწარია....

- 4-5 წლის ვიქნებოდი, როდესაც გავიგე, რომ ჩემი დიდი პაპა "მაგარი კაცი" იყო. სახლში ქაქუცას გრაფიკული პორტრეტი გვეკიდა. სულ ვაკვირდებოდი და მეამაყებოდა. უამრავ კითხვას ვსვამდი, - ხმალს მაგრად იქნევდა? ცხენზე როგორ იჯდა-მეთქი?..

- ამ კითხვებს ყველაზე ხშირად, ვის უსვამდით?

- ქაქუცას მეუღლეს, ჩემს დიდ ბებიას - ნინო მეღვინეთუხუცესს, რომელსაც ნინა ბუბას ვეძახდი. ის იცინოდა და პასუხს არასდროს მცემდა. 6 წლის ვიყავი, როდესაც გარდაიცვალა. ნინას დასამახსოვრებელი ხმის ტემბრი და საუბრის მანერა ჰქონდა... ქაქუცა 10 წლით უფროსი იყო მასზე. ქორწილი ახმეტის რაიონ სოფელ აწყურში გადაუხდიათ. თეთრებში გამოწყობილი ნეფე-პატარძალი საუცხოო სანახავები ყოფილან. ლეგენდად დარჩა საკუთარ ქორწილში ქაქუცას მიერ შესრულებული ცეკვა. წყვილი თბილისში, ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე ოფიცრების სახლში ცხოვრობდა. 2 ქალიშვილი შეეძინათ - ციცნა ანუ თამარი და ქუთია - ქეთევანი. მე ქეთევანის შვილიშვილი ვარ.

- თქვენს დიდ პაპაზე კიდევ, რას გვეტყვით?

- უაღრესად თბილი და კეთილი კაცი ყოფილა. როგორც მისი ნაცნობები იხსენებენ, გამოირჩეოდა თავმდაბლობით, დახვეწილობით, უსამართლობას ვერ იტანდა, დაჩაგრულს აუცილებლად ექომაგებოდა. ერთხელ თურმე, ქაქუცა და მისი მეგობრები თბილისში, ერთ-ერთ სახლში, მეოთხე სართულზე გამართულ წვეულებაზე ყოფილან. ერთს უანგლია, დაგვიანებით მისულა, დაქირავებულ მეკურტნეზე ამხედრებული. ქაქუცას ეს არ მოსწონებია და მეგობრისთვის უთქვამს, ახლა თვითონ შეისვი მეკურტნე, ქვევით ჩაიყვანე და შენი ფეხით ამოდიო.

1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ჯარში გაიწვიეს. იბრძოდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ფრონტზე, სადაც ესკადრონს ხელმძღვანელობდა. ამავე წელს მძიმედ დაიჭრა და თავისივე სურვილით, კავკასიის ფრონტზე, არიერგარდის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. ქაქუცამ თავი გამოიჩინა სარიყამიშის ბრძოლაში. ციხესიმაგრე "არწივის ბუდეზე", რომელსაც ქაქუცა იცავდა, თურქების შეტევის შემდეგ კიდევ დაიჭრა - სამი ჭრილობა მიიღო და ცოცხალი აღარც ეგონათ, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩა. ცნობილია, რომ ამ ბრძოლაში ჩადენილი გმირობისთვის ის ოქროს ხმლით დააჯილდოეს. 1915 წელს, ქაქუცა ახალდაარსებულ საქართველოს ცხენოსანთა რაზმში ჩაეწერება, რომელიც ნიკოლოზ ბარათოვის ხელმძღვანელობით, სპარსეთში იბრძოდა. რაზმმა წარმატებული რეიდი განახორციელა და მესოპოტამიის უდაბნოს გავლით, ბრიტანეთის არმიას შეუერთდა.

ბოლშევიკების საქართველოში შემოსვლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა, ჩოლოყაშვილი კი აქ დარჩა. 1922 წლის 12 მარტს რაზმთან ერთად, ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. თანარაზმელებმა ფიცი დადეს, რომ თავდაუზოგავად იბრძოლებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. ამ ფიცის გამო მათ "შეფიცულთა რაზმი" ეწოდათ. ამავე 1922 წელს შეიქმნა დამკომი - დამოუკიდებლობის კომიტეტი, რომელიც ხუთი ანტიბოლშევიკური პარტიის გაერთიანებას წარმოადგენდა. ამ ორგანოს დაექვემდებარა "სამხედრო ცენტრი", რომლის მთავარი ძალა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული ძმები გახდნენ. დამკომმა დაადგინა, რომ ერთადერთი გამოსავალი აჯანყება იყო და დაიწყო მისთვის მზადება.

- ქალბატონი ნინო თუ საუბრობდა მეუღლზე?

- ნაკლებად. ყოველ შემთხვევაში, ჩემი თანდასწრებით არაფერს ამბობდა. ერთხელ რაღაც გადაცემას უყურებდა ტელევიზორში და იქ ახსენეს: "ბანდიტი ქაქუცა ჩოლოყაშვილი". ამის გაგონებაზე, შეიცხადა: "ვიშ, ქა!" ბევრი იწვალა ამ ქალმა, ბეწვზე გადაურჩა დახვრეტას.

- რამ გადაარჩინა?

- ლენინის ბრძანებამ მოუსწრო, კონტრრევოლუციონერების ოჯახის წევრების დევნა შეწყდესო, თორემ მაშინ უკვე ციხეში იყო. საერთოდ, ორჯერ იყვნენ პატიმრობაში ნინა და მისი გოგონები: პირველად - 1923 წელს, თელავის მაზრის პოლიციაში. პოლიციის უფროსს, ჭურღულიას დაუქადია: ჩოლოყაშვილი თუ არ ჩაგვბარდება, მის ცოლ-შვილს კასრში ჩავსვამ და ცეცხლში გამოვწვავო, რაზეც ქაქუცას შეუთვლია: ეგეთი მეთოდებით ნუ მებრძვით, თორემ ქვას ქვაზე აღარ დავტოვებო. დაპატიმრებამდე, ბავშვები გაფრთხილებული ჰყავდა დედას, რომ სიმართლე არ ეთქვათ. უამრავ რამეს ჰპირდებოდნენ თურმე მილიციელები 3 წლის ქეთიასა და 7 წლის თამარს, რომ როგორმე, მამის ადგილსამყოფელი შეეტყოთ მათგან. როდესაც დედა და შვილები სახლში გაუშვეს, პატარა ქეთიას შინაურებთან მოუყოლია მისი და პოლიციელების დიალოგი, თან თურმე, თავს იწონებდა: "ისეთი ტყუილები ჩავაბარეო..." რომ უკითხავთ, მამა სახლში მოდისო? ამას უთქვამს - მოდისო. არადა, ქაქუცა ხანდახან თუ მიდიოდა შინ მალულად და მაშინაც ბავშვებს ეძინათ. როგორ გამოიყურებაო? - ქეთიას უთქვამს: სულ ოქროს ქამარ-ხანჯალი უკეთიაო. ვის მოჰყავს ხოლმეო? - ძია მიშასო. ამ ტყუილის გამო, რამდენიმე მიშა აუყვანიათ. საბედნიეროდ, მხოლოდ დაუკითხავთ და გაუთავისუფლებიათ...

გარკვეული ხნის შემდეგ დედა-შვილები უკვე მეტეხის ციხეში მოათავსეს. ქეთიას თურმე, სარკმლის რაფაზე დააყენებდნენ პატიმრები, რომელთა შორისაც ძალიან ბევრი ახლობელი იყო და ტაშისკვრით აცეკვებდნენ. პატარაც უდარდელად ცეკვავდა... სწორედ ამ პერიოდში, ნინო ლავრენტი ბერიასთან წაუყვანიათ. ბერია ამ დროისთვის მაინცდამაინც ცნობილი ჩინოვნიკი არ იყო, მაგრამ სულს რა შეუცვლიდა?! უთქვამს: შენ დახვრეტა გემუქრება და ბავშვები მაინც გადაარჩინე, უარი თქვი მათზე და გადმოგვეციო. ჩანს, მათაც არ უნდოდათ ბავშვები ციხეში ჰყოლოდათ. ერთ-ერთი პატიმარი ნინას ნათესავი ყოფილა და მას დაურიგებია, არ დასთანხმდეო. ნინოსაც უარი უთქვამს ბერიას შემოთავაზებაზე... შემდეგ ბავშვები გაუშვეს, ნინო კვლავ ციხეში დარჩა. ილია მეღვინეთუხუცესს წაუყვანია პატარები აწყურში. როდესაც ქაქუცამ საქართველო დატოვა (1924 წელი), ბოლშევიკებს ილია საკუთარ ეზოში დაუხვრეტიათ. თან, დაუბარებიათ: ვინც ამ ბავშვებს შეიკედლებს, დავაპატიმრებთო! უპატრონოდ დარჩნილი ციცნა და ქეთია ოჯახის მოურავს არ მიუტოვებია. მიუხედავად შიშისა, ამ კაცმა შეიფარა ისინი, მაგრამ სახლში ვერ შეიყვანა და საქათმეში დამალა. საჭმელს უზიდავდა მალულად და აფრთხილებდა, თუ ვინმემ მოგაგნოთ, უთხარით, ვითომ აქ თქვენით დაიმალეთო. სწორედ ამ დროს გამოვიდა ლენინის ბრძანება და ნინო თავის გოგონებს დაუბრუნდა.

განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე