სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს ალექსანდრე ჯეჯელავა 17 წლის მოსწავლეს, რომელმაც მინისტრს ღია წერილით მიმართა
რას პასუხობს ალექსანდრე ჯეჯელავა 17 წლის მოსწავლეს, რომელმაც მინისტრს ღია წერილით მიმართა

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბულ 17 წლის ბიჭს პა­სუ­ხობს, რო­მელ­მაც მი­ნისტრს AMBEBI.GE-ს მეშ­ვე­ო­ბით ღია წე­რი­ლით მი­მარ­თა.

AMBEBI.GE-ს რე­დაქ­ცი­ამ 17 წლის ბი­ჭის წე­რი­ლი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც იმე­რე­თის ერთ-ერთი სა­ჯა­რო სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია. სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლი მი­ნისტრს თა­ვი­სი სას­წავ­ლებ­ლის მა­გა­ლი­თით უყ­ვე­ბა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა და იმედს იტო­ვებს, რომ ის ბოლო კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი მი­უ­ღია სკო­ლი­დან.

ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი წე­რი­ლის ში­ნა­არსს იც­ნობს:

"წე­რილს გა­ვე­ცა­ნი. ამ ადა­მი­ა­ნის­თვის, მისი წე­რი­ლით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად უს­წავ­ლე­ბი­ათ მის პე­და­გო­გებს - წე­რაც, აზ­როვ­ნე­ბაც, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბაც, სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბიც. მე ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ასე­თი პე­და­გო­გე­ბი გვყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ასეთ ახალ­გაზ­რდებს ზრდი­ან", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ.

აქვე გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს 17 წლის იმე­რე­ლი მოს­წავ­ლის წე­რი­ლი­დან, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ზე გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნდა და არ­ნა­ხუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მო­ი­პო­ვა. წე­რილს 100-ზე მეტი კო­მენ­ტა­რი აქვს და კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა წე­რი­ლის პა­თოსს ეთან­ხმე­ბა:

"...გული მტკი­ვა, რომ უკვე IX კლა­სე­ლი ბავ­შვიც ხვდე­ბა, რომ სკო­ლა უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის და უბ­რა­ლოდ, დრო­ის მოკ­ვლი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მოხ­დის მან­ქა­ნაა და თი­თო­ე­ულ დღეს ით­ვლი­ან, რო­დის მო­შორ­დე­ბი­ან ამ მო­ტი­ვა­ცი­ის, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის მკვლელ გა­რე­მოს. ეს, რა თქმა უნდა, მათ პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა. ყვე­ლა იტყვის, მი­ზე­ზი სის­ტე­მის უმაქ­ნი­სო­ბაა და სას­წრა­ფო­დაა შე­საც­ვლე­ლი. მე კი გე­ტყვით რომ, მი­ზე­ზი მისი არას­წო­რად აღ­სრუ­ლე­ბაა. არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ისე რომ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, რო­გორც ფურ­ცელ­ზე წე­რია და მისი ყო­ვე­ლი ას­პექ­ტი სრულ­დე­ბო­დეს, შე­დე­გი უკე­თე­სი ექ­ნე­ბო­და.

ნუ შე­წი­რავთ რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბას მა­ნამ, სა­ნამ "ვე­ლო­სი­პე­დის გა­მო­გო­ნე­ბა­ზე" ფიქ­რობთ, არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის პი­რო­ბებ­შიც შე­იძ­ლე­ბა შე­დე­გის მიღ­წე­ვა - სა­ჭი­როა სას­წავ­ლო გა­რე­მოს შეც­ვლა, სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სის ფურ­ცლი­დან პრაქ­ტი­კა­ში გად­მო­ტა­ნა და ეფექ­ტი მყი­სი­ე­რი იქ­ნე­ბა. შემ­დეგ კი შე­გიძ­ლი­ათ იფიქ­როთ მის შეც­ვლა­ზე. მე მჯე­რა, რომ შე­ვიძ­ლი­ათ უშ­ვე­ლოთ არ­სე­ბულ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ზეც იქო­ნი­ოთ გავ­ლე­ნა", - წერს 17 წლის ბიჭი წა­ი­კი­თხეთ წე­რი­ლი ვრცლად

ანა მარ­შა­ნია

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რას პასუხობს ალექსანდრე ჯეჯელავა 17 წლის მოსწავლეს, რომელმაც მინისტრს ღია წერილით მიმართა

რას პასუხობს ალექსანდრე ჯეჯელავა 17 წლის მოსწავლეს, რომელმაც მინისტრს ღია წერილით მიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სკოლადამთავრებულ 17 წლის ბიჭს პასუხობს, რომელმაც მინისტრს AMBEBI.GE-ს მეშვეობით ღია წერილით მიმართა.

AMBEBI.GE-ს რედაქციამ 17 წლის ბიჭის წერილი მიიღო, რომელიც იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. სკოლადამთავრებული მინისტრს თავისი სასწავლებლის მაგალითით უყვება, რა მდგომარეობაშია საქართველოში განათლების სისტემა და იმედს იტოვებს, რომ ის ბოლო კურსდამთავრებული იქნება, რომელსაც 12 წლის განმავლობაში არაფერი მიუღია სკოლიდან.

ალექსანდრე ჯეჯელავამ AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული წერილის შინაარსს იცნობს:

"წერილს გავეცანი. ამ ადამიანისთვის, მისი წერილით თუ ვიმსჯელებთ, ყველა დამეთანხმება, რომ არაჩვეულებრივად უსწავლებიათ მის პედაგოგებს - წერაც, აზროვნებაც, არგუმენტირებაც, სოციალური ცხოვრების თავისებურებებიც. მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი პედაგოგები გვყავს საქართველოში და ასეთ ახალგაზრდებს ზრდიან", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

აქვე გთავაზობთ ამონარიდებს 17 წლის იმერელი მოსწავლის წერილიდან, რომელიც AMBEBI.GE-ზე გუშინ გამოქვეყნდა და არნახული გამოხმაურება მოიპოვა. წერილს 100-ზე მეტი კომენტარი აქვს და კომენტარების ავტორების უმრავლესობა წერილის პათოსს ეთანხმება:

"...გული მტკივა, რომ უკვე IX კლასელი ბავშვიც ხვდება, რომ სკოლა უპერსპექტივობის და უბრალოდ, დროის მოკვლისა და ვალდებულების მოხდის მანქანაა და თითოეულ დღეს ითვლიან, როდის მოშორდებიან ამ მოტივაციის, კრეატიულობისა და შემოქმედების მკვლელ გარემოს. ეს, რა თქმა უნდა, მათ პიროვნულ განვითარებაზეც აისახება. ყველა იტყვის, მიზეზი სისტემის უმაქნისობაა და სასწრაფოდაა შესაცვლელი. მე კი გეტყვით რომ, მიზეზი მისი არასწორად აღსრულებაა. არსებული სისტემის პირობებში, სასწავლო პროცესი ისე რომ მიმდინარეობდეს, როგორც ფურცელზე წერია და მისი ყოველი ასპექტი სრულდებოდეს, შედეგი უკეთესი ექნებოდა.

ნუ შეწირავთ რამდენიმე თაობას მანამ, სანამ "ველოსიპედის გამოგონებაზე" ფიქრობთ, არსებული სისტემის პირობებშიც შეიძლება შედეგის მიღწევა - საჭიროა სასწავლო გარემოს შეცვლა, სკოლის შინაგანაწესის ფურცლიდან პრაქტიკაში გადმოტანა და ეფექტი მყისიერი იქნება. შემდეგ კი შეგიძლიათ იფიქროთ მის შეცვლაზე. მე მჯერა, რომ შევიძლიათ უშველოთ არსებულ განათლების სისტემას და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მომავალზეც იქონიოთ გავლენა", - წერს 17 წლის ბიჭი წაიკითხეთ წერილი ვრცლად

ანა მარშანია

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ