"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიაში ადასტურებენ.
"ინტერპრესნიუსი" არხის რამდენიმე თანამშრომელს ესაუბრა, რომელთა ინფორმაცითაც, გვარამიამ თანამდებობის დატოვების მიზეზად არხზე არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა.
გვარამიამ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადაგომის თაობაზე გადაწყვეტილება თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე გააცნო.