სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამშენებლო კომპანია "სვეტის" ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
სამშენებლო კომპანია "სვეტის" ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "სვე­ტის" ხელ­მძღვა­ნე­ლის გა­ტა­ცე­ბა­სა და მის­თვის თან­ხის გა­მო­ძალ­ვის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, გივი ჯიბ­ლა­ძის­თვის 150 ათა­სი დო­ლა­რის გა­მო­ძალ­ვის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ერთი პირი, მისი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი იყო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თან­ხა, რომ­ლის გა­მო­ძალ­ვა­საც გა­მო­ძი­ე­ბა და­კა­ვე­ბულს ედა­ვე­ბა, კომ­პა­ნია "სვეტ­თან" გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში იყო გა­წე­რი­ლი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელს, გარ­კვე­უ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის შემ­დეგ უნდა გა­და­ე­ხა­და.

გივი ჯიბ­ლა­ძის ად­ვო­კა­ტი დი­მიტ­რი ტო­რა­ძე, ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ას­თან მსგავ­სი დე­ტა­ლე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბას ადას­ტუ­რებს, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი ამ კომ­პა­ნი­ის ისე­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არ იყ­ვნენ, ვის­თვი­საც ფული უნდა გა­და­ე­ხა­დათ. რო­გორც ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, გივი ჯიბ­ლა­ძე და­კა­ვე­ბულ­თა­გან ორს იც­ნობს, თუმ­ცა რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ბახ­ტა­ძე, ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ნი­ჟა­რა­ძის გვარს იყე­ნებ­და.

"ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ერთ-ერთ პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ნამ­დვი­ლად არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი, თუმ­ცა მას აქვს ორი პი­რო­ბა - ნე­გა­ტი­უ­რი და პო­ზი­ტი­უ­რი პი­რო­ბა. კერ­ძოდ, პი­რო­ბის თა­ნახ­მად, თუკი "სვე­ტი" მი­ი­ღებ­და შე­სა­ბა­მის კო­ე­ფი­ცი­ენტს მშე­ნებ­ლო­ბის­თვის, მა­შინ ვიხ­დი­დით 150 ათასს და და­მა­ტე­ბით მი­წე­ბი უნდა გაგ­ვე­ცა ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე, ხოლო ამ ქო­ნე­ბას ვი­ტო­ვებ­დით ჩვენ. ნე­გა­ტი­უ­რი პი­რო­ბა კი იყო ის, რომ თუ კომ­პა­ნი­ის­თვის მი­ღე­ბუ­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი უინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩაშ­ლი­ლი ხდე­ბო­და. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, კერ­ძოდ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ორ ადა­მი­ან­თან გვქონ­და ჩვენ შე­ხე­ბა, არ იყ­ვნენ იმ კომ­პა­ნი­ის ისე­თი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ვის­თა­ნაც ასე­თი სა­კი­თხე­ბი უნდა გან­ხი­ლუ­ლი­ყო. მათ­თან უბ­რა­ლოდ ტექ­ნი­კურ სა­კი­თხებს გან­ვი­ხი­ლავ­დით. ნათ­ლად რომ და­ი­ნა­ხოთ ვინ იყ­ვნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, გე­ტყვით, რომ ამ შემ­თხვე­ვის გამო კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მელ­თა­ნაც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გვა­კავ­ში­რებს, ურ­თი­ერ­თო­ბას არ შევ­წყვეტთ და არც გა­ვა­ფუ­ჭებთ. იმის­თვის, რომ ვინ­მეს რამე თან­ხა მო­ე­თხო­ვა ჩვენ­თვის, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი ან პო­ზი­ტი­უ­რი პი­რო­ბა უნდა დამ­დგა­რი­ყო დღის წეს­რიგ­ში, რაც არ მომ­ხდა­რა და ჩვენ­თვის რა­ი­მე შე­დე­გი არ დამ­დგა­რა. ჩვენ ამას პარტნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბად არ გან­ვი­ხი­ლავთ, რად­გან მათ­თან ჩვენ ძა­ლი­ან ცი­ვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ამ კომ­პა­ნი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს კი­დეც", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" დი­მიტ­რი ტო­რა­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ: რა კო­მენ­ტარს აკე­თებს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "სვე­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­კა­ვე­ბულ პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სამშენებლო კომპანია "სვეტის" ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სამშენებლო კომპანია "სვეტის" ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სამშენებლო კომპანია "სვეტის" ხელმძღვანელის გატაცებასა და მისთვის თანხის გამოძალვის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, გივი ჯიბლაძისთვის 150 ათასი დოლარის გამოძალვისთვის დაკავებული ერთი პირი, მისი ბიზნესპარტნიორი იყო. არსებული ინფორმაციით, თანხა, რომლის გამოძალვასაც გამოძიება დაკავებულს ედავება, კომპანია "სვეტთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში იყო გაწერილი, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელს, გარკვეული უძრავი ქონების შეძენის შემდეგ უნდა გადაეხადა.

გივი ჯიბლაძის ადვოკატი დიმიტრი ტორაძე, ერთ-ერთ კომპანიასთან მსგავსი დეტალების ხელშეკრულების გაფორმებას ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დაკავებული პირები ამ კომპანიის ისეთი თანამშრომლები არ იყვნენ, ვისთვისაც ფული უნდა გადაეხადათ. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გივი ჯიბლაძე დაკავებულთაგან ორს იცნობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბახტაძე, ურთიერთობაში ნიჟარაძის გვარს იყენებდა.

"ხელშეკრულება ერთ-ერთ პარტნიორ ორგანიზაციასთან ნამდვილად არის გაფორმებული, თუმცა მას აქვს ორი პირობა - ნეგატიური და პოზიტიური პირობა. კერძოდ, პირობის თანახმად, თუკი "სვეტი" მიიღებდა შესაბამის კოეფიციენტს მშენებლობისთვის, მაშინ ვიხდიდით 150 ათასს და დამატებით მიწები უნდა გაგვეცა ფიზიკურ პირებზე, ხოლო ამ ქონებას ვიტოვებდით ჩვენ. ნეგატიური პირობა კი იყო ის, რომ თუ კომპანიისთვის მიღებული კოეფიციენტი უინტერესო იქნებოდა, ხელშეკრულება ავტომატურად ჩაშლილი ხდებოდა. ეს ადამიანები, კერძოდ, დაკავებულებიდან ორ ადამიანთან გვქონდა ჩვენ შეხება, არ იყვნენ იმ კომპანიის ისეთი წარმომადგენლები, ვისთანაც ასეთი საკითხები უნდა განხილულიყო. მათთან უბრალოდ ტექნიკურ საკითხებს განვიხილავდით. ნათლად რომ დაინახოთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, გეტყვით, რომ ამ შემთხვევის გამო კომპანიასთან, რომელთანაც ხელშეკრულება გვაკავშირებს, ურთიერთობას არ შევწყვეტთ და არც გავაფუჭებთ. იმისთვის, რომ ვინმეს რამე თანხა მოეთხოვა ჩვენთვის, ხელშეკრულების ნეგატიური ან პოზიტიური პირობა უნდა დამდგარიყო დღის წესრიგში, რაც არ მომხდარა და ჩვენთვის რაიმე შედეგი არ დამდგარა. ჩვენ ამას პარტნიორ ორგანიზაციასთან ურთიერთობად არ განვიხილავთ, რადგან მათთან ჩვენ ძალიან ცივილური ურთიერთობა გვაქვს. ამ კომპანიასთან ურთიერთობა ამ ხელშეკრულების ფარგლებში შეიძლება გაგრძელდეს კიდეც", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დიმიტრი ტორაძემ.

წაიკითხეთ: რა კომენტარს აკეთებს სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი დაკავებულ პირებთან დაკავშირებით

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ