პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მედიის წარმომადგენლებს „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა გააცნეს
მედიის წარმომადგენლებს „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა გააცნეს

გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ მაია ბი­თა­ძემ, კომ­პა­ნი­ის Georgian American Alloys აქ­ცი­ო­ნერ­მა და წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ური­ელ ლა­ბირ­მა და შპს "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის" სპე­ცი­ა­ლურ­მა მმარ­თველ­მა ნი­კო­ლოზ ჩი­ქო­ვან­მა სა­გან­გე­ბო პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს, რო­მე­ლიც შპს "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნეზ­ში" მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ეხე­ბო­და.

"ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის" სპე­ცი­ა­ლურ­მა მმარ­თველ­მა ნი­კო­ლოზ ჩი­ქო­ვან­მა მე­დი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლებს დრო­ში გა­წე­რი­ლი დე­ტა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ა­ნი გეგ­მა გა­აც­ნო, რო­მე­ლიც ერთი თვის საქ­მი­ა­ნო­ბის ან­გა­რიშ­თან ერ­თად, მის მიერ წარ­დგე­ნი­ლი იქნა სა­სა­მარ­თლო­ში.

"აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­ი­მარ­თა არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა შპს "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის Georgian American Alloys წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და კომ­პა­ნი­ის მე­სა­კუთ­რე­ებ­თან, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ამ­ჟა­მა­დაც იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში. ისი­ნი სრუ­ლად იზი­ა­რე­ბენ იმ მი­ზე­ზებ­სა და გა­რე­მო­ე­ბებს, რომ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შპს "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნეზ­ში" სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე. ამას­თან, მათი მხრი­დან კარ­გად იქნა გა­აზ­რე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზი­ი­თა და ნე­ბარ­თვით ნა­კის­რი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა რე­გი­ონ­ში ეკო­ლო­გი­უ­რი წო­ნას­წო­რო­ბის ეტა­პობ­რი­ვი აღ­დგე­ნის კუ­თხით და ისი­ნი მზად არი­ან და აქვთ სურ­ვი­ლი, სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თველ­თან ერ­თად უზ­რუნ­ველ­ყონ მათი შეს­რუ­ლე­ბა გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად. დღეს­ვე მხა­რე­ებ­მა შპს "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის" სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან გა­რე­მოს­დაც­ვით სა­მოქ­მე­დო გეგ­მას ხელი მო­ა­წე­რეს.

კომ­პა­ნი­ის რო­გორც მიმ­დი­ნა­რე, ასე­ვე და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის შე­იქ­მნა ეკო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი, რო­მე­ლიც სრულ მო­ნი­ტო­რინგს გა­უ­წევს მიმ­დი­ნა­რე ეკო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რათა თა­ვი­დან იქ­ნეს აცი­ლე­ბუ­ლი და­გეგ­მი­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით შე­ფერ­ხე­ბა და დრო­უ­ლად იქ­ნეს აღ­მო­ფხვრი­ლი ყვე­ლა ხე­ლის­შემ­შლე­ლი გა­რე­მო­ე­ბა. ასე­ვე კომ­პა­ნია უზ­რუნ­ველ­ყოფს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი აუ­დი­ტის ჩა­ტა­რე­ბას, რაც მე­ტად ეფექ­ტი­ანს გახ­დის პი­რო­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცესს, რო­გორც ეკო­ლო­გი­უ­რი, ასე­ვე ფი­ნან­სუ­რი და­გეგ­მვის კუ­თხით.

ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­წყდა გა­დახ­სნა-მო­პო­ვე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის მა­ღა­როს ე.წ "სა­შე­ვარ­დნოს" კა­რი­ერ­ზე, რად­გან ამ კა­რი­ერ­ზე ოპე­რი­რე­ბა გა­უ­მარ­თლებ­ლად დიდ ზი­ანს აყე­ნებ­და რა­ი­ო­ნის ეკო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ვიდ­რე კომ­პა­ნი­ის სხვა ობი­ექ­ტე­ბი. და­ხურ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში ასე­ვე მხედ­ვე­ლო­ბა­ში იქნა მი­ღე­ბუ­ლი არა­მარ­ტო არ­სე­ბუ­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი ზი­ა­ნი, არა­მედ ის რის­კე­ბიც, რომ­ლე­ბიც თან სდევ­და კა­რი­ე­რის და­მუ­შა­ვე­ბას რო­გორც ზო­გა­დი ეკო­ლო­გი­უ­რი, ასე­ვე ეკო­ლო­გი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის, მათ შო­რის ღვარ­ცო­ფე­ბის წარ­მოქ­მნის კუ­თხით.

დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე ნი­კო­ლოზ ჩი­ქო­ვან­მა ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი 14 პუნ­ქტი­ა­ნი სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ა­ნი (2017-2019 წლე­ბი) გეგ­მა წარ­მო­ად­გი­ნა, რაც ამავდრო­უ­ლად მოქ­მე­დი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი კა­ნონ­მდებ­ლო­ბი­სა და ჯერ კი­დევ 2006 და 2009 წლებ­ში გან­სა­ზღვრუ­ლი სა­ლი­ცენ­ზიო და სა­ნე­ბარ­თვო პი­რო­ბებს ასა­ხავს.

2017 წელი: უკვე და­ი­წყო და პერ­მა­ნენ­ტუ­ლად გაგ­რძლდე­ბა მად­ნის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ძა­რა­გა­და­ხუ­რუ­ლი ტრან­სპორ­ტით; და­ი­წყებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას სა­წარ­მოს ლა­ბო­რა­ტო­რია და აღი­ჭურ­ვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ვენ­ტა­რით; გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი მო­ნი­ტო­რინ­გი - ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ემი­სი­ე­ბის, ზე­და­პი­რულ წყლებ­ში მან­გა­ნუ­მის შემ­ცვე­ლო­ბის კონ­ტრო­ლი­სა და ნი­ა­და­გის და­ბინ­ძუ­რე­ბის­გან დაც­ვა/პრე­ვენ­ცი­ის კუ­თხით; მომ­ზად­დე­ბა და სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმდე­ბა ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვი­სა და შე­სა­ბა­მი­სი კა­რი­ე­რე­ბის რე­კულ­ტი­ვა­ცი­ის/რე­მე­დი­ა­ცი­ის ეტა­პობ­რი­ვი გეგ­მა-პრო­ექ­ტე­ბი, მათ შო­რის",სა­შე­ვარ­დნოს" კა­რი­ე­რის­თვის; მომ­ზად­დე­ბა და სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმდე­ბა ტყის სა­კომ­პენ­სა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

2018-2019 წლე­ბი: 2017 წელს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, და­ი­წყე­ბა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სა­ნა­ყა­რო­დან მდ. ყვი­რი­ლა­ში და­სა­წყო­ბე­ბუ­ლი შუ­ა­ლე­დუ­რი პრო­დუქ­ტის მოხ­ვედ­რის აღ­კვე­თის მიზ­ნით, სა­ნა­ყა­როს პე­რი­მეტრზე წყა­ლამ­რი­დი არ­ხე­ბი­სა და მდ. ყვი­რი­ლას მხრი­დან დამ­ცა­ვი კედ­ლის მო­წყო­ბის მიზ­ნით; და­ი­წყე­ბა მად­ნის ახა­ლი გა­მამ­დიდ­რე­ბე­ლი ქარ­ხნის მშე­ნებ­ლო­ბა და მისი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში გაშ­ვე­ბა, ხოლო მა­ნამ­დე მოხ­დე­ბა შლა­მე­ბი­სა და მყა­რი ნარ­ჩე­ნე­ბის სა­ბო­ლოო გან­სა­თავ­სებ­ლად რამ­დე­ნი­მე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის შერ­ჩე­ვა და შე­თან­ხმე­ბა სა­მი­ნის­ტროს­თან, რო­გორც ეს ეკო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის პი­რო­ბით არის მო­თხოვ­ნი­ლი; უნე­ბარ­თვო ობი­ექ­ტის­თვის, მიმ­დი­ნა­რე საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ზეს­ტა­ფონ­ში, ფე­რო­შე­ნად­ნობ­თა ქარ­ხნის ეკო­ლო­გი­უ­რი აუ­დი­ტის ან­გა­რი­ში­სა და გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შემ­ცი­რე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა გეგ­მა-გრა­ფი­კი მომ­ზად­დე­ბა და შე­თან­ხმდე­ბა სა­მი­ნის­ტროს­თან.

ამას­თან, გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შუ­ამ­დგომ­ლო­ბი­თა და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2017 წლის 11 მა­ი­სის გან­ჩი­ნე­ბით შპს "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნეზ­ში", სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­პო­ვე­ბის ლი­ცენ­ზი­ი­სა და გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ნე­ბარ­თვის პი­რო­ბე­ბის იძუ­ლე­ბით შეს­რუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით შეყ­ვა­ნილ იქნა სპე­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მედიის წარმომადგენლებს „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა გააცნეს

მედიის წარმომადგენლებს „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა გააცნეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, კომპანიის Georgian American Alloys აქციონერმა და წარმომადგენელმა ურიელ ლაბირმა და შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს, რომელიც შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენელებს დროში გაწერილი დეტალური საშუალოვადიანი გეგმა გააცნო, რომელიც ერთი თვის საქმიანობის ანგარიშთან ერთად, მის მიერ წარდგენილი იქნა სასამართლოში.

„აღსანიშნავია, რომ გაიმართა არაერთი შეხვედრა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ დამფუძნებელი კომპანიის Georgian American Alloys წარმომადგენლებთან და კომპანიის მესაკუთრეებთან, რომლებიც სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ და ამჟამადაც იმყოფებიან საქართველოში. ისინი სრულად იზიარებენ იმ მიზეზებსა და გარემოებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე. ამასთან, მათი მხრიდან კარგად იქნა გააზრებული ლიცენზიითა და ნებართვით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების მნიშვნელობა რეგიონში ეკოლოგიური წონასწორობის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით და ისინი მზად არიან და აქვთ სურვილი, სპეციალურ მმართველთან ერთად უზრუნველყონ მათი შესრულება განსახორციელებელი გეგმის შესაბამისად. დღესვე მხარეებმა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საშუალოვადიან გარემოსდაცვით სამოქმედო გეგმას ხელი მოაწერეს.

კომპანიის როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი აქტივობების ეფექტიანი განხორციელებისთვის შეიქმნა ეკოლოგიური სამსახური, რომელიც სრულ მონიტორინგს გაუწევს მიმდინარე ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგეგმილი სამუშაოების ნებისმიერი მიზეზით შეფერხება და დროულად იქნეს აღმოფხვრილი ყველა ხელისშემშლელი გარემოება. ასევე კომპანია უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებას, რაც მეტად ეფექტიანს გახდის პირობების აღსრულების პროცესს, როგორც ეკოლოგიური, ასევე ფინანსური დაგეგმვის კუთხით.

ასევე, აღსანიშნავია, რომ შეწყდა გადახსნა-მოპოვებითი სამუშაოები აკაკი წერეთლის სახელობის მაღაროს ე.წ „საშევარდნოს“ კარიერზე, რადგან ამ კარიერზე ოპერირება გაუმართლებლად დიდ ზიანს აყენებდა რაიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას, ვიდრე კომპანიის სხვა ობიექტები. დახურვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ასევე მხედველობაში იქნა მიღებული არამარტო არსებული ეკოლოგიური ზიანი, არამედ ის რისკებიც, რომლებიც თან სდევდა კარიერის დამუშავებას როგორც ზოგადი ეკოლოგიური, ასევე ეკოლოგიური უსაფრთხოების, მათ შორის ღვარცოფების წარმოქმნის კუთხით.

დღევანდელ ბრიფინგზე ნიკოლოზ ჩიქოვანმა ერთი თვის განმავლობაში შემუშავებული 14 პუნქტიანი საშუალოვადიანი (2017-2019 წლები) გეგმა წარმოადგინა, რაც ამავდროულად მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ჯერ კიდევ 2006 და 2009 წლებში განსაზღვრული სალიცენზიო და სანებართვო პირობებს ასახავს.

2017 წელი: უკვე დაიწყო და პერმანენტულად გაგრძლდება მადნის ტრანსპორტირება ძარაგადახურული ტრანსპორტით; დაიწყებს ფუნქციონირებას საწარმოს ლაბორატორია და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით; განხორციელდება გარემოსდაცვითი მონიტორინგი - ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ემისიების, ზედაპირულ წყლებში მანგანუმის შემცველობის კონტროლისა და ნიადაგის დაბინძურებისგან დაცვა/პრევენციის კუთხით; მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ნარჩენების მართვისა და შესაბამისი კარიერების რეკულტივაციის/რემედიაციის ეტაპობრივი გეგმა-პროექტები, მათ შორის, ,,საშევარდნოს“ კარიერისთვის; მომზადდება და სამინისტროსთან შეთანხმდება ტყის საკომპენსაციო ღონისძიებები.

2018-2019 წლები: 2017 წელს შემუშავებული პროექტის მიხედვით, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, სანაყაროდან მდ. ყვირილაში დასაწყობებული შუალედური პროდუქტის მოხვედრის აღკვეთის მიზნით, სანაყაროს პერიმეტრზე წყალამრიდი არხებისა და მდ. ყვირილას მხრიდან დამცავი კედლის მოწყობის მიზნით; დაიწყება მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა და მისი ექსპლუატაციაში გაშვება, ხოლო მანამდე მოხდება შლამებისა და მყარი ნარჩენების საბოლოო განსათავსებლად რამდენიმე ალტერნატიული ტერიტორიის შერჩევა და შეთანხმება სამინისტროსთან, როგორც ეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობით არის მოთხოვნილი; უნებართვო ობიექტისთვის, მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ეკოლოგიური აუდიტის ანგარიშისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკი მომზადდება და შეთანხმდება სამინისტროსთან.

ამასთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შუამდგომლობითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით შპს „ჯორჯიან მანგანეზში“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების იძულებით შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შეყვანილ იქნა სპეციალური მმართველი“, - აღნიშნულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი