პარლამენტის ქუთაისში მდებარე შენობაში წყალი ჩამოდის. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი იუწყება, ქუთაისში მეორე დღეა ძლიერად წვიმს, რამაც პრობლემები პარლამენტის შენობაშიც შექმნა. წყალი განსაკუთრებით ჩამოდის საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ შესასვლელთან.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და პარლამენტში თითქმის ყველა ძლიერი წვიმის დროს "წვიმს".