იუმორისტი დავით როსტომაშვილი თავდასხმის მომენტში შვილთან ერთად იმყოფებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს როსტომაშვილის მეგობარმა, იუმორისტმა ბესო ბერულაშვილმა განუცხადა, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.
ბერულაშვილმა ცოტა ხნის წინ პალატაში როსტომაშვილი მოინახულა.
"შევხვდი დათოს. კონტაქტურია. ჩვენთვის ეს დამაკმაყოფილებელია. დანარჩენს ექიმები იტყვიან, თუ რა მდგომარეობაა. არ გვქონია საუბარი რა მოხდა და როგორ. ვიცით, რომ იყო თავდასხმა. თავდასხმის დეტალები ჩემთვის უცნობია", - განაცხადა ბერულაშვილმა.
იუმორისტ დავით როსტომაშვილს ინგოროყვას კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევები უტარდება, თუმცა საავადმყოფოში როსტომაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებით არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ოჯახი ინფორმაციის მედიისთვის გაცემის წინააღმდეგია.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, როსტომაშვილს თავს ორი ნიღბიანი ყაჩაღობის მიზნით დაესხა თავს. თავდამსხმელები მას ზურგიდან მიეპარნენ.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.
სამინისტროში ამ დროისთვის შემთხვევის დეტალებს სწავლობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, როსტომაშვილს თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყეს.
ფოტო: "ჯორჯიან თაიმსი"