Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ზესტაფონელი გმირი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული სახლიდან ლოგინად ჩავარდნილი მღვდელი გამოიყვანა
გაიცანით ზესტაფონელი გმირი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული სახლიდან ლოგინად ჩავარდნილი მღვდელი გამოიყვანა

5 ივ­ნისს ზეს­ტა­ფონ­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად სა­სუ­ლი­ე­რო პირი, მამა და­ვით აბუ­ლა­ძე და­შავ­და. მამა და­ვი­თი წმინ­და გი­ორ­გის ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რობ­და, თუმ­ცა ბოლო დროს, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო, გა­და­ად­გი­ლე­ბა აღარ შე­უძ­ლია და ლო­გი­ნად არის ჩა­ვარ­დნი­ლი. როცა მის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მე­ზო­ბე­ლი ალექ­სი სა­ცე­რა­ძე და­უ­ფიქ­რებ­ლად შე­ვარ­და სახ­ლში და მღვდე­ლი სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა...

სა­სუ­ლი­ე­რო პირი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რამ­დე­ნი­მე დღის მან­ძილ­ზე იწვა, ის უკვე გა­წე­რეს კლი­ნი­კი­დან.

AMBEBI.GE ალექ­სი სა­ცე­რა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც ნამ­დვი­ლი გმი­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და მე­ზო­ბე­ლი უეჭ­ვე­ლი სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნა:

- სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში ვბრუნ­დე­ბო­დი, როცა ჩემს უფ­როს შვილს და­ვუ­რე­კე, გა­ვი­გო­ნე ყვი­რი­ლის ხმა, შევ­შინ­დი და სას­წრა­ფოდ გა­ვი­ქე­ცი სახ­ლის­კენ. სახ­ლთან მი­სულს, მე­ზობ­ლის სახ­ლი კვამლში გახ­ვე­უ­ლი დამ­ხვდა, ად­გილ­ზე უკვე მუ­შა­ობ­და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი. მივ­ხვდი, რომ მამა და­ვი­თი არ ჰყავ­დათ გა­მოყ­ვა­ნი­ლი სახ­ლი­დან, შე­ვე­დი ალ­მო­დე­ბულ სახ­ლში და მა­მაო გა­მო­ვიყ­ვა­ნე.

- მე­ზობ­ლე­ბი ხართ?

- კი, მა­მაო ჩემი მე­ზო­ბე­ლია. ინ­სულ­ტი მი­ი­ღო და მას შემ­დეგ გა­და­ად­გი­ლე­ბა აღარ შე­უძ­ლია. ძი­რი­თა­დად სულ თა­ვის ოთახ­ში ზის, მე ვი­ცო­დი სად უნდა მე­პო­ვა მა­მაო, სიბ­ნე­ლე იყო მთელ სახ­ლში, მაგ­რამ მა­ინც ვი­პო­ვე, თა­ვის სა­წოლ­ზე იჯდა და ხმის ამო­ღე­ბის თა­ვიც არ ჰქონ­და. ხელ­ში ავიყ­ვა­ნე და გა­რეთ გა­მო­ვიყ­ვა­ნე.

- თქვენც და­შავ­დით?

- მე არ მი­მი­ღია დამ­წვრო­ბა, მა­მაო იყო და­შა­ვე­ბუ­ლი და კლი­ნი­კა­შიც იწვა. სა­წყალ კაცს ყვე­ლა­ფე­რი და­ეწ­ვა და ხალ­ხს ვთხოვ, იქ­ნებ რა­ღაც­ნა­ი­რად და­ვეხ­მა­როთ.

- არ შე­გე­შინ­დათ ცე­ცხლმო­კი­დე­ბულ სახ­ლში შეს­ვლა?

- ეს ჩემი ინ­სტიქ­ტია. მა­მაო გა­რეთ რომ ვერ და­ვი­ნა­ხე, მივ­ხვდი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­დე­ბო­და და ერთი წა­მი­თაც არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ ისე შევ­ვარ­დი სახ­ლში. ის გა­რეთ ფაქ­ტი­უ­რად არც გა­მო­დის, რად­გან არ შე­უძ­ლია და არც არა­ვის ეცო­დი­ნე­ბო­და სახ­ლში თუ იყო ხან­ძრის დროს.

- სხვა დრო­საც გქო­ნი­ათ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა?

- ახა­ლი წლის ღა­მეს და­ზი­ან­და გა­დამ­ცე­მი ხაზი და ცე­ცხლი გაჩ­ნდა ჩვენს სახ­ლთან. რო­გორც შე­მეძ­ლო, ისე გა­და­ვარ­ჩი­ნე სახ­ლი ხან­ძარს, სა­ნამ სა­მაშ­ვე­ლო მო­ვი­დო­და. ცუ­დად მიბ­რუნ­დე­ბა ასე­თი ამ­ბე­ბი, მერე სულ მე მა­ტა­რე­ბენ პო­ლი­ცი­ა­ში. ახ­ლაც და­მი­რე­კეს და და­კი­თხვა­ზე ვარ და­ბა­რე­ბუ­ლი. მე უბ­რა­ლოდ, მა­მაო გა­და­ვარ­ჩი­ნე, ხან­ძა­რი რო­გორ გაჩ­ნდა არც კი ვიცი.

- რამ­დე­ნი წლის ხართ?

- 48 წლის ვარ, ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ მძღო­ლად. ორი შვი­ლის მამა ვარ. ისეთ დრო­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა, ყვე­ლა წამი ომია და სულ უნდა ვე­ცა­დოთ, ამ გა­ჭირ­ვე­ბა­ში და ბრძო­ლა­ში ისე მო­ვიქ­ცეთ, რო­გორც ქარ­თველ კაცს შე­ე­ფე­რე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

გაიცანით ზესტაფონელი გმირი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული სახლიდან ლოგინად ჩავარდნილი მღვდელი გამოიყვანა

გაიცანით ზესტაფონელი გმირი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული სახლიდან ლოგინად ჩავარდნილი მღვდელი გამოიყვანა

5 ივნისს ზესტაფონში გაჩენილი ხანძრის შედეგად სასულიერო პირი, მამა დავით აბულაძე დაშავდა. მამა დავითი წმინდა გიორგის ტაძარში მსახურობდა, თუმცა ბოლო დროს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაადგილება აღარ შეუძლია და ლოგინად არის ჩავარდნილი. როცა მის საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, სასულიერო პირის მეზობელი ალექსი საცერაძე დაუფიქრებლად შევარდა სახლში და მღვდელი სიკვდილს გადაარჩინა...

სასულიერო პირი საავადმყოფოში რამდენიმე დღის მანძილზე იწვა, ის უკვე გაწერეს კლინიკიდან.

AMBEBI.GE ალექსი საცერაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ნამდვილი გმირობა გამოიჩინა და მეზობელი უეჭველი სიკვდილისგან იხსნა:

- სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, როცა ჩემს უფროს შვილს დავურეკე, გავიგონე ყვირილის ხმა, შევშინდი და სასწრაფოდ გავიქეცი სახლისკენ. სახლთან მისულს, მეზობლის სახლი კვამლში გახვეული დამხვდა, ადგილზე უკვე მუშაობდა სამაშველო სამსახური. მივხვდი, რომ მამა დავითი არ ჰყავდათ გამოყვანილი სახლიდან, შევედი ალმოდებულ სახლში და მამაო გამოვიყვანე.

- მეზობლები ხართ?

- კი, მამაო ჩემი მეზობელია. ინსულტი მიიღო და მას შემდეგ გადაადგილება აღარ შეუძლია. ძირითადად სულ თავის ოთახში ზის, მე ვიცოდი სად უნდა მეპოვა მამაო, სიბნელე იყო მთელ სახლში, მაგრამ მაინც ვიპოვე, თავის საწოლზე იჯდა და ხმის ამოღების თავიც არ ჰქონდა. ხელში ავიყვანე და გარეთ გამოვიყვანე.

- თქვენც დაშავდით?

- მე არ მიმიღია დამწვრობა, მამაო იყო დაშავებული და კლინიკაშიც იწვა. საწყალ კაცს ყველაფერი დაეწვა და ხალხს ვთხოვ, იქნებ რაღაცნაირად დავეხმაროთ.

- არ შეგეშინდათ ცეცხლმოკიდებულ სახლში შესვლა?

- ეს ჩემი ინსტიქტია. მამაო გარეთ რომ ვერ დავინახე, მივხვდი უბედურება დატრიალდებოდა და ერთი წამითაც არ დავფიქრებულვარ ისე შევვარდი სახლში. ის გარეთ ფაქტიურად არც გამოდის, რადგან არ შეუძლია და არც არავის ეცოდინებოდა სახლში თუ იყო ხანძრის დროს.

- სხვა დროსაც გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

- ახალი წლის ღამეს დაზიანდა გადამცემი ხაზი და ცეცხლი გაჩნდა ჩვენს სახლთან. როგორც შემეძლო, ისე გადავარჩინე სახლი ხანძარს, სანამ სამაშველო მოვიდოდა. ცუდად მიბრუნდება ასეთი ამბები, მერე სულ მე მატარებენ პოლიციაში. ახლაც დამირეკეს და დაკითხვაზე ვარ დაბარებული. მე უბრალოდ, მამაო გადავარჩინე, ხანძარი როგორ გაჩნდა არც კი ვიცი.

- რამდენი წლის ხართ?

- 48 წლის ვარ, ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ მძღოლად. ორი შვილის მამა ვარ. ისეთ დროში გვიწევს ცხოვრება, ყველა წამი ომია და სულ უნდა ვეცადოთ, ამ გაჭირვებაში და ბრძოლაში ისე მოვიქცეთ, როგორც ქართველ კაცს შეეფერება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი