"ბაღი სავსეა ტურისტებით, მკვლევარებით, ნატურალისტებით. მისი მომხიბლავი ისტორია წყვილებსაც იზიდავს და "სიყვარულის ბაღშიც" ხშირად იმართება საქორწინო ცერემონიები. ბევრი რამდენიმე დღითაც რჩება კოპწია სასტუმროებში ან კოტეჯებში. აფხაზების საზაფხულო სახლიც ძველებურად გადმოჰყურებს ბაღს" - ნიკოლოზ აფხაზის სახელგანთქმული ბაღის შესახებ, რომელიც კანადაში მდებარეობს, ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი გვესაუბრა:
- 1988 წლის ემიგრანტულმა ჟურნალმა "გუშაგმა" ნიკოლოზ აფხაზის გარდაცვალებას ნეკროლოგი მიუძღვნა. მაშინ გავიგე, რომ კანადაში აფხაზების ბაღი ყოფილა. რამდენიმე წლის წინ ინტერნეტშიც გაჩნდა ინფორმაცია Abkhazi Garden-ის შესახებ. ბოლო ხანს მომრავლდა სხვადასხვა საიტი და ვიდეორგოლი ამ ბაღის ულამაზესი ხედებით და, ალბათ, ბევრმა არც იცის, რომ ბაღი ქართველი გმირის, კოტე აფხაზის ვაჟის, ილია ჭავჭავაძის დის შვილიშვილის, ნიკოლოზ აფხაზის სახელს უკავშირდება.
კოტე აფხაზის მეუღლე და ვაჟი ნიკოლოზი 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთში გაიხიზნენ და ელოდებოდნენ კოტეს ჩასვლას, 1923 წელს სამხედრო ცენტრის, კოტე აფხაზის დახვრეტისა და მამულების ჩამორთმევის შემდეგ პარიზში უსახსროდ დარჩენილ ნიკოლოზს მოუწია თვითონვე ეზრუნა თავის თავსა და დედაზე. დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, ჰყავდა მდიდარი ამერიკელი კლიენტები. ასე გაიცნო და დაუმეგობრდა მდიდარ ამერიკელ ცოლ-ქმარ კელებს განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოგალერეა