"X ფაქტორის" კონკურსანტის მერაბ ამზოევის პოპულარობაში დიდი წვლილი მიუძღვის ცოლს, რომელმაც ეკრანზე გამოჩენისთანავე დიდი ყურადღება მიიქცია თვალისმომჭრელი ვიზუალით. სოფია ქავთარაძე სილამაზის ფორმულასა და ქალის ერთ მთავარ სამკაულზე გვესაუბრება...
- თქვენი ყოველდღიურობა მაკიაჟის გარეშე წარმოგიდგენიათ ?
- რა თქმა უნდა, კი. სახეს დასვენება სჭირდება.
- ქალი ყველაზე მოდური არის, როცა..
- გვერდით ჰყავს ისეთი მამაკაცი, როგორიც უნდა და აკმაყოფილებს ფიზიკურად. კაცები ჩვენი სამკაულები არიან.
- მოვლილი ქალის თქვენეულ ფორმულას ხომ არ გაგვიმხელდით ?
- მოვლილი და სუფთა კანი, მოვლილი და სუფთა თმა, მოვლილი და სუფთა ფრჩხილები, ტანზე გაცლილი ბეწვი, კარგი სუნამო და სუფთა ტანსაცმელი.
- ფიტნესი რა როლს ასრულებს თქვენს და ზოგადად 21-ე საუკუნის ადამიანის ცხოვრებაში ?
- ფიტნესი 21 სუკუნის აფეთქებაა. მეც მივყვები სისტემატიურად, კარგი ფორმები მომწონს.
- საყვარელსა და მავნე ჩვევას ხომ არ გაგვიმხელთ...
- საყვარელი ჩვევაა ცხენზე ჯირითი, ცუდ ჩვევას რაც შეეხება, ადამიანების ნერვების მოშლა მიყვარს, ხანდახან (იცინის).
- შეცვლიდით რამეს საკუთარ გარეგნობაში და თუ შეცვლიდით რას ?
- ტატუს გავიკეთებდი. ძალიან მინდა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი, ნემსის მეშინია განაგრძეთ კითხვა