ძლიერმა წვიმამ თბილისის ზოგიერთ რაიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. დაიტბორა გზები, დაისეტყვა მანქანები. სეტყვა გლდანში, მუხიანსა და დიდ დიღომში რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
თუმცა, უამინდობასაც აქვს თავისი ხიბლი - ინტერნეტმომხმარებელმა რეზი ბესელაშვილმა მთაწინდის პარკიდან ულამაზესი კადრი გადაიღო გამოდარებულ თბილისში - ორი ცისარტყელა ცაზე!
ფოტო: რეზი ბესელაშვილი