კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Kazbegi Helicopters - სტარტაპი, რომელიც ტურისტებს საჰაერო გადააგილებას სთავაზობს
Kazbegi Helicopters - სტარტაპი, რომელიც ტურისტებს საჰაერო გადააგილებას სთავაზობს

Kazbegi Helicopters - პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­აა ბა­ზარ­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თველ და უცხო­ელ მომ­ხმა­რებ­ლებს სა­ჰა­ე­რო გა­და­ად­გი­ლე­ბას სთა­ვა­ზობს უახ­ლე­სი ფრან­გუ­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბით.

"ქარ­თულ ბა­ზარ­ზე უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ქარ­თველ და უცხო­ელ ტუ­რის­ტებს ვერ­ტმფრე­ნით ვემ­სა­ხუ­რე­ბით. ადრე ეს მხო­ლოდ სე­ზო­ნუ­რი ბიზ­ნე­სი იყო. ბოლო პე­რი­ოდ­ში დაკ­ვე­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა, ჩვენც და­ვი­ნა­ხეთ, რომ უკვე მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და ტექ­ნი­კურ-მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბა­ზის გან­ვი­თა­რე­ბა და­ვი­წყეთ. თავ­და­პირ­ვე­ლად ჩვე­ნი ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გა­ვა­კე­თეთ ის, რისი გა­კე­თე­ბაც შევ­ძლე­ბით.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვი­ტყვეთ "თი­ბი­სი ბან­კის" პროგ­რა­მა "სტარ­ტა­პე­რის" შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც დამ­წყებ ბიზ­ნე­სებს გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ისე არა­ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით. სწო­რედ პროგ­რა­მა "სტარ­ტა­პე­რის" ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით შევ­ძე­ლით ახა­ლი ბა­ზის მო­წყო­ბა. შე­დე­გი ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია : აღარ ვართ ერთ კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი," - გან­მარ­ტავს Kazbegi Helicopters -ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვატო ასა­თაშ­ვი­ლი.

ამ­ჟა­მად სა­ჰა­ე­რო გა­და­ად­გი­ლე­ბა სამი ლო­კა­ცი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი: თბი­ლი­სი, ყაზ­ბე­გი და მეს­ტია. ზამ­თრის სე­ზონ­ზე სა­მი­ვე ლო­კა­ცი­ი­დან სამი ვერ­ტმფრე­ნით ხორ­ცი­ელ­დე­ბა ფრე­ნე­ბი, ზა­ფხულ­ში კი მხო­ლოდ ერთი ვერ­ტმფრე­ნით.

"ქარ­თულ ბა­ზარ­ზე სა­ჰა­ე­რო გა­და­ად­გი­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ახა­ლია. მო­თხოვ­ნა არც ისე მა­ღა­ლია, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რად და დი­ნა­მი­უ­რად იზ­რდე­ბა. თუ ასე სტა­ბი­ლუ­რად გა­ვა­გარ­ძე­ლეთ ზრდა, რო­გორც ეს ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია ხდე­ბა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­მი­ვე ლო­კა­ცი­ას სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ავა­მუ­შა­ვებთ," - ამ­ბობს Kazbegi Helicopters -ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

სერ­ვი­სით ძი­რი­თა­დად ევ­რო­პი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ. თუმ­ცა, ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნია კოპ­რო­რა­ცი­ულ დაკ­ვე­თებ­ზეც მუ­შა­ობს.

"Kazbegi Helicopter" ბა­ზარ­ზე პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია იყო, ვინც თა­ნა­მედ­რო­ვე ვერ­ტმფრე­ნე­ბით ფრე­ნა შეს­თა­ვა­ზაა მომ­ხმა­რებ­ლებს. მათ შე­მოს­ვლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში საბ­ჭო­თა ტი­პის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბი დაფ­რი­ნავ­და. ვერ­ტმფრე­ნით მომ­სა­ხუ­რე­ბას საკ­მა­ოდ დიდი პერ­სპექ­ტი­ვა აქვს", -აცხა­დებს ვატო ასა­თაშ­ვი­ლი.

სა­მო­მავ­ლოდ "Kazbegi Helicopters-ის დამ­ფიძ­ნებ­ლე­ბი მომ­სა­ხუ­რე­ბის გამ­რავლფე­როვ­ნე­ბას და სა­ჰა­ე­რო სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბებ­საც გეგ­მა­ვენ.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

Kazbegi Helicopters - სტარტაპი, რომელიც ტურისტებს საჰაერო გადააგილებას სთავაზობს

Kazbegi Helicopters - სტარტაპი, რომელიც ტურისტებს საჰაერო გადააგილებას სთავაზობს

Kazbegi Helicopters - პირველი ქართული კომპანიაა ბაზარზე, რომელიც ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს საჰაერო გადაადგილებას სთავაზობს უახლესი ფრანგული ვერტმფრენებით.

"ქართულ ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია ქართველ და უცხოელ ტურისტებს ვერტმფრენით ვემსახურებით. ადრე ეს მხოლოდ სეზონური ბიზნესი იყო. ბოლო პერიოდში დაკვეთების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა, ჩვენც დავინახეთ, რომ უკვე მთელი წლის განმავლობაში მუშაობაა შესაძლებელი და ტექნიკურ-მატერიალური ბაზის განვითარება დავიწყეთ. თავდაპირველად ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებით გავაკეთეთ ის, რისი გაკეთებაც შევძლებით.

მოგვიანებით შევიტყვეთ "თიბისი ბანკის" პროგრამა "სტარტაპერის" შესახებ, რომელიც დამწყებ ბიზნესებს განვითარებაში ეხმარება როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური თვალსაზრისით. სწორედ პროგრამა "სტარტაპერის" ფინანსური დახმარებით შევძელით ახალი ბაზის მოწყობა. შედეგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია : აღარ ვართ ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე დამოკიდებული," - განმარტავს Kazbegi Helicopters -ის დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.

ამჟამად საჰაერო გადაადგილება სამი ლოკაციდან არის შესაძლებელი: თბილისი, ყაზბეგი და მესტია. ზამთრის სეზონზე სამივე ლოკაციიდან სამი ვერტმფრენით ხორციელდება ფრენები, ზაფხულში კი მხოლოდ ერთი ვერტმფრენით.

"ქართულ ბაზარზე საჰაერო გადაადგილების მიმართულება საკმაოდ ახალია. მოთხოვნა არც ისე მაღალია, მაგრამ სტაბილურად და დინამიურად იზრდება. თუ ასე სტაბილურად გავაგარძელეთ ზრდა, როგორც ეს ბოლო რამდენიმე წელია ხდება, უახლოეს მომავალში სამივე ლოკაციას სრული დატვირთვით ავამუშავებთ," - ამბობს Kazbegi Helicopters -ის დამფუძნებელი.

სერვისით ძირითადად ევროპიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტები სარგებლობენ. თუმცა, ზაფხულის განმავლობაში კომპანია კოპრორაციულ დაკვეთებზეც მუშაობს.

"Kazbegi Helicopter" ბაზარზე პირველი კომპანია იყო, ვინც თანამედროვე ვერტმფრენებით ფრენა შესთავაზაა მომხმარებლებს. მათ შემოსვლამდე საქართველოში საბჭოთა ტიპის მოძველებული ვერტმფრენები დაფრინავდა. ვერტმფრენით მომსახურებას საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს", -აცხადებს ვატო ასათაშვილი.

სამომავლოდ "Kazbegi Helicopters-ის დამფიძნებლები მომსახურების გამრავლფეროვნებას და საჰაერო სამაშველო სამსახურის ჩამოყალიბებსაც გეგმავენ.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი