სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაბული NATO"-ს პერსპექტივა და არეულობის ახალი ტალღის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში
"არაბული NATO"-ს პერსპექტივა და არეულობის ახალი ტალღის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში

ბოლო ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თა­რე­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში - რე­გი­ონ­ში, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი კუ­თხით წყნა­რი არას­დროს ყო­ფი­ლა, კი­დევ უფრო და­ი­ძა­ბა. სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა ირან­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ტე­რო­რის­ტულ­მა თავ­დას­ხმებ­მა და ყა­ტა­რის წი­ნა­აღ­მდეგ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ამოქ­მე­დე­ბულ­მა დიპ­ლო­მა­ტი­ურ­მა ბერ­კე­ტებ­მა გა­და­ფა­რა.

ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად აშშ-ირა­ნის სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფრო ბუნ­დოვ­ნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ტრამ­პის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ, ვა­შინგტო­ნის მხრი­დან თე­ი­რა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ის­მის. ამე­რი­კე­ლი ლი­დე­რი ირანს ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. ვალ­ში არც თე­ი­რა­ნი რჩე­ბა და ამე­რი­კას რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და კრი­ზი­სის შექ­მნის მცდე­ლო­ბა­ში სდებს ბრალს.

ირა­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ჰა­სან რუ­ჰა­ნის იმე­დე­ბი ირა­ნის­თვის "არა­ბირ­თვუ­ლი" სან­ქცი­ე­ბის მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კვლავ იმე­დე­ბად რჩე­ბა. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სა­ნაც­ვლოდ თე­ი­რა­ნი­დან 1 000 კმ-ის მოშ­რე­ბით, სა­უ­დის არა­ბე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში მყოფ­მა ტრამპმა ირა­ნი ტე­რო­რის­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში კი­დევ ერთხელ სა­ჯა­როდ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და ქვეყ­ნებს მისი იზო­ლა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­და.

უკვე დიდი ხა­ნია არ­სე­ბობს რე­გი­ონ­ში "არა­ბუ­ლი NATO"-ს შექ­მნის გეგ­მა. ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის სუ­ნი­ტუ­რი ქვეყ­ნე­ბის სამ­ხედ­რო კავ­ში­რი, რო­მე­ლიც ირა­ნის შე­კა­ვე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბით ვა­შინგტონ­მა რე­გი­ონ­ში ძლი­ე­რი ნე­გა­ტი­უ­რი ტალ­ღა აა­გო­რა. აზ­რის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­შიც კი, აშშ-ირა­ნის ურ­თერ­თო­ბე­ბის ახალ რელ­სებ­ზე გა­დაყ­ვა­ნა ძალ­ზე რთუ­ლი იქ­ნე­ბა. პირ­ველ რიგ­ში ამას მხარს რე­გი­ონ­ში ირა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ხედ­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან.

ერ­თა­დერ­თი იმე­დი, რო­მელ­საც ირანს მყა­რად შე­უძ­ლია და­ეყ­რდნოს, სუ­ნი­ტუ­რი კავ­ში­რის შიგ­ნით არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბაა. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი ყა­ტარ­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტაა.

ათმა სა­ხელ­მწი­ფომ - სა­უ­დის არა­ბეთ­მა, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­ე­მი­რო­ებ­მა, იე­მენ­მა, ლი­ბი­ამ, ბაჰ­რე­ინ­მა, ეგ­ვიპ­ტემ, მავ­რი­კი­ამ, მავ­რი­ტა­ნი­ამ, მალ­დი­ვის რეს­პუბ­ლი­კამ და კო­მო­როს კუნ­ძულ­თა კავ­შირ­მა, თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად დო­ჰას­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტეს და ყა­ტა­რის თვითმფრი­ნა­ვე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი სა­ჰა­ე­რო სივ­რცეც ჩა­კე­ტეს.

სა­მე­ზობ­ლო ყა­ტარს "ალ-ქა­ი­დას" იდე­ო­ლო­გი­ის გავ­რცე­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­სა და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მხარ­და­ჭე­რა­ში სდებს ბრალს. გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის მტკი­ცე­ბით, ყა­ტა­რი, მათ შიდა პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვით, რე­გი­ონ­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბას ცდი­ლობს. ყა­ტა­რის დიპ­ლო­მა­ტებს გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და­ტო­ვე­ბის­თვის 48 სთ მის­ცეს, შე­მო­ი­ღეს სატ­რან­სპორ­ტო ბლო­კა­და, სა­ჰა­ე­რო სივ­რცე ჩა­კე­ტეს და "ალ-ჯა­ზი­რას" მა­უ­წყებ­ლო­ბა აკ­რძა­ლეს.

მსგავ­სი რამ უკვე მოხ­და 3 წლის წინ. მა­შინ სა­უ­დის არა­ბეთ­მა, ბაჰ­რე­ინ­მა და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­მა სა­ე­მი­რო­ებ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად დო­ჰა­დან ელ­ჩე­ბი გა­იწ­ვი­ეს. 8 თვი­ა­ნი კრი­ზი­სი ისე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლად დას­რულ­და, რო­გორც და­ი­წყო. ყა­ტარ­მა ჰუ­სი­ტებ­თან საბ­რძოლ­ვე­ლად სა­უ­დის არა­ბეთს 1 000 ჯა­რის­კა­ციც კი გა­უგ­ზავ­ნა.

ამ­ჯე­რად, ვი­თა­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით მძი­მეა. სახ­მე­ლე­თო და სა­ჰა­ე­რო ბლო­კა­და ყა­ტა­რის ეკო­ნო­მი­კას სე­რო­ზულ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს.

თურ­ქეთ­მა, რო­მე­ლიც ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ში პე­რი­ო­დუ­ლად აქ­ტი­უ­რად ერ­თვე­ბა, ამ­ჯე­რა­დაც თავი გა­მო­ი­ჩი­ნა. ან­კა­რა მზა­დაა გა­ჭირ­ვე­ბის ჟამს დო­ჰას დახ­მა­რე­ბის ხელი გა­უ­წო­დოს. თურ­ქეთ­მა გა­მოთ­ქვა მზად­ყოფ­ნა, ყა­ტარს საკ­ვე­ბი და სას­მე­ლი წყა­ლი მი­ა­წო­დოს.

ბლო­კა­დამ ყა­ტა­რი არა მხო­ლოდ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კუ­თხით ჩა­აგ­დო რთულ ვი­თა­რე­ბა­ში. საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის ნა­ხე­ვარ­ზე მეტს ქვე­ყა­ნა მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­გან ღე­ბუ­ლობ­და. ამ­ჟა­მად კი, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და დახ­მა­რე­ბის­თვის ან­კა­რას მი­მარ­თოს. თა­ვის მხრივ, რე­გი­ონ­ში სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის გან­მტკი­ცე­ბის­თვის თურ­ქე­თის­თვის ეს იდე­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

პა­რა­ლე­ლუ­რად, თურ­ქე­თის პარ­ლა­მენ­ტი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით გა­ნი­ხი­ლავს კა­ნონპ­რო­ექტს ყა­ტა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­ხედ­რო კონ­ტი­გენ­ტის გან­თავ­სე­ბის თა­ო­ბა­ზე.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"არაბული NATO"-ს პერსპექტივა და არეულობის ახალი ტალღის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში

"არაბული NATO"-ს პერსპექტივა და არეულობის ახალი ტალღის საფრთხე ახლო აღმოსავლეთში

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რეგიონში, რომელიც სამხედრო-პოლიტიკური კუთხით წყნარი არასდროს ყოფილა, კიდევ უფრო დაიძაბა. სირიაში მიმდინარე დაუსრულებელი სისხლიანი დაპირისპირება ირანში განხორციელებულმა ტერორისტულმა თავდასხმებმა და ყატარის წინააღმდეგ მოულოდნელად ამოქმედებულმა დიპლომატიურმა ბერკეტებმა გადაფარა.

ამ ყველაფრის პარალელურად აშშ-ირანის სამომავლო ურთიერთობა კიდევ უფრო ბუნდოვნად გამოიყურება. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ვაშინგტონის მხრიდან თეირანის მიმართულებით გაუთავებელი ბრალდებები ისმის. ამერიკელი ლიდერი ირანს ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებაში ადანაშაულებს. ვალში არც თეირანი რჩება და ამერიკას რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისა და კრიზისის შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს.

ირანის ამჟამინდელი პრეზიდენტის ჰასან რუჰანის იმედები ირანისთვის "არაბირთვული" სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, კვლავ იმედებად რჩება. მოლაპარაკებების სანაცვლოდ თეირანიდან 1 000 კმ-ის მოშრებით, საუდის არაბეთის დედაქალაქში მყოფმა ტრამპმა ირანი ტერორისტების მხარდაჭერაში კიდევ ერთხელ საჯაროდ დაადანაშაულა და ქვეყნებს მისი იზოლაციისკენ მოუწოდა.

უკვე დიდი ხანია არსებობს რეგიონში "არაბული NATO"-ს შექმნის გეგმა. ახლო აღმოსავლეთის სუნიტური ქვეყნების სამხედრო კავშირი, რომელიც ირანის შეკავებაზე იქნება ორიენტირებული.

საკუთარი ქმედებით ვაშინგტონმა რეგიონში ძლიერი ნეგატიური ტალღა ააგორა. აზრის შეცვლის შემთხვევაშიც კი, აშშ-ირანის ურთერთობების ახალ რელსებზე გადაყვანა ძალზე რთული იქნება. პირველ რიგში ამას მხარს რეგიონში ირანის წინააღმდეგ ამხედრებული სახელმწიფოები შეეწინააღმდეგებიან.

ერთადერთი იმედი, რომელსაც ირანს მყარად შეუძლია დაეყრდნოს, სუნიტური კავშირის შიგნით არსებული უთანხმოებაა. ამის ნათელი მაგალითი ყატართან დიპლომატიური ურთერთობების გაწყვეტაა.

ათმა სახელმწიფომ - საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, იემენმა, ლიბიამ, ბაჰრეინმა, ეგვიპტემ, მავრიკიამ, მავრიტანიამ, მალდივის რესპუბლიკამ და კომოროს კუნძულთა კავშირმა, თითქმის ერთდროულად დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს და ყატარის თვითმფრინავებისთვის საკუთარი საჰაერო სივრცეც ჩაკეტეს.

სამეზობლო ყატარს "ალ-ქაიდას" იდეოლოგიის გავრცელების ხელშეწყობასა და "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერაში სდებს ბრალს. განაწყენებული მხარეების მტკიცებით, ყატარი, მათ შიდა პოლიტიკაში ჩარევით, რეგიონში არეულობის მოწყობას ცდილობს. ყატარის დიპლომატებს განაწყენებული სახელმწიფოს დატოვებისთვის 48 სთ მისცეს, შემოიღეს სატრანსპორტო ბლოკადა, საჰაერო სივრცე ჩაკეტეს და "ალ-ჯაზირას" მაუწყებლობა აკრძალეს.

მსგავსი რამ უკვე მოხდა 3 წლის წინ. მაშინ საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა მოულოდნელად დოჰადან ელჩები გაიწვიეს. 8 თვიანი კრიზისი ისევე მოულოდნელად დასრულდა, როგორც დაიწყო. ყატარმა ჰუსიტებთან საბრძოლველად საუდის არაბეთს 1 000 ჯარისკაციც კი გაუგზავნა.

ამჯერად, ვითარება გაცილებით მძიმეა. სახმელეთო და საჰაერო ბლოკადა ყატარის ეკონომიკას სეროზულ ზიანს მიაყენებს.

თურქეთმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში პერიოდულად აქტიურად ერთვება, ამჯერადაც თავი გამოიჩინა. ანკარა მზადაა გაჭირვების ჟამს დოჰას დახმარების ხელი გაუწოდოს. თურქეთმა გამოთქვა მზადყოფნა, ყატარს საკვები და სასმელი წყალი მიაწოდოს.

ბლოკადამ ყატარი არა მხოლოდ დიპლომატიური კუთხით ჩააგდო რთულ ვითარებაში. საკვები პროდუქტის ნახევარზე მეტს ქვეყანა მეზობელი სახელმწიფოებისგან ღებულობდა. ამჟამად კი, იძულებული გახდა დახმარებისთვის ანკარას მიმართოს. თავის მხრივ, რეგიონში საკუთარი პოზიციის განმტკიცებისთვის თურქეთისთვის ეს იდეალური საშუალებაა.

პარალელურად, თურქეთის პარლამენტი დაჩქარებული ტემპით განიხილავს კანონპროექტს ყატარის ტერიტორიაზე სამხედრო კონტიგენტის განთავსების თაობაზე.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"