საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა - დაღუპულის დედა რეალური მკვლელის დასჯას ითხოვს
17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა - დაღუპულის დედა რეალური მკვლელის დასჯას ითხოვს

2017 წლის 17 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში, სად­გუ­რის მო­ე­დან­ზე, ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბას­თან ახალ­გაზ­რდა ბიჭს ყელი გა­მოჭ­რეს. 17 წლის გი­ორ­გი სვა­ნი­ძე სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ასე­ვე არას­რულ­წლო­ვა­ნი - 17 წლის გი­ორ­გი ქ-ა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი სვა­ნი­ძის დედა ლა­რი­სა ძო­ძუ­აშ­ვი­ლი AMBEBI.GE-ს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად უყ­ვე­ბა და რე­ა­ლუ­რი დამ­ნა­შა­ვის დას­ჯას ითხოვს.

იხი­ლეთ რე­პორ­ტა­ჟი თე­მა­ზე PALITRAVIDEO.GE-ზე

"გი­ორ­გი ნაშ­ვი­ლე­ბი მყავ­და. 11 წლის იყო, რო­დე­საც მო­ვიყ­ვა­ნეთ ქუ­თა­ი­სის ბავ­შვთა სოფ­ლი­დან. მა­შინ მხო­ლოდ 5 ასო იცო­და. ორ კვი­რა­ში ის­წავ­ლა წერა-კი­თხვა და ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთი სკო­ლის მე-7 კლა­სის მოს­წავ­ლე გახ­და. ძა­ლი­ან კარ­გად სწავ­ლობ­და, მე და ჩემს მე­უღ­ლე­საც მალე შეგ­ვეჩ­ვია. მაგ­რამ მერე გი­ორ­გი ცუდ წრე­ში აღ­მოჩ­ნდა... ეძახ­დნენ ნაშ­ვი­ლე­ბი ხარ, პო­ლი­ცი­ე­ლი დედა გყავს და ა.შ ამ ყვე­ლა­ფერ­მა გი­ორ­გი­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და და გა­უ­ხეშ­და, მი­ჭირ­და მისი და­მორ­ჩი­ლე­ბა. სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შა­კებ­მა მი­თხრეს, რომ გი­ორ­გი ქუ­თა­ი­სი­დან დრო­ე­ბით სად­მე წა­მეყ­ვა­ნა, ასეც მო­ვი­ქე­ცით და გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ თბი­ლის­ში, ბავ­შვთა სახ­ლში. ჩვენ ხში­რად ვა­კი­თხავ­დით, არა­ფერს ვაკ­ლებ­დით. ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, უფრო მო­სიყ­ვა­რუ­ლე გახ­და. არ ყო­ფი­ლა სა­ღა­მო, რომ ჩვენ ერ­თმა­ნე­თი არ მოგ­ვე­კი­თხა", - ამ­ბობს ლა­რი­სა ძო­ძუ­აშ­ვი­ლი.

გარ­დაც­ვლი­ლის გამ­ზრდე­ლი დედა მომ­ხდარს დე­ტა­ლუ­რად გვიყ­ვე­ბა და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბას ხელს ვი­ღაც "დიდი ადა­მი­ა­ნი" აფა­რებს.

"ღა­მის 2 სა­ათ­ზე და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ გი­ორ­გი აღარ იყო ცო­ცხა­ლი. მე და ჩემი მე­უღ­ლე იმ ღა­მეს­ვე ჩა­მო­ვე­დით თბი­ლის­ში ცხედ­რის ქუ­თა­ის­ში გა­და­სას­ვე­ნებ­ლად. ბავ­შვი და­ჩე­ხი­ლი იყო. მის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლია გო­გო­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რე­ბი ვინ­მე გი­ორ­გი ქ-ა. რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, იმ სა­ღა­მოს ჩემი შვი­ლი მის მე­გო­ბარს, გი­ორ­გი აკო­ფი­ანს გა­უყ­ვა­ნია სახ­ლი­დან. რო­გორც ვიცი, აკო­ფი­ანს გი­ორ­გის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ძმას­თან ჰქო­ნია დავა და გი­ორ­გი წა­იყ­ვა­ნა და­სახ­მა­რებ­ლად. ჩემი შვი­ლი ამ გა­უ­გებ­რო­ბა­ში მოყ­ვა და სწო­რედ ამას ემსხვერ­პლა. გა­ნა­ჩენ­ში წე­რია, რომ გი­ორ­გი ქ. თავს იცავ­და ჩემი შვი­ლის­გან. ეს იყო სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი და ით­ვა­ლის­წი­ნებს 17-დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას.

მაგ­რამ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან მო­სა­მარ­თლე ეკა­ტე­რი­ნე გაბ­რი­ჩი­ძემ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი. მაქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა არა გი­ორ­გი ქ-მ, არა­მედ მის­მა ძმამ თე­ი­მუ­რაზ ქ-მ. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩემი გი­ორ­გი არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო, გა­მო­ნა­ხეს არას­რულ­წლო­ვა­ნი და ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბა მოხ­და, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­ხუ­რუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. გი­ორ­გი ქ. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ისე იდგა, თით­ქოს სა­დღაც და­ი­კარ­გა და სა­სა­მარ­თლო­ზე აღ­მოჩ­ნდა. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი არც კი იცო­და. ვი­ღაც დიდი ადა­მი­ა­ნი რომ მფარ­ვე­ლობს ამ და­ნა­შა­ულს ზუს­ტად ვიცი! აქ არის მი­კერ­ძო­ე­ბა. სა­გა­მო­ძი­ე­ბოს ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი კახა სი­რა­ძე, ძა­ლი­ან აქებ­და გი­ორ­გი ქ-ს, ამ­ბობ­და რომ ის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნია. გა­მო­დის, რომ სპორ­ტსმენს შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნი მოკ­ლას, რად­გან კარ­გი სპორ­ტსმე­ნია?! მო­ვამ­რავ­ლოთ მკვლე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი?!

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ნა­თე­ლა ჩერ­ქე­ზია ასე იწყებ­და სა­უ­ბარს: უფალს ვთხოვ, მა­პა­ტი­ოს გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი სვა­ნი­ძის სულ­მაო. იმი­ტომ რომ მან ყვე­ლა­ფე­რი იცო­და! გი­ორ­გი ქ-ს ძმა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე ამ­ბობ­და: ენას კბი­ლი და­ა­ჭი­რეთ, შრო­მა წყალ­ში არ ჩა­მი­ყა­რო­თო. რა­ტომ ამ­ბობ­და ასე? მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლია და ერთი წლით აქვს ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა. ამას­თან, 13 თე­ბერ­ვლი­დან რაც იჯდა, ისიც ეთ­ვლე­ბა. 22 სა­ა­თის შემ­დეგ სახ­ლში უნდა იყოს. ეს არის ჩემი შვი­ლის სუ­ლის ლაფ­ში ამოს­ვრა! ხალ­ხი ეჭ­ვის თვა­ლით მი­ყუ­რებს, ეს რო­გორ აპა­ტი­ეო, ალ­ბათ რა­ღა­ცა­ში გა­უ­რიგ­დიო. ეს მთავ­რო­ბა თით­ქოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სად­გე­ნად მო­ვი­და და მე სა­მარ­თალს ვერ ვხე­დავ. უსა­მარ­თლო­ბის ზე­ი­მია დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი სვა­ნი­ძის დედა.

ტრა­გი­კუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ვერ­სი­ას ყვე­ბა ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ქ-ს ად­ვო­კა­ტი ნა­თე­ლა ჩერ­ქე­ზია. ად­ვო­კა­ტის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავ­დას­ხმის­გან თავს იცავ­და და სწო­რედ ამ დროს მოხ­და მკვლე­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლის სას­ჯელს, ახა­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, თუ არას­რულ­წლო­ვა­ნის სას­ჯე­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს 1-დან 3 წლამ­დე ცი­ხეს არას­რულ­წლო­ვა­ნის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა:

"მსჯავ­რდე­ბუ­ლი არის სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი ძი­უ­დო­ში. არის ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბა. ვარ­ჯი­ში­დან მო­დი­ო­და და მეტ­რო­ში შე­ამ­ჩნია, რომ ვი­ღა­ცე­ბი აე­კიდ­ნენ. მათი სა­უბ­რი­დან მიხ­ვდა, რომ მო­ბი­ლუ­რის წარ­თმე­ვას უპი­რებ­დნენ. გა­სას­ვლელ­ში გა­ჩერ­და, რომ გა­ე­გო ნამ­დვი­ლად მას მიჰ­ყვე­ბოდ­ნენ თუ არა. მათ ისე გა­ი­ა­რეს არც კი შე­უ­ხე­დავთ. მსჯავ­რდე­ბულ­მა იფიქ­რა, ეტყო­ბა მო­მეჩ­ვე­ნა და მე არ მომ­ყვე­ბოდ­ნე­ნო. რო­გორც კი გა­მო­ვი­და გა­მოყ­ვნენ. სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წერ­ში ჩანს, რო­გორ მოყ­ვე­ბი­ან და უყუ­რე­ბენ. გარ­დაც­ვლილ­მა და­არ­ტყა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მსჯავ­რდე­ბუ­ლი შე­ტორ­ტმან­და. ამ დროს რო­მე­ლი­ღა­ცას ჯი­ბი­დან დანა და­უ­ვარ­და. მსჯავ­რდე­ბულ­მა მო­კი­და ხელი და­ნას და ეგ­რე­ვე გა­იქ­ცა. გა­მო­ე­დევ­ნენ და და­უ­წყეს უმო­წყა­ლოდ ცემა. ყვი­რო­და თავი და­მა­ნე­ბეთ, მიშ­ვე­ლე­თო, მაგ­რამ არა­ვინ არ მი­ეშ­ვე­ლა, თქვენ გეს­მით რა­შია საქ­მე?! მერე მსჯავ­რდე­ბულ­მა ამო­ი­ღო დანა და ამ­ბობს, ვიქ­ნევ­დი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით რომ იქ­ნებ შე­მე­ში­ნე­ბი­ნაო. ამის დას­ტუ­რია ისიც, რომ გარ­დაც­ვლილს უაზ­რო ჭრი­ლო­ბე­ბი აქვს. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­ვდა ყელ­ში და სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლა" - ამ­ბობს მსჯავ­რდე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი ნა­თე­ლა ჩერ­ქე­ზია.

რო­გორც ნა­თე­ლა ჩერ­ქე­ზია აცხა­დებს, მსჯავ­რდე­ბულ­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლებს გა­და­ა­ცი­ლა.

"აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლებს გა­და­ცი­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს ერთ წლამ­დე ცი­ხეს. ახა­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, თუ არას­რულ­წლო­ვა­ნის სას­ჯე­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს 1-დან 3 წლამ­დე ცი­ხეს არას­რულ­წლო­ვანს პა­ტიმ­რო­ბა რომ შე­უ­ფარ­დო არ შე­იძ­ლე­ბა", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა - დაღუპულის დედა რეალური მკვლელის დასჯას ითხოვს

17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა - დაღუპულის დედა რეალური მკვლელის დასჯას ითხოვს

2017 წლის 17 თებერვალს თბილისში, სადგურის მოედანზე, ავტობუსების გაჩერებასთან ახალგაზრდა ბიჭს ყელი გამოჭრეს. 17 წლის გიორგი სვანიძე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მკვლელობაში ბრალდებული ასევე არასრულწლოვანი - 17 წლის გიორგი ქ-ა, რომელიც რამდენიმე დღის წინ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. გარდაცვლილი გიორგი სვანიძის დედა ლარისა ძოძუაშვილი AMBEBI.GE-ს მომხდარის შესახებ დეტალურად უყვება და რეალური დამნაშავის დასჯას ითხოვს.

იხილეთ რეპორტაჟი თემაზე PALITRAVIDEO.GE-ზე

"გიორგი ნაშვილები მყავდა. 11 წლის იყო, როდესაც მოვიყვანეთ ქუთაისის ბავშვთა სოფლიდან. მაშინ მხოლოდ 5 ასო იცოდა. ორ კვირაში ისწავლა წერა-კითხვა და ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე გახდა. ძალიან კარგად სწავლობდა, მე და ჩემს მეუღლესაც მალე შეგვეჩვია. მაგრამ მერე გიორგი ცუდ წრეში აღმოჩნდა... ეძახდნენ ნაშვილები ხარ, პოლიციელი დედა გყავს და ა.შ ამ ყველაფერმა გიორგიზე ძალიან იმოქმედა და გაუხეშდა, მიჭირდა მისი დამორჩილება. სოციალურმა მუშაკებმა მითხრეს, რომ გიორგი ქუთაისიდან დროებით სადმე წამეყვანა, ასეც მოვიქეცით და გადმოვიყვანეთ თბილისში, ბავშვთა სახლში. ჩვენ ხშირად ვაკითხავდით, არაფერს ვაკლებდით. ძალიან შეიცვალა, უფრო მოსიყვარულე გახდა. არ ყოფილა საღამო, რომ ჩვენ ერთმანეთი არ მოგვეკითხა", - ამბობს ლარისა ძოძუაშვილი.

გარდაცვლილის გამზრდელი დედა მომხდარს დეტალურად გვიყვება და ირწმუნება, რომ მისი შვილის მკვლელობას ხელს ვიღაც "დიდი ადამიანი" აფარებს.

"ღამის 2 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ გიორგი აღარ იყო ცოცხალი. მე და ჩემი მეუღლე იმ ღამესვე ჩამოვედით თბილისში ცხედრის ქუთაისში გადასასვენებლად. ბავშვი დაჩეხილი იყო. მის მკვლელობაში ბრალდებულია გოგოლის ქუჩაზე მცხოვრები ვინმე გიორგი ქ-ა. როგორც მეუბნებიან, იმ საღამოს ჩემი შვილი მის მეგობარს, გიორგი აკოფიანს გაუყვანია სახლიდან. როგორც ვიცი, აკოფიანს გიორგის მკვლელობაში ბრალდებულის ძმასთან ჰქონია დავა და გიორგი წაიყვანა დასახმარებლად. ჩემი შვილი ამ გაუგებრობაში მოყვა და სწორედ ამას ემსხვერპლა. განაჩენში წერია, რომ გიორგი ქ. თავს იცავდა ჩემი შვილისგან. ეს იყო სისასტიკით ჩადენილი დანაშაული და ითვალისწინებს 17-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას.

მაგრამ, რამდენიმე დღის წინ სასამართლო დარბაზიდან მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძემ გაათავისუფლა მკვლელობაში ბრალდებული. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მკვლელობა ჩაიდინა არა გიორგი ქ-მ, არამედ მისმა ძმამ თეიმურაზ ქ-მ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი გიორგი არასრულწლოვანი იყო, გამონახეს არასრულწლოვანი და ადგილმონაცვლეობა მოხდა, რომ სასამართლო პროცესი დახურული ყოფილიყო. გიორგი ქ. სასამართლო პროცესზე ისე იდგა, თითქოს სადღაც დაიკარგა და სასამართლოზე აღმოჩნდა. მომხდარის დეტალები არც კი იცოდა. ვიღაც დიდი ადამიანი რომ მფარველობს ამ დანაშაულს ზუსტად ვიცი! აქ არის მიკერძოება. საგამოძიებოს ერთ-ერთი თანამშრომელი კახა სირაძე, ძალიან აქებდა გიორგი ქ-ს, ამბობდა რომ ის საუკეთესო სპორტსმენია. გამოდის, რომ სპორტსმენს შეუძლია ადამიანი მოკლას, რადგან კარგი სპორტსმენია?! მოვამრავლოთ მკვლელი სპორტსმენები?!

სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ადვოკატი ნათელა ჩერქეზია ასე იწყებდა საუბარს: უფალს ვთხოვ, მაპატიოს გარდაცვლილი გიორგი სვანიძის სულმაო. იმიტომ რომ მან ყველაფერი იცოდა! გიორგი ქ-ს ძმა სასამართლო პროცესებზე ამბობდა: ენას კბილი დააჭირეთ, შრომა წყალში არ ჩამიყაროთო. რატომ ამბობდა ასე? მკვლელობაში ბრალდებული თავისუფალია და ერთი წლით აქვს შინაპატიმრობა. ამასთან, 13 თებერვლიდან რაც იჯდა, ისიც ეთვლება. 22 საათის შემდეგ სახლში უნდა იყოს. ეს არის ჩემი შვილის სულის ლაფში ამოსვრა! ხალხი ეჭვის თვალით მიყურებს, ეს როგორ აპატიეო, ალბათ რაღაცაში გაურიგდიო. ეს მთავრობა თითქოს სამართლიანობის აღსადგენად მოვიდა და მე სამართალს ვერ ვხედავ. უსამართლობის ზეიმია დღეს საქართველოში", - ამბობს გარდაცვლილი გიორგი სვანიძის დედა.

ტრაგიკული ინციდენტის შესახებ, რადიკალურად განსხვავებულ ვერსიას ყვება ბრალდებულ გიორგი ქ-ს ადვოკატი ნათელა ჩერქეზია. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავდასხმისგან თავს იცავდა და სწორედ ამ დროს მოხდა მკვლელობა. რაც შეეხება მსჯავრდებულის სასჯელს, ახალი მართლმსაჯულების კანონის თანახმად, თუ არასრულწლოვანის სასჯელი ითვალისწინებს 1-დან 3 წლამდე ციხეს არასრულწლოვანისთვის პატიმრობის შეფარდება არ შეიძლება:

"მსჯავრდებული არის საქართველოს ჩემპიონი ძიუდოში. არის ძალიან კარგი პიროვნება. ვარჯიშიდან მოდიოდა და მეტროში შეამჩნია, რომ ვიღაცები აეკიდნენ. მათი საუბრიდან მიხვდა, რომ მობილურის წართმევას უპირებდნენ. გასასვლელში გაჩერდა, რომ გაეგო ნამდვილად მას მიჰყვებოდნენ თუ არა. მათ ისე გაიარეს არც კი შეუხედავთ. მსჯავრდებულმა იფიქრა, ეტყობა მომეჩვენა და მე არ მომყვებოდნენო. როგორც კი გამოვიდა გამოყვნენ. სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, როგორ მოყვებიან და უყურებენ. გარდაცვლილმა დაარტყა მოულოდნელად, მსჯავრდებული შეტორტმანდა. ამ დროს რომელიღაცას ჯიბიდან დანა დაუვარდა. მსჯავრდებულმა მოკიდა ხელი დანას და ეგრევე გაიქცა. გამოედევნენ და დაუწყეს უმოწყალოდ ცემა. ყვიროდა თავი დამანებეთ, მიშველეთო, მაგრამ არავინ არ მიეშველა, თქვენ გესმით რაშია საქმე?! მერე მსჯავრდებულმა ამოიღო დანა და ამბობს, ვიქნევდი ყველა მიმართულებით რომ იქნებ შემეშინებინაო. ამის დასტურია ისიც, რომ გარდაცვლილს უაზრო ჭრილობები აქვს. მოულოდნელად მოხვდა ყელში და სისხლისგან დაიცალა" - ამბობს მსჯავრდებულის ადვოკატი ნათელა ჩერქეზია.

როგორც ნათელა ჩერქეზია აცხადებს, მსჯავრდებულმა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადააცილა.

"აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება ითვალისწინებს ერთ წლამდე ციხეს. ახალი მართლმსაჯულების კანონის თანახმად, თუ არასრულწლოვანის სასჯელი ითვალისწინებს 1-დან 3 წლამდე ციხეს არასრულწლოვანს პატიმრობა რომ შეუფარდო არ შეიძლება", - აცხადებს ადვოკატი.

თიკო გურაშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ