პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი არქიტექტორის მიერ შექმნილი საოცარი სახლი, რომელმაც უცხოეთში დიდი ინტერესი გამოიწვია
ქართველი არქიტექტორის მიერ შექმნილი საოცარი სახლი, რომელმაც უცხოეთში დიდი ინტერესი გამოიწვია

ქარ­თველ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა ჯვრის ტი­პის სახ­ლი შექ­მნა, რო­მელ­მაც უცხო­ეთ­ში დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია... თუ რო­გო­რია მცი­რე ზო­მის სა­ცხოვ­რი­სი, დე­ტა­ლებ­ზე თა­ვად დაჩი პა­პუ­აშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა...

- სკი­ტი სა­ცხოვ­რებ­ლად იქ­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად ფუნ­ქცი­უ­რი და კომ­ფორ­ტუ­ლი. ზო­გა­დად კომ­ფორ­ტი საკ­მა­ოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­სა­ზღვრე­ბაა და ყვე­ლა ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ზო­მი გა­აჩ­ნია. მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს კომ­ფორ­ტის­თვის ესა­ჭი­რო­ე­ბა ინ­ტე­რი­ე­რი დიდი სივ­რცით, კი­ბის მა­გივ­რად ლიფ­ტი, ფარ­დე­ბი პულტზე და ა.შ... მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი არის უკვე და­მა­ტე­ბი­თი კომ­ფორ­ტი და არ­სე­ბობს რა­ღაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რისი არ­სე­ბო­ბაც გან­სა­ზღვრავს ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბის და ცხოვ­რე­ბის კომ­ფორ­ტს... ანუ ხელ­შე­წყო­ბა ყო­ველ­გვა­რი ძი­რი­თა­დი და ადა­მი­ა­ნუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად - ამ მხრივ სკი­ტში ყო­ველ­გვა­რი კომ­ფორ­ტია შექ­მნი­ლი.

მას­ში ცხოვ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დით, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა გვევ­ლი­ნე­ბო­დეს ხან­მოკ­ლე პე­რი­ო­დე­ბით გან­სა­მარ­ტო­ვებ­ლად... მა­გა­ლი­თად, მარ­ხვის პე­რი­ოდ­ში, სა­მეც­ნი­ე­რო თუ მთარ­გმნე­ლო­ბი­თი მუ­შა­ო­ბი­სას, ხა­ტის წე­რი­სას და ა.შ... სკი­ტი დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია ერთ პერ­სო­ნა­ზე, ზედ­მე­ტი ფარ­თი­სა და დე­ტა­ლე­ბის გა­რე­შე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­შუ­ა­ლო პრო­პორ­ცი­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის ერ­გო­ნო­მეტ­რია. სკი­ტში საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტუ­ლი პი­რო­ბე­ბია შექ­მნი­ლი სა­მუ­შა­ოდ, მე­სა­მე დო­ნის ერთ მხა­რეს, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი აღ­მო­სავ­ლე­თით გა­მო­ყო­ფი­ლია სა­მუ­შაო კუ­თხე, კა­ბი­ნე­ტი, სა­დაც არა­ერ­თი საქ­მით შე­იძ­ლე­ბა და­კა­ვე­ბა, იქ არის საკ­მა­ოდ მოზ­რდი­ლი მა­გი­და, წიგ­ნის თა­რო­ე­ბი, უჯრე­ბი და სა­თავ­სო­ე­ბი და რაც მთა­ვა­რია დიდი ფან­ჯა­რა ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნა­თე­ბის­თვის. ასე­ვე სა­ძი­ნე­ბე­ლი თა­ვი­სი სა­თავ­სო­ე­ბით, სამ­ზა­რე­უ­ლო ყო­ველ­გვა­რი კომ­ფორ­ტით და ასე­ვე დიდი ფან­ჯრით, სა­სა­დი­ლო და შე­შის ღუ­მე­ლი, ამ ერთ დო­ნე­ზე ადა­მი­ანს შე­უძ­ლია იძი­ნოს, გა­მო­იკ­ვე­ბოს და იმუ­შა­ოს. ქვე­და ანუ მე­ო­რე დო­ნე­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, ხელ­სა­ბა­ნით, შხა­პით და ბიო ტუ­ა­ლე­ტით, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნია კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის სის­ტე­მა და იგი სრუ­ლი­ად ავ­ტო­ნო­მი­უ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და წარ­მოქ­მნის კომ­პოსტს. მე­ო­თხე დონე ამ კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ყო­ფი­ლია სა­ლო­ცავ ოთა­ხად, თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ეს ნა­გე­ბო­ბა არ იქ­ნე­ბა სკი­ტი, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამ ოთა­ხის სხვა ფუნ­ქცი­ით დატ­ვირ­თვა, მა­გა­ლი­თად მცი­რე სა­ხე­ლოს­ნოს მო­წყო­ბა და ა.შ. კარგ ამინ­დში შე­საძ­ლე­ბე­ლია აი­ვან­ზე დას­ვე­ნე­ბა ან მუ­შა­ო­ბა, რაც რა თქმა უნდა, დაბ­ლა ეზო­შიც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ აი­ვა­ნი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას მი­წის დო­ნი­დან 6 მეტრზე აღ­მოვ­ჩნდეთ, ავ­ცდეთ მცე­ნა­რე­ულ სა­ფარს და დავ­ტკბეთ სივ­რცით და პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით.

- რო­გორც ვიცი, უცხო­ე­თი­დან და­ინ­ტე­რეს­დნენ თქვე­ნი პრო­ექ­ტით...

- მცი­რე სა­ცხოვ­რი­სე­ბი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან პო­პო­ლა­რუ­ლია, არ­სე­ბობს უამ­რა­ვი კომ­პა­ნია, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ ამ­გვარ სა­ცხოვ­რი­სებ­ზე სპე­ცი­ა­ლიზ­დე­ბა, ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მე­ბი რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან და აშუ­ქე­ბენ პრო­ექ­ტებს, კონ­კურ­სე­ბი და გა­მო­ფე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ მცი­რე სახ­ლებს ეხე­ბი­ან და ა.შ. ერთი სი­ტყვით, საკ­მა­ოდ გა­მოკ­ვე­თი­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა თუ მი­მარ­თუ­ლე­ბაა არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ჩემ­თვი­საც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და საკ­მა­ოდ ბევრ პრო­ექტს ვიც­ნობ, ბევ­რი ერ­თმა­ნე­თის მსგავ­სია, ბევ­რიც ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჩემი სკი­ტი აღ­მოჩ­ნდა ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი. ჩემი პრო­ექ­ტი პირ­ველ­მა სწო­რედ მიკ­რო სახ­ლე­ბის შე­სა­ხებ ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ­მა ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მამ (http://www.tinyhouseliving.com) შე­ნიშ­ნა და მომ­წე­რა. ამ პრო­ექ­ტის ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბა და ღირ­სე­ბა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რის ერ­თობ­ლი­ო­ბა­შია. პირ­ვე­ლი რა­მაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, ეს არის და­გეგ­მა­რე­ბა და ფარ­თის გა­და­ნა­წი­ლე­ბის თუ გა­მო­ყო­ფის კონ­ცეფ­ცია. პა­ტა­რა ფარ­თში მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი და კომ­ფორ­ტუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა, ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი ზო­ნი­რე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა რო­გორც ჯა­მუ­რად, ისე დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მი­წის ფარ­თო­ბის მხო­ლოდ 4 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის და­კა­ვე­ბით... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა +იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ქართველი არქიტექტორის მიერ შექმნილი საოცარი სახლი, რომელმაც უცხოეთში დიდი ინტერესი გამოიწვია

ქართველი არქიტექტორის მიერ შექმნილი საოცარი სახლი, რომელმაც უცხოეთში დიდი ინტერესი გამოიწვია

ქართველმა არქიტექტორმა ჯვრის ტიპის სახლი შექმნა, რომელმაც უცხოეთში დიდი ინტერესი გამოიწვია... თუ როგორია მცირე ზომის საცხოვრისი, დეტალებზე თავად დაჩი პაპუაშვილი გვესაუბრა...

- სკიტი საცხოვრებლად იქნება მაქსიმალურად ფუნქციური და კომფორტული. ზოგადად კომფორტი საკმაოდ ინდივიდუალური განსაზღვრებაა და ყველა ადამიანს თავისი საზომი გააჩნია. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს კომფორტისთვის ესაჭიროება ინტერიერი დიდი სივრცით, კიბის მაგივრად ლიფტი, ფარდები პულტზე და ა.შ... მაგრამ ეს ყველაფერი არის უკვე დამატებითი კომფორტი და არსებობს რაღაც აუცილებელი, რისი არსებობაც განსაზღვრავს ადამიანის არსებობის და ცხოვრების კომფორტს... ანუ ხელშეწყობა ყოველგვარი ძირითადი და ადამიანური მოთხოვნილებების და საჭიროებების დასაკმაყოფილებლად - ამ მხრივ სკიტში ყოველგვარი კომფორტია შექმნილი.

მასში ცხოვრება შეიძლება ხანგრძლივი პერიოდით, თუმცა შეიძლება გვევლინებოდეს ხანმოკლე პერიოდებით განსამარტოვებლად... მაგალითად, მარხვის პერიოდში, სამეცნიერო თუ მთარგმნელობითი მუშაობისას, ხატის წერისას და ა.შ... სკიტი დაპროექტებულია ერთ პერსონაზე, ზედმეტი ფართისა და დეტალების გარეშე, გათვალისწინებულია საშუალო პროპორციების მქონე ადამიანის ერგონომეტრია. სკიტში საკმაოდ კომფორტული პირობებია შექმნილი სამუშაოდ, მესამე დონის ერთ მხარეს, უფრო კონკრეტულად კი აღმოსავლეთით გამოყოფილია სამუშაო კუთხე, კაბინეტი, სადაც არაერთი საქმით შეიძლება დაკავება, იქ არის საკმაოდ მოზრდილი მაგიდა, წიგნის თაროები, უჯრები და სათავსოები და რაც მთავარია დიდი ფანჯარა ბუნებრივი განათებისთვის. ასევე საძინებელი თავისი სათავსოებით, სამზარეულო ყოველგვარი კომფორტით და ასევე დიდი ფანჯრით, სასადილო და შეშის ღუმელი, ამ ერთ დონეზე ადამიანს შეუძლია იძინოს, გამოიკვებოს და იმუშაოს. ქვედა ანუ მეორე დონეზე განთავსებულია სველი წერტილები, ხელსაბანით, შხაპით და ბიო ტუალეტით, რომელსაც არ გააჩნია კანალიზაციის სისტემა და იგი სრულიად ავტონომიურად ფუნქციონირებს და წარმოქმნის კომპოსტს. მეოთხე დონე ამ კონკრეტული პროექტის შემთხვევაში გამოყოფილია სალოცავ ოთახად, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს ნაგებობა არ იქნება სკიტი, შესაძლებელი იქნება ამ ოთახის სხვა ფუნქციით დატვირთვა, მაგალითად მცირე სახელოსნოს მოწყობა და ა.შ. კარგ ამინდში შესაძლებელია აივანზე დასვენება ან მუშაობა, რაც რა თქმა უნდა, დაბლა ეზოშიც შეიძლება, მაგრამ აივანი გვაძლევს საშუალებას მიწის დონიდან 6 მეტრზე აღმოვჩნდეთ, ავცდეთ მცენარეულ საფარს და დავტკბეთ სივრცით და პანორამული ხედებით.

- როგორც ვიცი, უცხოეთიდან დაინტერესდნენ თქვენი პროექტით...

- მცირე საცხოვრისები ბევრ ქვეყანაში ძალიან პოპოლარულია, არსებობს უამრავი კომპანია, რომლებიც უშუალოდ ამგვარ საცხოვრისებზე სპეციალიზდება, ინტერნეტგამოცემები რომლებიც მხოლოდ ამ მიმართულებით ინტერესდებიან და აშუქებენ პროექტებს, კონკურსები და გამოფენები, რომლებიც მხოლოდ მცირე სახლებს ეხებიან და ა.შ. ერთი სიტყვით, საკმაოდ გამოკვეთილი მიმდინარეობა თუ მიმართულებაა არქიტექტურაში. ეს მიმართულება ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა და საკმაოდ ბევრ პროექტს ვიცნობ, ბევრი ერთმანეთის მსგავსია, ბევრიც ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ ჩემი სკიტი აღმოჩნდა ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული. ჩემი პროექტი პირველმა სწორედ მიკრო სახლების შესახებ ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ინტერნეტგამოცემამ (http://www.tinyhouseliving.com) შენიშნა და მომწერა. ამ პროექტის ორიგინალურობა და ღირსება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის ერთობლიობაშია. პირველი რამაც პროფესიონალების ყურადღება მიიპყრო, ეს არის დაგეგმარება და ფართის გადანაწილების თუ გამოყოფის კონცეფცია. პატარა ფართში მაქსიმალურად ეფექტური ფუნქციონალური და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ფუნქციონალური ზონირების განაწილება როგორც ჯამურად, ისე დონეების მიხედვით და საბოლოო ჯამში მიწის ფართობის მხოლოდ 4 კვადრატული მეტრის დაკავებით... განაგრძეთ კითხვა +იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს