მიუნხენის გარეუბანში, სარკინიგზო სადგურზე მიმდინარე სპეცოპერაციისას სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ მიუნხენის პოლიცია "ტვიტერის" გვერდზე იუწყება.
"სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაჭრილი. მძიმედაა პოლიციის თანამშრომელი. ერთი პირი დაკავებულია", - ნათქვამია განცხადებაში.
გერმანული მედიის ინფორმაციით, პირმა პოლიციელ ქალს საბუთების შემოწმების დროს ესროლა.
მიუნხენის გარეუბანში, უნტერფორინგის სარკინიგზო სადგურზე პოლიცია მასშტაბურ ოპერაციას ამ წუთებშიც ატარებს. სადგურის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.