პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანგაშო პროგნოზი - "30 წელიწადში საქართველოს წყლის სერიოზული დეფიციტი ექნება"
საგანგაშო პროგნოზი - "30 წელიწადში საქართველოს წყლის სერიოზული დეფიციტი ექნება"

ამ დღე­ებ­ში, სვა­ნეთ­ში, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, 2 ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო, მათი სა­ხელ­წო­დე­ბაა - "მეს­ტი­ა­ჭა­ლა1" და "მეს­ტი­ა­ჭა­ლა2".

ამ ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექტს "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის კომ­პა­ნია" ახორ­ცი­ე­ლებს. ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს, თუმ­ცა ენერ­გე­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ახა­ლი ჰე­სე­ბის გა­რე­შე ჩვენ არ გვექ­ნე­ბა მზარ­დი ეკო­ნო­მი­კა და ქვე­ყა­ნა სა­თა­ნა­დოდ ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა. ენერ­გე­ტი­კი­სა და ელექტრო­ინ­ჟი­ნე­რი­ის დოქ­ტორ მი­რონ ფირ­ცხე­ლა­ნის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა გარ­და­უ­ვა­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­ცე­სია.

"ახლა უნდა ვიზ­რუ­ნოთ, რო­გორ მი­ვი­ღოთ უსაფრ­თხო ელექტრო­ე­ნერ­გია. ჩემი აზ­რით, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ჰე­სე­ბის აგე­ბა ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი და სა­უ­კე­თე­სო გზაა, ოღონდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბი­სას ეკო­ლო­გი­ურ ნორ­მებ­საც და­ი­ცა­ვენ და ყვე­ლა­ფე­რი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან იქ­ნე­ბა შე­ჯე­რე­ბუ­ლი. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტი აქვს, სა­ხელ­მწი­ფომ უნდა იზ­რუ­ნოს, რომ ჩვე­ნი ჰიდ­რო­რე­სურ­სი ბო­ლომ­დე აით­ვი­სოს. პირ­ველ რიგ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი, რომ ამ საქ­მე­ში ჩა­ერ­თონ. სა­ხელ­მწი­ფო უნდა ზრუ­ნავ­დეს, რომ ენერ­გე­ტი­კა გან­ვი­თარ­დეს და ამით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­გე­ბა მი­ი­ღონ", - აღ­ნიშ­ნავს მი­რონ ფირ­ცხე­ლა­ნი.

მისი შე­ფა­სე­ბით, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ას შე­ღა­ვა­თი­ან ფას­ში მხო­ლოდ მა­შინ მი­ი­ღებს, როცა ბა­ზარ­ზე ჭარ­ბი ელექტრო­ე­ნერ­გია გაჩ­ნდე­ბა.

"დღეს ჩვენ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს, ამას ხელს უწყობს ჩი­ნოვ­ნიკ­თა ინ­ტე­რე­სე­ბი და ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ არის მო­ნო­პო­ლი­უ­რი ბა­ზა­რი, რაც ჩვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი პრობ­ლე­მაა. მხო­ლოდ 2 კომ­პა­ნი­ას აქვს უფ­ლე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გია გა­ყი­დოს. ადა­მი­ა­ნი ჩა­დებს ამ საქ­მე­ში ფულს, დიდი გა­ჭირ­ვე­ბით აა­შე­ნებს ელექტრო­სად­გურს და როცა რე­ა­ლი­ზა­ცი­ას და­ი­წყებს, ხე­დავს, რომ გა­სა­ღე­ბის ბა­ზა­რი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. ეს ძა­ლი­ან დიდი დაბ­რკო­ლე­ბაა მე­წარ­მე­ე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ჰე­სე­ბი აა­გონ. მე ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნე­ბა ასეთ ჰე­სებს უფრო აი­ტანს. ყვე­ლა­ზე იაფი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს აქვს, არის წყა­ლი, არა­და, ამ რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი 10-15%-ს არ აღე­მა­ტე­ბა. ეს კი, ძა­ლი­ან ცუდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნავს მი­რონ ფირ­ცხე­ლა­ნი.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საგანგაშო პროგნოზი - "30 წელიწადში საქართველოს წყლის სერიოზული დეფიციტი ექნება"

საგანგაშო პროგნოზი - "30 წელიწადში საქართველოს წყლის სერიოზული დეფიციტი ექნება"

ამ დღეებში, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, 2 ჰესის მშენებლობა დაიწყო, მათი სახელწოდებაა - "მესტიაჭალა1" და "მესტიაჭალა2".

ამ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტს "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია" ახორციელებს. ჰესების მშენებლობას ჩვენი საზოგადოების ნაწილი უარყოფითად აფასებს, თუმცა ენერგეტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ჰესების გარეშე ჩვენ არ გვექნება მზარდი ეკონომიკა და ქვეყანა სათანადოდ ვერ განვითარდება. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორ მირონ ფირცხელანის თქმით, საქართველოში ჰესების მშენებლობა გარდაუვალი და აუცილებელი პროცესია.

"ახლა უნდა ვიზრუნოთ, როგორ მივიღოთ უსაფრთხო ელექტროენერგია. ჩემი აზრით, მცირე და საშუალო ჰესების აგება ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე ოპტიმალური და საუკეთესო გზაა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ჰესის მშენებლობისას ეკოლოგიურ ნორმებსაც დაიცავენ და ყველაფერი მოსახლეობასთან იქნება შეჯერებული. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ენერგიის დეფიციტი აქვს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ჩვენი ჰიდრორესურსი ბოლომდე აითვისოს. პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ამ საქმეში ჩაერთონ. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ენერგეტიკა განვითარდეს და ამით საქართველოს მოქალაქეებმა მაქსიმალური მოგება მიიღონ", - აღნიშნავს მირონ ფირცხელანი.

მისი შეფასებით, ჩვენი მოსახლეობა ელექტროენერგიას შეღავათიან ფასში მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა ბაზარზე ჭარბი ელექტროენერგია გაჩნდება.

"დღეს ჩვენ ელექტროენერგიის დეფიციტი გვაქვს, ამას ხელს უწყობს ჩინოვნიკთა ინტერესები და ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის მონოპოლიური ბაზარი, რაც ჩვენი უპირველესი პრობლემაა. მხოლოდ 2 კომპანიას აქვს უფლება ელექტროენერგია გაყიდოს. ადამიანი ჩადებს ამ საქმეში ფულს, დიდი გაჭირვებით ააშენებს ელექტროსადგურს და როცა რეალიზაციას დაიწყებს, ხედავს, რომ გასაღების ბაზარი უკვე დაკავებულია. ეს ძალიან დიდი დაბრკოლებაა მეწარმეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მცირე და საშუალო ჰესები ააგონ. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ბუნება ასეთ ჰესებს უფრო აიტანს. ყველაზე იაფი რესურსი, რომელიც საქართველოს აქვს, არის წყალი, არადა, ამ რესურსის გამოყენების კოეფიციენტი 10-15%-ს არ აღემატება. ეს კი, ძალიან ცუდი მაჩვენებელია", - აღნიშნავს მირონ ფირცხელანი.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი