პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაიხურა სალომე ასათიანისა და გოგი გვახარიას გადაცემები საზოგადოებრივ მაუწყებელზე - მხარეთა პოზიციები
რატომ დაიხურა სალომე ასათიანისა და გოგი გვახარიას გადაცემები საზოგადოებრივ მაუწყებელზე - მხარეთა პოზიციები

სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნის გა­და­ცე­მა "ინ­ტერVIEW" და გოგი გვა­ხა­რი­ას გა­და­ცე­მა "წი­თე­ლი წონა" სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლის ეთერ­ში აღარ გავა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვრცე­ლი პოსტს ავ­რცე­ლებს "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი, სა­დაც ამ­ბობს, რომ პრობ­ლე­მა არა მისი გა­და­ცე­მის და­ხურ­ვა, არა­მედ მა­უ­წყე­ბელ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბია.

"მე­გობ­რე­ბო და კო­ლე­გე­ბო, მომ­დის ძა­ლი­ან ბევ­რი თხოვ­ნა, რომ ჩემი აზრი გა­მოვ­თქვა გა­და­ცე­მის და­ხურ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე აქ დავ­წე­რო, ერ­თი­ა­ნად, რა­საც ვფიქ­რობ.

გა­და­ცე­მა ინ­ტერVIEW, რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პრო­ექ­ტი, ტე­ლე­ე­თერ­ში გა­დი­ო­და და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. გა­და­ცე­მას ჰქონ­და სამი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი. პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი იყო დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი, მწვა­ვე, უკომ­პრო­მი­სო და სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უბ­რე­ბი ე.წ. ძა­ლა­უფ­ლე­ბის "ღერ­ძებ­თან" - პო­ლი­ტი­კურ­თან, მთავ­რო­ბა იქ­ნე­ბო­და ეს თუ ოპო­ზი­ცია, რე­ლი­გი­ურ­თან, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­თან თუ სხვა. მე­ო­რე - და ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - იყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის და ჯგუ­ფე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­შუ­ქე­ბა, რო­მელ­თა ხმაც ხში­რად ვერ აღ­წევს სა­ჯა­რო სივ­რცე­ში - უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი უსა­მარ­თლო­ბის შე­დე­გად ჩაგ­რუ­ლი ხალ­ხის, ვცდი­ლობ­დით გვე­სა­უბ­რა ან მათ­თან, ამ მათ შე­სა­ხებ. და გა­და­ცე­მის კი­დევ ერთი "ხაზი" - ჩემი პერ­სო­ნა­ლუ­რი ამ­ბი­ცია და ინ­ტე­რე­სი - იყო რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად მოგ­ვეწ­ვია უცხო­ე­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ხე­ლო­ვა­ნე­ბი და ასე­ვე სიღ­რმი­სე­უ­ლად გან­გვე­ხი­ლა და­სავ­ლე­თის პო­ლი­ტი­კა­ში, აკა­დე­მი­ა­ში, კულ­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე დის­კუ­სი­ე­ბი თუ პრო­ცე­სე­ბი - სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბი, სპექ­ტაკ­ლე­ბი, მო­საზ­რე­ბე­ბი.

ვთვლი, რომ ამ მიზ­ნე­ბის­თვის ვმუ­შა­ობ­დით ბევ­რს და პა­ტი­ოს­ნად. მეს­მის, რომ ბევ­რს, ვინც ეს გა­და­ცე­მა იცის, პირ­ველ რიგ­ში "ივა­ნიშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ" ახ­სენ­დე­ბა ხოლ­მე - რად­გან სწო­რედ მა­შინ ვე­ლა­პა­რა­კეთ ძა­ლა­უფ­ლე­ბის მთა­ვარ "ღერძს", იქ­ნე­ბა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით. მაგ­რამ ასე­თი­ვე უკომ­პრო­მი­სო­ბას ვცდი­ლობ­დით ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა­შიც, როცა ჩვე­ნი სტუ­მა­რი პო­ლი­ტი­კო­სი ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე რა­ი­მე ფორ­მით ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი პირი იყო.

ყო­ველ­გვა­რი რე­ვე­რან­სე­ბის გა­რე­შე ვამ­ბობ - ჩემ­თვის ამ პრო­ცეს­ში მთა­ვა­რი იყო ის, რომ ჩვე­ნი, თუნ­დაც ძა­ლი­ან მცი­რე, მაგ­რამ მა­ინც წვლი­ლი შეგვქონ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის იდე­ის და ინ­სტი­ტუ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ეს იდეა ჩემ­თვის ლა­მის საკ­რა­ლუ­რო­ბამ­დე ძვირ­ფა­სია. და საზ­მა­უ­ზე მე­ნე­ჯმენ­ტის შეც­ვლის­თა­ნა­ვე ჩემ­თვის უკვე ცხა­დი იყო, რომ მთა­ვარ პი­რო­ბას - მმარ­თველ პო­ლი­ტი­კურ კლას­თან კრი­ტი­კუ­ლი დის­ტან­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას - ეს მა­უ­წყე­ბე­ლი ვე­ღარ შეს­ძლებ­და. ამ ყვე­ლა­ფერ­ში მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არა "ჩემი გა­და­ცე­მის და­ხურ­ვა", არა­მედ ის საფრ­თხეა, რომ­ლის წი­ნა­შეც საზ­მაუ დგას ახლა. ამ ეტაპ­ზე ეს იყოს. სხვა ამ­ბებ­ზე მერე", - წერს სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი.

რა გახ­და გა­და­ცე­მე­ბის და­ხურ­ვის მი­ზე­ზი, ამის გა­სარ­კვე­ვად Ambebi.ge სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მრჩე­ველს ია ან­თა­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- ეს გა­და­წყე­ტი­ლე­ბა ჩვენს მე­ნე­ჯმენტს არ მი­უ­ღია. წინა მე­ნე­ჯმენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არხზე 17 ივ­ლი­სი­დან ყვე­ლა გა­და­ცე­მა იხუ­რე­ბა, მო­ამ­ბის გარ­და და ეს ცნო­ბი­ლი იყო.

- აღარ აღ­დგე­ბა და­ხუ­რუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი?

- ეს გა­და­ცე­მე­ბი აღარ გაგ­რძელ­დე­ბა, იმი­ტომ რომ ჩვენ­თან გა­და­ცე­ბი მზად­დე­ბა სა­კონ­კურ­სო გზით, რო­მე­ლიც უკვე სრულ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო და ახა­ლი ამ­ბე­ბის ბლოკს, ეს ჩვე­ნი შიდა რე­სურ­სით მომ­ზად­დე­ბა და სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან კონ­ტაქტს არ ვა­პი­რებთ

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

რატომ დაიხურა სალომე ასათიანისა და გოგი გვახარიას გადაცემები საზოგადოებრივ მაუწყებელზე - მხარეთა პოზიციები

რატომ დაიხურა სალომე ასათიანისა და გოგი გვახარიას გადაცემები საზოგადოებრივ მაუწყებელზე - მხარეთა პოზიციები

სალომე ასათიანის გადაცემა "ინტერVIEW" და გოგი გვახარიას გადაცემა "წითელი წონა" საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში აღარ გავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელი პოსტს ავრცელებს "ფეისბუქზე" სალომე ასათიანი, სადაც ამბობს, რომ პრობლემა არა მისი გადაცემის დახურვა, არამედ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებია.

"მეგობრებო და კოლეგებო, მომდის ძალიან ბევრი თხოვნა, რომ ჩემი აზრი გამოვთქვა გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით. ამიტომ გადავწყვიტე აქ დავწერო, ერთიანად, რასაც ვფიქრობ.

გადაცემა ინტერVIEW, რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი, ტელეეთერში გადიოდა დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში. გადაცემას ჰქონდა სამი ძირითადი მიზანი. პირველი და უმთავრესი იყო დისტანცირებული, მწვავე, უკომპრომისო და სერიოზული საუბრები ე.წ. ძალაუფლების "ღერძებთან" - პოლიტიკურთან, მთავრობა იქნებოდა ეს თუ ოპოზიცია, რელიგიურთან, საზოგადოებრივთან თუ სხვა. მეორე - და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი - იყო იმ ადამიანების და ჯგუფების სირთულეების გაშუქება, რომელთა ხმაც ხშირად ვერ აღწევს საჯარო სივრცეში - უმცირესობების, ეკონომიკური უსამართლობის შედეგად ჩაგრული ხალხის, ვცდილობდით გვესაუბრა ან მათთან, ამ მათ შესახებ. და გადაცემის კიდევ ერთი "ხაზი" - ჩემი პერსონალური ამბიცია და ინტერესი - იყო რაც შეიძლება ხშირად მოგვეწვია უცხოელი ინტელექტუალები, ანალიტიკოსები, პოლიტიკოსები, ხელოვანები და ასევე სიღრმისეულად განგვეხილა დასავლეთის პოლიტიკაში, აკადემიაში, კულტურაში მიმდინარე დისკუსიები თუ პროცესები - საინტერესო წიგნები, სპექტაკლები, მოსაზრებები.

ვთვლი, რომ ამ მიზნებისთვის ვმუშაობდით ბევრს და პატიოსნად. მესმის, რომ ბევრს, ვინც ეს გადაცემა იცის, პირველ რიგში "ივანიშვილთან ინტერვიუ" ახსენდება ხოლმე - რადგან სწორედ მაშინ ველაპარაკეთ ძალაუფლების მთავარ "ღერძს", იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. მაგრამ ასეთივე უკომპრომისობას ვცდილობდით ყველა სხვა შემთხვევაშიც, როცა ჩვენი სტუმარი პოლიტიკოსი ან საზოგადოების წინაშე რაიმე ფორმით ანგარიშვალდებული პირი იყო.

ყოველგვარი რევერანსების გარეშე ვამბობ - ჩემთვის ამ პროცესში მთავარი იყო ის, რომ ჩვენი, თუნდაც ძალიან მცირე, მაგრამ მაინც წვლილი შეგვქონდა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის და ინსტიტუტის განვითარებაში. ეს იდეა ჩემთვის ლამის საკრალურობამდე ძვირფასია. და საზმაუზე მენეჯმენტის შეცვლისთანავე ჩემთვის უკვე ცხადი იყო, რომ მთავარ პირობას - მმართველ პოლიტიკურ კლასთან კრიტიკული დისტანციის შენარჩუნებას - ეს მაუწყებელი ვეღარ შესძლებდა. ამ ყველაფერში მთავარი პრობლემა არა "ჩემი გადაცემის დახურვა", არამედ ის საფრთხეა, რომლის წინაშეც საზმაუ დგას ახლა. ამ ეტაპზე ეს იყოს. სხვა ამბებზე მერე", - წერს სალომე ასათიანი.

რა გახდა გადაცემების დახურვის მიზეზი, ამის გასარკვევად Ambebi.ge საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველს ია ანთაძეს დაუკავშირდა:

- ეს გადაწყეტილება ჩვენს მენეჯმენტს არ მიუღია. წინა მენეჯმენტის გადაწყვეტილებით არხზე 17 ივლისიდან ყველა გადაცემა იხურება, მოამბის გარდა და ეს ცნობილი იყო.

- აღარ აღდგება დახურული გადაცემები?

- ეს გადაცემები აღარ გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენთან გადაცები მზადდება საკონკურსო გზით, რომელიც უკვე სრულდება. რაც შეეხება საინფორმაციო და ახალი ამბების ბლოკს, ეს ჩვენი შიდა რესურსით მომზადდება და სხვა მედიასაშუალებებთან კონტაქტს არ ვაპირებთ

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ცნობილი პირების ყალბი "ფეისბუქ"-გვერდები და "ოცნების" მხარდაჭერა რუსული პორტალებიდან - კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული 800-მდე ანგარიში დაიბლოკა

ყვითელი "მარშრუტკების" მძღოლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

სემეკის ახალი პროექტი - კომუნალური მომსახურების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება მობილურ ტელეფონზე *303# კოდის აკრეფით არის შესაძლებელი