პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იწელება წლობით პროცესები საქალაქო სასამართლოში - დანაშაულში გადაზრდილი განუხილველი საქმეები
რატომ იწელება წლობით პროცესები საქალაქო სასამართლოში - დანაშაულში გადაზრდილი განუხილველი საქმეები

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტის, იზო ხ.-ს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი წლე­ბია და­ყა­და­ღე­ბუ­ლია. რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი იზო გვე­უბ­ნე­ბა, და­კე­ტილ ბი­ნა­ში სრუ­ლი­ად უცხო პირი შე­იჭ­რა და ყო­ველ­გვა­რი გა­და­სა­ხა­დის გა­რე­შე ცხოვ­რობ­და.

დავა სა­სა­მარ­თლო­ში მფლო­ბელ­სა და შე­ჭილს შო­რის 2 წელს გაგ­რძელ­და. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შეჭ­რი­ლებ­მა ბინა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და­ყა­და­ღე­ბუ­ლია. ახლა სა­სა­მარ­თლომ ყა­და­ღის მოხ­სნის სა­კი­თხი უნდა გა­ნი­ხი­ლოს. გან­ხილ­ვა უკვე ორ­ჯერ გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ გა­მო­ტა­ნი­ლა. იზო ხ.-ს სა­კუ­თა­რი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სურს, თუმ­ცა ყა­და­ღის მოხ­სნის გა­ნა­ჩე­ნი სა­სა­მარ­თლოს არ ან ვერ გა­მო­აქვს. მე­სა­მე პრო­ცე­სი ჩა­ნიშ­ნუ­ლიც არ არის.

"რა­ტომ ხდე­ბა, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ისე იწე­ლე­ბა, რო­გორც შეჭ­რილს უნდა. ამ­ბო­ბენ, რომ საქ­მე­ე­ბის ჩა­წყო­ბა მი­დის. მე კი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ვზა­რალ­დე­ბი. თუ საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი არ ყავთ, მეტი და­ნიშ­ნონ ან სხვა რა­ი­ო­ნე­ბი­დან და­იხ­მა­რონ. და­ვი­ღა­ლე, ავად­მყო­ფი გავ­ხდი... სირ­ცხვი­ლია, ისე­თი მარ­ტი­ვი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტას ვე­ლო­დო თვე­ე­ბი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა 15 წუთ­ში დას­რულ­დეს", - ამ­ბობს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, მარ­თლაც ხში­რია თუ არა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში წლო­ბით გა­და­დე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი და რა არის აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი. სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­როს OK&CG-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ად­ვო­კა­ტი ოთარ კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას არ ახ­სოვს უკა­ნას­კნე­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მე­ლი­მე საქ­მე კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­დებ­ში გან­ხი­ლუ­ლი­ყო.

"სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რთუ­ლი საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვას უნდა მოხ­მარ­დეს არა­უ­მე­ტეს 5 თვი­სა. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად ამ ვა­და­ში პრო­ცე­სე­ბი არ სრულ­დე­ბა. ასე­თი საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვას და­ახ­ლო­ე­ბით 1,5-2 წელი სჭირ­დე­ბა და ეს მხო­ლოდ პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა კი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ სამი ინ­სტან­ცი­ის­გან შედ­გე­ბა. ბოლო წლე­ბის სტა­ტის­ტი­კა რომ შე­ვა­ჯა­მოთ, თბი­ლის­ში თუ ორი­ვე მხა­რემ ისარ­გებ­ლა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პით და გა­მო­ი­ყე­ნა სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ა­ში გა­სა­ჩივ­რე­ბის წესი, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 3 წელი მა­ინც გაგ­რძელ­დე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვი გა­დაყ­ვე­ტი­ლე­ბის­თვის - მა­გა­ლი­თად, ყა­და­ღის მოხ­სნის­თვის.ყვე­ლა­ფე­რი წე­სის მი­ხედ­ვით რომ წა­რი­მარ­თოს, სა­მი­ვე ინ­სტან­ცი­ას 1 წელ­ზე მეტი არ უნდა სჭირ­დე­ბო­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტივ სა­კი­თხებ­ზეც კი მი­ნი­მუმ 5 პრო­ცე­სი მა­ინც ტარ­დე­ბა. მო­სა­მარ­თლეს სხდო­მე­ბის გა­და­დე­ბაც ხში­რად უწევს, რად­გან მათ უკვე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წე­რი­ლო­ბით მო­სამ­ზა­დებ­ლა­დაც სჭირ­დე­ბათ დრო," - გან­მარ­ტავს კა­ჭ­კაშ­ვი­ლი.

ამ გა­და­ვა­დე­ბე­ბის რე­ა­ლუ­რი შე­სა­ჩე­რე­ბე­ლი ბერ­კე­ტი არ არ­სე­ბობს. ად­ვო­კა­ტე­ბი მუდ­მი­ვად მი­მარ­თა­ვენ მო­სა­მარ­თლე­ებს წე­რი­ლო­ბით, რომ და­ნიშ­ნონ სხდო­მა, მაგ­რამ ეს რე­ა­ლუ­რად უშე­დე­გოა. კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, გა­და­ვა­დე­ბის მი­ზე­ზე­ბი მო­სა­მარ­თლე­თა არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბაა. შე­დე­გად, ერთ მო­სა­მარ­თლეს არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის საქ­მე­ე­ბი ეწე­რე­ბა. თუმ­ცა იუ­რისტს ეს პრობ­ლე­მა რე­ა­ლუ­რად არ მი­აჩ­ნია, რად­გან მისი აზ­რით, სირ­თუ­ლე მხო­ლოდ არას­წორ მე­ნე­ჯმენ­ტშია. სწო­რი მენ­ჯმენ­ტის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლო­ში მეტი მო­სა­მარ­თლე და­საქმდე­ბო­და, რის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი ნამ­დვი­ლად იძ­ლე­ვი­ან. პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­შიც აღი­ა­რე­ბენ. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ამ კუ­თხით არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"2017 წლის 11 მა­ი­სის შემ­დეგ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მო­სა­მარ­თლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას 105 მო­სა­მარ­თლე ახორ­ცი­ე­ლებს. მათ­გან, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ა­ში 23 მო­სა­მარ­თლეა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო და წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მის კო­ლე­გი­ა­ში - 17, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ კო­ლე­გი­ა­ში - 25, ხოლო სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვებს 40 მო­სა­მარ­თლე იხი­ლავს. გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, სა­სა­მარ­თლო­ში მო­ქა­ლა­ქე­თა მო­მარ­თვი­ა­ნო­ბამ იმა­ტა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია საქ­მე­თა სიმ­რავ­ლე და სა­სა­მარ­თლოს გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბა. ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­საძ­ლე­ვად, მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა­დას­ხვა რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს მო­სა­მარ­თლე­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას.ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით, გა­სულ წელს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ცალ­კე შე­ნო­ბა და­ე­მა­ტა, სა­დაც სა­ო­ჯა­ხო და უდა­ვო წარ­მო­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­წყე­ბუ­ლია ახა­ლი შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბა სხდო­მის დარ­ბა­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით," - ასე­თია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი AMBEBI.GE-ს კი­თხვებ­ზე.

"ყო­ვე­ლი მო­სარ­ჩე­ლე სა­სა­მარ­თლოს უხ­დის მო­საკ­რე­ბელს. ამი­ტომ ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია პა­სუ­ხი, რომ სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა არ ჰყავს. ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა თუ არის, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­დოს? კა­ნო­ნით მტკი­ცედ არის გან­სა­ზღვრუ­ლი, რომ სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის ვადა გა­სა­ჩივ­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, მაგ­რამ ეს არა­ვის აინ­ტე­რე­სებს. მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­შე­მო­სავ­ლო­სა და სა­სა­მარ­თლო ბაჟს იხ­დის, ასეთ პა­სუხს ნამ­დვი­ლად არ იმ­სა­ხუ­რებს," - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი ოთარ კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

სა­ხელ­მწი­ფო ბა­ჟის ოდე­ნო­ბა პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში არის და­ვის საგ­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 3%, არა­უ­მე­ტეს 3 000 ლა­რი­სა ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის­თვის და არა­უ­მე­ტეს 5 000 ლა­რი­სა იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის­თვის. სა­ა­პე­ლა­ციო ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში ბაჟი არის და­ვის საგ­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 4% და არა­უ­მე­ტეს 5 000 ლა­რი­სა ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და 7 000 ლა­რი­სა - იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში კი მო­სარ­ჩე­ლემ უნდა გა­და­ი­ხა­დოს და­ვის საგ­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 5%. ამ შემ­თხვე­ვა­ში ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი იხ­დი­ან თან­ხას არა­უ­მე­ტეს 6 000 ლა­რი­სა და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბი - არა­უ­მე­ტეს 8 000 ლა­რი­სა.

იუ­რის­ტის თქმით, გა­წე­ლი­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბამ­დეც კი მი­ვი­დეს, რად­გან ადა­მი­ა­ნებ­მა ამა თუ იმ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთს ფი­ზი­კუ­რად მოს­თხო­ვონ.

"ამ მი­ზე­ზით ხში­რად ხდე­ბა უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბი ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს და იწყე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის პრო­ცე­სე­ბი. ეს არის თვი­თაღ­სრუ­ლე­ბუ­ლი სა­მარ­თა­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა მხა­რე­ებს რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი სას­ჯე­ლიც კი და­უჯ­დეთ," - დას­ძი­ნა კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტის აზ­რით, პრობ­ლე­მა მე­ნე­ჯმენ­ტშია. მისი თქმით, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მას უნდა მარ­თავ­დეს არა მო­სა­მარ­თლე, არა­მედ არა­ი­უ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე მე­ნე­ჯე­რი, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მის სირ­თუ­ლეს სა­თა­ნა­დოდ გა­აც­ნო­ბი­ე­რებს და სწრა­ფი და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას შეძ­ლებს.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რატომ იწელება წლობით პროცესები საქალაქო სასამართლოში - დანაშაულში გადაზრდილი განუხილველი საქმეები

რატომ იწელება წლობით პროცესები საქალაქო სასამართლოში - დანაშაულში გადაზრდილი განუხილველი საქმეები

ჩვენი რესპონდენტის, იზო ხ.-ს საცხოვრებელი სახლი წლებია დაყადაღებულია. როგორც ქალბატონი იზო გვეუბნება, დაკეტილ ბინაში სრულიად უცხო პირი შეიჭრა და ყოველგვარი გადასახადის გარეშე ცხოვრობდა.

დავა სასამართლოში მფლობელსა და შეჭილს შორის 2 წელს გაგრძელდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჭრილებმა ბინა გაათავისუფლეს, თუმცა უძრავი ქონება დაყადაღებულია. ახლა სასამართლომ ყადაღის მოხსნის საკითხი უნდა განიხილოს. განხილვა უკვე ორჯერ გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილება არ გამოტანილა. იზო ხ.-ს საკუთარი უძრავი ქონების გამოყენება სურს, თუმცა ყადაღის მოხსნის განაჩენი სასამართლოს არ ან ვერ გამოაქვს. მესამე პროცესი ჩანიშნულიც არ არის.

"რატომ ხდება, რომ სასამართლო პროცესები ისე იწელება, როგორც შეჭრილს უნდა. ამბობენ, რომ საქმეების ჩაწყობა მიდის. მე კი მნიშვნელოვნად ვზარალდები. თუ საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები არ ყავთ, მეტი დანიშნონ ან სხვა რაიონებიდან დაიხმარონ. დავიღალე, ავადმყოფი გავხდი... სირცხვილია, ისეთი მარტივი საკითხის გადაწყვეტას ველოდო თვეები, რომელიც შეიძლება 15 წუთში დასრულდეს", - ამბობს დაზარალებული ქალი ჩვენთან საუბარში.

AMBEBI.GE დაინტერესდა, მართლაც ხშირია თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოში წლობით გადადებული საქმეები და რა არის აღნიშნულის მიზეზი. საადვოკატო ბიუროს OK&CG-ის დამფუძნებელი, ადვოკატი ოთარ კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ მას არ ახსოვს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში რომელიმე საქმე კანონით დადგენილ ვადებში განხილულიყო.

"სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, განსაკუთრებულად რთული საქმეების განხილვას უნდა მოხმარდეს არაუმეტეს 5 თვისა. თუმცა, რეალურად ამ ვადაში პროცესები არ სრულდება. ასეთი საქმეების განხილვას დაახლოებით 1,5-2 წელი სჭირდება და ეს მხოლოდ პირველ ინსტანციაში. სასამართლო სისტემა კი, მოგეხსენებათ სამი ინსტანციისგან შედგება. ბოლო წლების სტატისტიკა რომ შევაჯამოთ, თბილისში თუ ორივე მხარემ ისარგებლა შეჯიბრებითობის პრინციპით და გამოიყენა სამივე ინსტანციაში გასაჩივრების წესი, სასამართლო პროცესი 3 წელი მაინც გაგრძელდება და ეს ყველაფერი მარტივი გადაყვეტილებისთვის - მაგალითად, ყადაღის მოხსნისთვის. ყველაფერი წესის მიხედვით რომ წარიმართოს, სამივე ინსტანციას 1 წელზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს. სამწუხაროდ, საქართველოში მარტივ საკითხებზეც კი მინიმუმ 5 პროცესი მაინც ტარდება. მოსამართლეს სხდომების გადადებაც ხშირად უწევს, რადგან მათ უკვე მიღებული გადაწყვეტილების წერილობით მოსამზადებლადაც სჭირდებათ დრო," - განმარტავს კაჭკაშვილი.

ამ გადავადებების რეალური შესაჩერებელი ბერკეტი არ არსებობს. ადვოკატები მუდმივად მიმართავენ მოსამართლეებს წერილობით, რომ დანიშნონ სხდომა, მაგრამ ეს რეალურად უშედეგოა. კაჭკაჭიშვილის განმარტებით, გადავადების მიზეზები მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობაა. შედეგად, ერთ მოსამართლეს არაადეკვატური რაოდენობის საქმეები ეწერება. თუმცა იურისტს ეს პრობლემა რეალურად არ მიაჩნია, რადგან მისი აზრით, სირთულე მხოლოდ არასწორ მენეჯმენტშია. სწორი მენჯმენტის არსებობის შემთხვევაში სასამართლოში მეტი მოსამართლე დასაქმდებოდა, რის საშუალებასაც ქართული უმაღლესი სასწავლებლები ნამდვილად იძლევიან. პრობლემის არსებობას თბილისის საქალაქო სასამართლოშიც აღიარებენ. თუმცა, რეალური აქტივობა ამ კუთხით არ ხორციელდება.

"2017 წლის 11 მაისის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდა და უფლებამოსილებას 105 მოსამართლე ახორციელებს. მათგან, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში 23 მოსამართლეა, საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიაში - 17, ადმინისტრაციულ კოლეგიაში - 25, ხოლო სამოქალაქო დავებს 40 მოსამართლე იხილავს. გასულ წლებთან შედარებით, სასამართლოში მოქალაქეთა მომართვიანობამ იმატა, რამაც გამოიწვია საქმეთა სიმრავლე და სასამართლოს გადატვირთულობა. ამ გამოწვევების დასაძლევად, მიმდინარეობს სხვადასხვა რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა რაოდენობის ზრდას. ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების მიზნით, გასულ წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ცალკე შენობა დაემატა, სადაც საოჯახო და უდავო წარმოება მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე დაწყებულია ახალი შენობის მშენებლობა სხდომის დარბაზების რაოდენობის გაზრდის მიზნით," - ასეთია თბილისის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური კომენტარი AMBEBI.GE-ს კითხვებზე.

"ყოველი მოსარჩელე სასამართლოს უხდის მოსაკრებელს. ამიტომ ჩემთვის წარმოუდგენელია პასუხი, რომ სასამართლოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა არ ჰყავს. ფეშენებელური პროექტის დაფინანსების საშუალება თუ არის, რატომ არ შეიძლება მოსამართლეების რაოდენობა გაიზარდოს? კანონით მტკიცედ არის განსაზღვრული, რომ სასამართლო განხილვის ვადა გასაჩივრებას არ ექვემდებარება, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. მოქალაქე, რომელიც საშემოსავლოსა და სასამართლო ბაჟს იხდის, ასეთ პასუხს ნამდვილად არ იმსახურებს," - ამბობს ადვოკატი ოთარ კაჭკაჭიშვილი.

სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არის დავის საგნის ღირებულების 3%, არაუმეტეს 3 000 ლარისა ფიზიკური პირებისთვის და არაუმეტეს 5 000 ლარისა იურიდიული პირებისთვის. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბაჟი არის დავის საგნის ღირებულების 4% და არაუმეტეს 5 000 ლარისა ფიზიკური პირების შემთხვევაში და 7 000 ლარისა - იურიდიული პირების შემთხვევაში. უზენაეს სასამართლოში კი მოსარჩელემ უნდა გადაიხადოს დავის საგნის ღირებულების 5%. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირები იხდიან თანხას არაუმეტეს 6 000 ლარისა და იურიდიული პირები - არაუმეტეს 8 000 ლარისა.

იურისტის თქმით, გაწელილი სასამართლო პროცესები შეიძლება სავალალო შედეგებამდეც კი მივიდეს, რადგან ადამიანებმა ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა შეიძლება ერთმანეთს ფიზიკურად მოსთხოვონ.

"ამ მიზეზით ხშირად ხდება უსიამოვნებები. ადამიანები ფიზიკურად უსწორდებიან ერთმანეთს და იწყება სისხლის სამართლის პროცესები. ეს არის თვითაღსრულებული სამართალი, რაც შეიძლება მხარეებს რამდენიმეწლიანი სასჯელიც კი დაუჯდეთ," - დასძინა კაჭკაჭიშვილმა.

ადვოკატის აზრით, პრობლემა მენეჯმენტშია. მისი თქმით, სასამართლო სისტემას უნდა მართავდეს არა მოსამართლე, არამედ არაიურიდიული განათლების მქონე მენეჯერი, რომელიც პრობლემის სირთულეს სათანადოდ გააცნობიერებს და სწრაფი და სწორი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

სროლა გლდანის რაიონში - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

შსს "ნაცმოძრაობას" მიმართავს, გამოყონ წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებას გადასცემენ

"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც" - ვინ არის ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდა და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?