პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი, რომლის გატაცების ბრალდებით 4 პირი დააკავეს, სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელია
არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი, რომლის გატაცების ბრალდებით 4 პირი დააკავეს, სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელია

ბიზ­ნეს­მე­ნი, რომ­ლის გა­ტა­ცე­ბი­სა და თან­ხის გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით თბი­ლის­სა და წე­რო­ვან­ში 4 პირი და­ა­კა­ვეს, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "სვე­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გივი ჯიბ­ლა­ძეა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რუს­თა­ვი2 " ავ­რცე­ლებს.

სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "სვე­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გივი ჯიბ­ლა­ძე ყვე­ბა, რომ ის სახ­ლი­დან გა­მოს­ვლის დროს გა­ი­ტა­ცეს. ბიზ­ნეს­მე­ნის თქმით, ოთხმა გამ­ტა­ცე­ბელ­მა, რო­მე­ლიც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, თავ­ზე ტო­მა­რა ჩა­მო­აც­ვა და ერთ-ერთ ავ­ტო­სად­გომ­ზე გა­და­იყ­ვა­ნა. ჯიბ­ლა­ძის თქმით, გა­ტა­ცე­ბას წინ უძღვო­და და­პი­რის­პი­რე­ბა მო­ქან­და­კე ზუ­რაბ წე­რეთ­ლის კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. "რუს­თა­ვი 2-ის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯიბ­ლა­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ სწო­რედ ამ კომ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა პი­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს, თუმ­ცა ბიზ­ნეს­მე­ნი ამ­ბობს, რომ თა­ვად ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი არ იყო ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი.

გივი ჯიბ­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე დღის წინ მის კა­ბი­ნეტ­ში სრო­ლაც იყო.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.ჩ., 1977 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ბ., 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ბ. და 1980 წელს და­ა­დე­ბუ­ლი ნ.კ. გა­მო­ძალ­ვი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

ხი­ლეთ ვი­დეო: "გად­მო­ვი­და 4 პი­როვ­ნე­ბა და წა­მიყ­ვა­ნეს, ვერ და­მი­ნა­ხე ვინ იყ­ვნენ, ტო­მა­რა მქონ­და თავ­ზე" - კომ­პა­ნია "სვე­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გა­ტა­ცე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს

რო­გორც AMBEBI.GE-ს სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ერთ-ერთ ბიზ­ნეს­მენს 150 000 აშშ დო­ლარს სძა­ლავ­დნენ და თა­ვი­სი კუთ­ვნი­ლი 200 კვ.მ ფარ­თის მათ­ზე გა­და­ფორ­მე­ბას სთხოვ­დნენ.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბი­ლის­ში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხე­თის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა გა­მო­ძალ­ვის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 181-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა" და "გ" ქვე­პუნ­ქტე­ბით და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა" ქვე­პუნ­ქტით)", - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი, რომლის გატაცების ბრალდებით 4 პირი დააკავეს, სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელია

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი, რომლის გატაცების ბრალდებით 4 პირი დააკავეს, სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელია

ბიზნესმენი, რომლის გატაცებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით თბილისსა და წეროვანში 4 პირი დააკავეს, სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძეა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2 " ავრცელებს.

სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე ყვება, რომ ის სახლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს. ბიზნესმენის თქმით, ოთხმა გამტაცებელმა, რომელიც მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, თავზე ტომარა ჩამოაცვა და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანა. ჯიბლაძის თქმით, გატაცებას წინ უძღვოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ჯიბლაძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ თავად ზურაბ წერეთელი არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული.

გივი ჯიბლაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მის კაბინეტში სროლაც იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1977 წელს დაბადებული დ.ბ., 1973 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1980 წელს დაადებული ნ.კ. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ხილეთ ვიდეო: "გადმოვიდა 4 პიროვნება და წამიყვანეს, ვერ დამინახე ვინ იყვნენ, ტომარა მქონდა თავზე" - კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი გატაცების დეტალებზე საუბრობს

როგორც AMBEBI.GE-ს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ.

"სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით)", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ