საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უცნობი ფაქტები თბილისის ცნობილ ბაღებსა და მოედნებზე - დედაქალაქის გამწვანების ისტორია
უცნობი ფაქტები თბილისის ცნობილ ბაღებსა და მოედნებზე - დედაქალაქის გამწვანების ისტორია

"თბი­ლისს XVIII სა­უ­კუ­ნის ჩათ­ვლით, თა­ვი­სე­ბუ­რი გამ­წვა­ნე­ბის ის­ტო­რია და კულ­ტუ­რა ჰქონ­და, ერთი ხე არ იდგა, ასე­თი წესი იყო", - გვე­უბ­ნე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი, "თბი­ლი­სის ამ­ქრის" წევ­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი ალექ­სან­დრე ელი­საშ­ვი­ლი. მას­თან ერ­თად ამ­ჯე­რად დე­და­ქა­ლა­ქის წარ­სუ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდ­ზე ვსა­უბ­რობთ, თემა ქა­ლა­ქის ად­რინ­დე­ლი გამ­წვა­ნე­ბა, პირ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ბა­ღე­ბი და მო­ედ­ნე­ბია...

"ვი­ნა­ი­დან თბი­ლი­სი ყო­ველ­თვის თავ­დაც­ვა­ზე იყო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც ქა­ლაქს მუდ­მი­ვად და­პყრო­ბა ემუქ­რე­ბო­და, ამი­ტომ, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­ლა­ვან­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი და ჩა­კე­ტი­ლი. სახ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე იყო მიბ­ჯე­ნილ-მი­წყო­ბი­ლი, იყო კა­პი­ლა­რუ­ლი ქუ­ჩე­ბი, სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კა ვერ ვი­თარ­დე­ბო­და და სახ­ლე­ბი ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი, ბა­ნი­ა­ნი გახ­ლდათ. იმის გამო, რომ ქა­ლა­ქი სი­მაღ­ლე­ში ვერ მი­დი­ო­და, მი­წას მაქ­სი­მა­ლუ­რად ით­ვი­სებ­დნენ და ხის დარ­გვის, გამ­წვა­ნე­ბის და ბა­ღე­ბის ფუ­ფუ­ნე­ბა არ ჰქონ­დათ," - აღ­ნიშ­ნავს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის წარ­სულს უკვე წლე­ბია, სწავ­ლობს. ელი­საშ­ვი­ლის თქმით, იმ პე­რი­ოდ­ში, მო­ე­და­ნიც კი ცოტა იყო, სულ - სამი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ფე­ო­და­ლურ პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­ბის შე­მოს­ვლამ­დე (1801 წელი) ხდე­ბო­და.

- რო­მე­ლია ის სამი მო­ე­და­ნი?

- ერთი "შე­ი­თან ბა­ზა­რი" (სა­ვაჭ­რო მო­ე­და­ნი) გახ­ლდათ, ახლა "გორ­გას­ლის მო­ე­და­ნი," რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად და­ი­კარ­გა და იქა­უ­რო­ბას მო­ედ­ნად ვე­ღარც აღ­ვიქ­ვამთ (ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ამ­ჟა­მად შარ­დე­ნის ქუჩა იწყე­ბა, სხვაგ­ვა­რად მას "თათ­რის მო­ე­და­ნიც" ერ­ქვა და "ცი­ხის მო­ე­დან­საც" ეძახ­დნენ).

შე­ი­თან ბა­ზა­რი და დღე­ვან­დე­ლი გორ­გას­ლის მო­ე­და­ნი

ასე­ვე იყო "მოღ­ნის მო­ე­და­ნი" (დღე­ვან­დე­ლი "გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ე­და­ნი"), იქ შრო­მის ბირ­ჟა იყო (და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი, ელი­ა­ვას ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რომ არის), სა­დაც კურტნის მუ­ში­სა და სხვა მო­ხე­ლის და­ქი­რა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. შემ­დე­გი მო­ე­და­ნი "ბა­ტო­ნის მო­ე­და­ნი" გახ­ლდათ, ანუ დღე­ვან­დე­ლი "ერეკ­ლეს მო­ე­და­ნი". ეგ მთა­ვა­რი მო­ე­და­ნი იყო, რად­გა­ნაც სა­პატ­რი­არ­ქოს შე­ნო­ბის ად­გილ­ზე მა­შინ მე­ფის სა­სახ­ლე იდგა, სა­დაც ერთი ხეც არ ხა­რობ­და. ზო­გა­დად კი, არც ერთი მო­ე­და­ნი არ იყო გამ­წვა­ნე­ბუ­ლი. ამის დას­ტუ­რია ისიც, რომ გრა­ვი­უ­რებ­ზე ერთი ხეც არ ჩანს. სა­მა­გი­ე­როდ, იქა­უ­რო­ბას გარ­შე­მო ბა­ღე­ბი აკ­რავ­და - "ორ­თა­ჭა­ლის ბაღი," "კრწა­ნი­სის ბაღი," "სო­ლო­ლა­კის ბაღი," "ვე­რის ბაღი". ორ­თა­ჭა­ლის ბა­ღე­ბი

- უც­ნა­უ­რი კულ­ტუ­რა ყო­ფი­ლა...

- კი, ეს ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყო, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თავ­დაც­ვა გახ­ლდათ. მთა­ვა­რი იყო, გა­ლა­ვან­ში ყო­ფი­ლიყ­ვნენ და და­ცუ­ლე­ბი. გა­ლავ­ნის მიღ­მა ლე­კე­ბი აოხ­რებ­დნენ სოფ­ლებს - კუ­კუ­ას, ჩუ­ღუ­რეთს, იყო სა­ჯი­ნი­ბო­ე­ბი და მტკვარ გაღ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას ცხე­ნებს ჰპა­რავ­დნენ, - ერთხელ გი­ორ­გი XII უყუ­რებ­და, რო­გორ გა­უ­ძარ­ცვეს სა­ჯი­ნი­ბო...

- რა მოხ­და რუ­სე­ბის შე­მოს­ვლის შემ­დეგ, XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში?

- ჩემი ნება რომ იყოს, ამ ის­ტო­რი­ას სხვაგ­ვა­რად შევ­ცვლი­დი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ისეა, რო­გორც არის: ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ის პე­რი­ო­დი XIX სა­უ­კუ­ნის "ოქ­როს ხა­ნად" იწო­დე­ბა, რად­გა­ნაც ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე ამ­დე­ნი ხანი მშვი­დო­ბა თბი­ლისს არ ჰქო­ნია (1801 წლი­დან 1921-წა­ლამ­დე არა­ვინ შე­მო­სუ­ლა)... რა­საც სხვაგ­ვა­რი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა მოჰ­ყვა: გაჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ბა­ღე­ბი და ამის პირ­ვე­ლი მა­გა­ლი­თი "ალექ­სან­დრეს ბა­ღია," ამას ქარ­თვე­ლე­ბის პრო­ტეს­ტი შეხ­ვდა... მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად პრო­ტეს­ტი­სა, ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ბაღი მა­ინც ეგ იყო, სა­დაც ტე­რა­სა­ზე რუ­მი­ნუ­ლი ორ­კესტრი უკ­რავ­და და "სას­ვეტსკაო" ად­გი­ლი იყო.

ალექ­სან­დრეს ბაღი

- პრო­ტეს­ტი რამ გა­მო­იწ­ვია? - რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა, იქ სამ­ხედ­რო მუ­ზე­უ­მი აე­შე­ნე­ბი­ნა, სა­დაც დღე­ვან­დე­ლი "ცის­ფე­რი გა­ლე­რე­აა". თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, ის ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა შეჭ­რი­ლი... იქ მუ­ზე­უ­მის აშე­ნე­ბამ მა­შინ­დელ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში დიდი პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია, მაგ­რამ იმის გამო, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნ­დო­და, ის ობი­ექ­ტი რო­გორც კავ­კა­სი­ის და­პყრო­ბის მე­მო­რი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო მუ­ზე­უ­მი ყო­ფი­ლი­ყო, სა­დაც იყო ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც კავ­კა­სი­ის და­პყრო­ბას ასა­ხავ­და, ამის გამო ხალ­ხი ძა­ლი­ან გაბ­რაზ­და და "ალექ­სან­დრეს ბაღ­ში" აღა­რა­ვინ და­დი­ო­და...

- რაც შე­ე­ხე­ბა "ბო­ტა­ნი­კურ ბაღს," მა­ნამ­დე არ არ­სე­ბობ­და?

- ის სა­მე­ფო-სა­აფ­თი­ა­ქო ბაღი გახ­ლდათ. მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გი­ორ­გი XI-ის ცოლი - მა­რი­ა­მი უვ­ლი­და, ხოლო 1845 წელს კი ვო­რონ­ცოვ­მა "ბო­ტა­ნი­კურ ბა­ღად" გა­მო­ა­ცხა­და, თუმ­ცა ისიც თა­ვის დრო­ზე, გა­ლავ­ნის მიღ­მა გახ­ლდათ. იქ თან ხე­ხი­ლიც ხა­რობ­და და სა­ქე­ი­ფო ად­გი­ლე­ბიც იყო. მისი მორ­წყვა მთე­ლი ამ­ბა­ვი გახ­ლდათ, სა­მე­ფო სი­გე­ლე­ბი არ­სე­ბობს, ვინ რო­დის მორ­წყა და რუ რო­დის გა­მო­უშ­ვა...

- გა­მო­დის, რუ­სე­თის დროს და­წყე­ბუ­ლა ქა­ლა­ქის შიგ­ნით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პარ­კე­ბის გა­შე­ნე­ბა-მო­წყო­ბა...

- სამ­წუ­ხა­როდ ასეა. 1859 წელს ოტო სი­მონ­სონ­მა გეგ­მა გა­ა­კე­თა, პირ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პარ­კი თუ რო­გორ მო­ე­წყო, თუმ­ცა მა­ნამ სა­სა­ცი­ლო რა­ღაც მოხ­და: რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირს "სა­რუ­სე­თო გზა" ერ­ქვა, მერე "ქა­ლა­ქის ბულ­ვა­რი" უწო­დეს, რო­მელ­საც 1942 წელს "გო­ლო­ვინ­სკი" გახ­და. ის იყო თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი ქუჩა, სა­დაც მწკრივ­ში ხე­ე­ბი დარ­გეს, ქარ­თვე­ლე­ბი ამა­ზე ვი­ცი­ნო­დით, - ეს რა სა­ში­ნე­ლე­ბა გა­ა­კე­თეს, ხე­ებს რო­გორ აწ­ვა­ლე­ბე­ნო?! მოკ­ლედ, ხე­ე­ბი მწკრივ­ში ჩა­ირ­გო და გა­კეთ­და ბულ­ვა­რი. ჩვენ ხომ ამ­ყო­ლი ხალ­ხი ვართ და რუ­სე­ბი რომ "სვეც­კა­ობ­დნენ" იქ და მათ მსგავ­სად, სე­ირ­ნო­ბა ჩვენც და­ვი­წყეთ...

გო­ლო­ვინ­სკი და რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი

- მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მაგ დროს რა ხდე­ბო­და?

- მერე შიდა კვარ­ტა­ლუ­რი ბა­ღე­ბის კულ­ტუ­რა გაჩ­ნდა, რაც უკვე გერ­მა­ნე­ლებ­მა შე­მო­ი­ტა­ნეს. მა­გა­ლი­თად, "გორ­კის ბაღი," "არ­ტოს ბაღი" - თი­თო­ე­უ­ლი ბაღი გერ­მა­ნე­ლე­ბის მიერ არის აშე­ნე­ბუ­ლი, ანუ ამა თუ იმ კვარ­ტალს თა­ვი­სი ბაღი გა­უჩ­ნდა. ასე­თი რამ ჩვენ­თან მა­ნამ­დე არ ყო­ფი­ლა... სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი გერ­მა­ნუ­ლი ოჯა­ხი 1817 წელს ჩა­მო­სახ­ლდა, რო­მელ­საც ნელ-ნელა სხვე­ბი მოჰ­ყვნენ. ისი­ნი კო­ლო­ნის­ტე­ბი იყ­ვნენ. რე­ლი­გი­უ­რი სექ­ტა იყო და მი­აჩ­ნდათ, რომ მე­ო­რედ მოს­ვლა მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო და არა­რა­ტის მთას­თან რაც უფრო ახ­ლოს იქ­ნე­ბოდ­ნენ, გა­დარ­ჩე­ბოდ­ნენ. "არა­რა­ტის" მთას­თან სა­ქარ­თვე­ლო და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი იყო ახ­ლოს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სახ­ლე­ბულ­მა გერ­მა­ნე­ლებ­მა შექ­მნეს და­სახ­ლე­ბე­ბი სარ­თი­ჭა­ლა­ში, ასუ­რეთ­ში, ბოლ­ნის­ში, სო­ფე­ლი "ნოიე ტიფ­ლი­სი" "პლე­ხა­ნოვ­ზე," რო­მე­ლიც მერე ჩა­ი­კარ­გა... 1817 წელს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ე­დან­ზე იდგა გერ­მა­ნუ­ლი ეკ­ლე­სია - კირ­ხა, ხოლო მათი სა­საფ­ლაო, გორ­კის ძეგლის უკან ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო, სა­დაც ახლა გერ­მა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­აა. ისე, კი რამ­დე­ნი­მე გერ­მა­ნუ­ლი ეკ­ლე­სია სა­ქარ­თვე­ლოს ცკ-ს მდი­ვან­მა კან­დიდ ჩარ­კვი­ან­მა და­ან­გრია და 1946 წელს ამ ნგრე­ვას გერ­მა­ნუ­ლი კირ­ხაც შე­ე­წი­რა... გერ­მა­ნე­ლე­ბის 20.000-მდე ოჯა­ხი სამ­ტრე­დი­ის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და და იქა­უ­რო­ბას ალექ­სან­დრე­დორ­ფი ერ­ქვა. გერ­მა­ნუ­ლი კირ­ხა - "მუშ­თა­ი­დის ბაღ­ზე" რას იტყვით?

- ძა­ლი­ან გა­ნა­პი­რა ბაღი იყო, რო­მე­ლიც, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ირა­ნელ­მა და­არ­სა, თუმ­ცა ის XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, "ალექ­სან­დრეს ბაღ­ში" და­წყე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის გამო გა­ჩე­ნი­ლი პრო­ტეს­ტით და ახა­ლი "სას­ვეტსკაო" ად­გი­ლი გახ­და...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE ფო­ტო­ე­ბი: სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა; burusi.wordpress.com; თბი­ლი­სის ფო­რუ­მი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

უცნობი ფაქტები თბილისის ცნობილ ბაღებსა და მოედნებზე - დედაქალაქის გამწვანების ისტორია

უცნობი ფაქტები თბილისის ცნობილ ბაღებსა და მოედნებზე - დედაქალაქის გამწვანების ისტორია

"თბილისს XVIII საუკუნის ჩათვლით, თავისებური გამწვანების ისტორია და კულტურა ჰქონდა, ერთი ხე არ იდგა, ასეთი წესი იყო", - გვეუბნება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, "თბილისის ამქრის" წევრი, ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი. მასთან ერთად ამჯერად დედაქალაქის წარსულიდან რამდენიმე ეპიზოდზე ვსაუბრობთ, თემა ქალაქის ადრინდელი გამწვანება, პირველი საზოგადოებრივი ბაღები და მოედნებია...

"ვინაიდან თბილისი ყოველთვის თავდაცვაზე იყო ორიენტირებული, რადგანაც ქალაქს მუდმივად დაპყრობა ემუქრებოდა, ამიტომ, თავიდან ბოლომდე გალავანში იყო მოქცეული და ჩაკეტილი. სახლები ერთმანეთზე იყო მიბჯენილ-მიწყობილი, იყო კაპილარული ქუჩები, სამშენებლო ტექნიკა ვერ ვითარდებოდა და სახლები ერთსართულიანი, ბანიანი გახლდათ. იმის გამო, რომ ქალაქი სიმაღლეში ვერ მიდიოდა, მიწას მაქსიმალურად ითვისებდნენ და ხის დარგვის, გამწვანების და ბაღების ფუფუნება არ ჰქონდათ," - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი, რომელიც თბილისის წარსულს უკვე წლებია, სწავლობს. ელისაშვილის თქმით, იმ პერიოდში, მოედანიც კი ცოტა იყო, სულ - სამი. ეს ყველაფერი ფეოდალურ პერიოდში, საქართველოში რუსების შემოსვლამდე (1801 წელი) ხდებოდა.

- რომელია ის სამი მოედანი?

- ერთი "შეითან ბაზარი" (სავაჭრო მოედანი) გახლდათ, ახლა "გორგასლის მოედანი," რომელიც პრაქტიკულად დაიკარგა და იქაურობას მოედნად ვეღარც აღვიქვამთ (ეს არის ადგილი, სადაც ამჟამად შარდენის ქუჩა იწყება, სხვაგვარად მას "თათრის მოედანიც" ერქვა და "ციხის მოედანსაც" ეძახდნენ).

შეითან ბაზარი და დღევანდელი გორგასლის მოედანი

ასევე იყო "მოღნის მოედანი" (დღევანდელი "გუდიაშვილის მოედანი"), იქ შრომის ბირჟა იყო (დაახლოებით ისეთი, ელიავას ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რომ არის), სადაც კურტნის მუშისა და სხვა მოხელის დაქირავება შეიძლებოდა. შემდეგი მოედანი "ბატონის მოედანი" გახლდათ, ანუ დღევანდელი "ერეკლეს მოედანი". ეგ მთავარი მოედანი იყო, რადგანაც საპატრიარქოს შენობის ადგილზე მაშინ მეფის სასახლე იდგა, სადაც ერთი ხეც არ ხარობდა. ზოგადად კი, არც ერთი მოედანი არ იყო გამწვანებული. ამის დასტურია ისიც, რომ გრავიურებზე ერთი ხეც არ ჩანს. სამაგიეროდ, იქაურობას გარშემო ბაღები აკრავდა - "ორთაჭალის ბაღი," "კრწანისის ბაღი," "სოლოლაკის ბაღი," "ვერის ბაღი". ორთაჭალის ბაღები

- უცნაური კულტურა ყოფილა...

- კი, ეს ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე იყო, რადგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვა გახლდათ. მთავარი იყო, გალავანში ყოფილიყვნენ და დაცულები. გალავნის მიღმა ლეკები აოხრებდნენ სოფლებს - კუკუას, ჩუღურეთს, იყო საჯინიბოები და მტკვარ გაღმა მოსახლეობას ცხენებს ჰპარავდნენ, - ერთხელ გიორგი XII უყურებდა, როგორ გაუძარცვეს საჯინიბო...

- რა მოხდა რუსების შემოსვლის შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისში?

- ჩემი ნება რომ იყოს, ამ ისტორიას სხვაგვარად შევცვლიდი, მაგრამ სამწუხაროდ, ისეა, როგორც არის: ქალაქის ურბანული განვითარების თვალსაზრისით, ის პერიოდი XIX საუკუნის "ოქროს ხანად" იწოდება, რადგანაც ისტორიის მანძილზე ამდენი ხანი მშვიდობა თბილისს არ ჰქონია (1801 წლიდან 1921-წალამდე არავინ შემოსულა)... რასაც სხვაგვარი კულტურის განვითარება მოჰყვა: გაჩნდა საზოგადოებრივი ბაღები და ამის პირველი მაგალითი "ალექსანდრეს ბაღია," ამას ქართველების პროტესტი შეხვდა... მაგრამ მიუხედავად პროტესტისა, ყველაზე პრესტიჟული ბაღი მაინც ეგ იყო, სადაც ტერასაზე რუმინული ორკესტრი უკრავდა და "სასვეტსკაო" ადგილი იყო.

ალექსანდრეს ბაღი

- პროტესტი რამ გამოიწვია? - რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, იქ სამხედრო მუზეუმი აეშენებინა, სადაც დღევანდელი "ცისფერი გალერეაა". თუ დააკვირდებით, ის ბაღის ტერიტორიაზეა შეჭრილი... იქ მუზეუმის აშენებამ მაშინდელ თბილისის საკრებულოში დიდი პროტესტი გამოიწვია, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებას უნდოდა, ის ობიექტი როგორც კავკასიის დაპყრობის მემორიალური სამხედრო მუზეუმი ყოფილიყო, სადაც იყო ნივთები, რომლებიც კავკასიის დაპყრობას ასახავდა, ამის გამო ხალხი ძალიან გაბრაზდა და "ალექსანდრეს ბაღში" აღარავინ დადიოდა...

- რაც შეეხება "ბოტანიკურ ბაღს," მანამდე არ არსებობდა?

- ის სამეფო-სააფთიაქო ბაღი გახლდათ. მას განსაკუთრებულად გიორგი XI-ის ცოლი - მარიამი უვლიდა, ხოლო 1845 წელს კი ვორონცოვმა "ბოტანიკურ ბაღად" გამოაცხადა, თუმცა ისიც თავის დროზე, გალავნის მიღმა გახლდათ. იქ თან ხეხილიც ხარობდა და საქეიფო ადგილებიც იყო. მისი მორწყვა მთელი ამბავი გახლდათ, სამეფო სიგელები არსებობს, ვინ როდის მორწყა და რუ როდის გამოუშვა...

- გამოდის, რუსეთის დროს დაწყებულა ქალაქის შიგნით საზოგადოებრივი პარკების გაშენება-მოწყობა...

- სამწუხაროდ ასეა. 1859 წელს ოტო სიმონსონმა გეგმა გააკეთა, პირველი საზოგადოებრივი პარკი თუ როგორ მოეწყო, თუმცა მანამ სასაცილო რაღაც მოხდა: რუსთაველის გამზირს "სარუსეთო გზა" ერქვა, მერე "ქალაქის ბულვარი" უწოდეს, რომელსაც 1942 წელს "გოლოვინსკი" გახდა. ის იყო თბილისის პირველი ქუჩა, სადაც მწკრივში ხეები დარგეს, ქართველები ამაზე ვიცინოდით, - ეს რა საშინელება გააკეთეს, ხეებს როგორ აწვალებენო?! მოკლედ, ხეები მწკრივში ჩაირგო და გაკეთდა ბულვარი. ჩვენ ხომ ამყოლი ხალხი ვართ და რუსები რომ "სვეცკაობდნენ" იქ და მათ მსგავსად, სეირნობა ჩვენც დავიწყეთ...

გოლოვინსკი და რუსთაველის გამზირი

- მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ამ მიმართულებით მაგ დროს რა ხდებოდა?

- მერე შიდა კვარტალური ბაღების კულტურა გაჩნდა, რაც უკვე გერმანელებმა შემოიტანეს. მაგალითად, "გორკის ბაღი," "არტოს ბაღი" - თითოეული ბაღი გერმანელების მიერ არის აშენებული, ანუ ამა თუ იმ კვარტალს თავისი ბაღი გაუჩნდა. ასეთი რამ ჩვენთან მანამდე არ ყოფილა... საქართველოში პირველი გერმანული ოჯახი 1817 წელს ჩამოსახლდა, რომელსაც ნელ-ნელა სხვები მოჰყვნენ. ისინი კოლონისტები იყვნენ. რელიგიური სექტა იყო და მიაჩნდათ, რომ მეორედ მოსვლა მოახლოებული იყო და არარატის მთასთან რაც უფრო ახლოს იქნებოდნენ, გადარჩებოდნენ. "არარატის" მთასთან საქართველო და აზერბაიჯანი იყო ახლოს. საქართველოში ჩამოსახლებულმა გერმანელებმა შექმნეს დასახლებები სართიჭალაში, ასურეთში, ბოლნისში, სოფელი "ნოიე ტიფლისი" "პლეხანოვზე," რომელიც მერე ჩაიკარგა... 1817 წელს მარჯანიშვილის მოედანზე იდგა გერმანული ეკლესია - კირხა, ხოლო მათი სასაფლაო, გორკის ძეგლის უკან ტერიტორიაზე იყო, სადაც ახლა გერმანული ეკლესიაა. ისე, კი რამდენიმე გერმანული ეკლესია საქართველოს ცკ-ს მდივანმა კანდიდ ჩარკვიანმა დაანგრია და 1946 წელს ამ ნგრევას გერმანული კირხაც შეეწირა... გერმანელების 20.000-მდე ოჯახი სამტრედიის ქუჩაზე ცხოვრობდა და იქაურობას ალექსანდრედორფი ერქვა. გერმანული კირხა - "მუშთაიდის ბაღზე" რას იტყვით?

- ძალიან განაპირა ბაღი იყო, რომელიც, როგორც ცნობილია, ირანელმა დაარსა, თუმცა ის XIX საუკუნის ბოლოს გახდა პოპულარული, "ალექსანდრეს ბაღში" დაწყებული მშენებლობის გამო გაჩენილი პროტესტით და ახალი "სასვეტსკაო" ადგილი გახდა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE ფოტოები: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა; burusi.wordpress.com; თბილისის ფორუმი