სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა დაიცვათ "გასუქების დიეტა" - ენდოკრინოლოგის რჩევები მათ, ვისაც წონაში მომატება სურს
როგორ უნდა დაიცვათ "გასუქების დიეტა" - ენდოკრინოლოგის რჩევები მათ, ვისაც წონაში მომატება სურს

ზედ­მე­ტი წონა რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, ამა­ზე არა­ერ­თხელ გვი­სა­უბ­რია, მაგ­რამ ახლა ამის სა­პი­რის­პი­რო თე­მას შე­ვე­ხე­ბით - რო­დე­საც ადა­მი­ანს წო­ნის დაკ­ლე­ბა კი არა, პი­რი­ქით, მო­მა­ტე­ბა სურს და იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კარ­გად იკ­ვე­ბე­ბა, კი­ლოგ­რამ­საც ვერ იმა­ტებს.

რას­თან გვაქვს ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე და რა უნდა გა­ა­კე­თოს ადა­მი­ან­მა, რომ პრობ­ლე­მა დაძ­ლი­ოს - ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რო­დე­საც საკ­ვე­ბის გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას ვი­ღებთ, ორ­გა­ნიზ­მში მე­ტა­ბო­ლიზ­მი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და ეს კა­ლო­რა­ჟი ჩვენს კი­ლოგ­რა­მებ­ზე არ აი­სა­ხე­ბა, რაც ერ­თის მხრივ კარ­გია, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, არ არის მარ­ტი­ვი სა­კი­თხი. მოკ­ლედ, თუ ასეთ წო­ნა­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს პა­თო­ლო­გი­აა. თუ სი­მაღ­ლეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში წონა არ არის ადეკ­ვა­ტუ­რი, ამ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მა გვაქვს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას­თან.

ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის პირ­ვე­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი­დან იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­დე­საც კუჭ-ნაწ­ლავ­ში არ ხდე­ბა მი­ნე­რა­ლე­ბის, ვი­ტა­მი­ნე­ბის, მიკ­რო და მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის, ცი­ლის ადეკ­ვა­ტუ­რი შე­წო­ვა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში კუნ­თო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის ზრდა­ზე მოქ­მე­დებს. ამ დროს ისეთ პა­თო­ლო­გი­ას­თან გვაქვს საქ­მე, რაც კუჭ­ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის შე­წო­ვა და მო­ნე­ლე­ბაა - მას ცე­ლი­ა­კია ჰქვია.

წო­ნა­ში არ­მო­მა­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა ენ­დოკ­რი­ნულ პრობ­ლე­მას­თა­ნაც იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, კერ­ძოდ, თი­რე­ო­ტოქ­სი­კოზ­თან. ასეთ დროს წო­ნის კლე­ბა უნებ­ლი­ედ ხდე­ბა და სი­გამ­ხდრემ­დე მივ­დი­ვართ, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ამ, რო­მელ­საც თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზი ჰქვია, ე.წ. შხა­მი­ა­ნი ჩიყ­ვი.

ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ტოქ­სი­უ­რი ჩიყ­ვი ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰი­პერ­ფუნ­ქცი­ა­ზე მე­ტყვე­ლებს, ანუ ზედ­მე­ტი ჰორ­მო­ნი გა­მო­ი­ყო­ფა.

- ზედ­მე­ტი ჰორ­მო­ნის გა­მო­ყო­ფა ყო­ველ­თვის შხა­მი­ან ჩიყვს ნიშ­ნავს?

- დიახ, ყო­ველ­თვის ტოქ­სი­კუ­რია და ორ­გა­ნიზ­მის­თვის მავ­ნე­ბე­ლია.

- სი­გამ­ხდრის შემ­დე­გი მი­ზე­ზი კი­დევ რა შე­იძ­ლე­ბა იყოს?

- შე­საძ­ლე­ბე­ლია ის გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ანო­რექ­სია-ნევ­რო­ზით, რო­მე­ლიც უფრო ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბაა და ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ა­ში ნა­წი­ლობ­რივ გა­ნი­ხი­ლე­ბა, მხო­ლოდ კვე­ბი­თი ფუნ­ქცი­ის მო­წეს­რი­გე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, და­ნარ­ჩე­ნი, ძი­რი­თა­დი პა­თო­ლო­გი­ის გან­კურ­ნე­ბა­ზე პა­უ­ხის­მგე­ბე­ლი ფსი­ქო­ნევ­რო­ლო­გე­ბი არი­ან.

- რას უნდა მი­ექ­ცეს ყურ­დღე­ბა?

- პირ­ველ ეტაპ­ზე უნდა მოხ­დეს დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, რომ დად­გი­ნეს, რას­თან გვაქვს საქ­მე, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შემ­დგომ­ში შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა უნდა და­ი­წყოს. ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც პრობ­ლე­მა სი­გამ­ხდერსთან გვაქვს, უმე­ტე­სად, ეს არას­წო­რი კვე­ბის რე­ჟიმ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვცდი­ლობთ, სწო­რად ვიკ­ვე­ბოთ და გვგო­ნია, რომ სწო­რად ვიკ­ვე­ბე­ბით, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ორ­გა­ნიზ­მში ვერ შე­დის ჩვენ­თვის სა­ყუ­ა­თო მიკ­რო და მაკ­რი­ო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, რაც კუნ­თო­ვა­ნი მა­სის გაზ­რდის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მა­შინ, რო­დე­საც პა­ცი­ენტს წო­ნის მო­მა­ტე­ბა უნდა, ისე­ვე რო­გორც წო­ნის კლე­ბი­სას, სწო­რი მკურ­ნა­ლო­ბა მხო­ლოდ ჯან­სა­ღი, სწო­რი კვე­ბაა, ანუ რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მში შე­დის - მიკ­რო, მაკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, ცი­ლე­ბი, ნახ­შირ­წყლე­ბი, ცხი­მე­ბი და ვი­ტა­მი­ნე­ბი...

- თუ მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტია?

- თუ რო­მე­ლი­მე მიკ­რო-მაკ­რო ელე­მენ­ტის, ან ვი­ტა­მი­ნის მკვეთ­რი დე­ფი­ცი­ტია, ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ერ­თვე­ბა.

- პრე­ვენ­ცია რა არის?

- ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ეს არის ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, რაც მო­ი­ცავს რო­გორც ჯან­საღ კვე­ბას, ასე­ვე ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, რო­გორც წო­ნის მა­ტე­ბი­სას, ასე­ვე წო­ნის კლე­ბი­სას. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სწორ კვე­ბას­თან ერ­თად, ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბას, ვი­ნა­ი­დან ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია კუნ­თო­ვა­ნი მა­სის გაზ­რდის­თვის. ამ დროს ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ტე­ბი მე­ტად უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი რა­ცი­ონ­ში, რომ ვი­მუ­შა­ვოთ კუნ­თო­ვა­ნი მა­სის გაზ­რდა­ზე, ანუ მა­შინ, როცა ორ­გა­ნიზ­მში წო­ნის მა­ტე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი და არა ცხი­მო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის გაზ­რდა­ზე.

- გა­მოკ­ვლე­ვი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის გა­რე­შე დი­ე­ტის და­წყე­ბა რამ­დე­ნად სწო­რია?

- თუ არის პრობ­ლე­მა და არ ხდე­ბა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, ეს და­უშ­ვე­ბე­ლია. ასე რომ, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის გა­რე­შე ჩემ­თვის ყო­ველ­გვა­რი მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბა, ან გარ­კვე­უ­ლი კვე­ბის რე­ჟი­მის და­წყე­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

- ზო­გა­დად რა იწ­ვევს ასეთ დის­ბა­ლანსს?

- რაც უკვე ვთქვით, ისევ და ისევ საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნი, როცა ვი­ღებთ ისეთ საკ­ვებს, რომ არ ვი­ცით, მისი შე­მად­გენ­ლო­ბა, ანუ ჩვენ­ვე ვართ ამ ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი. ჩვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­გორც წო­ნის მა­ტე­ბა, ასე­ვე - კლე­ბა.

- ალ­ბათ იშ­ვი­ა­თია ადა­მი­ა­ნი, წო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ი­მე პრობ­ლე­მას არ უჩი­ო­დეს...

- კი, ცო­ტაა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი, რო­მე­ლი­მე აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­დეს, თუმ­ცა რო­გორც წო­ნის კლე­ბა, ისე­ვე მა­ტე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

- თქვენს პრაქ­ტი­კა­ში რო­მე­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი უფრო ჭარ­ბო­ბენ, - ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წო­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ცდი­ლო­ბენ, თუ პი­რი­ქით, წო­ნის მო­მა­ტე­ბას?

- პრო­ცენ­ტუ­ლად უფრო ისე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი ჭარ­ბო­ბენ, ვი­საც წო­ნის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნ­დათ, თუმ­ცა მომ­რავ­ლდნენ ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც მო­მა­ტე­ბა უნ­დათ. ეს შე­იძ­ლე­ბა იმას და­ვუ­კავ­ში­როთ, რომ მო­დის სფე­რო­შიც გარ­კვე­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი შე­იც­ვა­ლა და ამ კუ­თხი­თაც მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა წო­ნის მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, საკ­მა­ოდ ხში­რია.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

ნუ მო­ტყუვ­დე­ბით არას­წო­რი დი­ე­ტე­ბით - ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი გას­წავ­ლით გან­სხვა­ვე­ბას სწორ კვე­ბა­სა და შიმ­შილს შო­რის

უნდა და­ვა­ყო­ლოთ თუ არა წყა­ლი საჭ­მელს - ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის პა­სუ­ხი ყვე­ლა კი­თხვა­ზე წყლის სმას­თან და­კავ­ში­რე­ბით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

როგორ უნდა დაიცვათ "გასუქების დიეტა" - ენდოკრინოლოგის რჩევები მათ, ვისაც წონაში მომატება სურს

როგორ უნდა დაიცვათ "გასუქების დიეტა" - ენდოკრინოლოგის რჩევები მათ, ვისაც წონაში მომატება სურს

ზედმეტი წონა რომ სერიოზული პრობლემაა, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ახლა ამის საპირისპირო თემას შევეხებით - როდესაც ადამიანს წონის დაკლება კი არა, პირიქით, მომატება სურს და იმის მიუხედავად, რომ კარგად იკვებება, კილოგრამსაც ვერ იმატებს.

რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ პრობლემა დაძლიოს - ექიმი-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა გვესაუბრება.

- როდესაც საკვების გარკვეულ რაოდენობას ვიღებთ, ორგანიზმში მეტაბოლიზმი აქტიურად მუშაობს და ეს კალორაჟი ჩვენს კილოგრამებზე არ აისახება, რაც ერთის მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, არ არის მარტივი საკითხი. მოკლედ, თუ ასეთ წონაზე ვსაუბრობთ, ეს პათოლოგიაა. თუ სიმაღლესთან მიმართებაში წონა არ არის ადეკვატური, ამ შემთხვევაში პრობლემა გვაქვს ნივთიერებათა ცვლასთან.

ნივთიერებათა ცვლის პირველი პათოლოგიური ცვლილება შეიძლება კუჭნაწლავის ტრაქტიდან იყოს გამოწვეული, როდესაც კუჭ-ნაწლავში არ ხდება მინერალების, ვიტამინების, მიკრო და მაკროელემენტების, ცილის ადეკვატური შეწოვა, რომელიც ორგანიზმში კუნთოვანი ქსოვილის ზრდაზე მოქმედებს. ამ დროს ისეთ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, რაც კუჭნაწლავის ტრაქტის შეწოვა და მონელებაა - მას ცელიაკია ჰქვია.

წონაში არმომატება შეიძლება ენდოკრინულ პრობლემასთანაც იყოს დაკავშირებული, კერძოდ, თირეოტოქსიკოზთან. ასეთ დროს წონის კლება უნებლიედ ხდება და სიგამხდრემდე მივდივართ, რაც შეიძლება გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიამ, რომელსაც თირეოტოქსიკოზი ჰქვია, ე.წ. შხამიანი ჩიყვი.

ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიური ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციაზე მეტყველებს, ანუ ზედმეტი ჰორმონი გამოიყოფა.

- ზედმეტი ჰორმონის გამოყოფა ყოველთვის შხამიან ჩიყვს ნიშნავს?

- დიახ, ყოველთვის ტოქსიკურია და ორგანიზმისთვის მავნებელია.

- სიგამხდრის შემდეგი მიზეზი კიდევ რა შეიძლება იყოს?

- შესაძლებელია ის გამოწვეული იყოს ანორექსია-ნევროზით, რომელიც უფრო ფსიქოემოციური დაავადებაა და ენდოკრინოლოგიაში ნაწილობრივ განიხილება, მხოლოდ კვებითი ფუნქციის მოწესრიგებაში მონაწილეობს, დანარჩენი, ძირითადი პათოლოგიის განკურნებაზე პაუხისმგებელი ფსიქონევროლოგები არიან.

- რას უნდა მიექცეს ყურდღება?

- პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს დიაგნოსტირება, რომ დადგინეს, რასთან გვაქვს საქმე, რომლის მიხედვითაც შემდგომში შესაბამისი მკურნალობა უნდა დაიწყოს. ძირითად შემთხვევაში, როდესაც პრობლემა სიგამხდერსთან გვაქვს, უმეტესად, ეს არასწორი კვების რეჟიმთანაა დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, სწორად ვიკვებოთ და გვგონია, რომ სწორად ვიკვებებით, ხშირ შემთხვევაში, ორგანიზმში ვერ შედის ჩვენთვის საყუათო მიკრო და მაკრიოელემენტები, რაც კუნთოვანი მასის გაზრდისთვის აუცილებელია. მაშინ, როდესაც პაციენტს წონის მომატება უნდა, ისევე როგორც წონის კლებისას, სწორი მკურნალობა მხოლოდ ჯანსაღი, სწორი კვებაა, ანუ როდესაც ორგანიზმში შედის - მიკრო, მაკროელემენტები, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები და ვიტამინები...

- თუ მიკროელემენტების დეფიციტია?

- თუ რომელიმე მიკრო-მაკრო ელემენტის, ან ვიტამინის მკვეთრი დეფიციტია, ამ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა ერთვება.

- პრევენცია რა არის?

- ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების სტილი, რაც მოიცავს როგორც ჯანსაღ კვებას, ასევე ფიზიკურ აქტივობას, როგორც წონის მატებისას, ასევე წონის კლებისას. გაითვალისწინეთ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებასთან ერთად, ფიზიკურ აქტივობას, ვინაიდან ფიზიკური აქტივობა აუცილებელია კუნთოვანი მასის გაზრდისთვის. ამ დროს ცილოვანი პროდუქტები მეტად უნდა იყოს ჩართული რაციონში, რომ ვიმუშავოთ კუნთოვანი მასის გაზრდაზე, ანუ მაშინ, როცა ორგანიზმში წონის მატებაზეა საუბარი და არა ცხიმოვანი ქსოვილის გაზრდაზე.

- გამოკვლევისა და დიაგნოსტირების გარეშე დიეტის დაწყება რამდენად სწორია?

- თუ არის პრობლემა და არ ხდება დიაგნოსტირება, ეს დაუშვებელია. ასე რომ, დიაგნოსტირების გარეშე ჩემთვის ყოველგვარი მკურნალობის დაწყება, ან გარკვეული კვების რეჟიმის დაწყება ჩემთვის მიუღებელია.

- ზოგადად რა იწვევს ასეთ დისბალანსს?

- რაც უკვე ვთქვით, ისევ და ისევ საკვები რაციონი, როცა ვიღებთ ისეთ საკვებს, რომ არ ვიცით, მისი შემადგენლობა, ანუ ჩვენვე ვართ ამ ყველაფრის მიზეზი. ჩვენზეა დამოკიდებული როგორც წონის მატება, ასევე - კლება.

- ალბათ იშვიათია ადამიანი, წონასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემას არ უჩიოდეს...

- კი, ცოტაა ასეთი ადამიანების რიცხვი, რომელიმე აღნიშნული პრობლემა არ ჰქონდეს, თუმცა როგორც წონის კლება, ისევე მატება მკურნალობას ექვემდებარება.

- თქვენს პრაქტიკაში რომელი პაციენტები უფრო ჭარბობენ, - ადამიანები, რომლებიც წონისგან გათავისუფლებას ცდილობენ, თუ პირიქით, წონის მომატებას?

- პროცენტულად უფრო ისეთი პაციენტები ჭარბობენ, ვისაც წონისგან გათავისუფლება უნდათ, თუმცა მომრავლდნენ ისეთები, რომლებსაც მომატება უნდათ. ეს შეიძლება იმას დავუკავშიროთ, რომ მოდის სფეროშიც გარკვეული პარამეტრები შეიცვალა და ამ კუთხითაც მომართვიანობა წონის მატებასთან დაკავშირებით, საკმაოდ ხშირია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ:

ნუ მოტყუვდებით არასწორი დიეტებით - ენდოკრინოლოგი გასწავლით განსხვავებას სწორ კვებასა და შიმშილს შორის

უნდა დავაყოლოთ თუ არა წყალი საჭმელს - ენდოკრინოლოგის პასუხი ყველა კითხვაზე წყლის სმასთან დაკავშირებით

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პირველი სეანსი დასრულდა - "ამირანიდან" გამოსული მაყურებლების მისამართით პიროტექნიკა ისროლეს

LIVE: "ამირანის" შესასვლელისკენ აქციის მონაწილეები ბოთლებს და სხვადასხვა საგანს ისვრიან

"სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი" - "ამირანთან" შეხლა-შემოხლის დროს ანა სუბელიანი დაშავდა