პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული ენის აკრძალვა, სავალდებულო პასპორტიზაცია... - რა პირობებს უყენებს ანატოლი ბიბილოვი ახალგორელებს
ქართული ენის აკრძალვა, სავალდებულო პასპორტიზაცია... - რა პირობებს უყენებს ანატოლი ბიბილოვი ახალგორელებს

ქარ­თველ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­ზე გა­ლაშ­ქრე­ბის შემ­დეგ, ახალ­გო­რის ქარ­თულ სკო­ლებ­ში ქარ­თულ ენა­ზე სწავ­ლე­ბის სა­კი­თხის გა­და­ხედ­ვის ჯერი დად­გა... მას შემ­დეგ, რაც ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვს "პრე­ზი­დენ­ტის" პოს­ტი ერგო, რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვას შე­უდ­გა - მისი მო­რი­გი ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ნახ­მად, შე­საძ­ლოა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გო­რის რე­გი­ო­ნის ქარ­თულ სკო­ლებ­ში, ქარ­თულ ენა­ზე სწავ­ლე­ბა აიკ­რძა­ლოს, - ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია იუ­წყე­ბა.

რო­გორც ბი­ბი­ლოვ­მა ახალ­გო­რის ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი "რეს­პუბ­ლი­კის" სა­ერ­თო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში უნდა მო­ექ­ცეს, რაც სწავ­ლე­ბის რუ­სულ მო­დელ­სა და რუ­სულ ენა­ზე გა­დას­ვლას გუ­ლის­ხმობს. რად­გან ბი­ბი­ლო­ვის თქმით, "რეს­პუბ­ლი­კა­ში" უკვე მიღ­წე­უ­ლია სრუ­ლი თან­ხმო­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს მის "წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო "საპ­რე­ზი­დენ­ტო" კამ­პა­ნი­ა­ში მთა­ვა­რი მე­სი­ჯი იყო, რა­მაც გა­მარ­ჯვე­ბაც მო­უ­ტა­ნა.

"ჩვენ არ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბას, მაგ­რამ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი სა­შუ­ა­ლო სკო­ლე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სწავ­ლას სამ­ხრეთ ოსე­თის ან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­ნაგ­რძო­ბენ, რისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც, სა­მუ­შა­ოდ ისევ ცხინ­ვალ­ში ბრუნ­დე­ბი­ან. ვი­ნა­ი­დან ვალ­დე­ბულ­ნი ვართ, მათ სა­მო­მავ­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბი შე­ვუქ­მნათ, ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი მო­ვუხ­სნათ. თუმ­ცა, ეს არ უნდა იყოს მტკივ­ნე­უ­ლი პრო­ცე­სი და ისე არ უნდა გა­მო­ვი­დეს, თით­ქოს რა­მეს ვკრძა­ლავთ. ჩვენ არა­ფერს ვკრძა­ლავთ", - აღ­ნიშ­ნა ბი­ბი­ლოვ­მა.

წა­ი­კი­თხეთ: რას წერს ოსუ­რი მე­დია მე­უ­ფე ისა­ი­ა­ზე, რო­მელ­საც ომის შემ­დეგ ახალ­გო­რი არ მი­უ­ტო­ვე­ბია

ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვი ასე­ვე უკ­მა­ყო­ფი­ლოა იმი­თაც, რომ ახალ­გო­რის სკო­ლებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლად და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. მისი თქმით, სწავ­ლე­ბა, იქაც, რო­გორც "რეს­პუბ­ლი­კის" და­ნარ­ჩენ სკო­ლებ­ში, რუ­სულ ენა­ზე უნდა წა­რი­მარ­თოს, ქარ­თუ­ლი კი რი­გით საგ­ნად უნდა დარ­ჩეს...

ბი­ბი­ლოვ­მა ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში მცხოვ­რებ­ლებ­ზეც ისა­უბ­რა. მისი თქმით, ვი­საც სახ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურს, მუდ­მი­ვად იქ უნდა ცხოვ­რობ­დეს, "ხოლო ვინც მუდ­მი­ვად ცხოვ­რობს, ვალ­დე­ბუ­ლია, იუ­რი­დი­უ­ლი მხა­რე მოგ­ვა­რე­ბუ­ლი ჰქონ­დეს, ანუ კე­თი­ლი ინე­ბოს და ად­გი­ლობ­რი­ვი "პას­პორ­ტე­ბი" აი­ღოს", - აცხა­დებს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის დე ფაქ­ტო ლი­დე­რი.

AMBEBI.GE ახალ­გო­რელ ქარ­თველს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გორ­ში ცხოვ­რობს და ოჯახ­თან მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. მისი თქმით, იქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით, რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბი არ წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ, თუმ­ცა, ამ­ბო­ბენ, რომ გა­სულ წლებ­თან შე­და­რე­ბით, და­ძა­ბუ­ლო­ბა იგ­რძნო­ბა. "ეს არ ეხე­ბა უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებს, ისი­ნი იქა­ურ ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად ცხინ­ვალ­სა და ვლა­დი­კავ­კაზ­ში "ლი­ლო­დან" წა­ღე­ბუ­ლი სა­ქონ­ლით ვაჭ­რო­ბენ, რათა თავი ირ­ჩი­ნონ, რად­გან არ­სე­ბო­ბა სჭირ­დე­ბათ... თუმ­ცა, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ძა­ლი­ან ცდი­ლობს რუ­სე­თის ნდო­ბა მო­ი­პო­ვოს და ამის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რა­საც ბოლო დროს ბი­ბი­ლო­ვი აკე­თებს..." - აცხა­დებს ახალ­გო­რი­დან წა­მო­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

ბი­ბი­ლო­ვის თქმით, მას ამ და სხვა სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ბოლო წლებ­ში "რეს­პუბ­ლი­კა­ში" პრობ­ლე­მე­ბის სა­ხით დაგ­როვ­და, რუ­სე­თი­დან მოწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნ­დი და­ეხ­მა­რე­ბა. დე ფაქ­ტო ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბით, მას "სამ­თავ­რო­ბო" გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ჯერ არ აქვს დას­რუ­ლე­ბუ­ლი, რად­გან კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია, მით უფრო, რომ მი­სი­ვე თქმით, ის ცდი­ლობს წინა ლი­დე­რე­ბის შეც­დო­მე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და იმ მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რო­მე­ლიც მას ენდო და ხმა მის­ცა.

ბი­ბი­ლო­ვის თქმით, "პას­პორ­ტის" აღე­ბი­სას იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც ამ­ჟა­მად ახალ­გორ­ში ცხოვ­რობს და "სამ­ხრეთ ოსე­თის" მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით უნდა გა­ნა­ცხა­დონ, რაც დას­ტუ­რის სა­ხით, ცხინ­ვა­ლის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში უნდა წა­რად­გი­ნონ. იმათ, ვინც ამ პი­რო­ბებ­ზე უარს იტყვის, სა­ცხოვ­რებ­ლის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევთ. ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბით, შე­იქ­მნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მე­ლიც ახალ­გორ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს აშე­ნე­ბუ­ლი კო­მუ­ნა­ლუ­რი სახ­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას მო­ახ­დენს, სა­დაც მფლო­ბე­ლე­ბი 5 წელ­ზე მე­ტია არ ცხოვ­რო­ბენ და მი­ტო­ვე­ბუ­ლია.

"ეს სახ­ლე­ბი უნდა და­უბ­რუნ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს და შემ­დეგ და­უ­რიგ­დეთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც სა­ცხოვ­რებ­ლის პრობ­ლე­მა აქვს. ჩვენ ვერ და­ვე­ლო­დე­ბით აქე­დან წა­სულ ადა­მი­ა­ნებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ რო­დის დაბ­რუნ­დე­ბი­ან ისი­ნი", - აღ­ნიშ­ნა ბი­ბი­ლოვ­მა. ოსუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­უ­ბა­რია სახ­ლე­ბის გა­რე­მონ­ტე­ბა­ზე, სა­დაც ცხინ­ვალ­ში დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ოჯა­ხე­ბის შე­სახ­ლე­ბა იგეგ­მე­ბა.

საქ­მე ის არის, რომ თუკი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას­თან გა­ვავ­ლებთ პა­რა­ლელს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­უ­ხე­და­ვად რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის, სო­მე­ხი და თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის არა­ერ­თი მცდე­ლო­ბი­სა, აფხა­ზეთ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­ყიდ­ვის პრე­ცე­დენ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. თუ არ ჩავ­თვლით იმ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც ომის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, 90-იანი წლე­ბის ქარ­თულ-აფხა­ზურ ომში მო­ნა­წი­ლე ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ე­ლე­ბი იქ შე­იჭრ­ნენ...

თუმ­ცა, ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი ოკუ­პი­რე­ბულ გა­ლის რა­ი­ონ­ში, რაულ ხა­ჯიმ­ბას ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­ხუ­რა. საქ­მე ის არის, რომ ხა­ჯიმ­ბაც, რო­გორც მისი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი, წლე­ბია ცდი­ლობს, გა­ლის რა­ი­ო­ნის და­ნარ­ჩენ აფხა­ზეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ას, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ შეძ­ლო, რის­თვი­საც ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის მუდ­მივ კრი­ტი­კას იმ­სა­ხუ­რებს, რად­გან გა­ლის რა­ი­ო­ნი აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მო­კურ ხერ­ხემ­ლად მი­იჩ­ნე­ვა...

კი­დევ ერთი, - ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ლი­დე­რე­ბის მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ორი­ვე რე­გი­ო­ნი­დან სას­წავ­ლებ­ლად ჩა­მო­სუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მა­ინც ყო­ველ­წლი­უ­რად მა­ტუ­ლობს, მი­ზე­ზი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია: აფხა­ზეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის დონე ძა­ლი­ან და­ბა­ლია. გარ­და ამი­სა, ბოლო წლებ­ში, აფხაზ ახალ­გაზ­რდებ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ გა­ი­ზარ­და, მშობ­ლე­ბი ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რო­ბენ ისი­ნი იქა­უ­რო­ბას გა­ა­რი­დონ და ასეთ გა­მო­უ­ვალ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, " დაე, იყოს ეს თუნ­დაც "სა­ქარ­თვე­ლო", სა­დაც სწავ­ლის დონე მა­ღა­ლია..."

ამას­თან, რო­გორც აფხა­ზუ­რი, ასე­ვე ოსუ­რი ოჯა­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბას, რუ­სე­თის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ სას­წავ­ლე­ბელ­ში შვი­ლის გაშ­ვე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვთ, ისე, რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბის და რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, - ერ­თა­დერთ გა­მო­სავ­ლად ისევ "სა­ქარ­თვე­ლო" რჩე­ბათ, სა­დაც ჩას­ვლას კონ­ფლიქ­ტის სა­ზღვარ­ზე მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ახერ­ხე­ბენ. ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი, რო­მე­ლიც მათ­მა "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ" რუ­სეთ­თან ნდო­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად მი­ი­ღო, მო­სახ­ლე­ო­ბას გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­დარ­ჩე­ნის შანსს უს­პობს.

ცნო­ბის­თვის, ახალ­გო­რე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის თქმით, ახალ­გორ­ში სულ 6 ქარ­თუ­ლი სკო­ლაა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ყველ­გან ქარ­თუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი კი თბი­ლი­სი­დან ჩა­აქვთ.

ფოტო: ИТАР-ТАСС

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ქართული ენის აკრძალვა, სავალდებულო პასპორტიზაცია... - რა პირობებს უყენებს ანატოლი ბიბილოვი ახალგორელებს

ქართული ენის აკრძალვა, სავალდებულო პასპორტიზაცია... - რა პირობებს უყენებს ანატოლი ბიბილოვი ახალგორელებს

ქართველ სასულიერო პირებზე გალაშქრების შემდეგ, ახალგორის ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების საკითხის გადახედვის ჯერი დადგა... მას შემდეგ, რაც ანატოლი ბიბილოვს "პრეზიდენტის" პოსტი ერგო, რეფორმების გატარებასა და სიახლეების დანერგვას შეუდგა - მისი მორიგი ინიციატივის თანახმად, შესაძლოა, ოკუპირებული ახალგორის რეგიონის ქართულ სკოლებში, ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალოს, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

როგორც ბიბილოვმა ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ქართული სკოლები "რესპუბლიკის" საერთო განათლების სისტემაში უნდა მოექცეს, რაც სწავლების რუსულ მოდელსა და რუსულ ენაზე გადასვლას გულისხმობს. რადგან ბიბილოვის თქმით, "რესპუბლიკაში" უკვე მიღწეულია სრული თანხმობა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით, ეს მის "წინასაარჩევნო "საპრეზიდენტო" კამპანიაში მთავარი მესიჯი იყო, რამაც გამარჯვებაც მოუტანა.

"ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით სკოლებში ქართული ენის სწავლებას, მაგრამ ჩვენი შვილები საშუალო სკოლების დამთავრების შემდეგ, სწავლას სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობენ, რისი დასრულების შემდეგაც, სამუშაოდ ისევ ცხინვალში ბრუნდებიან. ვინაიდან ვალდებულნი ვართ, მათ სამომავლოდ შესაბამისი პირობები შევუქმნათ, ამისთვის აუცილებელია, ენობრივი ბარიერი მოვუხსნათ. თუმცა, ეს არ უნდა იყოს მტკივნეული პროცესი და ისე არ უნდა გამოვიდეს, თითქოს რამეს ვკრძალავთ. ჩვენ არაფერს ვკრძალავთ", - აღნიშნა ბიბილოვმა.

წაიკითხეთ: რას წერს ოსური მედია მეუფე ისაიაზე, რომელსაც ომის შემდეგ ახალგორი არ მიუტოვებია

ანატოლი ბიბილოვი ასევე უკმაყოფილოა იმითაც, რომ ახალგორის სკოლებში სასწავლო პროცესი, მთლიანად ქართულად და ქართული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. მისი თქმით, სწავლება, იქაც, როგორც "რესპუბლიკის" დანარჩენ სკოლებში, რუსულ ენაზე უნდა წარიმართოს, ქართული კი რიგით საგნად უნდა დარჩეს...

ბიბილოვმა ახალგორის რაიონში მცხოვრებლებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვისაც სახლების შენარჩუნება სურს, მუდმივად იქ უნდა ცხოვრობდეს, "ხოლო ვინც მუდმივად ცხოვრობს, ვალდებულია, იურიდიული მხარე მოგვარებული ჰქონდეს, ანუ კეთილი ინებოს და ადგილობრივი "პასპორტები" აიღოს", - აცხადებს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი.

AMBEBI.GE ახალგორელ ქართველს ესაუბრა, რომელიც ამჟამად გორში ცხოვრობს და ოჯახთან მუდმივი ურთიერთობა აქვს. მისი თქმით, იქაური ქართველებისთვის ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული პირობები არ წაუყენებიათ, თუმცა, ამბობენ, რომ გასულ წლებთან შედარებით, დაძაბულობა იგრძნობა. "ეს არ ეხება უბრალო ადამიანებს, ისინი იქაურ ქართველებთან ერთად ცხინვალსა და ვლადიკავკაზში "ლილოდან" წაღებული საქონლით ვაჭრობენ, რათა თავი ირჩინონ, რადგან არსებობა სჭირდებათ... თუმცა, ხელმძღვანელობა ძალიან ცდილობს რუსეთის ნდობა მოიპოვოს და ამის გამოვლინებაა ის განცხადებები, რასაც ბოლო დროს ბიბილოვი აკეთებს..." - აცხადებს ახალგორიდან წამოსული ქართველი ჩვენთან საუბარში, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ბიბილოვის თქმით, მას ამ და სხვა საკითხების მოგვარებაში, რომელიც ბოლო წლებში "რესპუბლიკაში" პრობლემების სახით დაგროვდა, რუსეთიდან მოწვეული პროფესიონალების გუნდი დაეხმარება. დე ფაქტო ლიდერის განცხადებით, მას "სამთავრობო" გუნდის ჩამოყალიბება ჯერ არ აქვს დასრულებული, რადგან კადრების შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია, მით უფრო, რომ მისივე თქმით, ის ცდილობს წინა ლიდერების შეცდომები გაითვალისწინოს და იმ მოსახლეობის დამოკიდებულება გაითვალისწინოს, რომელიც მას ენდო და ხმა მისცა.

ბიბილოვის თქმით, "პასპორტის" აღებისას იმ ადამიანებმა, ვინც ამჟამად ახალგორში ცხოვრობს და "სამხრეთ ოსეთის" მოქალაქეობის სურვილი ექნებათ, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი წერილობითი ფორმით უნდა განაცხადონ, რაც დასტურის სახით, ცხინვალის უშიშროების სამსახურში უნდა წარადგინონ. იმათ, ვინც ამ პირობებზე უარს იტყვის, საცხოვრებლის დატოვება მოუწევთ. ბიბილოვის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ახალგორში საბჭოთა კავშირის დროს აშენებული კომუნალური სახლების იდენტიფიცირებას მოახდენს, სადაც მფლობელები 5 წელზე მეტია არ ცხოვრობენ და მიტოვებულია.

"ეს სახლები უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს და შემდეგ დაურიგდეთ იმ ადამიანებს, ვისაც საცხოვრებლის პრობლემა აქვს. ჩვენ ვერ დაველოდებით აქედან წასულ ადამიანებს წლების განმავლობაში, თუ როდის დაბრუნდებიან ისინი", - აღნიშნა ბიბილოვმა. ოსური მედიის ინფორმაციით, სინამდვილეში საუბარია სახლების გარემონტებაზე, სადაც ცხინვალში დისლოცირებული რუსი სამხედროების ოჯახების შესახლება იგეგმება.

საქმე ის არის, რომ თუკი ოკუპირებული აფხაზეთში არსებულ რეალობასთან გავავლებთ პარალელს, წლების განმავლობაში მიუხედავად რუსეთის ხელმძღვანელობის, სომეხი და თურქი ბიზნესმენების არაერთი მცდელობისა, აფხაზეთში უძრავი ქონების გაყიდვის პრეცედენტი არ დაფიქსირებულა. თუ არ ჩავთვლით იმ შემთხვევებს, როდესაც ომის დამთავრებისთანავე, 90-იანი წლების ქართულ-აფხაზურ ომში მონაწილე ჩრდილოეთ კავკასიელები იქ შეიჭრნენ...

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ქართული სკოლები ოკუპირებულ გალის რაიონში, რაულ ხაჯიმბას ინიციატივით დაიხურა. საქმე ის არის, რომ ხაჯიმბაც, როგორც მისი წინამორბედები, წლებია ცდილობს, გალის რაიონის დანარჩენ აფხაზეთთან ინტეგრაციას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ შეძლო, რისთვისაც ოპოზიციური ძალების მუდმივ კრიტიკას იმსახურებს, რადგან გალის რაიონი აფხაზეთის ეკონომოკურ ხერხემლად მიიჩნევა...

კიდევ ერთი, - ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერების მწვავე განცხადებების მიუხედავად, ორივე რეგიონიდან სასწავლებლად ჩამოსული ახალგაზრდების რაოდენობა მაინც ყოველწლიურად მატულობს, მიზეზი ძალიან მარტივია: აფხაზეთში მიღებული ცოდნის დონე ძალიან დაბალია. გარდა ამისა, ბოლო წლებში, აფხაზ ახალგაზრდებში ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა, მშობლები ყველა ღონეს ხმარობენ ისინი იქაურობას გაარიდონ და ასეთ გამოუვალ ვითარებაში, როგორც თავად ამბობენ, " დაე, იყოს ეს თუნდაც "საქართველო", სადაც სწავლის დონე მაღალია..."

ამასთან, როგორც აფხაზური, ასევე ოსური ოჯახების უმეტესობას, რუსეთის მაღალკვალიფიციურ სასწავლებელში შვილის გაშვების მატერიალური შესაძლებლობა არ აქვთ, ისე, როგორც სამედიცინო მომსახურების მიღების და როგორც თავად ამბობენ, - ერთადერთ გამოსავლად ისევ "საქართველო" რჩებათ, სადაც ჩასვლას კონფლიქტის საზღვარზე მცხოვრები ქართველების დახმარებით ახერხებენ. ბოლო გადაწყვეტილება კი, რომელიც მათმა "ხელმძღვანელობამ" რუსეთთან ნდობის გასამყარებლად მიიღო, მოსახლეობას განვითარებისა და გადარჩენის შანსს უსპობს.

ცნობისთვის, ახალგორელი ქართველების თქმით, ახალგორში სულ 6 ქართული სკოლაა და სასწავლო პროცესი ყველგან ქართულად მიმდინარეობს, სახელმძღვანელოები კი თბილისიდან ჩააქვთ.

ფოტო: ИТАР-ТАСС

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"