სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტკბილეულით "მოსყიდულები" და ყვირილ-ყვირილში ნაშოვნი ფული
ტკბილეულით "მოსყიდულები" და ყვირილ-ყვირილში ნაშოვნი ფული

- 60 წლის ვარ და ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე, სა­მო­ცჯე­რაც არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, მეთ­ქვას, - რა კარ­გია, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ და­ვი­ბა­დე-მეთ­ქი. ჯერ იმას ჩი­ო­და ჩემი თა­ო­ბა, კო­მუ­ნის­ტურ რე­ჟიმ­ში არ­სე­ბო­ბის­თვის რა­ტომ გაგ­ვწი­რა ღმერ­თმაო, მაგ­რამ ახლა ვხვდე­ბით, რომ მა­შინ უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა გვქო­ნია... ხალ­ხს სა­მუ­შაო ჰქონ­და, უფრო ლა­ღად ვგრძნობ­დით თავს და სი­მარ­თლე გი­თხრათ, მეტი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო ადა­მი­ა­ნებს შო­რის. ახლა რაც დრო გა­დის, კაცს სათ­ქმე­ლი გა­მო­ე­ლია თით­ქოს. შეხ­ვდე­ბი ძველ ნაც­ნობს, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნეა არ გი­ნა­ხავს, ჰოდა, ერ­თმა­ნეთს რომ მო­ვი­კი­თხავთ, იმის იქით ვე­ღა­რა­ფერ­ზე ვლა­პა­რა­კობთ და ვემ­შვი­დო­ბე­ბით ერ­თურთს. არა­და, ადრე სა­ლა­პა­რა­კო ყო­ველ­თვის ბევ­რი გვქონ­და, ახლა კი ენა და­ე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თველს. ერთი სული აქვს ყვე­ლას, რო­დის მი­უჯ­დე­ბა კომ­პი­უ­ტერს, იქ რომ მო­ი­ფხა­ნოს ენა. კომ­პი­უ­ტე­რულ სივ­რცე­ში სა­ლა­პა­რა­კო არ და­გე­ლე­ვა და იმ კაც­საც თა­მა­მად და­უს­ვამ კი­თხვებს, რო­მელ­საც ცოტა ხნის წინ შეხ­ვდი და ვე­რა­ფე­რი გა­მოჰ­კი­თხე... რე­ა­ლო­ბას მო­წყვე­ტი­ლე­ბი ვართ თით­ქოს, ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ და ეს ძა­ლი­ან მა­ში­ნებს.

- გარ­და იმი­სა, რომ კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს კომ­პი­უ­ტე­რი არ იყო, ის დრო დღე­ვან­დელს რითი სჯობ­და?

- ბევ­რი რა­მით. მა­შინ ყი­დუ­ლობ­დი ყვე­ლა­ფერს, რაც გჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში - ზედ­მეტს. ვუფრ­თხილ­დე­ბო­დით რო­გორც სა­კუ­თარ, ისე სხვის ან სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბას. არც მოგ­ყიდ­ნენ უაზ­როდ პრო­დუქტს და არც სხვა რა­მეს. თუ გა­უ­მა­ძღრო­ბა გჭირ­და, გა­დამ­ყიდ­ვე­ლის­გან უნდა გე­ყი­და სა­სურ­ვე­ლი ნივ­თი. ადა­მი­ა­ნებ­მა იცოდ­ნენ, რომ დღეს თუ პური გა­მო­ე­ლე­ო­დათ, ხვალ აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბო­დათ სარ­ჩო, რად­გან საქ­მე და შე­სა­ბა­მი­სად, შე­მო­სა­ვა­ლიც ყო­ველ­თვის იყო. ერთი ად­გი­ლი­დან წა­მოხ­ვი­დო­დი? სხვა­გან იშო­ვი­დი სა­მუ­შა­ოს და ამა­ში მთავ­რო­ბაც გი­წყობ­და ხელს. ახლა არა­ვინ არის და­ზღვე­უ­ლი, რომ ხვალ შიმ­ში­ლით არ ამოხ­დე­ბა სული, ჰოდა, გამ­ხე­ცე­ბულ ვირ­თაგ­ვებს ვგა­ვართ, გა­ლი­ა­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლებს, ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან თა­ვის დაღ­წევს რომ ლა­მო­ბენ და ამი­ტო­მაც არის, რომ ბევ­რი ცდი­ლობს გაქ­ცე­ვას სა­ქარ­თვე­ლო­დან. გაქ­ცე­უ­ლებს კი ეშ­ვე­ლათ: არა მარ­ტო სარ­ჩო გა­უ­ჩი­ნეს ოჯა­ხებს, არა­მედ სახ­ლე­ბიც წა­მო­ჭი­მეს მა­რი­ფა­თი­ა­ნებ­მა და ახ­ლობ­ლებს საქ­მეც გა­უ­ჩი­ნეს; მაგ­რამ აქ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი რომ ისევ ისე ვიხ­რჩო­ბით სი­ღა­რი­ბე­ში, რო­გორც წლე­ბის წინ, ეს უკვე აუ­ტა­ნე­ლია. ჰოდა, რა­ტომ გვიკ­ვირს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნა­წი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ან­თხევს ბოღ­მას? არა­ვის უნდა გა­მო­ა­ჩი­ნოს თა­ვი­სი რე­ა­ლუ­რი სახე, გუ­ლის ნა­დე­ბი და უად­ვილ­დე­ბათ ფსევ­დო­ნი­მით წერა. შე­იც­ვლის სა­ხელს და ილა­პა­რა­კებს ყვე­ლა­ფერს, რაც ენა­ზე მო­ად­გე­ბა - ეს არის და ეს.

- გა­სა­გე­ბია, რომ უმუ­შევ­რო­ბას მი­იჩ­ნევთ ბო­რო­ტე­ბის სა­თა­ვედ. კი­დევ, რა პრობ­ლე­მებს ხე­დავთ დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში?

- არ გვი­ვარ­გა, შვი­ლო, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. ყვე­ლა და­ხარ­ბე­ბუ­ლია თა­ნამ­დე­ბო­ბა­საც და ქო­ნე­ბის დაგ­რო­ვე­ბა­საც. აი, გგო­ნია, პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნია, მის­ცემს შენს ხმას, გავა ერთი წელი და ხე­დავ, სახე შე­იც­ვა­ლა. ადრე თუ ქუ­ჩა­ში ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა­საც არ დას­ჯერ­დე­ბო­და, მო­გი­კი­თხავ­და და გა­დაგ­კოც­ნი­და, ამ­ბებს გა­მოგ­კი­თხავ­და, ახლა შენ გამო მან­ქა­ნი­და­ნაც არ იკად­რებს გად­მოს­ვლას და ცხა­დია, არც შენი ოჯა­ხის ამ­ბე­ბით და­ინ­ტე­რეს­დე­ბა. აღარ სჭირ­დე­ბი, 4 წელი თავი ქუდ­ში აქვს და რომც აღარ და­უ­ჭი­რო მხა­რი, უკვე ნა­შოვ­ნი აქვს ის, რის­თვი­საც თურ­მე, ასე იკ­ლავ­და თავს. მე­ზო­ბე­ლი მყავს, პარ­ლა­მენ­ტშია მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი და ახლა, ცხვი­რაბ­ზუ­ე­ბუ­ლი და­დის. რო­გორც კი არ­ჩევ­ნე­ბი მო­ახ­ლოვ­დე­ბა, მა­შინ­ვე იწყებს ოჯა­ხე­ბის შე­მოვ­ლას მისი ცოლი (თვი­თონ ამა­საც არ კად­რუ­ლობს უკვე), ტკბი­ლე­უ­ლი მო­აქვს, ჩვე­ნი გული რომ მო­ი­გოს და ვინ იცის, რას აღარ გვპირ­დე­ბა. მერე მე­ზობ­ლებ­საც ერი­დე­ბათ: ადა­მი­ან­მა შო­კო­ლა­დი მო­მი­ტა­ნა და ხმას რო­გორ და­ვა­მად­ლი? რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩემ­თვის, პარ­ლა­მენ­ტში ვინ იქ­ნე­ბა? ისევ ჩემი ცუდი ჯო­ბია, წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც ხომ გა­მიხ­სე­ნებ­სო. ჰოდა, ასე, თვალ­ში ნა­ცარ­შეყ­რი­ლე­ბი მის სა­ხელ­სა და გვარს აქ­ცე­ვენ წრე­ში. ვიდ­რე ასე იქ­ნე­ბა, საშ­ვე­ლი არ დაგ­ვად­გე­ბა. უნდა ვის­წავ­ლოთ, რომ ცუდ ნა­თე­სავს ღირ­სე­უ­ლი მტე­რი სჯო­ბია. თუ ღირ­სე­ულ­მა და­ი­ნა­ხა, რომ წა­ი­ქე­ცი, აუ­ცი­ლებ­ლად შე­გაშ­ვე­ლებს ხელს, მაგ­რამ ცუდი ნა­თე­სა­ვი შე­იძ­ლე­ბა, შე­ა­ში­ნოს შენ­მა გა­სა­ჭირ­მა და თვა­ლი აგა­რი­დოს - ეს უფრო მე­ტად მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა, და­მი­ჯე­რეთ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ტკბილეულით "მოსყიდულები" და ყვირილ-ყვირილში ნაშოვნი ფული

ტკბილეულით "მოსყიდულები" და ყვირილ-ყვირილში ნაშოვნი ფული

- 60 წლის ვარ და ამ წლების მანძილზე, სამოცჯერაც არ ყოფილა შემთხვევა, მეთქვას, - რა კარგია, საქართველოში რომ დავიბადე-მეთქი. ჯერ იმას ჩიოდა ჩემი თაობა, კომუნისტურ რეჟიმში არსებობისთვის რატომ გაგვწირა ღმერთმაო, მაგრამ ახლა ვხვდებით, რომ მაშინ უკეთესი ცხოვრება გვქონია... ხალხს სამუშაო ჰქონდა, უფრო ლაღად ვგრძნობდით თავს და სიმართლე გითხრათ, მეტი ურთიერთობა იყო ადამიანებს შორის. ახლა რაც დრო გადის, კაცს სათქმელი გამოელია თითქოს. შეხვდები ძველ ნაცნობს, რომელიც საუკუნეა არ გინახავს, ჰოდა, ერთმანეთს რომ მოვიკითხავთ, იმის იქით ვეღარაფერზე ვლაპარაკობთ და ვემშვიდობებით ერთურთს. არადა, ადრე სალაპარაკო ყოველთვის ბევრი გვქონდა, ახლა კი ენა დაება თანამედროვე ქართველს. ერთი სული აქვს ყველას, როდის მიუჯდება კომპიუტერს, იქ რომ მოიფხანოს ენა. კომპიუტერულ სივრცეში სალაპარაკო არ დაგელევა და იმ კაცსაც თამამად დაუსვამ კითხვებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ შეხვდი და ვერაფერი გამოჰკითხე... რეალობას მოწყვეტილები ვართ თითქოს, ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობთ და ეს ძალიან მაშინებს.

- გარდა იმისა, რომ კომუნისტების დროს კომპიუტერი არ იყო, ის დრო დღევანდელს რითი სჯობდა?

- ბევრი რამით. მაშინ ყიდულობდი ყველაფერს, რაც გჭირდებოდა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ზედმეტს. ვუფრთხილდებოდით როგორც საკუთარ, ისე სხვის ან სახელმწიფო ქონებას. არც მოგყიდნენ უაზროდ პროდუქტს და არც სხვა რამეს. თუ გაუმაძღრობა გჭირდა, გადამყიდველისგან უნდა გეყიდა სასურველი ნივთი. ადამიანებმა იცოდნენ, რომ დღეს თუ პური გამოელეოდათ, ხვალ აუცილებლად ექნებოდათ სარჩო, რადგან საქმე და შესაბამისად, შემოსავალიც ყოველთვის იყო. ერთი ადგილიდან წამოხვიდოდი? სხვაგან იშოვიდი სამუშაოს და ამაში მთავრობაც გიწყობდა ხელს. ახლა არავინ არის დაზღვეული, რომ ხვალ შიმშილით არ ამოხდება სული, ჰოდა, გამხეცებულ ვირთაგვებს ვგავართ, გალიაში გამომწყვდეულებს, ამ სი­ტუაციიდან თავის დაღწევს რომ ლამობენ და ამიტომაც არის, რომ ბევრი ცდილობს გაქცევას საქართველოდან. გაქცეულებს კი ეშველათ: არა მარტო სარჩო გაუჩინეს ოჯახებს, არამედ სახლებიც წამოჭიმეს მარიფათიანებმა და ახლობლებს საქმეც გაუჩინეს; მაგრამ აქ დარჩენილები რომ ისევ ისე ვიხრჩობით სიღარიბეში, როგორც წლების წინ, ეს უკვე აუტანელია. ჰოდა, რატომ გვიკვირს, რომ ქართველი ხალხის ნაწილი სოციალურ ქსელში ანთხევს ბოღმას? არავის უნდა გამოაჩინოს თავისი რეალური სახე, გულის ნადები და უადვილდებათ ფსევდონიმით წერა. შეიცვლის სახელს და ილაპარაკებს ყველაფერს, რაც ენაზე მოადგება - ეს არის და ეს.

- გასაგებია, რომ უმუშევრობას მიიჩნევთ ბოროტების სათავედ. კიდევ, რა პრობლემებს ხედავთ დღევანდელ რეალობაში?

- არ გვივარგა, შვილო, პოლიტიკოსები. ყველა დახარბებულია თანამდებობასაც და ქონების დაგროვებასაც. აი, გგონია, პატიოსანი ადამიანია, მისცემს შენს ხმას, გავა ერთი წელი და ხედავ, სახე შეიცვალა. ადრე თუ ქუჩაში ხელის ჩამორთმევასაც არ დასჯერდებოდა, მოგიკითხავდა და გადაგკოცნიდა, ამბებს გამოგკითხავდა, ახლა შენ გამო მანქანიდანაც არ იკადრებს გადმოსვლას და ცხადია, არც შენი ოჯახის ამბებით დაინტერესდება. აღარ სჭირდები, 4 წელი თავი ქუდში აქვს და რომც აღარ დაუჭირო მხარი, უკვე ნაშოვნი აქვს ის, რისთვისაც თურმე, ასე იკლავდა თავს. მეზობელი მყავს, პარლამენტშია მოკალათებული და ახლა, ცხვირაბზუებული დადის. როგორც კი არჩევნები მოახლოვდება, მაშინვე იწყებს ოჯახების შემოვლას მისი ცოლი (თვითონ ამასაც არ კადრულობს უკვე), ტკბილეული მოაქვს, ჩვენი გული რომ მოიგოს და ვინ იცის, რას აღარ გვპირდება. მერე მეზობლებსაც ერიდებათ: ადამიანმა შოკოლადი მომიტანა და ხმას როგორ დავამადლი? რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, პარლამენტში ვინ იქნება? ისევ ჩემი ცუდი ჯობია, წელიწადში ერთხელ მაინც ხომ გამიხსენებსო. ჰოდა, ასე, თვალში ნაცარშეყრილები მის სახელსა და გვარს აქცევენ წრეში. ვიდრე ასე იქნება, საშველი არ დაგვადგება. უნდა ვისწავლოთ, რომ ცუდ ნათესავს ღირსეული მტერი სჯობია. თუ ღირსეულმა დაინახა, რომ წაიქეცი, აუცილებლად შეგაშველებს ხელს, მაგრამ ცუდი ნათესავი შეიძლება, შეაშინოს შენმა გასაჭირმა და თვალი აგარიდოს - ეს უფრო მეტად მტკივნეული იქნება, დამიჯერეთ... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

"ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი პროცესის განვითარების საფუძველი" - ვოლსკი

ვინ შესთავაზა ვასილ მაღლაფერიძეს "ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრობა - "ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მადგილედ და პოლიტსაბჭოს წევრად საზმაუს ექსდირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს