საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" ხელოვნების სასახლეში სრული სახით წარადგინეს
 "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" ხელოვნების სასახლეში სრული სახით წარადგინეს

"სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია", ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 30 წიგნს აერ­თი­ა­ნებს, 12 ივ­ნისს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში სრუ­ლი სა­ხით წა­რად­გი­ნეს. პრო­ექ­ტი 2014 წელს და­ი­წყო და მას შემ­დეგ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას გა­უ­ძღვა პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი, ის­ტო­რი­კო­სი ჯაბა სა­მუ­შია. "ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის" დი­რექ­ტორ­მა - გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ სა­ღა­მოს ფარ­გლებ­ში პრო­ექ­ტი სა­მუ­ზე­უ­მო საქ­მის გან­ვი­თა­რე­ბა-ხელ­შე­წყო­ბის­თვის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯილ­დო­თი, "ბრო­ლის აპო­ლო­ნით" და­ა­ჯილ­დო­ვა. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ ის­ტო­რი­კო­სე­ბი, ილუსტრა­ტო­რე­ბი, მხატ­ვრე­ბი, კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ჯაბა სა­მუ­შია: "ეს იყო პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ შექ­მნი­ლი­ყო ილუსტრი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ. პრო­ექ­ტზე გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გია, 15 ავ­ტო­რი და 8 მხატ­ვა­რი მუ­შა­ობ­და. გუნ­დი აქ­ტი­უ­რად ცდი­ლობ­და გად­მო­ე­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია 30 ტომ­ში - უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან, თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ამ­დე".

გი­ორ­გი კა­ლან­დია: "ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლემ ბა­ტო­ნი ჯაბა სა­მუ­შია და ეს სა­ო­ცა­რი, სა­ე­ტა­პო გა­მო­ცე­მა, რო­მელ­საც "სა­ქარ­თვე­ლოს ილუსტრი­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია" ქვია და­ა­ჯილ­დო­ვა უმაღ­ლე­სი სა­მუ­ზე­უ­მო ჯილ­დო­თი, "ბრო­ლის აპო­ლო­ნით", რო­მე­ლიც მუ­ზე­უ­მის მიერ 5 წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ ერთხელ გა­ი­ცე­მა. 30-ტო­მე­ულ­ში საკ­მა­ოდ დიდი მას­შტა­ბი­თაა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ზე­უ­მებ­ში და­ცუ­ლი უნი­კა­ლუ­რი სა­გან­ძუ­რი, რაც, შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს სა­მუ­ზე­უ­მო საქ­მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას".

წიგ­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მიერ გა­მო­ი­ცა. ნაშ­რომ­ში და­ცუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბი ეკუთ­ვნის: სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს, ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლეს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრსა და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ არ­ქივს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" ხელოვნების სასახლეში სრული სახით წარადგინეს

 "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" ხელოვნების სასახლეში სრული სახით წარადგინეს

"საქართველოს ილუსტრირებული ისტორია", ლიტერატურული პროექტი, რომელიც 30 წიგნს აერთიანებს, 12 ივნისს ხელოვნების სასახლეში სრული სახით წარადგინეს. პროექტი 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

პრეზენტაციას გაუძღვა პროექტის ავტორი, თბილისის საკრებულოს წევრი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია. "ხელოვნების სასახლის" დირექტორმა - გიორგი კალანდიამ საღამოს ფარგლებში პროექტი სამუზეუმო საქმის განვითარება-ხელშეწყობისთვის ხელოვნების სასახლის სპეციალური ჯილდოთი, "ბროლის აპოლონით" დააჯილდოვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ისტორიკოსები, ილუსტრატორები, მხატვრები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

ჯაბა სამუშია: "ეს იყო პირველი მცდელობა საქართველოში, რომ შექმნილიყო ილუსტრირებული პროექტი ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ. პროექტზე გამომცემლობა პალიტრა L-ის სარედაქციო კოლეგია, 15 ავტორი და 8 მხატვარი მუშაობდა. გუნდი აქტიურად ცდილობდა გადმოეცა საქართველოს ისტორია 30 ტომში - უძველესი დროიდან, თანამედროვე ისტორიამდე".

გიორგი კალანდია: "ხელოვნების სასახლემ ბატონი ჯაბა სამუშია და ეს საოცარი, საეტაპო გამოცემა, რომელსაც "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" ქვია დააჯილდოვა უმაღლესი სამუზეუმო ჯილდოთი, "ბროლის აპოლონით", რომელიც მუზეუმის მიერ 5 წელიწადში მხოლოდ ერთხელ გაიცემა. 30-ტომეულში საკმაოდ დიდი მასშტაბითაა გამოქვეყნებული საქართველოს მუზეუმებში დაცული უნიკალური საგანძური, რაც, შესაბამისად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამუზეუმო საქმის პოპულარიზაციას".

წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ გამოიცა. ნაშრომში დაცული დოკუმენტური მასალები ეკუთვნის: საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ხელოვნების სასახლეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ეროვნულ არქივს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს