მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 წლის მოსწავლის ღია წერილი განათლების მინისტრს: "ნუ შეწირავთ რამდენიმე თაობას "ველოსიპედის გამოგონებაზე" ფიქრს..."
17 წლის მოსწავლის ღია წერილი განათლების მინისტრს: "ნუ შეწირავთ რამდენიმე თაობას "ველოსიპედის გამოგონებაზე" ფიქრს..."

AMBEBI.GE-ს რე­დაქ­ცი­ამ 17 წლის ბი­ჭის წე­რი­ლი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც იმე­რე­თის ერთ-ერთი სა­ჯა­რო სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია. წე­რი­ლის ად­რე­სა­ტი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრია. იმე­რე­თის ერთ-ერთი სკო­ლის მოს­წავ­ლე, 17 წლის ბიჭი, მი­ნისტრს თა­ვი­სი სკო­ლის მა­გა­ლი­თით უყ­ვე­ბა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა და იმედს იტო­ვებს, რომ ის ბოლო კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­მელ­საც 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი მი­უ­ღია სკო­ლი­დან:

"ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო, არ ვიცი და ალ­ბათ არც უნდა ვი­ცო­დე 17 წლის მო­ზარ­დმა ქარ­თუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის პო­ზი­ცი­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, სტა­ტის­ტი­კა, კვლე­ვა და ა.შ. თუმ­ცა, შე­მიძ­ლია ერთი რამ ვთქვა: ან ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცეა არაფ­რის მქმნე­ლი, რეგ­რე­სუ­ლი ან ჩემს სკო­ლა­ში გა­იდ­გა ღრმად ფეს­ვე­ბი ანარ­ქი­ამ და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბამ. მინ­და, მხო­ლოდ ჩემი სკო­ლის მა­გა­ლით­ზე და­გა­ნა­ხოთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ქარ­თუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მო.

პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლის ჟურ­ნა­ლის შევ­სე­ბა უბ­რა­ლო ფორ­მა­ლო­ბაა "გენ-ინ­სპექ­ცი­ის­თვის" თვა­ლის ასახ­ვე­ვად, რო­მელ­თა სტუმ­რო­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე დღით ან კვი­რით ადრე ემ­ზა­დე­ბი­ან. სხვა დროს ჟურ­ნა­ლი ქა­ღალ­დის უსარ­გებ­ლო გრო­ვაა. გაც­დე­ნე­ბის აღ­რი­ცხვა არ ხდე­ბა და ამას ჩვენ­თვის "ხე­ლის შე­წყო­ბით" ხსნი­ან (სა­სა­ცი­ლოა, სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს!).

სა­შუ­ა­ლო კლა­სებ­ში ბუ­ლინ­გი, ჩაგ­ვრა, და­ცინ­ვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. "ქურ­დუ­ლი" მენ­ტა­ლი­ტე­ტის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბის ავ­ტო­რი­ტე­ტი დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა და მეტი მო­ზარ­დი ცდი­ლობს მათ რი­გებს შე­უ­ერ­თდეს, მათ იდენ­ტუ­რად მო­იქ­ცნენ და იფიქ­რონ. თუმ­ცა, რა გა­საკ­ვი­რია, როცა იმა­ვე იდე­ო­ლო­გი­ის პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი, სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­სა და დამ­ხმა­რე პერ­სო­ნალ­შიც მრავ­ლად არი­ან. მას­წავ­ლებ­ლის მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა, გაკ­ვე­თი­ლის ჩაშ­ლა, ახ­ლის შე­მეც­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის­თვის "შკოლ­ნი­კის" შერ­ქმე­ვა, სკო­ლის ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და ინ­ვენ­ტა­რის და­ზი­ა­ნე­ბა, კლა­სებს შო­რის ორ­თაბ­რძო­ლე­ბის გა­მარ­თვა დე­რე­ფან­ში და ასე უსას­რუ­ლოდ - ყვე­ლა­ფერ ამას მოს­წავ­ლე­ე­ბი არა­თუ აკე­თე­ბენ,- კარგ ტო­ნა­დაც ით­ვლე­ბა უკვე. ამას თან ერ­თვის უმოქ­მე­დო და უმაქ­ნი­სი სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია, რაც ალ­ბათ მათი ზემ­დგო­მის არაფ­რის­მაქ­ნი­სო­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პრობ­ლე­მა ზღვა­ში წვე­თია. ყვე­ლაფ­რის აღ­წე­რა და გად­მო­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მე არა­ფე­რი მით­ქვამს მას­წავ­ლებ­ლებ­ზე: ისი­ნი ისე­თი­ვე მსხვერ­პლნი არი­ან არ­სე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მო­სი, რო­გო­რიც მოს­წავ­ლე. ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი ანარ­ქი­ის წი­აღ­ში, მას­წავ­ლე­ბე­ლი უძ­ლუ­რია რა­ი­მე შეც­ვა­ლოს და გა­ნათ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს. თუმ­ცა, თუ ზო­გი­ერ­თი ამას ახერ­ხებს, ეს მათ გმი­რულ თავ­და­დე­ბა­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე. ამ წე­რი­ლის და­წე­რა არა­ვის მხი­ლე­ბის სურ­ვილ­მა ან რამე მსგავ­სმა მა­ი­ძუ­ლა. მო­მარ­თვა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა გუ­ლის­წყვე­ტამ და სი­ნა­ნულ­მა, რომ ამ სკო­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი უა­რე­სო­ბის­კენ მი­დი­ო­და და მისი ოდ­ნა­ვი გა­მოს­წო­რე­ბაც კი ჩემს ძა­ლებს რამ­დენ­ჯერ­მე აღე­მა­ტე­ბო­და. გული მწყდე­ბა, რომ ასეთ გა­რე­მო­ში მო­უ­წევს თა­ო­ბებს სწავ­ლა.

გული მტკი­ვა, რომ უკვე IX კლა­სე­ლი ბავ­შვიც ხვდე­ბა, რომ სკო­ლა უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის და უბ­რა­ლოდ, დრო­ის მოკ­ვლი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მოხ­დის მან­ქა­ნაა და თი­თო­ე­ულ დღეს ით­ვლი­ან, რო­დის მო­შორ­დე­ბი­ან ამ მო­ტი­ვა­ცი­ის, კრე­ა­ტი­უ­ლო­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბის მკვლელ გა­რე­მოს. ეს, რა თქმა უნდა, მათ პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა. ყვე­ლა იტყვის, მი­ზე­ზი სის­ტე­მის უმაქ­ნი­სო­ბაა და სას­წრა­ფო­დაა შე­საც­ვლე­ლი. მე კი გე­ტყვით რომ, მი­ზე­ზი მისი არას­წო­რად აღ­სრუ­ლე­ბაა. არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ისე რომ მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს, რო­გორც ფურ­ცელ­ზე წე­რია და მისი ყო­ვე­ლი ას­პექ­ტი სრულ­დე­ბო­დეს, შე­დე­გი უკე­თე­სი ექ­ნე­ბო­და.

ნუ შე­წი­რავთ რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბას მა­ნამ, სა­ნამ "ვე­ლო­სი­პე­დის გა­მო­გო­ნე­ბა­ზე" ფიქ­რობთ, არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მის პი­რო­ბებ­შიც შე­იძ­ლე­ბა შე­დე­გის მიღ­წე­ვა - სა­ჭი­როა სას­წავ­ლო გა­რე­მოს შეც­ვლა, სკო­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სის ფურ­ცლი­დან პრაქ­ტი­კა­ში გად­მო­ტა­ნა და ეფექ­ტი მყი­სი­ე­რი იქ­ნე­ბა. შემ­დეგ კი შე­გიძ­ლი­ათ იფიქ­როთ მის შეც­ვლა­ზე. მე მჯე­რა, რომ შე­ვიძ­ლი­ათ უშ­ვე­ლოთ არ­სე­ბულ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას და გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ­ზეც იქო­ნი­ოთ გავ­ლე­ნა.

პა­ტი­ვის­ცე­მით, აწ უკვე სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

17 წლის მოსწავლის ღია წერილი განათლების მინისტრს: "ნუ შეწირავთ რამდენიმე თაობას "ველოსიპედის გამოგონებაზე" ფიქრს..."

17 წლის მოსწავლის ღია წერილი განათლების მინისტრს: "ნუ შეწირავთ რამდენიმე თაობას "ველოსიპედის გამოგონებაზე" ფიქრს..."

AMBEBI.GE-ს რედაქციამ 17 წლის ბიჭის წერილი მიიღო, რომელიც იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. წერილის ადრესატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრია. იმერეთის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე, 17 წლის ბიჭი, მინისტრს თავისი სკოლის მაგალითით უყვება, რა მდგომარეობაშია საქართველოში განათლების სისტემა და იმედს იტოვებს, რომ ის ბოლო კურსდამთავრებული იქნება, რომელსაც 12 წლის განმავლობაში არაფერი მიუღია სკოლიდან:

"ბატონო მინისტრო, არ ვიცი და ალბათ არც უნდა ვიცოდე 17 წლის მოზარდმა ქართული განათლების სისტემის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, სტატისტიკა, კვლევა და ა.შ. თუმცა, შემიძლია ერთი რამ ვთქვა: ან ქართული საგანმანათლებლო სივრცეა არაფრის მქმნელი, რეგრესული ან ჩემს სკოლაში გაიდგა ღრმად ფესვები ანარქიამ და განუკითხაობამ. მინდა, მხოლოდ ჩემი სკოლის მაგალითზე დაგანახოთ, რა მდგომარეობაშია ქართული სასწავლო გარემო.

პირველ რიგში, სკოლის ჟურნალის შევსება უბრალო ფორმალობაა "გენ-ინსპექციისთვის" თვალის ასახვევად, რომელთა სტუმრობისთვის რამდენიმე დღით ან კვირით ადრე ემზადებიან. სხვა დროს ჟურნალი ქაღალდის უსარგებლო გროვაა. გაცდენების აღრიცხვა არ ხდება და ამას ჩვენთვის "ხელის შეწყობით" ხსნიან (სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!).

საშუალო კლასებში ბულინგი, ჩაგვრა, დაცინვა ჩვეულებრივი მოვლენაა. "ქურდული" მენტალიტეტის მქონე მოსწავლეების ავტორიტეტი დღითიდღე იზრდება და მეტი მოზარდი ცდილობს მათ რიგებს შეუერთდეს, მათ იდენტურად მოიქცნენ და იფიქრონ. თუმცა, რა გასაკვირია, როცა იმავე იდეოლოგიის პატივისმცემელი, სკოლის ადმინისტრაციასა და დამხმარე პერსონალშიც მრავლად არიან. მასწავლებლის მწყობრიდან გამოყვანა, გაკვეთილის ჩაშლა, ახლის შემეცნებით დაინტერესებული მოსწავლისთვის "შკოლნიკის" შერქმევა, სკოლის ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის დაზიანება, კლასებს შორის ორთაბრძოლების გამართვა დერეფანში და ასე უსასრულოდ - ყველაფერ ამას მოსწავლეები არათუ აკეთებენ,- კარგ ტონადაც ითვლება უკვე. ამას თან ერთვის უმოქმედო და უმაქნისი სკოლის ადმინისტრაცია, რაც ალბათ მათი ზემდგომის არაფრისმაქნისობითაა გამოწვეული. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა ზღვაში წვეთია. ყველაფრის აღწერა და გადმოცემა შეუძლებელია.

მე არაფერი მითქვამს მასწავლებლებზე: ისინი ისეთივე მსხვერპლნი არიან არსებული სასწავლო გარემოსი, როგორიც მოსწავლე. ზემოთ აღწერილი ანარქიის წიაღში, მასწავლებელი უძლურია რაიმე შეცვალოს და განათლების ეფექტიანობაზე გავლენა იქონიოს. თუმცა, თუ ზოგიერთი ამას ახერხებს, ეს მათ გმირულ თავდადებასა და პასუხისმგებლობაზე მიუთითებს სამშობლოს წინაშე. ამ წერილის დაწერა არავის მხილების სურვილმა ან რამე მსგავსმა მაიძულა. მომართვა გადამაწყვეტინა გულისწყვეტამ და სინანულმა, რომ ამ სკოლაში გატარებული 12 წლის განმავლობაში ყველაფერი უარესობისკენ მიდიოდა და მისი ოდნავი გამოსწორებაც კი ჩემს ძალებს რამდენჯერმე აღემატებოდა. გული მწყდება, რომ ასეთ გარემოში მოუწევს თაობებს სწავლა.

გული მტკივა, რომ უკვე IX კლასელი ბავშვიც ხვდება, რომ სკოლა უპერსპექტივობის და უბრალოდ, დროის მოკვლისა და ვალდებულების მოხდის მანქანაა და თითოეულ დღეს ითვლიან, როდის მოშორდებიან ამ მოტივაციის, კრეატიულობისა და შემოქმედების მკვლელ გარემოს. ეს, რა თქმა უნდა, მათ პიროვნულ განვითარებაზეც აისახება. ყველა იტყვის, მიზეზი სისტემის უმაქნისობაა და სასწრაფოდაა შესაცვლელი. მე კი გეტყვით რომ, მიზეზი მისი არასწორად აღსრულებაა. არსებული სისტემის პირობებში, სასწავლო პროცესი ისე რომ მიმდინარეობდეს, როგორც ფურცელზე წერია და მისი ყოველი ასპექტი სრულდებოდეს, შედეგი უკეთესი ექნებოდა.

ნუ შეწირავთ რამდენიმე თაობას მანამ, სანამ "ველოსიპედის გამოგონებაზე" ფიქრობთ, არსებული სისტემის პირობებშიც შეიძლება შედეგის მიღწევა - საჭიროა სასწავლო გარემოს შეცვლა, სკოლის შინაგანაწესის ფურცლიდან პრაქტიკაში გადმოტანა და ეფექტი მყისიერი იქნება. შემდეგ კი შეგიძლიათ იფიქროთ მის შეცვლაზე. მე მჯერა, რომ შევიძლიათ უშველოთ არსებულ განათლების სისტემას და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს მომავალზეც იქონიოთ გავლენა.

პატივისცემით, აწ უკვე სკოლადამთავრებული"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი