პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უთხრეს, "საშინელებას გაგიკეთებთ და მერე იმღერე, თუ ჩვენებას ხელს არ მოაწერო" - რას ყვებიან "ბირჟა მაფიას" წევრის ახლობლები
"უთხრეს, "საშინელებას გაგიკეთებთ და მერე იმღერე, თუ ჩვენებას ხელს არ მოაწერო" - რას ყვებიან "ბირჟა მაფიას" წევრის ახლობლები

და­კა­ვე­ბუ­ლი "ბირ­ჟა მა­ფი­ას" წევ­რე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მოძ­რა­ო­ბა "თეთ­რი ხმა­უ­რის" წევ­რებ­მა და ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ქე­ბუ­რი­ას ოჯა­ხის წევ­რებ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს.

რო­გორც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ქე­ბუ­რი­ას დე­დამ ლელა რეხ­ვი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მის­მა შვილ­მა ჩვე­ნე­ბა ზე­წო­ლის სა­ფუძ­ველ­ზე მის­ცა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი ქე­ბუ­რი­ას ბრა­ლი ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში არ მი­უ­ძღვის და ის აღ­ნიშ­ნულ ბრალ­დე­ბას ჯგუფ "ბირ­ჟა მა­ფი­ას" ერთ-ერთ კლიპს უკავ­ში­რებს, სა­დაც პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლია გა­შარ­ჟე­ბუ­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლის დედა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მო­უ­წო­დებს, საქ­მეს გო­ნივ­რუ­ლად და ობი­ექ­ტუ­რად მი­უდ­გნენ.

"ალ­ბათ ბევ­რი დე­დაა ჩემ­სა­ვით გამ­წა­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა მოხ­და ზე­წო­ლის სა­ფუძ­ველ­ზე. გი­ორ­გიმ სა­სა­მარ­თლო­ზე ვერ თქვა ის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი, რი­თაც მას მი­მარ­თავ­დნენ. მას უთხრეს, რომ "სა­ში­ნე­ლე­ბას გა­გი­კე­თებთ და მერე იმ­ღე­რე, თუ ჩვე­ნე­ბას ხელს არ მო­ა­წე­რო". მისი და­კა­ვე­ბა პრო­ცე­სუ­ა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბით მოხ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად არ წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლი, არ მის­ცეს ად­ვო­კატ­თან და­რეკ­ვის უფ­ლე­ბა, 3-4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­ვო­კა­ტი არ შე­უშ­ვეს და ჩვენ არ ვი­ცო­დით თუ რო­მელ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იყო გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და ჩემი შვი­ლის "და­მუ­შა­ვე­ბა" და ჩვე­ნე­ბა­ზე ხელი მო­ა­წე­რი­ნეს. იმე­დი მაქვს, რომ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი და არ მი­ი­ღე­ბენ არას­წორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მო­ვუ­წო­დებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გო­ნივ­რუ­ლად, ობი­ექ­ტუ­რად მი­უდ­გნენ საქ­მეს და ნუ გა­წი­რა­ვენ უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვებს", - გა­ნა­ცხა­და ლელა რეხ­ვი­აშ­ვილ­მა.

"თეთ­რი ხმა­უ­რის" წევ­რის ბექა წი­ქა­რიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია და კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ არ­სე­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბა სწო­რედ ჯგუ­ფის ერთ-ერთ კლიპს უკავ­შირ­დე­ბა. მისი გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა აპე­ლი­რებს არა ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ზე, არა­მედ ხსე­ნე­ბულ კლიპ­ზე.

ბექა წი­ქა­რიშ­ვი­ლი ვიცე-პრე­მი­ერ ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნავს, რომ ჯე­ჯე­ლა­ვა ყუ­რა­დღე­ბას არა ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ზე, არა­მედ ჯგუ­ფის მიერ გა­და­ღე­ბულ კლიპ­ზე ამახ­ვი­ლებს.

"ფაქ­ტობ­რი­ვად, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია და კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ არ­სე­ბობს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ეს იყო გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე დარ­ტყმის მი­ყე­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე, რომ­ლებ­მაც გა­ბე­დეს და სა­კუ­თა­რი ფორ­მე­ბით გა­მო­ხა­ტეს სის­ტე­მის ნამ­დვი­ლი სახე. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს და­დას­ტურ­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე. იმის ნაც­ვლად, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას ესა­უბ­რა ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, სა­უ­ბა­რი იყო კლი­პის დე­ტა­ლებ­ზე და პრო­კუ­რო­რი ამ კლიპ­ზე აპე­ლი­რებ­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე. დღეს ასე­ვე მო­ვის­მი­ნეთ ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვას კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც კლი­პთან და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რობს და არც კი ახ­სე­ნებს ნარ­კო­და­ნა­შა­ულს", - გა­ნა­ცხა­და ბექა წი­ქა­რიშ­ვილ­მა.

და­კა­ვე­ბულ გი­ორ­გი ქე­ბუ­რი­ას ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ "და­კა­ვე­ბამ­დე ად­გი­ლი ჰქონ­და შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან მუ­ქა­რას". მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის მეშ­ვე­ო­ბით შს სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ ადა­მი­ანს და­უ­კავ­შირ­დნენ, რო­მელ­საც კლიპ­ში პო­ლი­ცი­ის ფორ­მა აც­ვია და და­ე­მუქრნენ, რომ მის ერთ-ერთ ახ­ლო­ბელს პრობ­ლე­მა შე­ექ­მნე­ბო­და. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ად­გი­ლი ჰქონ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის" გა­ტეხ­ვას და ეჭ­ვო­ბენ, რომ შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გი­ორ­გი ქე­ბუ­რი­ას­თან მი­მო­წე­რებს აკონ­ტრო­ლებ­დნენ.

"თეთ­რი ხმა­უ­რის" და და­კა­ვე­ბუ­ლი გი­ორ­გი ქე­ბუ­რი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, შე­უ­ერ­თდნენ სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ას, რო­მე­ლიც დღეს, 19:00 სა­ათ­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი.

"უთხრეს, "საშინელებას გაგიკეთებთ და მერე იმღერე, თუ ჩვენებას ხელს არ მოაწერო" - რას ყვებიან "ბირჟა მაფიას" წევრის ახლობლები

"უთხრეს, "საშინელებას გაგიკეთებთ და მერე იმღერე, თუ ჩვენებას ხელს არ მოაწერო" - რას ყვებიან "ბირჟა მაფიას" წევრის ახლობლები

დაკავებული "ბირჟა მაფიას" წევრების საკითხთან დაკავშირებით მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წევრებმა და ბრალდებულ გიორგი ქებურიას ოჯახის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც პრესკონფერენციაზე ქებურიას დედამ ლელა რეხვიაშვილმა განაცხადა, მისმა შვილმა ჩვენება ზეწოლის საფუძველზე მისცა.

მისივე განცხადებით, გიორგი ქებურიას ბრალი ნარკოდანაშაულში არ მიუძღვის და ის აღნიშნულ ბრალდებას ჯგუფ "ბირჟა მაფიას" ერთ-ერთ კლიპს უკავშირებს, სადაც პოლიციის თანამშრომელია გაშარჟებული. ბრალდებულის დედა საქართველოს მთავრობას და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, საქმეს გონივრულად და ობიექტურად მიუდგნენ.

"ალბათ ბევრი დედაა ჩემსავით გამწარებული. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ჩვენების მიცემა მოხდა ზეწოლის საფუძველზე. გიორგიმ სასამართლოზე ვერ თქვა ის შეურაცხმყოფელი სიტყვები, რითაც მას მიმართავდნენ. მას უთხრეს, რომ "საშინელებას გაგიკეთებთ და მერე იმღერე, თუ ჩვენებას ხელს არ მოაწერო". მისი დაკავება პროცესუალური დარღვევებით მოხდა. თავდაპირველად არ წაუყენეს ბრალი, არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება, 3-4 საათის განმავლობაში ადვოკატი არ შეუშვეს და ჩვენ არ ვიცოდით თუ რომელ განყოფილებაში იყო გადაყვანილი. ამ დროის განმავლობაში მოხდა ჩემი შვილის "დამუშავება" და ჩვენებაზე ხელი მოაწერინეს. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არიან გონიერი ადამიანები და არ მიიღებენ არასწორ გადაწყვეტილებას. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გონივრულად, ობიექტურად მიუდგნენ საქმეს და ნუ გაწირავენ უდანაშაულო ბავშვებს", - განაცხადა ლელა რეხვიაშვილმა.

"თეთრი ხმაურის" წევრის ბექა წიქარიშვილის განცხადებით, ფაქტობრივად, დადასტურებულია და კითხვის ნიშნები არ არსებობს, რომ აღნიშნული ბრალდება სწორედ ჯგუფის ერთ-ერთ კლიპს უკავშირდება. მისი განცხადებით, სასამართლო პროცესზე პროკურატურა აპელირებს არა ნარკოდანაშაულზე, არამედ ხსენებულ კლიპზე.

ბექა წიქარიშვილი ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ ჯეჯელავა ყურადღებას არა ნარკოდანაშაულზე, არამედ ჯგუფის მიერ გადაღებულ კლიპზე ამახვილებს.

"ფაქტობრივად, დადასტურებულია და კითხვის ნიშნები არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლებაზე დარტყმის მიყენება სახელმწიფოს მხრიდან, ანგარიშსწორება ადამიანებზე, რომლებმაც გაბედეს და საკუთარი ფორმებით გამოხატეს სისტემის ნამდვილი სახე. ფაქტობრივად, ეს დადასტურდა სასამართლო პროცესზე. იმის ნაცვლად, რომ პროკურატურას ესაუბრა ნარკოტიკულ საშუალებებზე, საუბარი იყო კლიპის დეტალებზე და პროკურორი ამ კლიპზე აპელირებდა სასამართლო პროცესზე. დღეს ასევე მოვისმინეთ ალექსანდრე ჯეჯელავას კომენტარი, რომელიც კლიპთან დაკავშირებით საუბრობს და არც კი ახსენებს ნარკოდანაშაულს", - განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

დაკავებულ გიორგი ქებურიას ახლობლები აცხადებენ, რომ „დაკავებამდე ადგილი ჰქონდა შს სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მუქარას". მათივე განცხადებით, სატელეფონო ზარის მეშვეობით შს სამინისტროს წარმომადგენლები იმ ადამიანს დაუკავშირდნენ, რომელსაც კლიპში პოლიციის ფორმა აცვია და დაემუქრნენ, რომ მის ერთ-ერთ ახლობელს პრობლემა შეექმნებოდა. მათივე განცხადებით, ადგილი ჰქონდა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" გატეხვას და ეჭვობენ, რომ შესაბამისი უწყების წარმომადგენლები გიორგი ქებურიასთან მიმოწერებს აკონტროლებდნენ.

"თეთრი ხმაურის" და დაკავებული გიორგი ქებურიას ოჯახის წევრები საზოგადოებას მოუწოდებენ, შეუერთდნენ სოლიდარობის აქციას, რომელიც დღეს, 19:00 საათზეა დანიშნული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ