პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანია - პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია ისტორიული პროექტია – ბოლო 50-60 წლის განმავლობაში ასეთი ფუნდამენტური რეაბილიტაცია არ გაკეთებულა
დავით ნარმანია - პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია ისტორიული პროექტია – ბოლო 50-60 წლის განმავლობაში ასეთი ფუნდამენტური რეაბილიტაცია არ გაკეთებულა

პე­კი­ნის ქუ­ჩის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია არის მარ­თლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ის­ტო­რი­უ­ლი პრო­ექ­ტი – ბოლო მი­ნი­მუმ 50-60 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. პე­კი­ნის ქუ­ჩის ასე­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია არ გა­კე­თე­ბუ­ლა, რო­გო­რიც ჩვენ დავ­გეგ­მეთ 2017 წელს.

ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

თბი­ლი­სის მერ­მა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა.

"სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ მთლი­ა­ნად პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე გა­მო­იც­ვლე­ბა მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა წყა­ლი, გაზი, "თე­ლა­სის" კა­ბე­ლე­ბი, ინ­ტერ­ნე­ტი და სხვა. ამის შემ­დეგ აღ­დგე­ბა გზის სა­ფა­რი, მო­ე­წყო­ბა ტრო­ტუ­ა­რე­ბი და მი­ვი­ღებთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტს. პე­კი­ნის გამ­ზი­რი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­ურ მოძ­რა­ო­ბი­ა­ნი ქუ­ჩაა, სა­დაც მუდ­მი­ვად დან­გრე­უ­ლი გზის სა­ფა­რი გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დის­კომ­ფორ­ტს იწ­ვევს. შე­სა­ბა­მი­სად არის ხმა­უ­რი, რო­მე­ლიც აწუ­ხებს მო­სახ­ლე­ო­ბას. ამი­ტომ ჩვენ მი­ვი­ღეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია და 16 ივ­ნი­სი­დან ვი­წყებთ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მერ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში სატ­რან­სპორ­ტო გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტე­ბიც იც­ვლე­ბა, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მო­სახ­ლე­ო­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

"მეს­მის, რომ ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს იწ­ვევს, თუმ­ცა ეს არა­ფე­რია იმ დიდ სი­კე­თეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მელ­საც ჩვენ ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით მი­ვი­ღებთ. ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი 24-სა­ა­თი­ა­ნი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი, რათა სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში, ვიდ­რე მო­სახ­ლე­ო­ბა ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ დე­და­ქა­ლაქ­ში დაბ­რუნ­დე­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი იყოს დას­რუ­ლე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დავით ნარმანია - პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია ისტორიული პროექტია – ბოლო 50-60 წლის განმავლობაში ასეთი ფუნდამენტური რეაბილიტაცია არ გაკეთებულა

დავით ნარმანია - პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია ისტორიული პროექტია – ბოლო 50-60 წლის განმავლობაში ასეთი ფუნდამენტური რეაბილიტაცია არ გაკეთებულა

პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული პროექტი – ბოლო მინიმუმ 50-60 წლის განმავლობაში. პეკინის ქუჩის ასეთი ფუნდამენტური რეაბილიტაცია არ გაკეთებულა, როგორიც ჩვენ დავგეგმეთ 2017 წელს.

ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა რეაბილიტაციაზე დეტალურად ისაუბრა.

“საუბარია იმაზე, რომ მთლიანად პეკინის გამზირზე გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, როგორიცაა წყალი, გაზი, ”თელასის” კაბელები, ინტერნეტი და სხვა. ამის შემდეგ აღდგება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. პეკინის გამზირი ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიურ მოძრაობიანი ქუჩაა, სადაც მუდმივად დანგრეული გზის საფარი გადაადგილებისთვის მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს. შესაბამისად არის ხმაური, რომელიც აწუხებს მოსახლეობას. ამიტომ ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შესაბამისი რესურსები მობილიზებულია და 16 ივნისიდან ვიწყებთ რეაბილიტაციას”, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, რეაბილიტაციის პროცესში სატრანსპორტო გადაადგილების მარშრუტებიც იცვლება, რასთან დაკავშირებითაც მოსახლეობა ინფორმირებული იქნება.

“მესმის, რომ ასეთი ცვლილებები გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, თუმცა ეს არაფერია იმ დიდ სიკეთესთან მიმართებაში, რომელსაც ჩვენ ამ პროექტის განხორციელებით მივიღებთ. ზაფხულის განმავლობაში იქნება ინტენსიური 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი, რათა სექტემბრის დასაწყისში, ვიდრე მოსახლეობა ზაფხულის არდადეგების შემდეგ დედაქალაქში დაბრუნდება, აღნიშნული პროექტი იყოს დასრულებული”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი