სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13 ივნისის სტიქიიდან ორი წლის შემდეგ - რა მდგომარეობაა სტიქიის ზონებში დღეს?
13 ივნისის სტიქიიდან ორი წლის შემდეგ - რა მდგომარეობაა სტიქიის ზონებში დღეს?

21 გარ­დაც­ვლი­ლი და 2 უგზო უკვლოდ და­კარ­გუ­ლი, და­ხო­ცი­ლი ცხო­ვე­ლე­ბი, 200-ზე მეტი ოჯა­ხი და ათას­ზე მეტი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პირი, - ასე­თია 2015 წლის 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბი... ტრა­გი­კუ­ლი სტი­ქი­ი­დან დღეს ორი წელი გა­ვი­და.

სტი­ქი­ამ გა­ა­ნად­გუ­რა 84, ხოლო და­ა­ზი­ა­ნა 158 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. მო­ი­შა­ლა ხი­დე­ბი, გვი­რა­ბე­ბი, საყ­რდე­ნი კედ­ლე­ბი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სის­ტე­მე­ბი, და­იტ­ბო­რა მზი­უ­რი­სა და ზო­ო­პარ­კის ტე­რი­ტო­რია და ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი თით­ქმის გა­ნად­გურ­და.

ამ პე­რი­ოდ­ში, ჩვენ­მა თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უდი­დე­სი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეს, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში გაწ­მენ­დით სა­მუ­შა­ო­ებ­ში 10 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ჩა­ერ­თო. ისი­ნი, ძი­რი­თა­დად, ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლებ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­და­უ­ზო­გა­ვად იმუ­შა­ვეს და დატ­ბო­რი­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ნარ­ჩე­ნე­ბის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

რა და­უჯ­და ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯეტს სტი­ქი­ის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი?

13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბი თბი­ლი­სის­თვის მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რი მსხვერ­პლის, ისე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ნა­წილ­ში, რად­გან მის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მე­ო­რე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"სა­მუ­შა­ო­ე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი უკვე დას­რულ­და და სტი­ქი­ის ზო­ნა­ში სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მე­ბი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის, გზე­ბის, საყ­რდე­ნი კედ­ლე­ბი­სა და ფერ­დო­ბე­ბის გა­მაგ­რე­ბა, გმირ­თა მო­ედ­ნი­სა და სა­ნა­პი­როს, ასე­ვე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში ავ­ტო­მა­გის­ტრა­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და ახა­ლი ხი­დი­სა წყნე­თის გზატ­კე­ცილ­ზე საყ­რდე­ნი კედ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა მოხ­და, რა­ზეც მხო­ლოდ მე­რი­ის ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 40 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი და­ი­ხარ­ჯა," - გან­მარ­ტავს "კე­თილ­მო­წყო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის" უფ­რო­სი გივი კუბ­ლაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა და­გეგ­მილ სა­მუ­შა­ო­ებს, "სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" მდი­ნა­რე ვე­რეს კა­ლა­პო­ტის ფორ­მი­რე­ბის პრო­ექტს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ტენ­დე­რი უკვე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია. მდი­ნა­რე ვე­რეს კა­ლა­პო­ტის ფორ­მი­რე­ბა, მის ნა­პი­რებ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 1 კი­ლო­მეტ­რის სიგ­რძის დამ­ცა­ვი კედ­ლის მო­წყო­ბას გუ­ლის­ხმობს, რო­მე­ლიც წყალ­მო­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას და­ი­ცავს:

"გარ­და ამი­სა, "მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონდმა" ორი ცხა­უ­რის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტი უკვე და­ი­წყო, რო­მე­ლიც ვე­რეს კა­ლა­პოტ­ში მა­ცხოვ­რე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს. ასე­ვე, წყნე­თი-ბე­თა­ნი­ი­სა და წყნე­თი-ახალ­და­ბის გზე­ბის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ­ლე­ბიც მომ­დევ­ნო წლის ზა­ფხულ­ში დას­რულ­დე­ბა. ეს ორი გზა და­მა­ტე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით, 28 მი­ლი­ო­ნი ლარი, ხოლო ვე­რეს კა­ლა­პო­ტის სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 13 მი­ლი­ო­ნი ლარი ჯდე­ბა. ასე­ვე სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და­მონ­ტაჟ­და სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მე­წყე­რის სა­შიშ­რო­ე­ბას წი­ნას­წარ გვაც­ნო­ბებს, მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში კი 32 000 ლარი და­ი­ხარ­ჯა," - აცხა­დებს "კე­თილ­მო­წყო­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის" უფ­რო­სი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

რა ბედი ეწი­ათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ ოჯა­ხებს?

"თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­და­პირ­ვე­ლად, 480 ადა­მი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ებ­ში გა­და­ნა­წილ­და და პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­ე­წია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათ, ვისი სა­ცხოვ­რე­ბე­ლიც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, ზა­რა­ლი სრუ­ლად აუ­ნა­ზღა­ურ­დათ. კერ­ძოდ, "ქო­ნე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში მყოფ 61 ოჯახს მე­რი­ის მხრი­დან ბი­ნე­ბის შე­სა­ძე­ნად ჩა­ე­რი­ცხათ 18 მი­ლი­ონ 31 ათას 784 ლარი და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბის შე­სა­ძე­ნად გა­მო­ე­ყოთ ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა.

და­ზა­რა­ლე­ბულ­თა შო­რის იყ­ვნენ ოჯა­ხე­ბიც, რო­მელ­თა სახ­ლე­ბიც სრუ­ლად გა­ნად­გურ­და, თუმ­ცა სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნდათ, თუმ­ცა მე­რი­ამ ბი­ნის შე­სა­ძე­ნად 30 000-დან 75 000 ლა­რამ­დე მა­თაც გა­მო­უ­ყო, ხოლო მათი საქ­მის გან­ხილ­ვა, ვინც კომ­პენ­სა­ცი­ა­სა და ბი­ნა­ზე უარი თქვა, სა­სა­მარ­თლო­ში ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. გარ­და ამი­სა, თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლებს, რომ­ლე­ბიც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უტარ­დე­ბა, რათა მე­სა­კუთ­რე­ებ­მა ისი­ნი სა­ცხოვ­რებ­ლად ისევ გა­მო­ი­ყე­ნონ. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კონ­კრე­ტუ­ლად სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ამ­ჟა­მად ოჯა­ხე­ბი აღარ ცხოვ­რო­ბენ, თუმ­ცა მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არ და­უ­ტო­ვე­ბია.

არის თუ არა სტი­ქი­ის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხე?

სტი­ქი­ის გან­მე­ო­რე­ბის საფრ­თხის შიში გა­უჩ­ნდათ თბი­ლი­სე­ლებს რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­სუ­ლი ძლი­ე­რი წვი­მის შემ­დეგ, 10 ივ­ნისს მო­სულ­მა ძლი­ერ­მა წვი­მამ ქა­ლაქ­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა, მდი­ნა­რე ვე­რეც ადიდ­და, თუმ­ცა არა სა­გან­გა­შო ზღვრამ­დე, გარ­და ამი­სა, წყნე­თი-ბე­თა­ნი­ის გზა­ზე მე­წყე­რიც ჩა­მოწ­ვა. გე­ო­ლოგ ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ჩა­მო­წო­ლი­ლი მე­წყე­რი ორი წლის წი­ნან­დე­ლი სტი­ქი­ის შე­დე­გად დარ­ჩე­ნი­ლი მასა იყო:

"წყნე­თი-ბე­თა­ნი­ის გზა­ზე 2015 წელს დაძ­რუ­ლი მა­სის და­ახ­ლო­ე­ბით, 30% ისევ ფერ­დზე იყო დარ­ჩე­ნი­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გა­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ სრუ­ლი მა­სის­გან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რად­გან ერ­თის ჩა­მოჭ­რის შემ­დეგ მე­ო­რე ფერ­დი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბო­და. ასე რომ, ის გრუნ­ტო­ვა­ნი მასა, რო­მე­ლიც ფერ­დზე იყო დარ­ჩე­ნი­ლი, ღვარ­ცო­ფის სა­ხით წა­მო­ვი­და," - აღ­ნიშ­ნა გე­ო­ლოგ­მა.

ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ამ­ჯე­რად თბი­ლი­სი სტი­ქი­ას უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი დახ­ვდე­ბო­და, თუმ­ცა წყალ­მო­ვარ­დნა მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ იყო:

"წელს, 10 ივ­ნისს, იმ­დე­ნი ნა­ლე­ქი არ მო­სუ­ლა, რო­გორც შარ­შან ან შარ­შან­წინ, შე­სა­ბა­მი­სად, მდი­ნა­რე ვე­რეს წყლის დო­ნემ 2015 წლის 13 ივ­ნი­სის მსგავ­სად არ აი­წია. ამის გან­მე­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან დიდი ხნის შემ­დე­გაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რად­გან ვე­რეს ხე­ო­ბა ის­ტო­რი­უ­ლად პრობ­ლე­მუ­რი ად­გი­ლია, თუმ­ცა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში 2015 წლის მსგავს სტი­ქი­ას არ უნდა ვე­ლო­დოთ," - დას­ძი­ნა მან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2015 წლის 13-14 ივ­ნი­სის სტი­ქი­ი­დან თით­ქმის ერთი წლის შემ­დეგ, და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ა­ლი ვა­რა­ზის ხე­ვი­სა და თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე გა­იხ­სნა, რათა 2015 წელს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია ყვე­ლას გვახ­სოვ­დეს...

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს

13 ივნისის სტიქიიდან ორი წლის შემდეგ - რა მდგომარეობაა სტიქიის ზონებში დღეს?

13 ივნისის სტიქიიდან ორი წლის შემდეგ - რა მდგომარეობაა სტიქიის ზონებში დღეს?

21 გარდაცვლილი და 2 უგზო უკვლოდ დაკარგული, დახოცილი ცხოველები, 200-ზე მეტი ოჯახი და ათასზე მეტი დაზარალებული პირი, - ასეთია 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგები... ტრაგიკული სტიქიიდან დღეს ორი წელი გავიდა.

სტიქიამ გაანადგურა 84, ხოლო დააზიანა 158 საცხოვრებელი სახლი. მოიშალა ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები და საკომუნიკაციო სისტემები, დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია და ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი თითქმის განადგურდა.

ამ პერიოდში, ჩვენმა თანამოქალაქეებმა უდიდესი სამოქალაქო აქტივობა გამოავლინეს, სტიქიის ზონაში გაწმენდით სამუშაოებში 10 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. ისინი, ძირითადად, ახალგაზრდები იყვნენ, რომლებმაც რამდენიმე დღის განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავეს და დატბორილი ტერიტორიები ნარჩენებისგან გაათავისუფლეს.

რა დაუჯდა ქალაქის ბიუჯეტს სტიქიისგან მიყენებული ზარალი?

13 ივნისის სტიქიის შედეგები თბილისისთვის მძიმე აღმოჩნდა, როგორც ადამიანური მსხვერპლის, ისე ინფრასტრუქტურის ნაწილში, რადგან მის აღდგენითი სამუშაოები მეორე წელია მიმდინარეობს.

"სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულდა და სტიქიის ზონაში სანიაღვრე სისტემებისა და წყალმომარაგების, გზების, საყრდენი კედლებისა და ფერდობების გამაგრება, გმირთა მოედნისა და სანაპიროს, ასევე ვერეს ხეობაში ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია და ახალი ხიდისა წყნეთის გზატკეცილზე საყრდენი კედლების მშენებლობა მოხდა, რაზეც მხოლოდ მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა," - განმარტავს "კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის" უფროსი გივი კუბლაშვილი.

რაც შეეხება დაგეგმილ სამუშაოებს, "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი" მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტს განახორციელებს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, მის ნაპირებზე დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის დამცავი კედლის მოწყობას გულისხმობს, რომელიც წყალმოვარდნის შემთხვევაში მიმდებარე ტერიტორიას დაიცავს:

"გარდა ამისა, "მუნიციპალური განვითარების ფონდმა" ორი ცხაურის მშენებლობის პროექტი უკვე დაიწყო, რომელიც ვერეს კალაპოტში მაცხოვრებელი მოსახლეობის უსაფრთხოებას სრულად უზრუნველყოფს. ასევე, წყნეთი-ბეთანიისა და წყნეთი-ახალდაბის გზების აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომლებიც მომდევნო წლის ზაფხულში დასრულდება. ეს ორი გზა დამატებით დაახლოებით, 28 მილიონი ლარი, ხოლო ვერეს კალაპოტის სამუშაოები დაახლოებით 13 მილიონი ლარი ჯდება. ასევე სტიქიის ზონაში დამონტაჟდა სისტემა, რომელიც მეწყერის საშიშროებას წინასწარ გვაცნობებს, მის განხორციელებაში კი 32 000 ლარი დაიხარჯა," - აცხადებს "კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის" უფროსი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

რა ბედი ეწიათ საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩენილ ოჯახებს?

"თბილისის მერიის ინფორმაციით, თავდაპირველად, 480 ადამიანი სასტუმროებში გადანაწილდა და პირველადი დახმარება გაეწია. მოგვიანებით, მათ, ვისი საცხოვრებელიც რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა, ზარალი სრულად აუნაზღაურდათ. კერძოდ, "ქონების მართვის სააგენტოს" ინფორმაციით, ასეთ ვითარებაში მყოფ 61 ოჯახს მერიის მხრიდან ბინების შესაძენად ჩაერიცხათ 18 მილიონ 31 ათას 784 ლარი და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად გამოეყოთ ფულადი დახმარება.

დაზარალებულთა შორის იყვნენ ოჯახებიც, რომელთა სახლებიც სრულად განადგურდა, თუმცა საკუთრების უფლება არ გააჩნდათ, თუმცა მერიამ ბინის შესაძენად 30 000-დან 75 000 ლარამდე მათაც გამოუყო, ხოლო მათი საქმის განხილვა, ვინც კომპენსაციასა და ბინაზე უარი თქვა, სასამართლოში ახლაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, თბილისის მერიის ინფორმაციით, სახლებს, რომლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარება, სპეციალური სამუშაოები უტარდება, რათა მესაკუთრეებმა ისინი საცხოვრებლად ისევ გამოიყენონ. უწყების ინფორმაციით, კონკრეტულად სტიქიის ზონაში ამჟამად ოჯახები აღარ ცხოვრობენ, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობას საცხოვრებლები არ დაუტოვებია.

არის თუ არა სტიქიის განმეორების საფრთხე?

სტიქიის განმეორების საფრთხის შიში გაუჩნდათ თბილისელებს რამდენიმე დღის წინ მოსული ძლიერი წვიმის შემდეგ, 10 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ ქალაქში პრობლემები შექმნა, მდინარე ვერეც ადიდდა, თუმცა არა საგანგაშო ზღვრამდე, გარდა ამისა, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერიც ჩამოწვა. გეოლოგ ლაშა სუხიშვილის განმარტებით, ჩამოწოლილი მეწყერი ორი წლის წინანდელი სტიქიის შედეგად დარჩენილი მასა იყო:

"წყნეთი-ბეთანიის გზაზე 2015 წელს დაძრული მასის დაახლოებით, 30% ისევ ფერდზე იყო დარჩენილი, მნიშვნელოვანი ნაწილი გაიტანეს, მაგრამ სრული მასისგან განთავისუფლება წარმოუდგენელია, რადგან ერთის ჩამოჭრის შემდეგ მეორე ფერდი გააქტიურდებოდა. ასე რომ, ის გრუნტოვანი მასა, რომელიც ფერდზე იყო დარჩენილი, ღვარცოფის სახით წამოვიდა," - აღნიშნა გეოლოგმა.

ლაშა სუხიშვილი განმარტავს, რომ ამჯერად თბილისი სტიქიას უფრო მომზადებული დახვდებოდა, თუმცა წყალმოვარდნა მოსალოდნელი არ იყო:

"წელს, 10 ივნისს, იმდენი ნალექი არ მოსულა, როგორც შარშან ან შარშანწინ, შესაბამისად, მდინარე ვერეს წყლის დონემ 2015 წლის 13 ივნისის მსგავსად არ აიწია. ამის განმერების ალბათობა ძალიან დიდი ხნის შემდეგაა მოსალოდნელი, რადგან ვერეს ხეობა ისტორიულად პრობლემური ადგილია, თუმცა უახლოეს მომავალში 2015 წლის მსგავს სტიქიას არ უნდა ველოდოთ," - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, დაღუპულთა მემორიალი ვარაზის ხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე გაიხსნა, რათა 2015 წელს მომხდარი ტრაგედია ყველას გვახსოვდეს...

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი