პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართველი მოდელი ბიჭი, რომელიც წიგნის პერსონაჟებს ბაძავს - "დათა თუთაშხია" ბიბლიასავით მაქვს"
ვინ არის ქართველი მოდელი ბიჭი, რომელიც წიგნის პერსონაჟებს ბაძავს - "დათა თუთაშხია" ბიბლიასავით მაქვს"

"შე­იძ­ლე­ბა, წიგ­ნის კი­თხვა მო­დელ­საც უყ­ვარ­დეს, სან­ტექ­ნი­კოს­საც და სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელს", - ამ­ბობს მო­დე­ლი ირაკ­ლი და­თუ­კიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც საყ­ვა­რე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ჟე­ბის შე­სა­ხებ სი­ა­მოვ­ნე­ბით გვე­სა­უბ­რა, ჟურ­ნა­ლის მკი­თხვე­ლებს კი ვაჟა-ფშა­ვე­ლას "კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მის და პატ­რი­ო­ტიზ­მის" წა­კი­თხვა ურ­ჩია...

- ვაჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ე­ბებს ხში­რად ვკი­თხუ­ლობ. მისი შე­მოქ­მე­დე­ბა და ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის "დათა თუ­თაშ­ხია" ბიბ­ლი­ა­სა­ვით მაქვს. მომ­წონს, თუ რო­გორ აყა­ლი­ბებს ვაჟა ადა­მი­ა­ნის ზნე­ობ­რივ-კულ­ტუ­რულ შე­ხე­დუ­ლე­ბებს; გვიჩ­ვე­ნებს და გვი­ხა­ტავს, რო­გო­რი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი. მა­გა­ლი­თად, თა­ვის ერთ-ერთ ნა­წარ­მო­ებ­ში - "კაი ყმა" აყა­ლი­ბებს, თუ რო­გო­რი უნდა იყოს ნამ­დვი­ლი ვაჟ­კა­ცი. ასე­ვე, ჩემი საყ­ვა­რე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბია: "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი", აკა­კი წე­რეთ­ლის "გამ­ზრდე­ლი"... ტე­რენ­ტი გრა­ნე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბაც მი­ტა­ცებს.

- "დათა თუ­თაშ­ხია" რამ­დენ­ჯერ გაქვს წა­კი­თხუ­ლი?

- მშობ­ლე­ბი მე­ხუმ­რე­ბი­ან, - სულ ამ წიგნს კი­თხუ­ლო­ბო (იცი­ნის)... რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, "დათა თუ­თაშ­ხია" და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ­ჯერ მაქვს წა­კი­თხუ­ლი.

- პირ­ვე­ლად რა ასაკ­ში წა­ი­კი­თხე?

- 16 წლის ვი­ყა­ვი.

- შენ­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი იყო, რაც ამ ნა­წარ­მო­ებ­ში წა­ი­კი­თხე?

- არა. სა­ერ­თოდ, წიგ­ნი ასე­თია: ყო­ვე­ლი წა­კი­თხვი­სას ახალ-ახალ რა­ღა­ცებს აღ­მო­ა­ჩენ, ამ­ჩნევ...

- "დათა თუ­თაშ­ხი­ას" მე­ო­რედ, მე­სა­მედ წა­კი­თხვი­სას რა აღ­მო­ა­ჩი­ნე?

- მა­გა­ლი­თად, პირ­ვე­ლად წაკი­თხვი­სას ვერ გა­ვი­გე, რა იყო და­თას მო­ტი­ვა­ცია, ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რის­თვის ცხოვ­რობ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­გო­რი ცხოვ­რე­ბა სურ­და... მე­ო­რედ წა­კი­თხვი­სას უფრო გა­ვი­გე: მისი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ბო­რო­ტე­ბის სი­კე­თედ გა­დაქ­ცე­ვა იყო. ამ­ბობ­და, - ვიცი, წის­ქვი­ლი წყალს რო­გორ და­ვატ­რი­ა­ლე­ბი­ნო, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ბო­რო­ტე­ბა სი­კე­თედ რო­გორ გა­და­ვაქ­ციო, ეს ჯერ არ ვი­ციო. ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში იყო. უნ­დო­და, დე­და­მი­წა­ზე სი­კე­თე და­ე­თე­სა, რად­გან ბო­რო­ტე­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ში "იდო"... ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და პერ­სო­ნა­ჟი - გრა­ფი სე­გე­დი, რად­გან ის ყვე­ლა­ზე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. ყვე­ლა­ფე­რი იცო­და: ფსი­ქო­ლო­გია, იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი. ჟან­დარ­მე­რი­ა­ში თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გია ზე­პი­რად ჰქონ­და შეს­წავ­ლილი, თუნ­დაც - მუშ­ნი ზა­რან­დი­ას ფსი­ქო­ლო­გია. შემ­დეგ დათა თუ­თაშ­ხი­ას და მუშ­ნის ერ­თმა­ნეთს ადა­რებ­და. ამ­ბობ­და: ასე­თი გო­ნე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი იმ­პე­რი­ას 2-3 ჰყავ­სო... ამ წიგნ­ში ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი ეპი­ზო­დი მაქვს, მა­გა­ლი­თად - დათა მუშ­ნის სა­კუ­თარ სახ­ლში რომ შეხ­ვდე­ბა. აქ ის მხიბ­ლავს, რომ მუშ­ნი პო­ლი­ცი­ე­ლია და დათა თუ­თაშ­ხი­ა­ზე "ნა­დი­რობს", დათა კი აბ­რა­გია და ბო­რო­ტე­ბას, "არას­წორ წეს­რიგს" უპი­რის­პირ­დე­ბა. და­თას და­ჭე­რა ვე­რა­ვინ შეძ­ლო. თუ­თაშ­ხია ამ­ბობს, - საქ­მე­ში ერთი ჩემ­ზე ჭკვი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი - მუშ­ნი ზა­რან­დია ჩა­ე­რია და კი­ნა­ღამ და­მი­ჭი­რაო. ერ­თმა­ნეთს რომ გა­და­ეხ­ვე­ვი­ან, დათა ეუბ­ნე­ბა: ჩემს სა­კე­თე­ბელ­საც და შენ­სა­საც ჩვე­ნი ძმო­ბის სიწ­მინ­დე ჯო­ბი­აო. აი, ასე ემ­შვი­დო­ბე­ბა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom

ვინ არის ქართველი მოდელი ბიჭი, რომელიც წიგნის პერსონაჟებს ბაძავს - "დათა თუთაშხია" ბიბლიასავით მაქვს"

ვინ არის ქართველი მოდელი ბიჭი, რომელიც წიგნის პერსონაჟებს ბაძავს - "დათა თუთაშხია" ბიბლიასავით მაქვს"

"შეიძლება, წიგნის კითხვა მოდელ­საც უყვარდეს, სანტექნიკოსსაც და საერთოდ, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს", - ამბობს მოდელი ირაკლი დათუკიშვილი, რომელიც საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებებისა და პერსონაჟების შესახებ სიამოვნებით გვესაუბრა, ჟურნალის მკითხველებს კი ვაჟა-ფშაველას "კოსმოპოლიტიზმის და პატრიოტიზმის" წაკითხვა ურჩია...

- ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს ხშირად ვკითხულობ. მისი შემოქმედება და ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია" ბიბლიასავით მაქვს. მომწონს, თუ როგორ აყალიბებს ვაჟა ადამიანის ზნეობრივ-კულტურულ შეხედულებებს; გვიჩვენებს და გვიხატავს, როგორი უნდა იყოს ადამიანი. მაგალითად, თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში - "კაი ყმა" აყალიბებს, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ვაჟკაცი. ასევე, ჩემი საყვარელი ნაწარმოებებია: "სტუმარ-მასპინძელი", აკაკი წერეთლის "გამზრდელი"... ტერენტი გრანელის შემოქმედებაც მიტაცებს.

- "დათა თუთაშხია" რამდენჯერ გაქვს წაკითხული?

- მშობლები მეხუმრებიან, - სულ ამ წიგნს კითხულობო (იცინის)... რომ არ მოგატყუოთ, "დათა თუთაშხია" დაახლოებით ხუთჯერ მაქვს წაკითხული.

- პირველად რა ასაკში წაიკითხე?

- 16 წლის ვიყავი.

- შენთვის ყველაფერი გასაგები იყო, რაც ამ ნაწარმოებში წაიკითხე?

- არა. საერთოდ, წიგნი ასეთია: ყოველი წაკითხვისას ახალ-ახალ რაღაცებს აღმოაჩენ, ამჩნევ...

- "დათა თუთაშხიას" მეორედ, მესამედ წაკითხვისას რა აღმოაჩინე?

- მაგალითად, პირველად წაკი­თხვისას ვერ გავიგე, რა იყო დათას მოტივაცია, ცხოვრების მთავარი მიზანი, რისთვის ცხოვრობდა, სინამდვილეში როგორი ცხოვრება სურდა... მეორედ წაკითხვისას უფრო გავიგე: მისი ცხოვრების მიზანი ადამიანე­ბის მიერ ჩადენილი ბოროტების სიკეთედ გადაქცევა იყო. ამბობდა, - ვიცი, წისქვილი წყალს როგორ დავატრიალებინო, მაგრამ ადამიანების მიერ ჩადენილი ბოროტება სიკეთედ როგორ გადავაქციო, ეს ჯერ არ ვიციო. ძიების პროცესში იყო. უნდოდა, დედამიწაზე სიკეთე დაეთესა, რადგან ბოროტება თითოეულ ადამიანში "იდო"... ძალიან მიყვარდა პერსონაჟი - გრაფი სეგედი, რადგან ის ყველაზე განათლებული ადამიანი გახლდათ. ყველაფერი იცოდა: ფსიქოლოგია, იურიდიული საკითხები. ჟანდარმერიაში თითოეული ადამიანის ფსი­ქოლოგია ზეპირად ჰქონდა შესწავ­ლილი, თუნდაც - მუშნი ზარანდიას ფსიქოლოგია. შემდეგ დათა თუთაშხიას და მუშნის ერთმანეთს ადარებდა. ამბობდა: ასეთი გონების მქონე ადამიანები იმპერიას 2-3 ჰყავსო... ამ წიგნში ბევრი საყვარელი ეპიზოდი მაქვს, მაგალითად - დათა მუშნის საკუთარ სახლში რომ შეხვდება. აქ ის მხიბლავს, რომ მუშნი პოლიციელია და დათა თუთაშხიაზე "ნადირობს", დათა კი აბრაგია და ბოროტებას, "არასწორ წესრიგს" უპირისპირდება. დათას დაჭერა ვერავინ შეძლო. თუთაშხია ამბობს, - საქმეში ერთი ჩემზე ჭკვიანი ადამიანი, ჩემი ბიძაშვილი - მუშნი ზარანდია ჩაერია და კინაღამ დამიჭირაო. ერთმანეთს რომ გადაეხვევიან, დათა ეუბნება: ჩემს საკეთებელსაც და შენსასაც ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობიაო. აი, ასე ემშვიდობება...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი