საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხობში ადიდებულმა მდინარემ სატვირთო მანქანა გზიდან გადააგდო - ფოტოები სტიქიის ადგილიდან
ხობში ადიდებულმა მდინარემ სატვირთო მანქანა გზიდან გადააგდო - ფოტოები სტიქიის ადგილიდან

უხვმა ნა­ლექ­მა ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდი­ნა­რე ხო­ბის და ღე­ლე­ე­ბის ადი­დე­ბა გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტო­ებს ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა ავ­რცე­ლებს.

კა­ლა­პო­ტი­დან გად­მო­სულ­მა მდი­ნა­რემ ზო­გი­ერთ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში დატ­ბო­რა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­ვარ­გუ­ლე­ბი, და­ა­ზი­ა­ნა ბონ­დის ხიდი და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გარ­კვე­ულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მა შექ­მნა.

ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად მდი­ნა­რე ხობი კა­ლა­პო­ტი­დან გა­და­ვი­და და სა­ჯი­ჯა­ოს-ბიის მო­ნაკ­ვეთ­ზე სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა გა­და­ი­ტა­ნა სა­ვა­ლი გზი­დან. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლად შეძ­ლო მძღო­ლის გა­დარ­ჩე­ნა.

ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი გოჩა ქა­ჯა­ია და გამ­გებ­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ვა­რაზ გა­ბე­და­ვა, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ად­გილ­ზე ეც­ნო­ბი­ან მდგო­მა­რე­ო­ბას. პრობ­ლე­მურ ად­გი­ლებ­ზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხო­ბის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ზა­რა­ლის დამ­დგე­ნი კო­მი­სია ად­გილ­ზე შე­ის­წავ­ლის არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას და და­ად­გენს ზა­რა­ლის მო­ცუ­ლო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ხობში ადიდებულმა მდინარემ სატვირთო მანქანა გზიდან გადააგდო - ფოტოები სტიქიის ადგილიდან

ხობში ადიდებულმა მდინარემ სატვირთო მანქანა გზიდან გადააგდო - ფოტოები სტიქიის ადგილიდან

უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის და ღელეების ადიდება გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დააზიანა ბონდის ხიდი და საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ხობი კალაპოტიდან გადავიდა და საჯიჯაოს-ბიის მონაკვეთზე სატვირთო მანქანა გადაიტანა სავალი გზიდან. სამაშველო სამსახურმა ოპერატიულად შეძლო მძღოლის გადარჩენა.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობიან მდგომარეობას. პრობლემურ ადგილებზე ასევე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხობის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლები. ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისია ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და დაადგენს ზარალის მოცულობას.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა