Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოსწონს პარტნიორებში ეკა ამირეჯიბს და როგორ მოიწამლა "ცეკვავენ ვარსკვლავებით"
რა მოსწონს პარტნიორებში ეკა ამირეჯიბს და როგორ მოიწამლა "ცეკვავენ ვარსკვლავებით"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" მშვე­ნი­ე­რი წამ­ყვა­ნი ეკა ამი­რე­ჯი­ბი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბით" "მო­ი­წამ­ლა" გა­სულ სე­ზონ­ზე, როცა შოუს კონ­კურ­სან­ტი იყო. წელს კი მე­გა­შო­უს წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში მო­ევ­ლი­ნა მა­ყუ­რე­ბელს და შე­სა­ნიშ­ნავ პარტნი­ო­რო­ბას უწევს ისეთ შო­უ­მე­ნებს, რო­გო­რე­ბიც დუტა სხირტლა­ძე და კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი არი­ან.

"შარ­შან ამ პრო­ექ­ტში თვი­თონ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ამი­ტომ ამ შოუს წაყ­ვა­ნას ჩემ­თვის და­მა­ტე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა აქვს, გარ­და იმი­სა, რომ წამ­ყვა­ნი ყო­ველ­თვის გრძნობს ასე­თი შოუს წაყ­ვა­ნი­სას დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. მოკ­ლედ, ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს ამ შო­უ­ში საქ­მი­ა­ნო­ბა იმი­ტომ, რომ ვიცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი რა სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვიცი, რა ელ­ფე­რი აქვს კონ­კურ­სის დღეს, რო­დე­საც "ლა­ი­ვია", - მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამას სხვა­ნა­ი­რად გა­ნიც­დი­ან. დიახ, ამ ყვე­ლაფ­რის მა­ჯის­ცე­მას კარ­გად ვგრძნობ.

ხუთ­შა­ბა­თი რომ მო­დის, უკვე ვიცი, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, რად­გა­ნაც ბოლო დღეა, ქო­რე­ოგ­რა­ფია აქვთ და­სამ­თავ­რე­ბე­ლი და ცეკ­ვა და­სახ­ვე­წი. ამი­ტომ ჩემი, რო­გორც წამ­ყვა­ნის ამ შო­უ­ში დაბ­რუ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, კონ­კურ­სან­ტე­ბი გულ­თან ახ­ლოს მყავს. მგო­ნი, სა­ერ­თოდ, რა­ღა­ცა და­მე­მარ­თა, მო­ვი­წამ­ლე, ამ პრო­ექ­ტის მი­მართ გულ­გრი­ლი ვერ ვარ. ალ­ბათ დიდ­ხანს ასე იქ­ნე­ბა და სულ მექ­ნე­ბა ეს შეგ­რძნე­ბა. ამ შოუს, რა თქმა უნდა, სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს, ასე­ვე ბედ­ნი­ე­რე­ბაც მო­აქვს," - ამ­ბობს ეკა.

ის გა­სულ სე­ზონ­ზე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე მი­ვი­და. გა­მარ­ჯვე­ბამ­დე ცოტა და­აკ­ლდა, მაგ­რამ იქ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ არის. ხან­გრძლი­ვი გზა გა­ი­ა­რა, რაც მძაფ­რად ახ­სენ­დე­ბა.

- ამ პრო­ექ­ტამ­დე თუ გი­ცეკ­ვი­ათ?

- ბავ­შვო­ბა­ში, ქარ­თულ ცეკ­ვა­ზე, ერთი-ორი წელი მა­ინც და­დი­ან ხოლ­მე. არა­სო­დეს, არ­სად მი­ცეკ­ვია. შო­უ­ში ისე ჩა­ვერ­თე, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ნა­ი­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქონ­და. "ლა­თინ­ზე" ხომ სა­ერ­თოდ ზედ­მე­ტია ლა­პა­რა­კი. ამი­ტომ ბევ­რი ვი­ფიქ­რე, სა­ნამ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე დავ­თან­ხმდე­ბო­დი.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­მი­ჭირ­და, რა­ღაც ეტაპ­ზე უარ­ზეც კი ვი­ყა­ვი. მერე პრო­დი­უ­სე­რე­ბი დამ­ცი­ნოდ­ნენ, - ჯერ ძლივს დაგ­ვთან­ხმდი და ახლა თავს არ გვა­ნე­ბე­ბო.

- კი­დევ რომ შე­მოგ­თა­ვა­ზონ შო­უ­ში ცეკ­ვა?

- ამა­ზე მეც მი­ფიქ­რია, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ მაქვს. თუმ­ცა, არ მინ­და, საკ­მა­რი­სი იყო, რაც იყო, მე­ო­რედ ალ­ბათ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, თუმ­ცა ცეკ­ვა იმ­დე­ნად მე­ნატ­რე­ბა არა­სა­კონ­კურ­სო გა­რე­მო­ში, რომ არ ვიცი, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებ­დი...

- მრა­ვალ­მხრი­ვი ხართ: მუ­სი­კო­სო­ბა, მსა­ხი­ო­ბო­ბა, ტე­ლე­წამ­ყვა­ნო­ბა, შოუს წამ­ყვა­ნო­ბა - ამ ბოლო საქ­მი­ა­ნო­ბას კი­დევ სხვა რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა. ერ­თი­დან მე­ო­რე რე­ჟიმ­ზე გა­დარ­თვა არ გი­ჭირთ?

- რთუ­ლია... პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ტე­ლე­გა­მოც­დი­ლე­ბა "რუს­თა­ვი 2-"ში მი­ვი­ღე, ეს იყო კო­რეს­პონ­დენ­ტო­ბა, წამ­ყვა­ნო­ბა, ლა­ივ­ში მუ­შა­ო­ბის რე­ჟი­მი, სირ­თუ­ლე­ე­ბი, ბევ­რი რამ გა­მოვ­ცა­დე... რა­დი­ო­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­მი­წყო ხელი, ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი სპორ­ტუ­ლი რა­დიო "ჯაკო" იყო, რო­მელ­შიც ცოტა ხანს ვი­მუ­შა­ვე, შემ­დე­გი რა­დიო "ფორ­ტუ­ნა". რა­დი­ო­გა­მოც­დი­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ღა­ვა­თია და კარ­გი ტრამ­პლი­ნია შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბის­თვის. სი­მარ­თლე რომ ვთქვა, არ მი­ნერ­ვი­უ­ლია იმა­ზე, რო­გორ ვი­სა­უბ­რებ­დი, ამ­ბავს რო­გორ მოვ­ყვე­ბო­დი, მოკ­ლედ, კარ­გი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რე.

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვა­ლა­ვე­ბი" ჩემი მე­სა­მე შოუა, იყო - "დღის შოუ", "შენ შე­გიძ­ლია ცეკ­ვა", თუმ­ცა ახა­ლი პრო­ექ­ტი - "იმე­დის დილა" ჩემ­თვის სი­ახ­ლეა.

- შო­უ­ში პარტნი­ო­რო­ბას გი­წევს შოუს გა­მოც­დი­ლი წამ­ყვა­ნი - დუტა სხირტლა­ძე და არა­ნაკ­ლე­ბად სა­ინ­ტე­რე­სო შო­უ­მე­ნი - კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი. რო­გო­რია მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

- ფან­ტას­ტი­კუ­რი პარტნი­ო­რე­ბი არი­ან. კარ­გი წამ­ყვა­ნი მე­გა­შო­უ­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით ბევ­რი არ გვყავს, რად­გა­ნაც იყო კარ­გი მსა­ხი­ო­ბი, არ ნიშ­ნავს, რომ კარ­გი წამ­ყვა­ნი ხარ. იშ­ვი­ა­თად იყ­რის თავს ერთ ადა­მი­ან­ში ყვე­ლა სა­ჭი­რო თვი­სე­ბა, რაც ასე­თი შოუს წამ­ყვანს სჭირ­დე­ბა. კა­ხას­თან პირ­ვე­ლად ვმუ­შა­ობ და ჩემი დიდი კომ­პლი­მენ­ტე­ბი მას. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მოგ­ყვე­ბა, სხვა აუ­ცი­ლე­ბელ თვი­სე­ბას­თან ერ­თად, აქვს პარტნი­ო­რის შეგ­რძნე­ბის უნა­რი, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დუტა უკონ­კუ­რენ­ტო შო­უ­მე­ნია, სტაჟ­ზე არ მაქვს ლა­პა­რა­კი და გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დუ­ტას აქვს კარ­გი თვი­სე­ბა, პარტნი­ო­რის შეგ­რძნე­ბის. ალ­ბათ კარგ მსა­ხი­ობს ეს გა­ნარ­ჩევს სხვე­ბის­გან, გრძნობ­დე პარტნი­ორს და გქონ­დეს იმპრო­ვი­ზა­ცი­ის უნა­რი, მი­უ­ხე­და­ვად შენი უკონ­კუ­რენ­ტო­ბი­სა და ლი­დე­რო­ბი­სა. ამი­ტომ, არას­დროს გამ­ჭირ­ვე­ბია მათ­თან დუ­ეტ­ში მუ­შა­ო­ბა მას მერე, რაც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან სცე­ნა­ზე დავ­დე­ქი. მოკ­ლედ, ორი­ვეს­თან მომ­წონს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

- ყო­ველ­თვის მშვე­ნი­ერ ფორ­მა­ში ხართ. ამას დიდი დრო მი­აქვს?

- დიდი მად­ლო­ბა, კი, მა­გა­საც დიდი შრო­მა სჭირ­დე­ბა... ჩემს სა­მოს­ზე დი­ზა­ი­ნე­რი ლაშა ჯო­ხა­ძე ზრუ­ნავს, რაც ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოს­დის, ჩემს იდე­ას ზუს­ტად იგებს, რა მინ­და. მეც ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, მას­თან ჩემი ჩა­ნა­ფიქ­რით მი­ვი­დე. ლაშა კო­ლო­სა­ლურ საქ­მეს არის შე­ჭი­დე­ბუ­ლი და იმ­ხე­ლა საქ­მე აბა­რია ჩვენს არხზე, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მეს­მის. ისეთ ნი­უ­ან­სებ­სა და დე­ტა­ლებს ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­რეგ­ნო­ბა­ში, მა­ო­ცებს. ცდი­ლობს, ყო­ველ ჯერ­ზე კოს­ტი­უ­მი წინა ტუ­რის კოს­ტი­უმს არ ჰგავ­დეს, იყოს სხვა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, რა­შიც, რო­გორც ვთქვი, თა­ვად ვარ ჩარ­თუ­ლი, ლაშა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას და უფ­ლე­ბას თა­ვად მაძ­ლევს. ამ მხრივ, მას­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა მოსწონს პარტნიორებში ეკა ამირეჯიბს და როგორ მოიწამლა "ცეკვავენ ვარსკვლავებით"

რა მოსწონს პარტნიორებში ეკა ამირეჯიბს და როგორ მოიწამლა "ცეკვავენ ვარსკვლავებით"

ტელეკომპანია "იმედის" მშვენიერი წამყვანი ეკა ამირეჯიბი "ცეკვავენ ვარსკვლავებით" "მოიწამლა" გასულ სეზონზე, როცა შოუს კონკურსანტი იყო. წელს კი მეგაშოუს წამყვანის ამპლუაში მოევლინა მაყურებელს და  შესანიშნავ პარტნიორობას უწევს ისეთ შოუმენებს, როგორებიც დუტა სხირტლაძე და კახა კინწურაშვილი არიან.

"შარშან ამ პროექტში თვითონ ვმონაწილეობდი. ამიტომ ამ შოუს წაყვანას ჩემთვის დამატებითი ღირებულება აქვს, გარდა იმისა, რომ წამყვანი ყოველთვის გრძნობს ასეთი შოუს წაყვანისას დიდ პასუხისმგებლობას. მოკლედ, ჩემთვის ბევრს ნიშნავს ამ შოუში საქმიანობა იმიტომ, რომ ვიცი, ეს ყველაფერი რა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ვიცი, რა ელფერი აქვს კონკურსის დღეს, როდესაც "ლაივია", - მონაწილეები ამას სხვანაირად განიცდიან. დიახ, ამ ყველაფრის მაჯისცემას კარგად ვგრძნობ.

ხუთშაბათი რომ მოდის, უკვე ვიცი, რა მდგომარეობაში არიან, რადგანაც ბოლო დღეა, ქორეოგრაფია აქვთ დასამთავრებელი და ცეკვა დასახვეწი. ამიტომ ჩემი, როგორც წამყვანის ამ შოუში დაბრუნება მნიშვნელოვანია, კონკურსანტები გულთან ახლოს მყავს. მგონი, საერთოდ, რაღაცა დამემართა, მოვიწამლე, ამ პროექტის მიმართ გულგრილი ვერ ვარ. ალბათ დიდხანს ასე იქნება და სულ მექნება ეს შეგრძნება. ამ შოუს, რა თქმა უნდა, სირთულეები ახლავს, ასევე ბედნიერებაც მოაქვს," - ამბობს ეკა.

ის გასულ სეზონზე ნახევარფინალამდე მივიდა. გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა, მაგრამ იქ მიღებული გამოცდილებით უკმაყოფილო არ არის. ხანგრძლივი გზა გაიარა, რაც მძაფრად ახსენდება.

- ამ პროექტამდე თუ გიცეკვიათ?

- ბავშვობაში, ქართულ ცეკვაზე, ერთი-ორი წელი მაინც დადიან ხოლმე. არასოდეს, არსად მიცეკვია. შოუში ისე ჩავერთე, ამ მიმართულებით არანაირი გამოცდილება არ მქონდა. "ლათინზე" ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. ამიტომ ბევრი ვიფიქრე, სანამ მონაწილეობაზე დავთანხმდებოდი.

გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა, რაღაც ეტაპზე უარზეც კი ვიყავი. მერე პროდიუსერები დამცინოდნენ, - ჯერ ძლივს დაგვთანხმდი და ახლა თავს არ გვანებებო.

- კიდევ რომ შემოგთავაზონ შოუში ცეკვა?

- ამაზე მეც მიფიქრია, მაგრამ პასუხი არ მაქვს. თუმცა, არ მინდა, საკმარისი იყო, რაც იყო, მეორედ ალბათ გამიჭირდებოდა, თუმცა ცეკვა იმდენად მენატრება არასაკონკურსო გარემოში, რომ არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებდი...

- მრავალმხრივი ხართ: მუსიკოსობა, მსახიობობა, ტელეწამყვანობა, შოუს წამყვანობა - ამ ბოლო საქმიანობას კიდევ სხვა რესურსი სჭირდება. ერთიდან მეორე რეჟიმზე გადართვა არ გიჭირთ?

- რთულია... პირველი სერიოზული ტელეგამოცდილება "რუსთავი 2-"ში მივიღე, ეს იყო კორესპონდენტობა, წამყვანობა, ლაივში მუშაობის რეჟიმი, სირთულეები, ბევრი რამ გამოვცადე... რადიომაც მნიშვნელოვნად შემიწყო ხელი, ჩემი პირველი სამსახური სპორტული რადიო "ჯაკო" იყო, რომელშიც ცოტა ხანს ვიმუშავე, შემდეგი რადიო "ფორტუნა". რადიოგამოცდილება მნიშვნელოვანი შეღავათია და კარგი ტრამპლინია შემდეგი ნაბიჯებისთვის. სიმართლე რომ ვთქვა, არ მინერვიულია იმაზე, როგორ ვისაუბრებდი, ამბავს როგორ მოვყვებოდი, მოკლედ, კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე.

"ცეკვავენ ვარსკვალავები" ჩემი მესამე შოუა, იყო - "დღის შოუ", "შენ შეგიძლია ცეკვა", თუმცა ახალი პროექტი - "იმედის დილა" ჩემთვის სიახლეა.

- შოუში პარტნიორობას გიწევს შოუს გამოცდილი წამყვანი - დუტა სხირტლაძე და არანაკლებად საინტერესო შოუმენი - კახა კინწურაშვილი. როგორია მათთან თანამშრომლობა?

- ფანტასტიკური პარტნიორები არიან. კარგი წამყვანი მეგაშოუების თვალსაზრისით ბევრი არ გვყავს, რადგანაც იყო კარგი მსახიობი, არ ნიშნავს, რომ კარგი წამყვანი ხარ. იშვიათად იყრის თავს ერთ ადამიანში ყველა საჭირო თვისება, რაც ასეთი შოუს წამყვანს სჭირდება. კახასთან პირველად ვმუშაობ და ჩემი დიდი კომპლიმენტები მას. არაჩვეულებრივად მოგყვება, სხვა აუცილებელ თვისებასთან ერთად, აქვს პარტნიორის შეგრძნების უნარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ დუტა უკონკურენტო შოუმენია, სტაჟზე არ მაქვს ლაპარაკი და გამოცდილებაზე, მიუხედავად ამისა, დუტას აქვს კარგი თვისება, პარტნიორის შეგრძნების. ალბათ კარგ მსახიობს ეს განარჩევს სხვებისგან, გრძნობდე პარტნიორს და გქონდეს იმპროვიზაციის უნარი, მიუხედავად შენი უკონკურენტობისა და ლიდერობისა. ამიტომ, არასდროს გამჭირვებია მათთან დუეტში მუშაობა მას მერე, რაც პირველივე დღიდან სცენაზე დავდექი. მოკლედ, ორივესთან მომწონს თანამშრომლობა.

- ყოველთვის მშვენიერ ფორმაში ხართ. ამას დიდი დრო მიაქვს?

- დიდი მადლობა, კი, მაგასაც დიდი შრომა სჭირდება... ჩემს სამოსზე დიზაინერი ლაშა ჯოხაძე ზრუნავს, რაც ძალიან კარგად გამოსდის, ჩემს იდეას ზუსტად იგებს, რა მინდა. მეც ყოველთვის ვცდილობ, მასთან ჩემი ჩანაფიქრით მივიდე. ლაშა კოლოსალურ საქმეს არის შეჭიდებული და იმხელა საქმე აბარია ჩვენს არხზე, რომ აბსოლუტურად მესმის. ისეთ ნიუანსებსა და დეტალებს ითვალისწინებს გარეგნობაში, მაოცებს. ცდილობს, ყოველ ჯერზე კოსტიუმი წინა ტურის კოსტიუმს არ ჰგავდეს, იყოს სხვა და მრავალფეროვანი, რაშიც, როგორც ვთქვი, თავად ვარ ჩართული, ლაშა ამის საშუალებას და უფლებას თავად მაძლევს. ამ მხრივ, მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება