მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაზის ტარიფი ზაფხულში გაიზრდება"
"გაზის ტარიფი ზაფხულში გაიზრდება"

მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ზის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლია სამი საშუ­ამავ­ლო კომ­პა­ნია - "გა­ზექ­სპორ­ტი", "სო­კარ ჯორ­ჯია გაზი" და "სო­კარ გაზ ექ­სპორტ-იმ­პორ­ტი".­ მათ სა­ზღვრის შემ­დეგ უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ გა­ზის მი­წო­დე­ბა გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის. ამ კომ­პა­ნი­ებს შო­რის ერთი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია 2008 წელს, მე­ო­რე - 2011-ში. წი­ლე­ბის ნა­წილს აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რე ფლობს, ნა­წი­ლი კი ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ მფლო­ბე­ლებს ეკუთ­ვნის და მათი ვი­ნა­ო­ბა უც­ნო­ბია

მო­მა­ვა­ლი თვი­დან გა­ზის ტა­რი­ფის გაზ­რდა იგეგ­მე­ბა. ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ უკვე და­ას­რუ­ლა მუ­შა­ო­ბა გა­ზის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის გა­ნა­ცხა­დებ­ზე და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მო­ა­ცხა­დებს. ტა­რი­ფის ზრდის მი­ზე­ზად ენერ­გო­კომ­პა­ნი­ე­ბი ლარი-დო­ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბა­სა და მათ მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ასა­ხე­ლე­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ 2005 წლის შემ­დეგ გა­ზის ტა­რი­ფის გა­და­ხედ­ვა არ მომ­ხდა­რა.­ მმარ­თველ გუნდშიც არ უარ­ყო­ფენ, რომ ტა­რი­ფის ზრდა მო­სა­ლოდ­ნე­ლია, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ნა­წი­ლის აზ­რით, გაძ­ვი­რე­ბის ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს, მით უფრო იმ ფონ­ზე, როცა სა­ზღვრი­დან მომ­ხმა­რებ­ლამ­დე გა­ზის ფასი ხე­ლოვ­ნუ­რად იზ­რდე­ბა.

თე­მურ ჭი­ჭი­ნა­ძე, ენერ­გეტ­იკო­სი: "გა­ზის გაძ­ვი­რე­ბის­გან მომ­ხმა­რე­ბელ­თა უფ­ლე­ბებს ვეღ­ა­­რა­ვინ და­ი­ცავს, რად­გან ეს ის სფე­როა, რო­მე­ლიც 10 წე­ლია­ ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში სრულ­ად აღარ შე­დის. არ­სე­ბობს ენერ­გე­ტი­კის­ მი­ნის­ტრის 2007 წლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი ბრძა­ნე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად, მო­ნო­პო­ლი­უ­რი ბაზ­რის პი­რო­ბებ­ში­ გა­ზის მი­წო­დე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ალო­გი­კუ­რი დე­რე­გუ­ლირ­ება მოხ­და. შე­დე­გად ის მი­ვი­ღეთ, რომ ბუნ­ებ­რი­ვი აი­რის საც­ალო და სა­ბი­თუ­მო ფასი (გარ­და­ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბა­დი ნა­წი­ლი­სა და თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი­სა) დე­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია და ყვე­ლა სხვა მომ­ხმა­რე­ბელს ტა­რი­ფის დად­გე­ნის გა­რე­შე, მიმ­წო­დებ­ლის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ფა­სით მი­ე­წო­დე­ბა; ხოლო იმ ნა­წილ­ში, სა­დაც ტა­რი­ფი­ სე­მე­კის მიერ რე­გუ­ლი­რდე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უკვე მი­ღე­ბუ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი გად­აწყვე­ტი­ლე­ბა ტა­რი­ფის ზრდ­ის თა­ო­ბა­ზე. ამი­ტო­მაც გვაჩ­ვე­ვენ სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბი, რომ გა­ზის გაძ­ვი­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია და არა­ვინ ლა­პა­რა­კობს იმ რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც წლე­ბია ამ სფე­რო­ში არ­სე­ბობს. ეს კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მაა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო, დიდი ბიზ­ნე­სი­სა და ზო­გა­დად, ეკო­ნო­მი­კის სა­ზი­ა­ნოდ. კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს შე­იქ­მნა, დღე­საც წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს, ხოლო მი­ლი­ო­ნებს, რო­მე­ლიც ამ კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბით ერ­თე­უ­ლე­ბის ჯი­ბე­ში ილე­ქე­ბა, ისევ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა იხ­დის.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

"გაზის ტარიფი ზაფხულში გაიზრდება"

"გაზის ტარიფი ზაფხულში გაიზრდება"

მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გაზის ტრანსპორტირებაში ჩართულია სამი საშუ­ამავლო კომპანია - "გაზექსპორტი", "სოკარ ჯორჯია გაზი" და "სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი".­ მათ საზღვრის შემდეგ უნდა უზრუნველყონ გაზის მიწოდება გაზგამანაწილებელი კომპანიებისთვის. ამ კომპანიებს შორის ერთი დაფუძნებულია 2008 წელს, მეორე - 2011-ში. წილების ნაწილს აზერბაიჯანული მხარე ფლობს, ნაწილი კი ოფშორში რეგისტრირებულ მფლობელებს ეკუთვნის და მათი ვინაობა უცნობია

მომავალი თვიდან გაზის ტარიფის გაზრდა იგეგმება. ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ უკვე დაასრულა მუშაობა გაზის გამანაწილებელი კომპანიების განაცხადებზე და გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. ტარიფის ზრდის მიზეზად ენერგოკომპანიები ლარი-დოლარის კურსის ცვლილებასა და მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ასახელებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2005 წლის შემდეგ გაზის ტარიფის გადახედვა არ მომხდარა.­ მმართველ გუნდშიც არ უარყოფენ, რომ ტარიფის ზრდა მოსალოდნელია, თუმცა სპეციალისტების ნაწილის აზრით, გაძვირების ობიექტური მიზეზი არ არსებობს, მით უფრო იმ ფონზე, როცა საზღვრიდან მომხმარებლამდე გაზის ფასი ხელოვნურად იზრდება.

თემურ ჭიჭინაძე, ენერგეტ­იკოსი: "გაზის გაძვირებისგან მომხმარებელთა უფლებებს ვეღ­ა­­რავინ დაიცავს, რადგან ეს ის სფეროა, რომელიც 10 წელია­ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის კომპეტენციაში სრულ­ად აღარ შედის. არსებობს ენერგეტიკის­ მინისტრის 2007 წლით დათარიღებული ბრძანება, რომლის თანახმად, მონოპოლიური ბაზრის პირობებში­ გაზის მიწოდების აბსოლუტურად ალოგიკური დერეგულირ­ება მოხდა. შედეგად ის მივიღეთ, რომ ბუნ­ებრივი აირის საც­ალო და საბითუმო ფასი (გარდა­ საყოფაცხოვრებო მომხმარებლის რეგულირებადი ნაწილისა და თბოელექტროსადგურებისა) დერეგულირებულია და ყველა სხვა მომხმარებელს ტარიფის დადგენის გარეშე, მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ფასით მიეწოდება; ხოლო იმ ნაწილში, სადაც ტარიფი­ სემეკის მიერ რეგული­რდება, დარწმუნებული ვარ, უკვე მიღებულია პოლიტიკური გად­აწყვეტილება ტარიფის ზრდ­ის თაობაზე. ამიტომაც გვაჩვევენ სამთავრობო უწყებები, რომ გაზის გაძვირება გარდაუვალია და არავინ ლაპარაკობს იმ რეალურ ვითარებაზე, რომელიც წლებია ამ სფეროში არსებობს. ეს კორუფციული სქემაა ჩვენი მოქალაქეების, მცირე და საშუალო, დიდი ბიზნესისა და ზოგადად, ეკონომიკის საზიანოდ. კორუფციული სქემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეიქმნა, დღესაც წარმატებით მუშაობს, ხოლო მილიონებს, რომელიც ამ კორუფციული გარიგებით ერთეულების ჯიბეში ილექება, ისევ საქართველოს მოსახლეობა იხდის.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი