თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში გადავარდნილი მანქანის ერთი მგზავრი გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. AMBEBI.GE-ს კორესპოდენტის ინფორმაციით, ავტომობილმა, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, მართვა დაკარგა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ფერდობზე ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა, რის შემდეგაც მდინარე ვერეს ხეობაში ჩავარდა.
იხილეთ კადრები ტრაგედიის ადგილიდან
ავტომობილის მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დანარჩენი სამი მგზავრი სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.