Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ადვოკატი
რას ამბობს აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ადვოკატი

აშშ-ში და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნის, ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ლე­ვან ნა­ტა­ლიშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ სა­სა­მარ­თლო მა­ყაშ­ვილს წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბას არ შე­უ­ფარ­დებს.

რო­გორც ნა­ტა­ლიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, სა­სა­მარ­თლოს არ აქვს პრობ­ლე­მა მა­ყაშ­ვი­ლის გა­მოშ­ვე­ბა­ზე და უბ­რა­ლოდ გარ­კვე­უ­ლი სა­ბუ­თე­ბია მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი, რა­ზეც ვერ ისა­უბ­რებს. მი­სი­ვე თქმით, ის დღეს უკვე შეხ­ვდა მა­ყაშ­ვილს.

"ჯერ კონ­კრე­ტუ­ლად ამ საქ­მე­ზე ად­ვო­კა­ტი არ ვარ და ზუს­ტად არ ვიცი ვიქ­ნე­ბი თუ არა. შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო მხო­ლოდ ლე­ვან­თან და­კავ­ში­რე­ბით. რაც შე­მიძ­ლია ამ დრო­ის­თვის ვთქვა, საქ­მე­ში არა­ფე­რი კონ­კრე­ტუ­ლი არ არის. ლე­ვა­ნი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია. ნა­წყე­ნია, რომ ასე­თი ამ­ბა­ვი მოხ­და და არ მო­უს­მი­ნეს მის პო­ზი­ცი­ას. ის ამ­ბობს, რომ სა­ერ­თოდ არ აქვს კავ­ში­რი ორ­გა­ნი­ზე­ბულ კრი­მი­ნალ­თან. რო­გორც ჩანს, ლე­ვა­ნი და­კა­ვე­ბუ­ლია იმის გამო, რომ იგი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია და სინ­დი­კა­ტის რო­მე­ლი­მე წევ­რმა მას ხელი ჩა­მო­არ­თვა უბ­რა­ლოდ. ამის გამო ადა­მი­ა­ნის და­ჭე­რა უსა­მარ­თლოა", - გა­ნა­ცხა­და ნა­ტა­ლიშ­ვილ­მა.

ნა­ტა­ლიშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი სა­ვა­რა­უ­დოდ დღეს ან უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

ნიუ-იორკში 15 ქარ­თვე­ლი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­თაც ბრა­ლი რუ­სუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი სინ­დი­კა­ტის წევ­რო­ბა­ში ედე­ბათ. მათ შო­რი­საა ორი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი - ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე და ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი.

აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: რაჟ­დენ შუ­ლა­ია, ზუ­რაბ ჯა­ნაშ­ვი­ლი, აკა­კი უბი­ლა­ვა, ჰამ­ლეტ უგ­ლა­ვა, მა­მუ­კა ჩა­გა­ნა­ვა, მი­ხე­ილ თო­რა­ძე, ავ­თან­დილ კა­ნა­დაშ­ვი­ლი, ნაზო გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ბუ­ზი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ლო­მიშ­ვი­ლი, დი­ე­გო გა­ბი­სო­ნია, ლე­ვან მა­ყაშ­ვი­ლი, ავ­თან­დილ ხურ­ცი­ძე, ერეკ­ლე კე­რე­სე­ლი­ძე, ნი­კო­ლოზ ჯი­ქია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რას ამბობს აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ადვოკატი

რას ამბობს აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ადვოკატი

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ლევან მაყაშვილის ადვოკატი ლევან ნატალიშვილი ვარაუდობს, რომ სასამართლო მაყაშვილს წინასწარ პატიმრობას არ შეუფარდებს.

როგორც ნატალიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სასამართლოს არ აქვს პრობლემა მაყაშვილის გამოშვებაზე და უბრალოდ გარკვეული საბუთებია მოსაწესრიგებელი, რაზეც ვერ ისაუბრებს. მისივე თქმით, ის დღეს უკვე შეხვდა მაყაშვილს.

"ჯერ კონკრეტულად ამ საქმეზე ადვოკატი არ ვარ და ზუსტად არ ვიცი ვიქნები თუ არა. შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ ლევანთან დაკავშირებით. რაც შემიძლია ამ დროისთვის ვთქვა, საქმეში არაფერი კონკრეტული არ არის. ლევანი გაკვირვებულია. ნაწყენია, რომ ასეთი ამბავი მოხდა და არ მოუსმინეს მის პოზიციას. ის ამბობს, რომ საერთოდ არ აქვს კავშირი ორგანიზებულ კრიმინალთან. როგორც ჩანს, ლევანი დაკავებულია იმის გამო, რომ იგი ცნობილი ადამიანია და სინდიკატის რომელიმე წევრმა მას ხელი ჩამოართვა უბრალოდ. ამის გამო ადამიანის დაჭერა უსამართლოა", - განაცხადა ნატალიშვილმა.

ნატალიშვილი ვარაუდობს, რომ სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს ან უახლოესი დღეების განმავლობაში გაიმართება.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომელთაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ქართველების სია ასე გამოიყურება: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, ერეკლე კერესელიძე, ნიკოლოზ ჯიქია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ