კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და ახლობლები ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან, სადაც მათ მინისტრის მოადგილე ზვიად გოდაძე ხვდება.
შეხვედრაში მონაწილეობს თავად ოსორაულის ძმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ კი კვლავ შეკრებილია რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც ხელისუფლებას მიმართავს, დროულად მოხდეს ოსორაულის ადგილსამყოფელის დადგენა და ტყვეობიდან მისი გათავისუფლება.