პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძმებ ყარამანიშვილების განცხადება ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლასა და "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე
ძმებ ყარამანიშვილების განცხადება ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლასა და "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის აქ­ცი­ე­ბის სა­კონ­ტრო­ლი პა­კე­ტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი ლე­ვან და გია ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ თა­ვად გა­ნა­ცხა­და, რომ ტო­ვებ­და თა­ნამ­დე­ბო­ბას. მა­თი­ვე თქმით, გვა­რა­მი­ამ უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლა­ში და ხვალ­ვე შე­უძ­ლია გა­ნა­ახ­ლოს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.

გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ: "ბოლო დღე­ებ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ. გვსურს გან­ვა­ცხა­დოთ შემ­დე­გი:

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ნიკა გვა­რა­მია, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ნე­ბის­მი­ე­რი მი­ნიშ­ნე­ბა ამა­ზე ან არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის შე­დე­გია ან - მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სიც­რუე. სი­ნამ­დვი­ლე­ში, თათ­ბირ­ზე, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში დაგ­რო­ვილ ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს, ნიკა გვა­რა­მი­ამ თა­ვად გა­ნა­ცხა­და, რომ ტო­ვებ­და თა­ნამ­დე­ბო­ბას, რა­საც დამ­სწრე დამ­ფუძ­ნებ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ მოჰ­ყო­ლია, რო­გორც არ­სე­ბუ­ლი ემო­ცი­უ­რი ფო­ნის, ასე­ვე იმის გამო, რომ ნიკა გვა­რა­მია თა­ვად გა­ნი­ხი­ლავ­და წას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რის შე­სა­ხე­ბაც ვი­ცო­დით რო­გორც ჩვენ, ასე­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რო­მელ­თა წი­ნა­შეც ეს სა­ჯა­როდ იქნა გა­ცხა­დე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თათ­ბი­რი მოწ­ვე­ულ იქნა არა დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის, არა­მედ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ, ხოლო გი­ორ­გი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლი მას­ზე მი­ვი­და თათ­ბი­რის მო­ნა­წი­ლე­თა თხოვ­ნით.

მი­უ­ხე­და­ვად ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­უ­კე­თე­ბია, ნიკა გვა­რა­მი­ას ხვალ­ვე შე­უძ­ლია გა­ნა­ახ­ლოს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში თა­ვი­სი უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ნიკა გვა­რა­მი­ამ უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლა­ში. მისი როლი ივა­ნიშ­ვი­ლის­გან "რუს­თა­ვი 2"-ის დაც­ვა­ში ფას­და­უ­დე­ბე­ლია.

და­ბო­ლოს, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის კო­ლექ­ტივს გვინ­და ვაც­ნო­ბოთ, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი შე­თან­ხმდნენ კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მოყ­ვა­ნის ერ­თობ­ლივ გეგ­მა­ზე. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ გეგ­მის გა­ნუხ­რე­ლად შეს­რუ­ლე­ბა, მე­ნე­ჯმენ­ტის ხარ­ჯე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის გზით, რათა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ნახ­ლდეს ხელ­ფა­სე­ბის გა­ცე­მა და კომ­პა­ნი­ის მიმ­დი­ნა­რე ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ძმებ ყარამანიშვილების განცხადება ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლასა და "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე

ძმებ ყარამანიშვილების განცხადება ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლასა და "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე პროცესებზე

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის აქციების საკონტროლი პაკეტების მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები ტელეკომპანიაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თავად განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას. მათივე თქმით, გვარამიამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლაში და ხვალვე შეუძლია განაახლოს ტელეკომპანიაში თავისი უფლებამოვალეობების შესრულება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ბოლო დღეებში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში მიმდინარე პროცესები და განსაკუთრებით, ინფორმაცია ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ. გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა თანამდებობიდან გაათავისუფლეს ნიკა გვარამია, არ შეესაბამება სიმართლეს. ნებისმიერი მინიშნება ამაზე ან არაინფორმირებულობის შედეგია ან - მიზანმიმართული სიცრუე. სინამდვილეში, თათბირზე, რომელიც შეეხებოდა ტელეკომპანიაში დაგროვილ ფინანსურ პრობლემებს, ნიკა გვარამიამ თავად განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას, რასაც დამსწრე დამფუძნებლის წინააღმდეგობა არ მოჰყოლია, როგორც არსებული ემოციური ფონის, ასევე იმის გამო, რომ ნიკა გვარამია თავად განიხილავდა წასვლის შესაძლებლობას, რის შესახებაც ვიცოდით როგორც ჩვენ, ასევე ტელეკომპანიის თანამშრომლებმა, რომელთა წინაშეც ეს საჯაროდ იქნა გაცხადებული რამდენიმე კვირის წინ. აღსანიშნავია, რომ თათბირი მოწვეულ იქნა არა დამფუძნებლების, არამედ თანამშრომლების მიერ, ხოლო გიორგი ყარამანიშვილი მასზე მივიდა თათბირის მონაწილეთა თხოვნით.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს გადადგომის შესახებ განცხადება ოფიციალურად არ გაუკეთებია, ნიკა გვარამიას ხვალვე შეუძლია განაახლოს ტელეკომპანიაში თავისი უფლება-მოვალეობების შესრულება. ნიკა გვარამიამ უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოში დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლაში. მისი როლი ივანიშვილისგან "რუსთავი 2"-ის დაცვაში ფასდაუდებელია.

დაბოლოს, ტელეკომპანიის კოლექტივს გვინდა ვაცნობოთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, დამფუძნებლები და გენერალური დირექტორი შეთანხმდნენ კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის ერთობლივ გეგმაზე. აუცილებელია ამ გეგმის განუხრელად შესრულება, მენეჯმენტის ხარჯების ოპტიმიზაციისა და კონტროლის გზით, რათა დაუყოვნებლივ განახლდეს ხელფასების გაცემა და კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების შესრულება", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი