კახეთის რეგიონში დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ზაფხულის პირველივე დღეებიდან განსაკუთრებული დატვირთვის რეჟიმში მუშაობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო სამხედო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრიდან "დელტა" აცნობეს.
ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემამ 500-ზე მეტი რაკეტა გაისროლა, განეიტრალდა რამდენიმე ათასი კმ2 ღრუბელი. პარალელურად მიმდინარეობს დაცლილი დანადგარების ახალი რაკეტებით დატენვა.