მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სი­ძუნ­წეს იჩენს ლა­პა­რა­კი­სას და თუ შვი­ლე­ბი შინ არ არი­ან, სა­ერ­თოდ, "გა­მარ­ჯო­ბის" გა­რე­შე გარ­ბის სკა­ი­პი­დან" - რას ნა­ნობს ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნის ქმა­რი
"სი­ძუნ­წეს იჩენს ლა­პა­რა­კი­სას და თუ შვი­ლე­ბი შინ არ არი­ან, სა­ერ­თოდ, "გა­მარ­ჯო­ბის" გა­რე­შე გარ­ბის სკა­ი­პი­დან" - რას ნა­ნობს ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნის ქმა­რი

- მას მე­რე, რაც ჩე­მი ცო­ლი საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­და, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა. ასე მგო­ნია, აქ რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მა­ინც არა­ფე­რი გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ეტყო­ბა, ჩემ­თან და­შო­რე­ბის სხვა გზა ვერ გა­მო­ნა­ხა და გა­იქ­ცა, მი­ზე­ზად კი შვი­ლე­ბის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და... რო­ცა მითხ­რა, - გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­ბერ­ძ­ნეთ­ში ან იტა­ლი­ა­ში უნ­და წა­ვი­დეო, მე­გო­ნა, ხუმ­რობ­და (რად­გან რო­ცა იგებ­და, ვი­ღაც სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­დაო, ამას გა­ნიც­დი­და და იმ ქა­ლე­ბის ქმრებს აძა­გებ­და, რომ­ლე­ბიც ცო­ლებს სა­მუ­შა­ოდ უშ­ვებ­დ­ნენ და მე­რე მათ ხარ­ჯ­ზე ცხოვ­რობ­დ­ნენ), ჰო­და, მეც ხუმ­რო­ბით­ვე ვუ­თხა­რი: ჰო, წა­დი, ბევ­რი ფუ­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნე და მე აქ ვი­გუ­ლა­ვებ-მეთ­ქი. ჩემს სიტყ­ვებ­ზე დი­დი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია, მხო­ლოდ ის მითხ­რა: ის­ღა მაკ­ლია, შენს საყ­ვარ­ლებ­ში ფუ­ლი ვი­ხა­დოო. თურ­მე, ამ დროს უკ­ვე წა­სას­ვ­ლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და და მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით, სა­ბუ­თებ­საც აგ­რო­ვებ­და... თან­ხაც მო­ი­ძია რო­გორ­ღაც, პრო­ცენ­ტი­ა­ნი ვა­ლით წა­ვი­და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში...

- თუ არ გინ­დო­დათ, რომ წა­სუ­ლი­ყო და ფიქ­რობ­დით, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც არ გი­ჭირ­დათ ისე ძა­ლი­ან, რომ ერ­თ­მა­ნე­თის­გან შორს ყოფ­ნა ამის გა­მო მა­ინც აგე­ტა­ნათ, რა­ტომ არ შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გეთ?

- შე­ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე, მაგ­რამ ვინ და­მი­ჯე­რა? უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ამ­ბა­ვია, ვა­ლიც ავი­ღე და რომ არ წა­ვი­დე, მძი­მედ და­აწ­ვე­ბა ეს ვა­ლი ჩვენს ოჯახ­სო. მარ­თა­ლიც იყო ამ მხრივ. პრო­ცენ­ტი­ა­ნი ვა­ლის გა­დახ­და და წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი ფუ­ლი ოჯახს სა­ძირ­კ­ველს ისე­დაც გა­მო­აც­ლი­და... მე­რე შვი­ლებ­მაც მთხო­ვეს, - დამ­შ­ვიდ­დი, ვალს გა­ის­ტუმ­რებს, ცო­ტა­ო­დენ ფულს იშო­ვის, რომ ამო­ვი­სუნ­თ­ქოთ და დაბ­რუნ­დე­ბა, ცო­ლი არ­სად გა­გექ­ცე­ვა, თქვენს 22-წლი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას დან­გ­რე­ვა არ ემუქ­რე­ბაო. თან დამ­ცი­ნეს, - კა­ცი ცოლს ასე მის­ტი­რო­დეს, პირ­ვე­ლად ვნა­ხე­თო. იმ დროს ჩე­მი უფ­რო­სი შვი­ლი მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო, შუ­ა­თა­ნა სკო­ლას ამ­თავ­რებ­და, უმ­ც­რო­სი მეცხ­რე კლას­ში გახ­ლ­დათ... რო­ცა წა­ვი­და, თავს ვიმ­შ­ვი­დებ­დი, რომ მაქ­სი­მუმ, სამ წელ­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და, მაგ­რამ მას მე­რე 9 წელ­ზე მე­ტი გა­ვი­და და ცოლს მხო­ლოდ ინ­ტერ­ტე­ნის წყა­ლო­ბით თუ ვხე­დავ, მა­ში­ნაც, ჩემ­თ­ვის სიტყ­ვა არ ემე­ტე­ბა, სი­ძუნ­წეს იჩენს ლა­პა­რა­კი­სას და თუ შვი­ლე­ბი შინ არ არი­ან, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ერ­თოდ, "გა­მარ­ჯო­ბის" გა­რე­შე გარ­ბის "სკა­ი­პი­დან"... მე მას ისევ ვე­ლო­დე­ბი და თან მტან­ჯავს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა.

- ის ამის სა­ფუძ­ველს გაძ­ლევთ?

- იმა­ზე მე­ტი სა­ფუძ­ვე­ლი რა უნ­და იყოს, რომ ჩემ­თან ლა­პა­რა­კი არ უნ­და? ეტყო­ბა, აღარ ვუყ­ვარ­ვარ. ისე, რომ ვყვა­რე­ბო­დი, ჩე­მი სიტყ­ვა მის­თ­ვის ფა­სე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და და თა­ვის დრო­ზე არ მი­მა­ტო­ვებ­და. ახ­ლა ლა­პა­რა­კიც ეზა­რე­ბა ჩემ­თან, გა­ურ­ბის ყვე­ლა დას­მულ კითხ­ვას. იცის, რომ მი­სი ერ­თ­გუ­ლი ვარ და ამის­თ­ვის მად­ლო­ბა ერ­თხე­ლაც არ უთ­ქ­ვამს. ამას წი­ნათ ხუმ­რო­ბა ვცა­დე, რო­დის ბრუნ­დე­ბი? იცო­დე, მეც კა­ცი ვარ და შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს მი­ვე­პა­რო-მეთ­ქი. იცით, რა მი­პა­სუ­ხა? - კი, ბა­ტო­ნო, შე­გიძ­ლია, ცო­ლიც შე­ირ­თოო. რომ გავ­ცეცხ­ლ­დი, გე­ხუმ­რეო, გა­ი­ცი­ნა... თან, აქე­დან რომ წა­ვი­და, ტი­პუ­რი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი იყო, შვი­ლებ­ზე გა­დამ­კ­ვ­და­რი, ახ­ლა კი კეკ­ლუ­ცო­ბა და­უწყია, მა­კი­აჟ­საც ხმა­რობს. თით­ქოს წლე­ბი კი არ აკ­ლ­დე­ბა, ახალ­გაზ­რ­დავ­დე­ბა. ცხა­დია, ეს მომ­წონს, მაგ­რამ მინ­და, ჩემ გვერ­დით იყოს საყ­ვა­რე­ლი ქა­ლი და ამის გა­მო იმე­დია, არა­ვინ გამ­კი­ცხავს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, მას­თან ჩას­ვ­ლა არც ერ­თხელ არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია ან თა­ვად არ გა­მო­გით­ქ­ვამთ ამის სურ­ვი­ლი?

- რო­გორ არა, რამ­დენ­ჯერ­მე ვუ­თხა­რი, თუ არ მო­დი­ხარ, მეც მანდ ჩა­მო­ვალ, ბავ­შ­ვე­ბი უკ­ვე დი­დე­ბი არი­ან და უჩე­მო­დაც გა­ი­ტა­ნენ თავს. მეც ვი­მუ­შა­ვებ და თან, ერ­თად ვიქ­ნე­ბით-მეთ­ქი. შორს და­ი­ჭი­რა, - აქ კა­ცე­ბის საქ­მე არ არის და მხო­ლოდ იმის­თ­ვის, რომ ერ­თ­მა­ნე­თი ვნა­ხოთ, 3.000 დო­ლა­რის წყალ­ში ჩაყ­რა ნამ­დ­ვი­ლად მე­ნა­ნე­ბა. ამ­დე­ნი თან­ხა რომ ვი­შო­ვო, სა­მი თვე ვი­რუ­ლად უნ­და ვიშ­რო­მო. სა­დაც აქამ­დე გავ­ძე­ლით უერ­თ­მა­ნე­თოდ, კი­დევ გავ­ძ­ლებ­თო... მაგ­რამ რო­დემ­დე? ადა­მი­ა­ნი იმის­თ­ვის ოჯახ­დე­ბა, რომ მე­ო­რე ნა­ხევ­რის ჭი­რი და ლხი­ნი გა­ი­ზა­როს, ერ­თი ალ­თას თუ იქ­ნე­ბა და მე­ო­რე ბალ­თას, ამით რა გა­მო­ვა?

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი არ სთხო­ვენ დე­დას, რომ დაბ­რუნ­დეს?

- არა, ამათ ოღონდ ფუ­ლი მი­ე­ცი და დე­და ან მა­მა რად უნ­დათ? რო­გორც კი დაბ­რუ­ნე­ბა­ზე და­ვი­წყებ ლა­პა­რაკს, უფ­რო­სე­ბი მა­შინ­ვე მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, ასე რა­ტომ იქ­ცე­ვი? რა გაკ­ლიაო?.. რა მაკ­ლია და, მე­უღ­ლის გვერ­დით ყოფ­ნა მაკ­ლია, ამა­ზე დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბა კი რა უნ­და იყოს? ხმელ მჭადს შევ­ჭამ, ოღონდ კი იზო აქ იყოს - ბავ­შ­ვებს ეს არ ეს­მით. ამას წი­ნათ, ჩე­მი უფ­რო­სი შვი­ლი ჩა­ვი­და დე­და­მის­თან. მითხ­რა, რომ კარ­გად არის. ახ­ლა თვი­თო­ნაც გერ­მა­ნი­ა­ში აპი­რებს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, რად­გან იზო დაჰ­პირ­და, ოღონდ კი გზა გა­იკ­ვა­ლე და გარ­ჩე­ნო. ჩემს შვილს ფე­ხებ­ზე ჰკი­დია ყვე­ლა­ფე­რი. იმის ნაც­ვ­ლად, რომ დე­დას­თან ყოფ­ნა ყვე­ლა­ფერს ერ­ჩივ­ნოს, მხო­ლოდ ფუ­ლის ხსე­ნე­ბა­ზე უნა­თდე­ბა თვა­ლე­ბი და ახ­ლა თქვენ გე­კი­თხე­ბით, ასე­თი ადა­მი­ა­ნი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, კარგ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს? ჩე­მი აზ­რით, დე­და დათ­ვურ სამ­სა­ხურს უწევს შვილს და მის ცნო­ბი­ე­რე­ბას რყვნის ასე­თი საქ­ცი­ე­ლით. თუ ადა­მი­ანს ნი­ჭი აქვს, ფუ­ლის გა­რე­შეც შეძ­ლებს მიზ­ნის მიღ­წე­ვას, აი, რო­გორც ჩე­მი უმ­ც­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დე­დას, ჩე­მი არ იყოს, სულ იმას უჩი­ჩი­ნებს, დრო გა­დის, დე­დის სით­ბო მაკ­ლია. ჩა­მო­დი, არ მინ­და შე­ნი არა­ფე­რიო... 30 წლის კა­ცი კი, კი­დევ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე ფიქ­რობს, იმის ნაც­ვ­ლად, რომ იმუ­შა­ოს. ეზა­რე­ბა ხე­ლის გან­ძ­რე­ვა, რად­გან ფუ­ლი ისე­დაც მოს­დის...

- უკ­ვე შვი­ლიშ­ვი­ლიც უნ­და გყავ­დეთ, წე­სით...

- კი, შუ­ა­თა­ნა გო­გო­ნა გა­თხო­ვი­ლია. ბრწყინ­ვა­ლე ოჯახ­ში მოხ­ვ­და. დე­და­მი­სი მის ქორ­წილ­საც არ დას­წ­რე­ბია და ეს არის საქ­მე? ეს არის ცხოვ­რე­ბა? სა­ჩუქ­რე­ბით კი აავ­სო ორი­ვე და საგ­ზუ­რიც "ჩა­ა­ხუ­ტა" თაფ­ლო­ბის თვის გა­სა­ტა­რებ­ლად, მაგ­რამ დე­დის გვერ­დით ყოფ­ნა, მი­სი რჩე­ვე­ბი ხომ და­აკ­ლ­და? ახ­ლა თა­ვა­დაც ორი შვი­ლის დე­დაა და ხში­რად ამ­ბობს, - ნე­ტა იცო­დეთ, რო­გორ მაკ­ლია იზოო. თუმ­ცა, აქამ­დე მა­საც არაფ­რად მი­აჩ­ნ­და დე­დის საზღ­ვარ­გა­რეთ ყოფ­ნა, პი­რი­ქით, ამით ამა­ყობ­და კი­დეც... მხო­ლოდ ნა­ბო­ლა­რას ეს­მის ჩე­მი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"სი­ძუნ­წეს იჩენს ლა­პა­რა­კი­სას და თუ შვი­ლე­ბი შინ არ არი­ან, სა­ერ­თოდ, "გა­მარ­ჯო­ბის" გა­რე­შე გარ­ბის სკა­ი­პი­დან" - რას ნა­ნობს ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნის ქმა­რი

"სი­ძუნ­წეს იჩენს ლა­პა­რა­კი­სას და თუ შვი­ლე­ბი შინ არ არი­ან, სა­ერ­თოდ, "გა­მარ­ჯო­ბის" გა­რე­შე გარ­ბის სკა­ი­პი­დან" - რას ნა­ნობს ემიგ­რან­ტი ქალ­ბა­ტო­ნის ქმა­რი

- მას მე­რე, რაც ჩე­მი ცო­ლი საზღ­ვარ­გა­რეთ წა­ვი­და, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა. ასე მგო­ნია, აქ რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მა­ინც არა­ფე­რი გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ეტყო­ბა, ჩემ­თან და­შო­რე­ბის სხვა გზა ვერ გა­მო­ნა­ხა და გა­იქ­ცა, მი­ზე­ზად კი შვი­ლე­ბის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა ჰქონ­და... რო­ცა მითხ­რა, - გა­დავ­წყ­ვი­ტე, სა­ბერ­ძ­ნეთ­ში ან იტა­ლი­ა­ში უნ­და წა­ვი­დეო, მე­გო­ნა, ხუმ­რობ­და (რად­გან რო­ცა იგებ­და, ვი­ღაც სა­მუ­შა­ოდ წა­ვი­დაო, ამას გა­ნიც­დი­და და იმ ქა­ლე­ბის ქმრებს აძა­გებ­და, რომ­ლე­ბიც ცო­ლებს სა­მუ­შა­ოდ უშ­ვებ­დ­ნენ და მე­რე მათ ხარ­ჯ­ზე ცხოვ­რობ­დ­ნენ), ჰო­და, მეც ხუმ­რო­ბით­ვე ვუთხა­რი: ჰო, წა­დი, ბევ­რი ფუ­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნე და მე აქ ვი­გუ­ლა­ვებ-მეთ­ქი. ჩემს სიტყ­ვებ­ზე დი­დი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია, მხო­ლოდ ის მითხ­რა: ის­ღა მაკ­ლია, შენს საყ­ვარ­ლებ­ში ფუ­ლი ვი­ხა­დოო. თურ­მე, ამ დროს უკ­ვე წა­სას­ვ­ლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და და მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით, სა­ბუ­თებ­საც აგ­რო­ვებ­და... თან­ხაც მო­ი­ძია რო­გორ­ღაც, პრო­ცენ­ტი­ა­ნი ვა­ლით წა­ვი­და სა­ბერ­ძ­ნეთ­ში...

- თუ არ გინ­დო­დათ, რომ წა­სუ­ლი­ყო და ფიქ­რობ­დით, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც არ გი­ჭირ­დათ ისე ძა­ლი­ან, რომ ერ­თ­მა­ნე­თის­გან შორს ყოფ­ნა ამის გა­მო მა­ინც აგე­ტა­ნათ, რა­ტომ არ შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გეთ?

- შე­ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე, მაგ­რამ ვინ და­მი­ჯე­რა? უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ამ­ბა­ვია, ვა­ლიც ავი­ღე და რომ არ წა­ვი­დე, მძი­მედ და­აწ­ვე­ბა ეს ვა­ლი ჩვენს ოჯახ­სო. მარ­თა­ლიც იყო ამ მხრივ. პრო­ცენ­ტი­ა­ნი ვა­ლის გა­დახ­და და წყალ­ში გა­დაყ­რი­ლი ფუ­ლი ოჯახს სა­ძირ­კ­ველს ისე­დაც გა­მო­აც­ლი­და... მე­რე შვი­ლებ­მაც მთხო­ვეს, - დამ­შ­ვიდ­დი, ვალს გა­ის­ტუმ­რებს, ცო­ტა­ო­დენ ფულს იშო­ვის, რომ ამო­ვი­სუნ­თ­ქოთ და დაბ­რუნ­დე­ბა, ცო­ლი არ­სად გა­გექ­ცე­ვა, თქვენს 22-წლი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას დან­გ­რე­ვა არ ემუქ­რე­ბაო. თან დამ­ცი­ნეს, - კა­ცი ცოლს ასე მის­ტი­რო­დეს, პირ­ვე­ლად ვნა­ხე­თო. იმ დროს ჩე­მი უფ­რო­სი შვი­ლი მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო, შუ­ა­თა­ნა სკო­ლას ამ­თავ­რებ­და, უმ­ც­რო­სი მეცხ­რე კლას­ში გახ­ლ­დათ... რო­ცა წა­ვი­და, თავს ვიმ­შ­ვი­დებ­დი, რომ მაქ­სი­მუმ, სამ წელ­ში დაბ­რუნ­დე­ბო­და, მაგ­რამ მას მე­რე 9 წელ­ზე მე­ტი გა­ვი­და და ცოლს მხო­ლოდ ინ­ტერ­ტე­ნის წყა­ლო­ბით თუ ვხე­დავ, მა­ში­ნაც, ჩემ­თ­ვის სიტყ­ვა არ ემე­ტე­ბა, სი­ძუნ­წეს იჩენს ლა­პა­რა­კი­სას და თუ შვი­ლე­ბი შინ არ არი­ან, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ერ­თოდ, "გა­მარ­ჯო­ბის" გა­რე­შე გარ­ბის "სკა­ი­პი­დან"... მე მას ისევ ვე­ლო­დე­ბი და თან მტან­ჯავს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა.

- ის ამის სა­ფუძ­ველს გაძ­ლევთ?

- იმა­ზე მე­ტი სა­ფუძ­ვე­ლი რა უნ­და იყოს, რომ ჩემ­თან ლა­პა­რა­კი არ უნ­და? ეტყო­ბა, აღარ ვუყ­ვარ­ვარ. ისე, რომ ვყვა­რე­ბო­დი, ჩე­მი სიტყ­ვა მის­თ­ვის ფა­სე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და და თა­ვის დრო­ზე არ მი­მა­ტო­ვებ­და. ახ­ლა ლა­პა­რა­კიც ეზა­რე­ბა ჩემ­თან, გა­ურ­ბის ყვე­ლა დას­მულ კითხ­ვას. იცის, რომ მი­სი ერ­თ­გუ­ლი ვარ და ამის­თ­ვის მად­ლო­ბა ერ­თხე­ლაც არ უთ­ქ­ვამს. ამას წი­ნათ ხუმ­რო­ბა ვცა­დე, რო­დის ბრუნ­დე­ბი? იცო­დე, მეც კა­ცი ვარ და შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს მი­ვე­პა­რო-მეთ­ქი. იცით, რა მი­პა­სუ­ხა? - კი, ბა­ტო­ნო, შე­გიძ­ლია, ცო­ლიც შე­ირ­თოო. რომ გავ­ცეცხ­ლ­დი, გე­ხუმ­რეო, გა­ი­ცი­ნა... თან, აქე­დან რომ წა­ვი­და, ტი­პუ­რი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი იყო, შვი­ლებ­ზე გა­დამ­კ­ვ­და­რი, ახ­ლა კი კეკ­ლუ­ცო­ბა და­უწყია, მა­კი­აჟ­საც ხმა­რობს. თით­ქოს წლე­ბი კი არ აკ­ლ­დე­ბა, ახალ­გაზ­რ­დავ­დე­ბა. ცხა­დია, ეს მომ­წონს, მაგ­რამ მინ­და, ჩემ გვერ­დით იყოს საყ­ვა­რე­ლი ქა­ლი და ამის გა­მო იმე­დია, არა­ვინ გამ­კიცხავს.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, მას­თან ჩას­ვ­ლა არც ერ­თხელ არ შე­მო­უ­თა­ვა­ზე­ბია ან თა­ვად არ გა­მო­გით­ქ­ვამთ ამის სურ­ვი­ლი?

- რო­გორ არა, რამ­დენ­ჯერ­მე ვუთხა­რი, თუ არ მო­დი­ხარ, მეც მანდ ჩა­მო­ვალ, ბავ­შ­ვე­ბი უკ­ვე დი­დე­ბი არი­ან და უჩე­მო­დაც გა­ი­ტა­ნენ თავს. მეც ვი­მუ­შა­ვებ და თან, ერ­თად ვიქ­ნე­ბით-მეთ­ქი. შორს და­ი­ჭი­რა, - აქ კა­ცე­ბის საქ­მე არ არის და მხო­ლოდ იმის­თ­ვის, რომ ერ­თ­მა­ნე­თი ვნა­ხოთ, 3.000 დო­ლა­რის წყალ­ში ჩაყ­რა ნამ­დ­ვი­ლად მე­ნა­ნე­ბა. ამ­დე­ნი თან­ხა რომ ვი­შო­ვო, სა­მი თვე ვი­რუ­ლად უნ­და ვიშ­რო­მო. სა­დაც აქამ­დე გავ­ძე­ლით უერ­თ­მა­ნე­თოდ, კი­დევ გავ­ძ­ლებ­თო... მაგ­რამ რო­დემ­დე? ადა­მი­ა­ნი იმის­თ­ვის ოჯახ­დე­ბა, რომ მე­ო­რე ნა­ხევ­რის ჭი­რი და ლხი­ნი გა­ი­ზა­როს, ერ­თი ალ­თას თუ იქ­ნე­ბა და მე­ო­რე ბალ­თას, ამით რა გა­მო­ვა?

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი არ სთხო­ვენ დე­დას, რომ დაბ­რუნ­დეს?

- არა, ამათ ოღონდ ფუ­ლი მი­ე­ცი და დე­და ან მა­მა რად უნ­დათ? რო­გორც კი დაბ­რუ­ნე­ბა­ზე და­ვიწყებ ლა­პა­რაკს, უფ­რო­სე­ბი მა­შინ­ვე მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, ასე რა­ტომ იქ­ცე­ვი? რა გაკ­ლიაო?.. რა მაკ­ლია და, მე­უღ­ლის გვერ­დით ყოფ­ნა მაკ­ლია, ამა­ზე დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბა კი რა უნ­და იყოს? ხმელ მჭადს შევ­ჭამ, ოღონდ კი იზო აქ იყოს - ბავ­შ­ვებს ეს არ ეს­მით. ამას წი­ნათ, ჩე­მი უფ­რო­სი შვი­ლი ჩა­ვი­და დე­და­მის­თან. მითხ­რა, რომ კარ­გად არის. ახ­ლა თვი­თო­ნაც გერ­მა­ნი­ა­ში აპი­რებს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, რად­გან იზო დაჰ­პირ­და, ოღონდ კი გზა გა­იკ­ვა­ლე და გარ­ჩე­ნო. ჩემს შვილს ფე­ხებ­ზე ჰკი­დია ყვე­ლა­ფე­რი. იმის ნაც­ვ­ლად, რომ დე­დას­თან ყოფ­ნა ყვე­ლა­ფერს ერ­ჩივ­ნოს, მხო­ლოდ ფუ­ლის ხსე­ნე­ბა­ზე უნა­თდე­ბა თვა­ლე­ბი და ახ­ლა თქვენ გე­კითხე­ბით, ასე­თი ადა­მი­ა­ნი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, კარგ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს? ჩე­მი აზ­რით, დე­და დათ­ვურ სამ­სა­ხურს უწევს შვილს და მის ცნო­ბი­ე­რე­ბას რყვნის ასე­თი საქ­ცი­ე­ლით. თუ ადა­მი­ანს ნი­ჭი აქვს, ფუ­ლის გა­რე­შეც შეძ­ლებს მიზ­ნის მიღ­წე­ვას, აი, რო­გორც ჩე­მი უმ­ც­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დე­დას, ჩე­მი არ იყოს, სულ იმას უჩი­ჩი­ნებს, დრო გა­დის, დე­დის სით­ბო მაკ­ლია. ჩა­მო­დი, არ მინ­და შე­ნი არა­ფე­რიო... 30 წლის კა­ცი კი, კი­დევ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე ფიქ­რობს, იმის ნაც­ვ­ლად, რომ იმუ­შა­ოს. ეზა­რე­ბა ხე­ლის გან­ძ­რე­ვა, რად­გან ფუ­ლი ისე­დაც მოს­დის...

- უკ­ვე შვი­ლიშ­ვი­ლიც უნ­და გყავ­დეთ, წე­სით...

- კი, შუ­ა­თა­ნა გო­გო­ნა გათხო­ვი­ლია. ბრწყინ­ვა­ლე ოჯახ­ში მოხ­ვ­და. დე­და­მი­სი მის ქორ­წილ­საც არ დას­წ­რე­ბია და ეს არის საქ­მე? ეს არის ცხოვ­რე­ბა? სა­ჩუქ­რე­ბით კი აავ­სო ორი­ვე და საგ­ზუ­რიც "ჩა­ა­ხუ­ტა" თაფ­ლო­ბის თვის გა­სა­ტა­რებ­ლად, მაგ­რამ დე­დის გვერ­დით ყოფ­ნა, მი­სი რჩე­ვე­ბი ხომ და­აკ­ლ­და? ახ­ლა თა­ვა­დაც ორი შვი­ლის დე­დაა და ხში­რად ამ­ბობს, - ნე­ტა იცო­დეთ, რო­გორ მაკ­ლია იზოო. თუმ­ცა, აქამ­დე მა­საც არაფ­რად მი­აჩ­ნ­და დე­დის საზღ­ვარ­გა­რეთ ყოფ­ნა, პი­რი­ქით, ამით ამა­ყობ­და კი­დეც... მხო­ლოდ ნა­ბო­ლა­რას ეს­მის ჩე­მი... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი