პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილმა დამირეკა, ასტრალში იყო გასული, მიყვიროდა" - რა ჩვენება მისცა სუბარმა გირგვლიანის საქმეზე
"სააკაშვილმა დამირეკა, ასტრალში იყო გასული, მიყვიროდა" - რა ჩვენება მისცა სუბარმა გირგვლიანის საქმეზე

"სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ჩემს მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­მი­რე­კა, ას­ტრალ­ში იყო გა­სუ­ლი, მიყ­ვი­რო­და" - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ბრა­ლი აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

სუ­ბა­რის გან­ცხა­დე­ბით, მას პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც მო­უ­წო­დებ­და, რომ სა­ჯა­როდ გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა.

"სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ჩემს მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­მი­რე­კა, ას­ტრალ­ში იყო გა­სუ­ლი, მიყ­ვი­რო­და. მე გა­ვუ­თი­შე ტე­ლე­ფო­ნი და შემ­დეგ ჩემი მძღო­ლის ტე­ლე­ფონ­ზე და­მი­რე­კა. სა­ა­კაშ­ვილ­მა შე­ნიშ­ვნა მომ­ცა, თუ რას ვლა­პა­რა­კობ­დი, ჩვენ პა­რაგ­ვაი ხომ არ ვარ­თო. ამ სა­უბ­რის შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათ­ში გა­ი­მარ­თა ბრი­ფინ­გი, სა­დაც თა­ვი­სი ნე­ბით გა­დად­გნენ ახა­ლა­ია, სა­ნო­ძე და ა. შ. თუმ­ცა, ამის შემ­დეგ დათა ახა­ლა­ია პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფორ­მა­ლუ­რად და­ი­ნიშ­ნა კუ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლად", - აღ­ნიშ­ნა სო­ზარ სუ­ბარ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პრო­კუ­რა­ტუ­რა სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში სდებს ბრალს. სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 232-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 3-დან 5 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე და­ი­კი­თხნენ ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, ასე­ვე შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ელე­ნე თევ­დო­რა­ძე. სულ საქ­მე­ზე ათზე მეტი მოწ­მეა და­კი­თხუ­ლი. სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძე უძღვე­ბა.

sponsored by ContentRoom

"სააკაშვილმა დამირეკა, ასტრალში იყო გასული, მიყვიროდა" - რა ჩვენება მისცა სუბარმა გირგვლიანის საქმეზე

"სააკაშვილმა დამირეკა, ასტრალში იყო გასული, მიყვიროდა" - რა ჩვენება მისცა სუბარმა გირგვლიანის საქმეზე

"სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩემს მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა, ასტრალში იყო გასული, მიყვიროდა" - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სანდრო გირგვლიანის საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი.

სუბარის განცხადებით, მას პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მოუწოდებდა, რომ საჯაროდ გირგვლიანის საქმეზე კრიტიკული განცხადებები არ გაეკეთებინა.

"სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩემს მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო, მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა, ასტრალში იყო გასული, მიყვიროდა. მე გავუთიშე ტელეფონი და შემდეგ ჩემი მძღოლის ტელეფონზე დამირეკა. სააკაშვილმა შენიშვნა მომცა, თუ რას ვლაპარაკობდი, ჩვენ პარაგვაი ხომ არ ვართო. ამ საუბრის შემდეგ დაახლოებით 2 საათში გაიმართა ბრიფინგი, სადაც თავისი ნებით გადადგნენ ახალაია, სანოძე და ა. შ. თუმცა, ამის შემდეგ დათა ახალაია პრაქტიკულად არაფორმალურად დაინიშნა კუდის ხელმძღვანელად", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სანდრო გირგვლიანის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს. სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 232-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე. სულ საქმეზე ათზე მეტი მოწმეა დაკითხული. სასამართლო პროცესს მოსამართლე გიორგი არევაძე უძღვება.